Posted by: burusi | 19/05/2009

გიორგი ბუნდოვანი: “გამოთხოვების ნაცვლად… (ტერენტი გრანელს)”

გიორგი ბუნდოვანი გრანელის ყოფილ საფლავზე, პეტრე-პავლეს სასაფლაო, 1985 წ.

გიორგი ბუნდოვანი გრანელის ყოფილ საფლავზე, პეტრე-პავლეს სასაფლაო, 1985 წ.

გიორგი ბუნდოვანი: “გამოთხოვების ნაცვლად… (ტერენტი გრანელს)”

კორიანტელი ქაოსურად შენში მოექცა,
მიმოასხურე მთელ სამყაროს განცდის წვეთები.
ამ წუთისოფლად დამშვიდება ვერსად მოგეცა
და სულში ჩაგყვა სისხლიანი ტრიოლეტები!

ნატრობდი იმას, რასაც თვითონ ვერც კი ახსნიდი,
იების ფერი ცივ თვალებში გეფინებოდა
ვიცი, რომ სხვაზე წყეულ თბილისს შენ არ გაცვლიდი,
აქ შენი სახე ღვთის წინაშე იფერფლებოდა!

არღვევდი სივრცეს მონაჩვენებ საცოდაობით,
ვერ გამოსტყუე დახმარება ვერავის ქვეყნად…
მხოლოდ ლექსების სიდიადით შენთვის ხარობდი,
შენთვის გაღმერთდი პოეზიის ტატნობზე, კენტად!

კორიანტელი ბობოქრობით შენში მოექცა,
მიმოასხურე სააქაოს განცდის წვეთები…
ამ წუთისოფლად დაწყნარება არსად მოგეცა
და სულში ჩაგყვა ცრემლიანი ტრიოლეტები!

1987


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: