Posted by: burusi | 12/05/2009

უიღბლოს ფსიქოლოგია

მხატვარი კარლო კაჭარავა - Karlo Kacharava

უიღბლოს ფსიქოლოგია

ფაქტია – თუ იღბლიანობა ხშირად წარმოადგენს კვლევისა და განხილვის საგანს (ეს გასაგებიცაა – ყველას ეხალისება რჩევების დარიგება იმის შესახებ, თუ როგორ მიაღწიო წარმატებას ), უიღბლობას გაცილებით ნაკლები ყურადღება ეთმობა და, როგორც წესი, ბრალდება გარემოებას ან ბედს, ანუ იმ ობიექტურ ფაქტორებს, რომელსაც ვერ შეებრძოლები.

ხანდახან ადამიანი ერთგვარი გამბედაობითა და თავმოწონებითაც კი აღიარებს ხოლმე, რომ ის უიღბლოა, “looser“–ია, მაგრამ არასოდეს იტყვის, რომ ყველაფერში თვითონაა დამნაშავე ( როგორ აღიაროს თვითშემმეცნებელმა და თვითშემფასებელმა გონებამ თავი სუსტად? ის ხომ თვითონ არის საკუთარი თავის საზომი და მისით შეიმეცნებს სამყაროს).

1) წარუმატებელი ადამიანების პირველი, ყველაზე საინტერესო და „შხამიანი“ სახეობა – ეს არის ადამიანი, რომლის ინტელექტიც (ასევე, გაგებისა და ანალიზის უნარი) უფრო მაღალია, ვიდრე მისი რეალურად გამოყენების შესაძლებლობა, ბევრად მაღალი, ვიდრე ამავე ადამიანის შემოქმედებითი შესაძლებლობები.
როგორც ერთი ოდესღაც არც თუ ისე ცუდი პოეტი, დღეს კი არყისა და ბილიარდის მოყვარული, იტყოდა: „მას ისე არ გამოსდის, როგორც უნდა და ისე არ უნდა, როგორც გამოსდის“.

ასეთი ადამიანი დროთა განმავლობაში ხდება კრიტიკული და შურიანი. ის ბევრ სფეროშია გათვითცნობიერებული, მაგრამ შინაგანად ღრღნის ფაქტი, რომ ღირებულს ვერაფერს ქმნის. მას რაიმეს სერიოზულად გაკეთების სურვილი უქრება, რადგან იცის, რომ სხვებზე უკეთესად მაინც არ გამოუვა, ცუდად გაკეთება კი ეთაკილება. ასეთ ადამიანს ეზიზღება ყველა ის, ვინც ძალას არ ზოგავს მიზნის მისაღწევად, რაც თავისთავად , ამ ჩვენი უიღბლოსთვის, არასაკადრისია. მისი მოწოდებაა – იყოს სამზარეულოს, ან სალონის მოლაყბე: აი, აქ კი ბრწყინავს, ამსხვრევს ავტორიტეტებს, აზანზარებს სამყაროს და საჩვენებელი, „გამნიღბავი“ თითით მიანიშნებს კლასიკოსების ლაფსუსებსა და მზის ლაქებზე.

მართლაც, რომ „ვაი, ჭკუისაგან!“ – რომ ყოფილიყო სულელი და გონებაშეზღუდული, დაკმაყოფილდებოდა ბევრად უფრო ნაკლებით: იმუშავებდა, მწვერვალისკენ წავიდოდა, სიამოვნებას მიიღებდა მიღწეული პატარ–პატარა გამარჯვებებისაგან. ასე კი: „მეფე ვერ ვიქნები, ჰერცოგობა – არ მეკადრება – მე უიღბლო ვარ!… დავლიოთ ბატონებო!“.

ზოგჯერ, უბრალო კაცთმოყვარეობის გამო მოგინდება, ასეთ ადამიანებს მოაკლო ინტელექტი, რომ ნაკლებად იფიქრონ ამ ქვეყნის უბადრუკობაზე და რამის კეთება მაინც დაიწყონ. ასეთი უიღბლოების ავადმყოფური, საცოდავ–აგრესიული სახის გამომეტყველება აუტანელია, როგორც გადამდები ავადმყოფობით დაავადებული ძაღლის თვალები – ერთდროულად გინდება მათი გამოკვებაც და მათგან განზე გასვლაც.

2) მეორე სახეობა – ეს არის უიღბლოების ყველაზე საინტერესო და ტრაგიკული ტიპი და მასში შედიან ადამიანები, რომელთაც ბუნებისგან ყველაფერი ებოძათ: არიან ლამაზები, ჭკვიანები, მომხიბვლელები, ნიჭიერები. ყველაფერი იოლად ეძლევათ და ამიტომ განსაკუთრებულად არც არაფერი სურთ!!! მათ ბავშვობიდან უწინასწარმეტყველებენ წარმატებულ კარიერას სხვადასხვა სფეროში, ისინი იოლად ასრულებენ წამოწყებულ საქმეს და მიიწევენ ზემოთ; გზაზე არ ხვდებათ რთული წინააღმდეგობები და სწორედ ამიტომ, მიაღწევენ რა ზრდასრულ ასაკს (არა 50 წელს, არამედ სრულწლოვანებას), აღმოჩნდება, რომ არ აქვთ ისეთი მნიშვნელოვანი თვისება, როგორიცაა უნარი, დაიხარჯო ბოლომდე შენს საქმეში, მიიღო სიამოვნება მძიმე და ზოგჯერ მონოტონური შრომისგანაც კი. თავიანთი ნიჭიერების „წყალობით“ ასეთმა ადამიანებმა არ იციან, რას ნიშნავს დაძაბული მუდმივი მუშაობა და როდესაც ცხოვრებაში ნამდვილად რთულ წინააღმდეგობებს წააწყდებიან, შინაგანად ტყდებიან, ან იოლად იხევენ უკან შემდეგი მოტივით: „რატომ დავიდგა წელებზე ფეხი, როდესაც შეიძლება სხვა საქმის იოლად და წარმატებულად კეთება?!“

როდესაც ადამიანს არ აქვს მნიშვნელოვანი მოტივი ძალების მობილიზებისთვის, არ აქვს მიზანი, ის შინაგანად ინგრევა და სავალალო შედეგამდე მიდის – გადის ოცი წელი და დგება პიროვნების კრიზისი…კომპანიის საყვარელი თანამშრომელი, თაყვანისმცემლების კერპი – სულ იოლად ლოთდება და ნელ–ნელა ქვემოთ ეშვებია: „ყველამ რაღაცას მიაღწია, მე კი, ასეთი ჭკვიანი და ნიჭიერი, რას წარმოვადგენ ახლა?… ვინ ვარ?….ჰეი, თაყვანისმცემლებო, ვის გაქვთ დასალევი?!“

ეს არის ზღაპარი მწევარზე, რომელიც ფეხზე მიბმულ ბირთვს დაათრევს, რომ ძალიან სწრაფად არ ირბინოს. ის ისე სწრაფად დარბის, რომ შეუძლია, დაიძინოს, სანამ სხვები გარბიან და როცა დანარჩენები მიზანს მიუახლოვდებიან, მაშინ იხსნის ბირთვს და გარბის რაც ძალა და ღონე აქვს, მაგრამ აღმოჩნდება, რომ სხვებმა უკვე მიასწრეს და ჯილდოც აღებულია.

ბრძენმა და მომთმენმა ხალხმა იაპონელებმა ტყუილად არ აღიარეს მიზნის მიღწევის სიმბოლოებად ლოკოკინა და კუ: „ნელ–ნელა იცოცე, ლოკოკინავ, ფუძიამას ფერდობზე… მაღლა, მწვერვალისაკენ! “

3) უიღბლოების ყველაზე ღირსეული ნაირსახეობა – რომანტიკოსები. ისინი ხშირად არარეალურ, საფუძველსმოკლებულ საგნებზე ოცნებობენ. თვალები უციმციმებთ, მათი სული „მღერის“ და, სამწუხაროდ, სწორედ ამიტომ ასეთი ადამიანები ხშირად იქცევიან ნაძირლების სასურველი და იოლ ნადავლად. ისინი ცუდად ერკვევიან ცხოვრებაში, რადგან, როგორც წესი, სხვა ადამიანებზე მსჯელობენ საკუთარი თავიდან გამომდინარე. ისინი მუდამ სხვების გაბედნიერებაზე, რაიმე დიდებულის შექმნაზე ფიქრობენ, მაგრამ, როგორც წესი, მათი კეთილშობილებით ხშირად ცუდად სარგებლობენ. დიახ, ესენი არიან კეთილშობილი უიღბლოები.

რაც უფრო დიდ გეგმებს დაისახავს ადამიანი, მით მეტია შანსი, რომ წარუმატებლობა განიცადოს: დაბრკოლება ბევრია, მიზანი – რთული და ძნელად მისაღწევი, რაც უფრო ღრმად შედიხარ ტყეში, მით მეტი წინააღმდეგობა გხვდება; ბევრი შრომაა საჭირო, რისკიც მეტია და კონკურენციაც.

4) არსებობენ ნევროტული უიღბლოებიც – მათ ისეთი მძაფრი სურვილები აქვთ, ისინი ისე ცდილობენ, ფორიაქობენ, რომ სიჩქარეში მცდარ ნაბიჯებს დგამენ და საქმეს აფუჭებენ. მათ ისე სურთ მიზნის მიღწევა, ისე განიცდიან, რომ ვეღარ ხვდებიან, რეალურად რა და როგორ უნდა გააკეთონ.

მიუხედავად იმისა, რომ ამ ტიპის ადამიანები, როგორც წესი, საკმაოდ ჭკვიანები არიან, გადაჭარბებული მონდომების გამო უსაზღვროდ ნერვიულობენ, ერთგვარი აფექტის მდგომარეობაში ვარდებიან და სულელებს ემსგავსებიან.

ასეთ უიღბლოებს შორის გვხვდებიან „უვნებელი ხეპრეები“, რომლებიც სიცილს იწვევენ და ხშირად ბელეტრისტების საყვარელ პერსონაჟებად გვევლინებიან. ისინი ვერ განიხილავენ პრობლემას კომპლექსურად, ვერ ხედავენ მიზეზშედეგობრივ კავშირს საწყის ქმედებებსა და საბოლოო შედეგებს შორის.

5) უიღბლოთა ყველაზე „სავალალო სახეობა“ – ადამიანი, რომელიც „ყველაფერს სწორად აკეთებს“, მაგრამ ცუდი და გაუთვალისწინებელი მოვლენები ამსხვრევენ მის გეგმებს. ასეთი უიღბლოები ემსგავსებიან აზარტულ მოთამაშეს, რომელიც არა მარტო საკუთარ, არამედ ნათესავებისა და ახლობლების ქონებასაც ანიავებენ: ისინი ხომ წესების დაცვით თამაშობენ. უიღბლობა კი რისკის არსებობის ვერშეფასებაა. მათ აკლიათ ინტუიცია, როგორც თვისება, უნარი, შეაფასო, გაითვალისწინო ფაქტების ერთობლიობა და შეძლო რთული სიტუაციის მართვა. და საერთოდ, ეს არის არასწორი თვითშეფასების შედეგი.

უიღბლო ადამიანი ერთი–ორი წარუმატებლობის შემდეგ ყველას მწუხარებით უყვება საკუთარი უიღბლობის შესახებ. წარუმატებლობა ხომ ყველაფერს ხსნის: “ მე კი ლომივით ვიბრძოდი, მაგრამ ღმერთების წინააღმდეგ ვერ წახვალ“ – ვერაფერს იტყვი, სასიამოვნო და იოლი პოზიციაა.

6) უიღბლოების ყველაზე ტრაგიკული სახეობა. ადამიანის ამ ტიპის უიღბლოდ ჩამოყალიბება გარდატეხის ასაკში ხდება – როდესაც მოზარდს ყველაფერი ეძლევა, ყველაფერი აქვს დადებითი ემოციების მისაღებად, არ აწყდება გარემოს წინააღმდეგობას და სწორედ აქ ჩნდება საინტერესო ფსიქოლოგიური მომენტი – სურვილი ყველა ტიპის შეგრძნებების (როგორც დადებითის, ისე უარყოფითის) მიღებისა. ამ დროს მოზარდის ჯერ კიდევ ბავშვური ტვინი იწყებს ძებნას, თუ რას მიეკედლოს, სად არის „ცუდი და განსხვავებული“, რა არის ტრაგიკული? (გაიხსენეთ პატარა ბუდა.)

ამგვარად, ცნობიერშიც და არაცნობიერშიც იჭრება უარყოფითის ფაქტორი: ხშირად ეს არის ფიქრი ტრაგიკულ სიკვდილზე, სიძნელეებსა და სავალალო ბედზე, რასაც რეალურად არავითარი საფუძველი არ აქვს. ასეთი ადამიანი მომავალი წარუმატებლობების შესახებ მტანჯველი აზრებისგან თავს იცავს იმით, რომ წინასწარ ეგუება, ფსიქოლოგიურად ამზადებს თავს ამისთვის. ეს არის ადამიანი, რომელსაც სუსტი, არამყარი ფსიქიკა და ცვალებადი ხასიათი აქვთ.

ასეთ უიღბლობას შეგვიძლია, დავარქვათ იღბლიანობის შიში: ადამიანი ხვდება წარმატების შენარჩუნების სირთულეს და ირჩევს მითს უიღბლო მომავლის შესახებ.

თუ თქვენ წინასწარ განეწყობით წარუმატებლობისთვის, მაშინ დარწმუნებული იყავით, რომ ვერასოდეს მიაღწევთ წარმატებას.
საჭიროა, გვახსოვდეს, რომ უნარი „ბედი დაიჭირო კუდით“, ეს არის უნარი, ფეხზე წამოდგე ზუსტად იმდენჯერ, რამდენჯერაც დაეცემი.

www.humancapital.ge


Responses

  1. განსაკუთრებით რამოდენიმე აბზაცი ისე ვიცანი…. ჩემი ფსიქოლოგიური პორტრეტია 🙂 მაგრამ გამიხარდა ის, რომ საკუთარ თვთან გულახდილ საუბრებში მეც იგივეს ვფიქრობდი, კარგია რაღაცას მაინც რომ ვხვდები :)))

  2. dzalian momewona teqstis boloshi ‘bedi daichiro kudit” …… da fexze wamodge ramdenjrac daecemi

  3. am naazrevze komentaris gaketebac ki ar sheidzleba iseti sisulelea …….gonieri ,moazrovne adamianebi yoveltvis arapraqtikosebi arian …ishviatad miiswrapian miwieri gandidebisaken,da tu amisi survili aqvt ,emocia ushlit xels ….. yvelaperi ertad ver geqneba,shen simdidre mogca gmertma imas goni …..am naazrevis avtors ra unda tqvas rom terenti graneli uigblo iyo?….sheidzleba mitxras ,is xom leqsebs werda …..ki batono magram mas leqsebis wera rom ar shedzleboda tavis did da ulamazes unazes grdznobebs rogor gadmoscemda ?…arc is gaxdeboda cnobili ekonimisti ubralod tavis grdznobebshi da emociebshi daikageboda …eseigi isic uigblo gamovidoda?….da bolos igbians ras edzaxis avtori sainteresoa…….albat mistvis girebuli sinamdvileshi dalian aragirebulia……

  4. ხშირად ეს არის ფიქრი ტრაგიკულ სიკვდილზე, სიძნელეებსა და სავალალო ბედზე, რასაც რეალურად არავითარი საფუძველი არ აქვს. ასეთი ადამიანი მომავალი წარუმატებლობების შესახებ მტანჯველი აზრებისგან თავს იცავს იმით, რომ წინასწარ ეგუება, ფსიქოლოგიურად ამზადებს თავს ამისთვის. ეს არის ადამიანი, რომელსაც სუსტი, არამყარი ფსიქიკა და ცვალებადი ხასიათი აქვთ.

    vaime me vfiqrob xolme eget ragaceebze 😦

  5. ნია uechveli N-1 shi icani tavi:)

  6. ramdeni vinme vicani am psigoilogiur topajssi! uigblo chems garshemo imaze meti agmochnda, vidre megona:)) mtavaria bolo abzaci gavitvaliscinot!!!!!

  7. მგონი …. რაც ვცხოვრობ, სულ ვეცემი… ე.ი გამოდის, რომ იმდენჯერ ვდგები, ამდენჯერაც ვეცემი… :))))))

  8. vin aris am teqstis avtori?
    me momwons!

  9. ასე მგონია სარკეში ჩავიხედე, მეორე ვარ… ჩემ თავზე უნდა ვიმუშაო, თორემ ცუდადაა ჩემი საქმე. სანამ სტატიას ვნახავდი არ მეგონა ჩემი თავი უიღბლო, ახლა კიდე ვხვდები რომ უიღბლო ვარ, იმიტომ რომ იმის 1% რეალიზაციასაც არ ვახდენ რაც შემიძლია.

  10. kvelaferi dzalian kargad aris camokalibebuli,magram cxovrebashi sxvanairad xdeba,me kvelanair samushaoze ver vimushaveb,verc fizikurad ,verc cems imtelektualur ,potencials bazrobaze ver gamovikeneb, sxva agaraferi darca dges, kali var did bizness me vin damawkebinebs lobisti ae mkavs.

  11. did kuradgebas ikçevs originaluri klasifikaçia, romeliç ertnairad sainteresoa rogorç igbliani,ise uigblo mkitkvelisatvis.

  12. აუ, მემგონი ჩემი თავი ვიპოვნე, მე რომენტიკოსი ვარ!

  13. anu tu xar mizandasaxuli da ambiciuri iseigi ar xar uigblo.

  14. სამწუხაროდ, რამდენადაც ინტელექტუალური და ნიჭიერი ერია ქართველობა, იმდენად უიღბლოა. ანუ უიღბლოთა ყველა ტიპი ჭარბადაა ერში, რაც საბოლოოდ ერის დეგრადაციის მიზეზი გახდა 😦

  15. gansakutrebuli optimisturi shemartebit ganmacyo teqstis bolo abzacma 😉
    da txovnit minda mogmartot, iqneb daamatot “gancyobis teoria” 🙂 🙂

  16. STATIAC MOMEWONA DA TEKLES KOMENTARIC, RADGAN XSHIRAD ISTORIIS MAGALITEBI GVICHVENEBEN, ROM GENIOSEBS CXOVREBASHI AR UMARTLEBT XOLME, TUMCA KI SIKVDILIS MERE AGIAREBAS POULOBEN – TUNDAC AMADEO MODILIANI DA BERVI SXVA ,AGAR CHAMOVTVLI

  17. “…ზოგი ადამიანი იქნებ ყველაფრით, ათასი საუკეთესო ღირსებით იყოს შემკული და მათი სწორად გამოყენების უნარი კი არ გააჩნდეს. ღირსებები ერთი მონაცემია, მათი სწორად გამოყენების უნარი – მეორე. ორ ადამიანს იქნებ თანაბარი შესაძლებლობები, მაგრამ სხვადასხვაგვარი ზნეობა ჰქონდეს, მაშინ ყოველი მათგანი თავის შესაძლებლობებს საკუთარი ზნეობის თანახმად გამოიყენებს. ” – ჭაბუა ამირეჯიბი

  18. yvelashi vnaxe chemi tavi da tu icis vinmem vin var, mapovninet ra sakutari me torem ukve didi xania qaris wisqvilebs vebrdzvi… wamali mindaa.

  19. ‎”უიღბლო” მთლად შესაფერისი თარგმანი არ მგონია. ეგ რუსულის გამოვლითაა ნათარგმნი. Неудачник ინგლისურ looser-ს კი შეესაბამება, მაგრამ ქართულში მთლად სიტყვასიტყვით არ უნდა გადმოვიტანოთ. ხელმოცარულად ვთარგმნი მე მაგას. უიღბლო კიდევ სხვა რამეა, მართლა იღბლისგან დაჩაგრული, თვითონ რომ არ მიუძღვის ბრალი.

  20. მგონი ყველა კრიტერიუმს შევესაბამები:)

    ეხ წავედი თავს ჩამოვიხჩობ 😀

  21. “მე ბედისწერა მიჭირავს მუჭით და მუჭის გაშლას არა აქვს აზრი, ხელისგულზეა მრავალი ხაზი და იგი ვერსად ვერ გაფრინდება.”

    რობერ დესნოსი

  22. მესამეს და მეექვსესს შევესაბამება ზუსტად 😀
    ისე ძაან საინტერესო საიტიააა = ]]]

  23. კეთილშობილი უიღბლო ვყოფილვარ,თან არამყარი და სუსტი ფსიქიკით,ცვალებადი ხასიათით…:(


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: