Posted by: burusi | 06/05/2009

მოგონებები კონსტანტინე გამსახურდიაზე

კოლხური კოშკი

კონსტანტინე გამსახურდია, კოლხური კოშკი

______________________________

კონსტანტინემ ერთხელ პატარა ზვიად გამსახურდია სტუმრებს წარუდგინა, დასვა სკამზე და ხალხს როგორც საქართველოს მომავალი პრეზიდენტი ისე გააცნო.

______________________________

აკაკი ბაქრაძემ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი დაამთავრა. სამეცნიერო ხარისხის მოპოვებისთვის ბრძოლის მარათონში ჩაბმა არც უფიქრია. არადა, ასეთი ბრძოლის, ყოველგვარ ზნეობრივ ნორმებს მოკლებული ბრძოლის გარეშე, სამეცნიერო ხარისხის მოპოვების ალბათობა ნაკლები იყო.

უნივერსიტეტის დამთავრებიდან რამდენიმე წლის შემდეგ, მეუღლის დაჟინებული თხოვნით, საკანდიდატო მინიმუმისთვის საჭირო გამოცდები ჩააბარა. დაწერა სადისერტაციო ნაშრომი – “მითი კონსტანტინე გამსახურდიას შემოქმედებაში”. ნაშრომის მიღებაზე უნივერსიტეტმა უარი განაცხადა – იმ პერიოდში სიტყვა “მითის” ხსენებაც კი აკრძალული იყო.

“სამაგიეროდ, როცა კონსტანტინე გამსახურდიამ წაიკითხა ეს ნაშრომი (კაკომ თავად გაუგზავნა), კაკო და ზურაბ კიკნაძე შინ, სადილზე, დაპატიჟა. ბატონმა კონსტანტინემ კაკოს უთხრა, რომ ძალიან ბედნიერი იყო, რადგან მის სიცოცხლეში ერთმა ადამიანმა მაინც მოახერხა მისი ნაწარმოებების სწორად წაკითხვა”, – იხსენებს აკაკის მეუღლე, ქალბატონი ნელი.

კონსტანტინე გამსახურდია კომუნისტებს გზადა გზა როგორც ძაღლებს ხორცს, ისე უგდებდა “ვაზის ყვავილობას”, რათა დაეწერა “დავით აღმაშენებელი”, “დიდოსტატის მარჯვენა”, “მთვარის მოტაცება”

______________________

კონსტანტინე რეპრესირებული იყო მთელი ცხოვრება. კომუნისტების საზეიმო დღეს, 7 ნოემბერს შავი ჩოხით დადიოდა და ლობიოს ახარშვინებდა მეუღლეს, მირანდა გამსახურდია-ფალავანდიშვილს გლოვის ნიშნად, სტალინის დროსაც და ბრეჟნევის დროსაც.

______________________

კონსტანტინე გამსახურდია რუსულ ენაზე მარტო თავის ძაღლს ესაუბრებოდა – ძაღლს ძაღლურად უნდა ელაპარაკოო!

_______________________________________

ცნობილია, რომ კოწია საკმაოდ ხელმოჭერილი კაცი იყო. ერთხელაც ერთმა ტაქსისტმა, რომელსაც კონსტანტინემ ზედმეტი არ გადაუხადა, ვითომ მისი “შერცხვენა გადაწყვიტა და ასე უთხრა:
– აქ, ამ სახლში ერთი ახალგაზრდა კაცი (ე.ი.ზვიადი) მომყავს ხოლმე და ყოველთვის კარგად მიხდის.
– იმას მამა აკადემიკოსი ყავს და მე საწყალი კი ობოლი ვარ, – მიახალა კონსტანტინემ ტაქსის მძღოლს.

______________________

– ბატონო კონსტანტინე, გვერდწითელმა გაგაკრიტიკათ.
– სულ წითლებმა რა დამაკლეს და გვერდ წითელმა რა უნდა მავნოს.
______________________

 ნოდარ დუმბაძემ მდივანი გოგო დაიბარა კონსტანტინე გამსახურდიასთან გასაგზავნად, რომელიც იგავ-არაკებს აქვეყნებდა ჟურნალში. მდივანმა სასტიკი უარი უთხრა.

– მეარშიყება, ეგ ბერიკაცი.
-რა მოხდა, მერე,გოეთე 80 წლის იყო და 18 წლის შეყვარებული ჰყავდა.
მდივანი სულ მთლად აღშფოთდა ამ ამბავზე:
– გავიგებ მაგ გოეთეს ტელეფონს, დავურეკავ და მაგრად გამოვლანძღავ გოგონებს ტვინს რომ ურევსო.
ნოდარმა მიაძახა:
– ნახე მანდ, ტელეფონების წიგნში იქნება სადმე და დაურეკე.
დიდი ხნის ძებნის შემდეგ, შეწუხებულმა გოგომ უთხრა:
– ბატონო ნოდარ, აქ მხოლოდ გოთუები არიან და გოეთეებს ვერსად მივაგენი.
– ჩვენი კავშირგაბმულობის ამბავი რომ ვიცი, ეტყობა არ აღირსეს ტელეფონიო.


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: