Posted by: burusi | 21/05/2009

გიორგი ბუნდოვანი: “ტერენტი გრანელი”

გრანელის საფლავი დიდუბის პანთეონში

გიორგი ბუნდოვანი გრანელის საფლავზე დიდუბის პანთეონში

ტერენტი გრანელის და ჩემი ცხოვრება უმჭიდროესადაა ურთიერთგადაჯაჭვული და ეს ბევრმა იცის ირგვლივ.
1983 წლიდან 1987 წლამდე მე ვუვლიდი და ვდარაჯობდი ტერენტის საფლავს პეტრე-პავლეს სასაფლაოზე… იქვე, სასაფლაოზევეა დაწერილი ჩემი ლექსების უდიდესი ნაწილი. არაერთი ღამეც კი მაქვს იქ გატარებული, მარტოს…
შემდეგ კი, 1987-ში აქტიური მონაწილე ვიყავი მისი გადასვენებისა პეტრე-პავლედან დიდუბის პანთეონში… (უფრო სწორად – მოწინააღმდეგე ამ გადასვენების… რადგან მიმაჩნდა, რომ თუ გადასვენებაა – მთაწმინდაზე უნდა გადასვენებულიყო და არა სხვაგან!).
შემდეგ კი, როდესაც ჩემი და ჩემი თანამოაზრე ზღვა ადამიანების ურიცხვი და ყოველმხრივი მცდელობების მიუხედავად, მაინც გადაასვენეს, მისი ნასაფლავარი დარჩა უპატრონოდ მიგდებული და მე დავადგი შავი მარმარილოს ქვა, იგივე ფოტოთი და წარწერით:
“აქ, 1934 წლიდან – 1987 წლამდე განისვენებდა დიდი ქართველი პოეტი ტერენტი გრანელი (კვირკველია) ”არა სიცოცხლე, არა სიკვდილი, არამედ რაღაც სხვა…”
დღეს-დღეობითაც ეს ნასაფლავარი პეტრე-პავლეზე ჩემს მიერაა შენარჩუნებული.

ტერენტი გრანელის ყოფილი საფლავი პეტრე-პავლეს სასაფლაოზე, გრანელის დიდუბეში გადასვენების შემდეგ დაიდგა მემორიალური ქვა

ტერენტი გრანელის ყოფილი საფლავი პეტრე-პავლეს სასაფლაოზე, გრანელის დიდუბეში გადასვენების შემდეგ გიორგი ბუნდოვანმა დადგა მემორიალური ქვა

1987-ში, წალენჯიხაში, ტერენტი გრანელის სახლ-მუზეუმის და მისივე სახელობის ქუჩის გახსნაზე გახლდით საპატიო სტუმრად მიწვეული. წალენჯიხაში შემდგომშიც არაერთხელ გახლდით ამ ამბებთან დაკავშირებით… მაშინ ეს ღონისძიებები დაამთხვიეს ტერენტის დაბადების 90-წლისთავს.
ასევე, მე ვიცნობდი ქალბატონს, ნინა ზახარევნა ხიდირბეგიშვილს, რომელსაც ტერენტი გრანელმა, ყოფილ კამოს ქუჩაზე (ამჟამად დ. უზნაძეზე) 23-ე სკოლასთან მიუძღვნა ლექსი – “გაზაფხულის საღამო”.
ასევე, საზღვარგარეთის ლიტერატურაში ჩემი ლექტორი, გახლდათ ცხონებული – აკაკი გაწერელია, ტერენტის მეგობარი და თანამედროვე.
– ტერენტი გრანელი – ერთადერთი მისტიკოსი პოეტი საქართველოში!
ტერენტი გრანელს უნდა საკუთარი კანით და სულით შეიგრძნობდე, რომ მიხვდე – ტერენტი არ არის პესიმისტი პოეტი, პირიქით – იგი სინათლის და სიცხადის შემტანი, უნათლესი პოეტია!

გიორგი ბუნდოვანი გრანელის ყოფილ საფლავზე, პეტრე-პავლეს სასაფლაო, 1985 წ.

გიორგი ბუნდოვანი გრანელის ყოფილ საფლავზე, პეტრე-პავლეს სასაფლაო, 1985 წ.


Responses

  1. giorgi, dzalian did pativs gcem:) didi adamiani xar da ugrmesi madloba chveni kulturis am didi aspektis shemonaxvistvis!

  2. გაიხარეთ, გმადლობთ!!

  3. მადლობა გიორგი


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: