Posted by: burusi | 20/05/2009

ჯიმ მორისონი – ლექსები (თარგმანი გიორგი ბუნდოვანის)

jim-morrison, ჯიმ მორისონი

ჯიმ მორისონი – ლექსები (თარგმანი გიორგი ბუნდოვანის)

* * *
თავისუფლების წამი
როდესაც მზის შემყურე
ტყვე, ბრმავდება,
ვით თხუნელა
სოროდან.

ბავშვის პირველი მოგზაურობა
სახლიდან შორს…

აი ეს არის თავისუფლების წამი!

* * *

შენ შეგიძლია გაიგო?
ჩემი გვამი ცოცხალია
ჩემი ხელები–ო, როგორ მოძრაობენ
სხარტნი და ელასტიურნი, ვითარცა დემონნი!
ჩემი თმები–ო, როგორ გადახლართულნი,
ჩემი სახე–ჩავარდნილი ლოყებით,
ჩემი ცეცხლოვანი ენა–მახვილი
ფანტავს სიტყვებს და ნაპერწკლებს…
მე რეალური ვარ!
მე ადამიანი ვარ!
მაგრამ მე არა ვარ ჩვეულებრივი ადამიანი,
არა! არა! არა!!!

*******

დატირება ჩემს გარდაცვლილ ასოზე

დატირება ჩემს ასოზე
ავადმყოფზე და ჯვარცმულზე
მე მინდა გიცნო
და მოვიპოვო სულის სიბრძნე.
შენ შეგიძლია კედლების გახსნა,
–საიდუმლოთა,
–სტრიპტიზი!

როგორ ვიპოვოთ სიკვდილი
დილის სეანსზე?

ტელესიკვდილი
ბავშვის მიერ შთანთქმული!

სიკვდილი–წყარო,
რომლის საიდუმლო
მაიძულებს რომ ვწერო.

შენელებული ”კორტეჟი”
ჩემი ასოს სიკვდილს
მოაქვს სიცოცხლე!

უძველესო, ბრძენო
სატირო-გიტარისტო
უმღერე ჩემს ასოს
შენი ოდდა
მიეფერე მის ტირილს
გაამაგრე და წაგვიძეხ წინ!

მკვდარი უჯრედები
საბედისწერო ცოდნა,
რომ ვისაუბროთ გულით
და გავიღოთ უდიდესი საჩუქარი!

სიტყვები
სიძლიერე
ტრანსი

უცვლელი მეგობარი
თავისი სამხეცით
გაწეწილი, ბომბორა ველური გოგონები…
ყველა ფერები შეიკრიბნენ,
რათა შეჰქმნან ჩვენი ჯიშის
წამყოლი ხომალდი.

შეიძლება კი იყოს ჯოჯოხეთი
უფრო უსაშინლესი და რეალური
ვიდრე ეხლა?!

”მე მივჭყლიტე მისი ბარძაყი
სიკვდილმა გაიღიმა!”

***
სიკვდილი, ძველი მეგობარი
სიკვდილი და ჩემი ასო
ეს სამყაროა!!!

მე შემიძლია ვიპატიო
საკუთარი წყენა
სიბრძნის და გამო
ტკბობის,
რომანტიკის და გამო!

სტრიქონი სტრიქონზე,
სიტყვები ვით ბალზამი

სიტყვები მჭრიან
და მოაქვთ განკურნება!

თუ შენ მათი გჯერა!!!

ყველაფერი ერთიანდება დატირებაში,
ჩემი ასოს გარდაცვალებაზე,
ცოდნის ენა
შემოსილ ღამეში!

დარდისაგან, ბიჭები იშლებიან ჭკუიდან,
რათა მე ჩემი ასო მივიტანე
სიჩუმის სამსხვერპლოზე!..

***

ძალა

მე შემწევს ძალა, ერთ წამში
დავტოვო მიწა;
მე ვაიძულე, რომ წასულიყვნენ
ცისფერი მანქანები.
მე შემიძლია გავხდე უჩინარი, ან და ჯუჯა
მე შემიძლია გავხდე გოლიათი და შევწვდე ვარსკვლავებს.
მე შემწევს ძალა –
– ნივთთა ბუნების შეცვლისა!
მე შემიძლია ვიმოძრაო დროსა და სივრცეში
მე შემიძლია მკვდრების გამოძახება.
მე ვწინასწარმეტყველებ პარალელურ სამყაროთა მოვლენებს.
– საკუთარი გონების სიღრმეებსა
და სხვათა ცნობიერებაში.

მე შემიძლია!
მე ვარ!
________________________________

* * *

ანგელოზი გადაირბენს
სინათლის სიკაშკაშეში,
გადაირბენს ოთახში.
მოჩვენება მიიჩქარის ჩვენს წინ
თან გვდევს აჩრდილი
და ყოველი გაჩერების თანავე
ჩვენ ვეცემით!

*****

ეშმაკის გამოცოცხლება
ვენეციის სრუტეში.
სირბილისას, მე შევამჩნიე სატანა,
ან სატირი, რომელიც მოძრაობდა ჩემს გვერდით
შევამჩნიე ხორცშესხმული აჩრდილი,
აჩრდილი ჩემი გასაიდუმლოებული ცნობიერების!
გაქცეული და ყოვლისმცოდნე!
__________________________

* * *

კლდის ქვეშ მცხოვრებმა
მგელმა
დამპატიჟა, რომ გამესინჯა მისი
გრილი წყალი.
განა ბანაობისათვის და ჭყუმპალაობისათვის,
არამედ მზის შუქის მიტოვებისათვის
და უდაბნოს მკვდარი ღამის შეცნობისათვის
და ცივი ადამიანების გასაცნობად,
რომელნიც იქ თამაშობენ…
_____________________________

* * *

ყოველივე ადამიანური ქრება მისი სახიდან,
მალე ის გალღვება ჭაობის მწვანე სიბრტყეში –
დარჩი!
ჩემო შეშლილო სიყვარულო!!!
_________________________________

* * *

რატომ ვსვამ?
რომ ვწერო ლექსები!

ხშირად, როდესაც ეს გრძედება
და მთელი სისაძაგლე იძირება
ღრმა ძილში,

უეცრად ხდება გამოფხიზლება
და რაც კი დარჩა–ჭეშმარიტად
დატანჯულ სხეულში…
სული მიძლიერდება!

მაპატიე მამაო, რამე თუ მე ვიცი
რასაც ჩავდივარ…
მე მსურს მოვისმინო უკანასკნელი პოეტის
უკანასკნელი ლექსი!
__________________________

* * *

ისინი ჩუმად მოძრაობენ
ნელა დგებიან
ცხედრები – გამოფხიზლებული
ახალშობილები
გახრწნილი ასოებით
და ნოტიო სულებით
ისინი ჩუმად ოხრავენ
დაკრძალვის ექსტაზში.
ვინ მოუხმო ცხედრებს საცეკვაოდ?
– გოგონამ, რომელიც სწავლობს “სულთა სიმღერას”
თავის საბავშვო როიალზე?
თუ ეს ბუნების შვილები არიან?
ან და თვით ეს სული – ღმერთია,
მობუტბუტე და მბოდვარი,
სისულელის მოლაყბე?!
– მე გავხდი შენ,
რომ გაგვეპოხა მიწა.
მე გავხდი შენ, რომ
მემცნო სინანული, ვარდნილი
ვით დამწვარი კანი.
მე გავხდი შენ, რომ მესურვა წარმატება,
რომ საკუთარი დიდებით მომეკლა ჟინი, ვით ახალ
ურჩხულს!
ეხლა კი გეძახი შენ, რათა ვილოცოთ!
_______________________________

შიში – ეს კარებია!

შიში – ეს კარებია, სადაც ქარები
მიისწაფვიან ჩრდილოეთისაკენ
სახე ფანჯარაში, რომელიც იქცა ფოთლად
არწივი, რომელმაც იგრძნო თავისი უბედურება
და მაინც ზანტად მიაპობს ჰაერს, მაღლა…
ბაჭია, მოციმციმე, სიბნელეში.
______________________________

მოსამსახურეები ჩხუბობენ

ჰოლში ჩხუბობენ მოსამსახურენი
თბილი დღე
გასული ღამის არომატი
მე ვწევარ მარტო ამ გრილ ოთახში.

ჩემი ტვინი დამშვიდდა. მე მას ვფურცლავ,
ვით ძველი წიგნის მარმარილოს ფურცლებს.

მე ვარ ცივი და მოსწორებული ჩონჩხი
ვარ საფრთხობელა სერზე
აპრილში ქარი ევლება
ჩემს ძვლოვან სახელმწიფოს თაღებს.
ქარი ყმუის ჩემს გუმანში და სულში.

ჩემი სიცოცხლე – გადაშლილი წიგნია
ან და სატელევიზიო აღსარება!
_____________________________

დაწყევლა და შთაგონება

ფანტასტიურო, წვრილთავა კრეტინებო
მე ვიცდი, როდესაც რომელიმე თქვენგანი
წამოდგება მთელი სიმაღლით…
მსუქანო, გულკეთილო მამათმავლებო
ბოსტნის თხებო და ნახვრეტის ვეტერანებო,
ჯიუტო, გამოთაყვანებულო წმინდანებო,
განავალძმებო და ინდივიდუალისტებო,
გავაათრეულო სახელმწიფო მოხელეებო,
ტუჩნაკვნეტო ბედგაცრუებულნო
შერყვნილო პორნოგამყიდველებო
ჩემო მეომარო დენდებო
უცნაურ ურჩხულთა რიგებო
რომ შეიგრძნეთ ღვინის კასრების სურნელი,
ჩვენ მოგესალმებით – ჩვენსავე პროცესიაზე!..


Responses

  1. ჯიმის ლექსები ნამდვილი ხელოვნებაა

  2. me amas vedzaxi poezias…………..

  3. kargi targmania

  4. Zala
    SemiZlia dedamiwa SevaCero Tavis kvalze.
    vaiZule wasuliyvnen lurji avtomobilebi
    SemiZlia gavmWvirvalde gavxde mcire
    gavxde uzarmazari da mivswvde yvelaze Sor nivTebs
    isic mZaluZs bunebis svla rom Sevcvalo
    rom davmkvidrde yvelgan sivrce droSi.
    SemiZlia gamovixmo mkvdrebi
    da SevigrZno sxva samyaros movelenebi,
    Cems yvelaze Rrma Sinagan gonebaSi
    da agreTve sxvebis mexsierebaSi.

    SemiZlia. . .
    es xom me var. . .

  5. isini nazad irxevian, izrdebian

  6. m


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: