Posted by: burusi | 17/05/2009

შ. საძაგლიშვილი, მ. გედევანიშვილი, თ. ბერძენიშვილი: “სწავლის სწავლის ცნება და განწყობის თეორია”

შორენა საძაგლიშვილი, მაია გედევანიშვილი, თეა ბერძენიშვილი: “სწავლის სწავლის ცნება და განწყობის თეორია”

skola, დაჩი ვერულავა

სწავლის სწავლა ძირითადი ცნებაა თანამედროვე სასკოლო განათლების კონცეფციაში. ამ ფენომენის კვლევა განათლების ფსიქოლოგიაში მე-20 საუკუნის 70-იან წლებში დაიწყო. მისი არსი მოსწავლის, როგორც სამყაროს აქტიური შემმეცნებლისა და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიმღები სუბიექტის ჩამოყალიბებაში მდგომარეობს. ეს მიდგომა კარდინალურად განსხვავდება საბჭოთა სასკოლო განათლების კონცეფციისგან, რომელიც მოსწავლის აღზრდის პროცესში მომეტებული იდეოლოგიზაციის გარდა, მხოლოდ კონკრეტული საგნობრივი ცოდნის შეფასებას ეყრდნობოდა. სწავლის სწავლის შეფასება კი გულისხმობს მოსწავლეში ისეთი ბაზისური, სასიცოცხლო უნარ-ჩვევების განვითარებას, რომელთა საშუალებითაც ის შესძლებს სპეციფიურ კონკრეტულ ცოდნაზე დაყრდნობით, სრულიად ახალი ამოცანების გადაჭრას ანუ მიღებული ცოდნის ცხოვრებაში გამოყენებას. აღნიშნულ ფენომენზე მომუშავე ავტორთა კვლევების ანალიზმა გვაფიქრებინა, რომ სწავლის სწავლის ფსიქოლოგიური მექანიზმის დ. უზნაძის განწყობის თეორიის თვალსაზრისით კვლევამ, შესაძლოა, მეტად საინტერესო შედეგი მოგვცეს.

სტატიის დათვალიერება გვერდზე – რეცენზირებადი ელექტრონული სამეცნიერო ჟურნალი


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: