Posted by: burusi | 17/05/2009

ქეთევან ჭკუასელი, რუსუდან სანაძე: “უმაღლესი განათლება დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში”

Oxford_University ოქსფორდის უნივერსიტეტი

ქეთევან ჭკუასელი, რუსუდან სანაძე: “უმაღლესი განათლება დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში”

დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში უმაღლესი განათლების საუნივერსიტეტო რგოლი, ისტორიულად ოთხი ნაკადის სახით ჩამოყალიბდა:
I ნაკადი – ოქსფორდის და კემბრიჯის უნივერსიტეტები (XI-XII საუკუნეების მიჯნა).
II ნაკადი – XIX საუკუნის ეპოქის შესატყვისად ინსტიტუციური ბაზრის შესაბამისი დარგობრივი სპეციალისტების მომზადების საჭიროება ე.წ. “წითელაგურიანი უნივერსიტეტები”.
III ნაკადი – XX საუკუნის 60 წლებში დაარსებული უნივერსიტეტები. ბაზრის მრავალფეროვანი დაკვეთა, საზოგადოების მხრიდან მზარდი მოთხოვნილება უმაღლეს განათლებაზე.
IV ნაკადი – პოლიტექნიკური სასწავლებლები, რომლებმაც 1992 წელს მოიპოვეს უნივერსიტეტის სტატუსი.
1992 წლის დადგენილება – “შემდგომი და უმაღლესი განათლების დაწესებულებების შესახებ” (The Further and Higher Education Act 1992), ინგლისსა და უელსში უმაღლესი განათლების ყველა დაწესებულებას აძლევს უფლებას თავის დასახელებაში შეიტანოს სიტყვა “უნივერსიტეტი”. ეს უფლება ყველა პოლიტექნიკურმა სასწავლებელმა გამოიყენა. მომავალში, უმაღლესი განათლების ახალ დაწესებულებებს დასახელების შერჩევისას სიტყვა “პოლიტექნიკუმი” არ მიენიჭებათ. ამგვარად, შეიქმნა უმაღლესი განათლების უნიფიცირებული სისტემა (Unified system). მიუხედავად ამისა, საუნივერსიტეტო სექტორი (ლიტერატურული წყაროებიც), ტრადიციულ უნივერსიტეტებსა და ყოფილ პოლიტექნიკურ სასწავლებლებთან მიმართებაში, კვლავ იყენებს სიტყვებს “ძველი” და “ახალი უნივერსიტეტი”. საუნივერსიტეტო სექტორის გარდა არსებობს სხვა სასწავლო დაწესებულებები, რომლებიც უმაღლესი განათლების მიღების საშუალებას იძლევიან.

ნახეთ სტატია გვერდზე – რეცენზირებადი ელექტრონული სამეცნიერო ჟურნალი


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: