Posted by: burusi | 11/05/2009

გალაკტიონ ტაბიძე: “მთაწმინდის მთვარე”

გალაკტიონ ტაბიძე

მთაწმინდის მთვარე

ჯერ არასდროს არ შობილა მთვარე ასე წყნარი!

მდუმარებით შემოსილი შეღამების ქნარი

ქროლვით იწვევს ცისფერ ლანდებს და ხეებში აქსოვს…

ასე ჩუმი, ასე ნაზი ჯერ ცა მე არ მახსოვს!

მთვარე თითქოს ზამბახია შუქთა მკრთალი მძივით,

და, მის შუქში გახვეული მსუბუქ სიზმარივით,

მოჩანს მტკვარი და მეტეხი თეთრად მოელვარე…

ოჰ! არასდროს არ შობილა ასე ნაზი მთვარე!

აქ ჩემს ახლო აკაკის ლანდს სძინავს მეფურ ძილით,

აქ მწუხარე სასაფლაოს, ვარდით და გვირილით,

ეფინება ვარსკვლავების კრთომა მხიარული,

ბარათაშვილს აქ უყვარდა ობლად სიარული…

და მეც მოვკვდე სიმღერებში ტბის სევდიან გედად,

ოღონდ ვთქვა, თუ ღამემ სულში როგორ ჩაიხედა,

თუ სიზმარმა ვით შეისხა ციდან ცამდე ფრთები,

და გაშალა ოცნებათა ლურჯი იალქნები;

თუ სიკვდილის სიახლოვე როგორ ასხვაფერებს

მომაკვდავი გედის ჰანგთა ვარდებს და ჩანჩქერებს,

თუ როგორ ვგრძნობ, რომ სულისთვის, ამ ზღვამ რომ აღზარდა,

სიკვდილის გზა არ-რა არის, ვარდისფერ გზის გარდა;

რომ ამ გზაზე ზღაპარია მგოსანთ სითამამე,

რომ არასდროს არ ყოფილა ასე ჩუმი ღამე,

რომ, აჩრდილნო, მე თქვენს ახლო სიკვდილს ვეგებები,

რომ მეფე ვარ და მგოსანი და სიმღერით ვკვდები,

რომ წაჰყვება საუკუნეს თქვენთან ჩემი ქნარი…

ჯერ არასდროს არ შობილა მთვარე ასე წყნარი!


Responses

  1. dz magari sitea galaktioni dz momwons rogorc mweralii! da misi leqsebi dz miyvars

  2. მადლობა

  3. galaktioni…udidesi poeti… vgijdebi amis leqsebze….

  4. magariaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaa

  5. am leksze vapren magra miyvars glaktioni

  6. კარგია. ოღონდ თუ არ გეწყინება. სათაურში უნდა გალა(კ)ტიონი. ალბათ კორექტურაა.

  7. galaktioni magari poetia!!!!!!!!!!zaan mikvars masi leqsebi

  8. ra dros davibade davbadebuliyavi adre cota galaktions mainc movparavdi muzas 😀

  9. @maruSs xar tu vincc xar.. gulwrfelad anda rogorc shen ityodi “dz” mecodeba shennairebi.. es site “dz” magari tua da galaktioni “dz” tu giyvars da isic ki ar ici ro poetiaaa POEETIII da ara mwerali…. ravi “dz” ragaca xarr.. agarr davakonkreteb : ))

  10. miyvars es poeti dzalian.. da saertod misi shemoqmedeba

  11. araa adamiani is visac galaktionis poezia ar uyvars !!!!

  12. mgijdebi am poetze miyvars da dzdz magari leqsia

  13. ვიდეოში რომ წერია გალაქტიონიო პირველი შეცდომა ეგ არის. (გალაკტიონს ძლიან სწყინდა, როდესაც მას გალაქტიონს უწოდებდნენ). გარდა ამისა, ლექსში ბევრი შეცდომაა (დაწერილი ტექსტი არ ემთხვევა ვიდეოში წაკითხულს) თუ შეიძლება გაასწორეთ!!!

  14. rogor miyvarsssssssssssssssss

  15. შეცდომიტაა ზოგიერთი სიტყვა :დ და ორი სტრიქონი რაღაც სხვა ლექსიდანაა ჩამატებული საერტოდ :

  16. კაროჩე ჩემი დედას ვფიცავარ მაგარი ლექსია

  17. ხო, ბევრი შეცდომაა ძალიან…

  18. zalian kargi leqsia :)))))

  19. ise cota gadaketebulia magram mainc sagor

  20. მოკლედ… ძალიან კარგი ლექსია 🙂 თითქმის ვისწავლე ბოლო ხაზები დამრჩა… ასევე მადლობას გიხდით თქვენ რომ ეს საიტი არსებობს! tnk u all of u r Legend !! love u all ^_^

  21. მაგარია გალაქტიონი ძალიან კარგ ლექსებს წერს


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: