Posted by: burusi | 28/05/2009

ფედერიკო ფელინის “გზა”

"გზა", რეჟ. ფედერიკო ფელინი

"გზა", რეჟ. ფედერიკო ფელინი

ფილმი “გზა” (La Strada) ფედერიკო ფელინიმ 1954 წელს გადაიღო, თუმცა სცენარი ჯერ კიდევ 1949 წელს დაწერა. გადაღებისათვის საჭირო თანხის უქონლობის გამო ფილმის გამოსვება ვერ შეძლო. ბოლოს, როგორც იქნა იპოვა პროდიუსერი და ფილმის გადაღებებიც დაიწყო, რომელიც გრძელდებოდა 1953 წლის ბოლოდან 1954 წლის გაზაფხულამდე.

მთავარ როლებში ფელინიმ საკუთარი მეუღლე – ჯულიეტა მაზინა (მისთვის ეს პირველი როლი იყო) და იმ პერიოდში ნაკლებად ცნობილი მსახიობი ენტონი ქვინი მოიწვია. ჯულიეტა მაზინას რეჟისორები არ იწვევდნენ ფილმში სათამაშოდ. ფილმ “გზაში” მისი კანდიდატურა ჯელსომინას როლზე დაიწუნა პროდუსერებმა, ფელინიმ კონტრაქტი დახია და ასე მიაღწია მისი მეუღლის გადაღებას მისსავე ფილმში.

ფილმმა ფელინის მსოფლიო აღიარება მოუტანა. 1954 წელს ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალზე ფილმი გახდა “ვერცხლის ლომის” მფლობელი. 1957 წელს ფილმს მიენიჭა “ოსკარი” საუკეთესო უცხოენოვანი ფილმისათვის და საუკეთესო სცენარისათვის. ფილმმა 50-მდე ჯილდო მიიღო.
წარმატების გამო, თავად რეჟისორი მაშინდელ სულიერ მდგომარეობას “სულის ჩერნობილს” უწოდებდა, რადგან ფილმის შექმნაზე მის თავს გადახდილი უამრავი დაბრკოლების სანაცვლოდ ფელინიმ მოიპოვა მსოფლიო აღიარება და კინემატოგრაფიულ შედევრად ითვლება დღესაც. ფილმს კომერციული წარმატებაც ხვდა, რამაც საშუალება მისცა ახალგაზრდა ცოლ-ქმარს ეყიდათ ბინა პარიოლში, რომის საუცხოო, პრესტიჟულ რაიონში.
ფილმი საბჭოთა კავშირში 1967 წელს უჩვენეს, სახელწოდებით “გზებზე მოხეტიალენი”.

ფელინის ”გზას” იტალიური კრიტიკა დოსტოევსკის ნაწარმოებებს ადარებდა, თავად ფელინის კი – თეოდორ დოსტოევსკის. თუმცა პრესამ ფილმი მაინც კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაატარა. იბეჭდებოდა შეურაცხმყოფელი რეცენზიები, სათაურით – ”სახარება იდიოტისაგან” და ”თავადი მიშკინი”… თავისთავად, ასეთი სათაურებით კრიტიკა კიდევ ერთხელ ხაზს უსვამდა ფელინისა და დოსტოევსკის ”ნათესაურ” კავშირს.
ზოგი კრიტიკოსი მას მიიჩნევდა სევდიან ფილმად სულელებზე, სადაც გმირმა თვითონ არ იცის რა უნდა, უაზროდ იტანჯება და კვდება. ფელინის აკრიტიკებდნენ, რომ ფილმში ადამიანს არ შეუძლია გადალახოს საკუთარი სისუსტე.

ფილმის პერსონაჟები მოხეტიალე ცირკის ღატაკი მსახიობებია. რეჟისორმა შექმნა ტრაგიზმით სავსე ნაწარმოები, გვიჩვენა მისი გმირების ცხოვრება სასტიკ და ცივ სამყაროში, გარდაუვალი დაღუპვა სილამაზისა, შეურაცმყოფელი და უპერსპექტივო ბრძოლა გადარჩენისათვის. ფილმი მიგვანიშნებს, თუ რამდენად განსხვავებულია ადამიანები, რომ არ არსებობს არანაირი საზოგადოება და საზოგადოებრივი მორალი, არის მხოლოდ მარტოშთენილ ადამიანთა ნაკრები, რომლებიც საკუთარი პრინციპებით და საშუალებებით ებრძვიან სევდას.
ტრაგიკომიკურია ფილმის მთავარი გმირი, ცირკის მსახიობი ძამპანო (Zampanò). ძამპანომ (ენტონი ქვინი – Anthony Quinn) ღარიბ სოფელში გოგონა ჯელსომინა იყიდა, რომელსაც საცირკო წარმოდგენებზე ასისტენტობა შესთავაზა.

"გზა", რეჟ. ფედერიკო ფელინი

"გზა", რეჟ. ფედერიკო ფელინი

ფილმის დასაწყისში ერთი სცენა ძალიან ჰგავს პიკასოს სურათს “გოგონა ბურთზე”. ჯელსომინა დგას პატარა სკამზე, ხელებს მაღლა სწევს, ძამპანო კი ამ დროს შავ კასრზე ზის, მოხრილი, სიგარეტს ეწევა.
ფილმი ცრემლიან ღიმილს იწვევს. თითქოს სასწაულის მოლოდინში გვაქცევს, მივყვებით ჯესოლმინას დაუსრულებელ გზაზე და მასთან ერთად უნდა განვიცადოთ მოახლოებული ფერიცვალება. ასე გვეჩვენება, თითქოს ჯელსომინა ყველაფერს შეიცნობს და შედეგად ყველაფერი შეიცვლება. ამ უწვრილეს ზღვარზე გადასვლა ყველაფერს გადაწყვიტავს. იცვლება არა მხოლოდ შინაგანი გრძნობები, იცვლება სამყაროც.
მამაკაცის ცრემლები შეიძლება შეადარო მხოლოდ ზღვას, ქარიშხალს და ყველაფერ ამას შინაგანი არმაგედონით შეიგრძნობ. ფილმის დასასრულს ასეთი შეგრძნება გეუფლება, რომ შენც შეიცვალე…
ფედერიკო ფელინი თავის მემუარებში იხსენებს ერთ ცნობილ ისტორიას: ერთხელ ჯულიეტას მოტოციკლისტებმა ხელჩანთა მოპარეს ქუჩაში. საღამოს კი ეს ხელჩანთა ფელინის სახლთან იდო წარწერით: “გვაპატიე ჯელსომინა”.


Responses

  1. ბრწყინვალე ფილმია. პირველი შთაბეჭდილება საოცარი იყო. მახსოვს მხოლოდ ორიოდ წუთით შევხედე დასაწყისს, ჯერ კიდევ მაშინ, როცა არც ვიცოდი რა რეჟისორის, რა ფილმს ვუყურებდი, და უბრალოდ თვალი ვეღარ მოვწყვიტე. თქვენი სტატიაც კარგი იყო. განსაკუთრებით ბოლო პასაჟი მომეწონა. მოხარული ვიქნები თუ ფელინის სხვა ფილმებზეც დადებთ მსგავს სტატიებს. გმადლობთ

  2. ტრაგი – კომედია… პირველი რაც გავიფიქრე იყო ის, რომ მაზინას მეტი მის როლს ვერავინ შეასრულებდა…
    მსახიბოს ოსტატობის ყველაზე მაღალი და ძლიერი გამოსახვაა…შეუძლებელია, ამ ფილმის დავიწყება…

  3. gadasarevia.. exla am filmis garchevas vcer 😀 da musikaluri mxare mainteresebs da versad vpoulob informacias..

  4. kargia :)))) genialuri msaxiobi da rejisori:*

  5. გაიხარე მომომეწონა ანალიზი ძალიან… 🙂

  6. სიტყვები არ მყოფნის, ეს ნამდვილად მსოფლიო კინო შედევრია, ჯულიეტა მაზინას სახე თვალებში აღმებეჭდა, საოცარი, არაამქვეყნიური სევდაა ამ ფილმში. ამ ფილმს მართლა შეუძლია ადამიანის ცხოვრების შეცვლა უკეთესობისკენ…

  7. ამ ფილმის მუსიკალურ მხარეზე რას იტყვით?
    რეფერატზე ვმუშაობ ამ ფილმის მიხედვით იქნებ დამეხმაროთ

  8. […] რეჟისორის ფედერიკო ფელინის“გზა”  1954 წელს შექმნილი ფილმია, რომლის […]


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: