Posted by: burusi | 27/05/2009

გიორგი ბუნდოვანი – როკ-ბენდი ”Memento Mori”-”გახსოვდეს სიკვდილი”

როკ-ბენდი ”Memento Mori”-”გახსოვდეს სიკვდილი”

როკ-ბენდი ”Memento Mori”-”გახსოვდეს სიკვდილი”

თბილისში არსებობდა უნიკალური როკ-ბენდი ”Memento Mori”-”გახსოვდეს სიკვდილი”, ამ ჯგუფის სულის ჩამდგმელი და ვოკალისტი (სოლო-გიტარა) გახლდათ მალხაზ კობერიძე, მან ტერენტი გრანელი ააჟღერა პირველად, ქართულ როკში! ეს ჯგუფი მღეროდა ტერენტის ლექსებს, აქვთ გამოშვებული ერთადერთი აუდიო ალბომი – “ექსკურსია ცისკენ”. ეს ჯგუფი მოღვაწეობდა 90-იანების დასაწყისში, როცა თბილისში იყო ჯერ კიდევ, მაგალითად – ქიშვარდ გლუნჩაძე თავისი ლეგენდარული ჯგუფით – “ქიშო და ინტელიგენცია” (ყველას გახსოვთ ალბად ქიშო, ქართული მხატვრული ფილმიდან – ”ლაქა”…
”Memento Mori”-მ მოიარა გასტროლებით მთელი საქართველო, რამდენადაც ვიცი, უცხოეთში გასვლები არ ჰქონიათ… ამ ჯგუფის დრამერი, რომელიც 87 წელს აქტიურად მონაწილეობდა გრანელის ნეშტის გადასვენებაში, უკვე 15 წელია შტატებშია, ხოლო ბასისტი, რომელიც ბასისტად გაზარდა და მუსიკოსად ჩამოაყალიბა თვით მალხაზ კობერიძემ, შემდგომში გახდა შავი ბერი და ამჟამად ცნობილი წინამძღვარია ერთ-ერთი მამათა მონასტრის-მამა მიქაელი, თუ არ ვცდები…

კობერიძე, გ. ბუნდოვანი

მალხაზ კობერიძე, გიორგი ბუნდოვანი

2000-იან წლებში მალხაზ კობერიძემ ააღორძინა ეს ჯგუფი ახალი შემადგენლობით და მემენტო მორი რამოდენიმეჯერ გამოჩნდა ლადო ბურდულის მიერ მოწყობილ როკ-ფესტივალებზე და 2-3 ჯერ, ჩემს მიერ ორგანიზებულ პოეტურ-მუსიკალურ აქციებზე ქარვასლასა თი დანგრეულ აბრეშუმის ფაბრიკაში… ამჟამად, უკვე 5-6 წელია რაც მეორედ აღორძინებული ჯგუფი ისევ დაიშალა უფინანსობისა და უპროდიუსერობის გამო, ხოლო მალხაზ კობერიძე კი ღამის ბარებში დაკვრით ირჩენს თავს და არჩენს ოჯახს, რაც ფრიად სამწუხაროა, რადგან ასეთი რანგის ჯგუფები აღარც არსებობს თითქმის, მით უმეტეს, ვინც სულმნათ-ტერენტი გრანელს ამღერებდეს როკში…
და ბოლოს: ამ ჯგუფის ვიდეო ჩანაწერები, თბილისის კონცერტებიდან-უნივერსიტეტსა თუ პროფკავშირების სასახლეში… და ერთადერთი კლიპი და აუდიო ალბომი აქვს თქვენს მონა-მორჩილს, არქივში…


Responses

  1. am jgupis albomis naxva minda da damexmaret rogor vnaxo 🙂

  2. ar ginda sadme gamoaqveyno mati simgerebi?


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: