Posted by: burusi | 08/05/2009

გიორგი გამყრელიძე: “პოეტთა მეფედ არჩევა”

გალაკტიონ ტაბიძე, მხატვარი დავით კაკაბაძე

გალაკტიონ ტაბიძე, მხატვარი დავით კაკაბაძე

ქართული ემიგრანტული მწერლობის მართლაც და ღირსეული წარმომადგენლის გიორგი გამყრელიძის მოგონებებში ვხვდებით გალაკტიიონის შესახებ მეტად საინტერესო ცნობებს.
“ვწერ ამ სტრიქონებს ერთი შენი მეფედ ამრჩევი”-წერს გიორგი გამყრელიძე და მოიგონებს ერთ დღეს, დღეს, როცა “მეფეს”ირჩევენ. გიორგი გამყრელიძეს ერთი რამ ვერ გაუგია მხოლოდ:

“თუ რად გინდოდა გამხდარიყავ პოეტთა მეფე?
ეს იყო ის დრო, როს მეფეებს ჰკვეთავდნენ თავებს,
ანდა უკეთეს შეთხვევაში თავსლაფს ასხამდნენ.”

საქართველოს პოეტების მეფე! არაჩვეულებრივი აზრი. კონკურსი, რომელიც ერთადერთ ტიტულს ადგენს- “მეფე”. არადა, 1921 წლის დასაწყისია. სულ რამდენიმე კვირაში ქვეყანა დამოუკიდებლობას დაკარგავს…
მსურველი ბევრი გამოჩნდა. რაღა თქმა უნდა მათ შორის გალაკტიონიცაა, ლექსით “პოეზია -უპირველეს ყოვლისა”.
18 წლის გიორგი გამყრელიძეს ” არტისტული ყვავილები” წაუკითხავს. გალაკტიონთან მისულ გამყრელიძეს 12-მდე პოეტი დახვედრია, თუმცა არცერთი ყანწელი არ ყოფილა მათ შორის.
ცერემონია მაინც შედგა- პოეტების მეფე გალაკტიონ ტაბიძე.
აქაა ყვითელ “ბუშლატიანი” გრანელი მეგობართან ერთად.
არავითარი ზარ-ზეიმი. ითქვა სიტყვები მართალი და ქათინაური. მანიფესტზე ხელმოწერის შემდეგ ყველა წავიდა. ექვსი დარჩა მხოლოდ ბოლომდე და…

“შენთან ერთად გალაკტიონ ვეწვიეთ დუქანს,
რომლის კედლები მოეხატა მუქად ფიროსმანს.
სუფრაზე იყო კარდენახი და ცივი ლოქო,
ზედაც მწვანილი – წიწმატი და ახალი ხახვი.
ექვსმა დავლიეთ ათი ბოთლი ერთად ზიარად,
ანგარიში კი გაასწორა ბერეკაშვილმა.
ასე დამთავრდა დღე “პოეტთა მეფის” არჩევის.

ეს დღე მართლაც ასე დამთავრდა, მაგრამ დამთავრდა თითოეულისათვის მაინც სხვადასხვაგვარად. გალაკტიონი არ შეიმჩნევს, არც გარეგნულად დაიტყობს, სამეფო კვერთხსაც ღიმილიანი შეხვდება და შეიფერებს კიდე, მაგრამ სახლში დაბრუნებული, მარტო დარჩენილი “ხელმწიფურ სიმართლეს” ტრაგიკული სიმშვიდით მანც გააცხადებს:

“უპირველესი მომანიჭეს დაფა მეფეთა,
იმ დღეს მოვიდა თეთრი თოვლი და მარტოობა.
გავაღე კარი, თეთრი თოვლი შემომეფეთა,
მივხურე კარი, მარტოობამ დაისადგურა.
ამიერიდან მე მარტო ვარ…”

ისევ გიორგი გამყრელიძე იტყვის:

“შენი ლექსებით შენ ისედაც იყავი მეფე.
არ გჭირდებოდა ჩვენგან ამის დადასტურება”.

მეორე დილით გაზეთები ხმაურით შეხვდებიან ამ ფაქტს. ამ კონკურსის დღიდან ბევრი წყალი ჩაივლის, მაგრამ…
გალაკტიონი სწორედ მეფურ ჟესტს მოიფიქრებს: “ძვირფასო ამხანაგებო, არცერთი იმათგანი, ვინც მე ამირჩიეს პოეტების მეფედ, ცოცხალი აღარ არის. გთხოვთ, თუ ჩემი უკმაყოფილო ხართ, აირჩიოთ სხვა…”
ვინ იქნება ეს სხვა? ხომ ყველასათვის ცხადია, რომ გენიოსზე ლაპარაკობენ. კი ბატონო გადადგება, მაგრამ ხომ ყველამ იცის, რომ საქართველოს “პოეტების მეფის” გვირგვინი გალაკტიონის ნაცვლად ძნელად შეჰფერის ვინმეს.
არ აღიარებენ, თორემ ცოდნით ყველამ იცის!


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: