Posted by: burusi | 12/05/2009

პარიზი: “ეიფელის კოშკი”

პარიზი, ეიფელის კოშკი

ეიფელის კოშკი (ფრანგ. Tour Eiffel) პარიზის ყველაზე მაღალი ლითონის კონსტრუქციაა. იგი საფრანგეთის ყველაზე ცნობილი სიმბოლოა. სახელი დაერქვა პროექტის ავტორის ინჟინერი გუსტავ ეიფელის პატივსაცემად.
კოშკი შენდებოდა 1887-89 წლებში, საფრანგეთის რევოლუციის 100 წლისთავის აღსანიშნავად დაგეგმილი მსოფლიო გამოფენისათვის, როგორც ექსპო-იუნივერსელის შესასვლელი. კოშკი ოფიციალურად 1889 წლის 31 მარტს გაიხსნა. აშენების დროს, 1889 წელს, ეიფელის კოშკი ყველაზე მაღალი სტრუქტურა იყო მსოფლიოში, ტიტული, რომელიც მან 1930 წლამდე შეინარჩუნა, როცა ნიუ-იორკის კრაისლერ ბილდინგის (319 მ) მშენებლობა დასრულდა.

პარიზი, ეიფელის კოშკი, 1888 წელი

პარიზი, ეიფელის კოშკი, 1888 წელი

თავისი არსებობის პირველ წლებში ეიფელის კოშკი პარიზის ლიტერატურული და მხატვრული ელიტის მხრიდან კრიტიკის ობიექტს წარმოადგენდნენ. 10 წლის შემდეგაც კი არსებობდა მისი დემონტაჟის სურვილი. გი დე მოპასანი ისე არ მოსწონდა ეიფელის კოშკი, რომ ყველანაირად ცდილობდა თვალში არ მოხვედროდა. ამისათვის მთელ დღეებს ეიფელის კოშკის თავზე, რესტორანში ატარებდა, რადგან ეს ერთადერთი ადგილი იყო საიდანაც კოშკი არ ჩანდა.
თუმცა გავიდა დრო და ახლა პარიზი ეიფელის კოშკის გარეშე, წარმოუდგენელია. ის საფრანგეთის დედაქალაქის უმთავრეს სიმბოლოდ იქცა და ევროპის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ღირშესანიშნაობასაც წარმოადგენს.
კოშკის სიმაღლე 300 მეტრია, რაც დაახ. 75 სართულს უდრის. მის თავზე 24 მეტრის სიმაღლის ანტენაა. ამჟამად ეიფელის კოშკი საფრანგეთში სიმაღლით მეორე სტრუქტურაა, 350 მ სიმაღლის ალუის გრძელი ტალღების გადამცემი ანძის (1939) აგების შემდეგ. შემდეგ მოდის ლა ტურ მონპარნასი, პარიზის მონპარნასის უბანში (209 მ).

კოშკის ლითონის სტრუქტურა 7.300 ტონას იწონის, მისი საერთო წონა კი 10.100 ტონაა. ზედა პლატფორმაზე ასასვლელი საფეხურების რაოდენობა იცვლებოდა კოშკის ისტორიის განმავლობაში, რამდენიმე რენოვაციის შედეგად: აშენების მომენტში 1889 წელს 1710 საფეხური ადიოდა სამიტის პლატფორმაზე 300.65 მ ნიშნულზე; 1980 წლის რენოვაციის შემდეგ საფეხურების რაოდენობა 1920-მდე გაიზარდა; ამჟამად 1665 საფეხურია, თუმცა ზედა პლატფორმაზე საფეხურებით ასვლა შეუძლებელია და დამთვალიერებლებს მხოლოდ ლიფტების გამოყენება შეუძლიათ.

გალაკტიონ ტაბიძე: “ეიფელის კოშკზე”

არის მთასავით კოლოსალური
მარსის მინდორზე მდგარი შენობა.
მე ავდიოდი, ვით მოხარული
სვეტებზე ადის შუქთაფენობა.
ოთხკუთხიანი ეს პირამიდა,
პარიზზე ასე განით მჭვრეტელი,
ახლაც იგონებს, როგორ ავიდა
ამ სიმაღლეზე აკაკი წერეთელი!
(ვიღაცა სწუხდა მგონი ლექსებით,
რომ გვიან შეხვდა უეცარ ალებს,
რომ დაუძლურდა, რომ ექსცესებით
ვეღარ გაართობს პარიზელ ქალებს).
მე ამ კოშკს ჩემი შევწირე მსხვერპლი
და შევიწირე, ვით სახსოვარი,
ზრუნვის საათი, ჩემი საფერფლე,
ერთიც იდეა სწორუპოვარი:
რომ ეიფელის მწვერვალზე დადგმულს
რადიოსადგურს უსმენს პარიზი:
უთანაბრობა დროებამ შთანთქა,
ახლა ჩვენია ეს ასპარეზი!

1935

*


Responses

  1. ნიკო ნიკოლაძე იცნობდა ეიფელს. ცნობილია, რომ ნიკომ ჩამოატანინა თავად ეიფელს ქუთაისისთვის ”თეთრი ხიდის” კონსტრუქცია , რომელიც წარმოადგენს ეიფელის კოშკის ყელის ანალოგს. ხოლო ქალაქ პარიზის განათებაში პრაქტიკულად დაეხმარა მარსელ დეპრეს (როთშილდებს დააფინანსებინა დეპრეს ეს ექსპერიმენტი 1886 წელს).

  2. ვაუ

  3. sxvata shoris niko nikoladze chems sofelshia dabadebuli didi jixaishi

  4. მაგარია


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: