Posted by: burusi | 13/05/2009

მიხო მოსულიშვილი: “ფიქრად ქცეული”

ოთარ ჭილაძე

ფიქრად ქცეული (უცაბედი პორტრეტი -სიტყვით ნახატების სერიიდან)

ბიჭი გაიზრდება, დაკაცდება, უკვე მოთხრობების წიგნიც ექნება გამოცემული და ერთხელაც, თავისი მანქანით რომ ადის ქვაფენილიან ქუჩაზე, ტროტუარზე დაინახავს, გაუჩერებს, ჩაისვამს და საით მიბრძანდებით, ბატონოო, ჰკითხავს, მაინც წაიყვანს დიდი უარის შემდეგ, – ამ გაჭირვებაში ბენზინიც ძალიან ძვირიაო.
აი, ასე გაიცნობს, თავის წიგნსაც მიუტანს და შემდეგ რომ ნახავს, იმისგან ვერაფერს გაიგონებს, ერთ საქებ სიტყვასაც კი, მაგრამ ერთი ჟურნალისტი ეტყვის, გამორჩეულად მოსწონს შენი პროზაო.
სად აღარ ნახავს მერე, – მწერალთა შეკრებებზე თუ მარტოდ შთენილს ხალხმრავალ პროსპექტზე, თეატრში თუ გამომცემლობაში, დაკრძალვაზე თუ სალხინო სუფრაზე, – ყველგან მარტოს, ეულს, ეულს.
რაზე აღარ ისაუბრებენ:
სიტყვებზე, ყველაფერი რომ დაიწყეს და დაამთავრებენ კიდევაც;
წიგნებზე, მხოლოდ კარგ წიგნებზე, იმისი პერსონაჟები რომ აგედევნებიან და აღარ მოგასვენებენ;
სამშობლოზე, რომლის მიტოვებას სიკვდილი სჯობია;
თეატრზე, ნამდვილ თეატრზე, შენშიც რომ ჩნდება და რჩება;
ნიკო ფიროსმანაშვილის მსგავს მხატვრებზე, – უკეთესად რომ დახატეს თავისი დარდი თუ სიხარული;
კარგ კომპოზიტორებზე…
და იმასთან განშორების შემდეგ ყოველთვის რეჩხს უზამს გული, იმიტომ, რომ ადამიანთან კი არა აქვს ურთიერთობა, ფიქრთან, თავისსავე ფიქრთან და ზამთრის ის საღამო მოაგონდება, როცა მოღუღუნე ღუმელის გვერდით ჩამომჯდარმა დედამ ერთ-ერთ გაზეთში მთელ გვერდზე გაშლილი სტატია წაიკითხა, მერე კაი ხანს უცქირა იქვე დაბეჭდილ სურათს, სათვალე მოიხსნა და უთხრა:
– ერთი შეხედე! ხომ წაგიკითხავს ამისი წიგნები?-
– კი,– მიუგო ბიჭმა.
– იცი რა? იმხელა მწერალია… როგორ გითხრა… ადამიანი კი აღარაა, ფიქრადაა ქცეულიო.

პატივისცემით

მიხო მოსულიშვილი

P.S. ბატონ ოთარ ჭილაძეს ამ მინიატიურით მოკრძალებით მოვულოცავ საუკუნის სამ მეოთხედს… რამხელა სიხარულია, ამისთანა მწერალი რომ ცხოვრობს ჩვენს გვერდით… ამიტომ მთელ საქართველოს ვუსურვებდი, კიდევ დიდხანს გაგრძელებულიყოს ეს ბედნიერება…

“ლიტერატურული პალიტრა ” N 4 (43), აპრილი 2008 წელი


Responses

  1. ჩემი უსაყვარლესი მწერალი და პოეტი.ლამის ზეპირად ვიცოდი მისი რომანები, და პოეზია ხომ ვიცოდი და ვიცი ახლაც.
    წლების წინ დაბადების დღეზე დავურეკე,არ ვიცი ვინ მიპასუხა.სახლში არ არისო,ვინ ბრძანდებითო?(23-25 წლის ვიქნებოდი)არ მიცნობთ-მეთქი,არც ბატონი ოთარი-თქო.—რა გადავცეო?მე ეს ლექსი ვუთხარი და დავემშვიდობე.სულ მგონია რომ თვითონ ბატონი ოთარი იყო.
    ლექსის მერე მთხოვა არ დაკიდოთ ყურმილი და მითხაროთ ვინ ხართო.
    დავემშვიდობე და ყურმილი დავკიდე.
    „დღეს ვგრძნობ დაკარგულ მეგობრის სითბოს.
    დღეს მტკივა დღემდე,რაც გულში ვმალე.
    დღეს ამეხილა თვალები თითქოს
    მომაკვდავივით ვაცეცებ თვალებს.
    სხვა არაფერი,ისევ იმ აბრებს
    მურავს და მალავს სადგურის ბოლი.
    ისევ ის ქალი ფოთლებად მაპნევს და
    ქუჩა-ქუჩა მაგროვებს ცოლი.„


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: