Posted by: burusi | 05/05/2009

თენგიზ ვერულავა – “სამეგრელოს ეტიმოლოგია”

მზე

თენგიზ ვერულავა – “სამეგრელოს ეტიმოლოგია”

1. ეგროსი
მარი ბროსე წერს: “თავდაპირველად, ეგროსი – ზეპირ გადმოცემით – ძმა ქართლოსისა – დაესახლა მდინარის ოირად, რომელსაც დაერქვა მისი სახელი ეგრისი, ეხლანდელი ენგური. ეგროსისაგან წარმოსდგა სრულიად კანონიერად წარმოებული სახელწოდება მეგრელისა”(1).

2. ეგური
სამეგრელოს უძველეს სახელწოდებად ძველ ქართულ წყაროებში დადასტურებულია ეგური: “მაშინ ფარნავაზ უშიშ იქმნა ყოველთა მტერთა თვსთაგან და მეფე იქმნა ყოველსა ქართლსა და ეგურსა ზედა”(2).
ტოპონიმი ეგური დღეისათვის შემონახულია ჰიდრონიმში ენგური, რომლის ძველი ფორმა იყო ეგური: “სამხრეთით მდინარე რიონი, გურია-ოდიშს შორის, და კუალად ეგურის მდინარის შესართავს დასავლეთი შავი ზღვა”(3).
“ეგური ტოპონიმია…, ქვეყნის სახელია და ნიშნავს “სამეგრელოს”, “დასავლეთ საქართველოს”. ის მნიშვნელობით იგივეა, რაც ხმოვნის რედუქციით მისგანვე მომდინარე – შუალობით ან უშუალოდ – უფრო გვიანდელი ეგრ-ი (=ეგურ-ი) და ამ უკანასკნელისაგან ნაწარმოები – შედარებით მოგვიანო, თუმცა თავასთავად ძალიან ძველი – ეგრ-ის-ი (=ეგრ+ის-ი)”(4).
ს. ჯანაშიას აზრით, ამ ქვეყნის (ეგრ-ის-ი) ფუძიდან (“ეგრ”) ნაწარმოებია მ-ეგრ-ელ-ი, ისევე როგორც მეგვიპტელი –ეგვიპტიდან, მაწყვერელი – აწყვერიდან და ა. შ.(5). “იგივე ფუძე, სხვა ახმოვანებით, აწარმოებს ადგილობრივს “მ-არგ-ალ”-ს (თავდაპირველ მ-აგრ-ალ-იდან), აფხაზურ აგრ-უა-ს, ძველ სომხურ ეგერ-აცი-ს”(6).
კლავდიოს პტოლემაიოსი (ახ. წ. 100-178 წწ.) თავის გეოგრაფიაში ასახელებს “მანრალებს”, რაც ცხადია იგივე “მეგრელების”, ან ადგილობრივი “მარგალის” ფორმაა. იგი წერს: “კოლხეთის ზღვისპირა ნაწილში მოსახლეობენ ლაზები, ზევით მდებარე ადგილებში მანრალები და ეკრიკტიკის ქვეყნის მცხოვრებნი”(7;8). ამ ცნობაზე დაყრდნობით, ლაზები ზღვის პირას ბინადრობენ, ხოლო მანრალები და ეკრიკტიკის ქვეყნის მცხოვრებნი – ზღვისგან მოშორებით, “ზევით მდებარე ადგილებში”.
VII ს. “სომხური გეოგრაფია” “მანრალებს” მანრილების სახელწოდებით ასახელებს. VII ს. “სომხური გეოგრაფიის” მოკლე რედაქცია გადმოგვცემს: ”კოლხეთი (კოლქის) არის იგივე ეგრისი (ეგერ)… და შეიცავს ეგრისი ოთხ მცირე ქვეყანას: მანრილი, ეგრევიკა, ლაზივი, ჭანეთი, რომლებიც არიან ხალდები”(9). აშკარაა, რომ VII ს. “სომხური გეოგრაფიის” ავტორს გამოყენებული აქვს კლავდიოს პტოლემაიოსის “გეოგრაფიული სახელმძღვანელო”. “სომხურ გეოგრაფიაში” მოხსენიებული “მანრილი” პტოლემაიოსის “მანრალებია”, ხოლო “ეგრევიკი” – იგივე “ეკრიკტიკეა”.
ქართველი ისტორიკოსები ანტიკური წყაროების სახელწოდება “მანრალს” უკავშირებენ “ეგრ” ძირს, საიდანაც წარმოსდგება ეთნიკური სახელწოდება “მარგალი” (“მეგრელი”) და ქვეყნის სახელწოდება “ეგრისი”(10;11;12).
დ. მუსხელიშვილი, კლავდიოს პტოლემაიოსისა და სომხური წყაროს (VII ს. სომხური გეოგრაფია) ცნობების ანალიზის საფუძველზე გამოთქვამს მოსაზრებას, რომ “მანრალები”, “მანრილები” იგივე “მაგრალების” ტომია და მათ “დასავლეთ საქართველოს უკიდურესი აღმოსავლეთ პროვინციის, ივერიის მომიჯნავე არგვეთის” ტერიტორიაზე ათავსებს(13).

3. ეგერი
ძველ სომხურში სამეგრელოს სახელად დასტურდება ე-გერ-ი(14;15;).
მარი ბროსე წერს: “ამ მხარეს სომხის ძველი მწერლები უწოდებენ ეგერ, ეგერაცტან და იქ მყოფთ ეგერაცად”(16).

4. გერი – მგლის ტოტემური სახელი
ე-გურ-ი, ე-გერ-ი დაკავშირებულია მგლის ტოტემურ სახელთან გერ-ი(17).
ტერმინ ე-გერ-ის ძირი თანხვდება მეგრულ ენაზე სიტყვა მგელს (გერ-ი).

5. მზე
ბასკები თავიანთ ქვეყანას “ეგუს სკალდუნს” უწოდებენ. “ეგუს’ ბასკურად მზეს ნიშნავს, ხოლო “სკალდუნ’ ამომავალი მზის ქვეყნიდან წარგზავნილს(18). აია კოლხეთი ამომავალ მზის ქვეყნად მიაჩნდათ ძველად.
თუ ბასკურ ენაში არსებულ სიტყვას “ეგუს” მზეს ნიშნავს, მაშინ უნდა ვიფიქროთ, რომ ასევე ყველა სიტყვები, როგორიცაა: ეგვიპტე, ეგეოსი, ეგეიდა, ეგრისი, ყველანი მზესთან არიან დაკავშირებულნი და ერთი ენობრივი ოჯახიდან აქვთ ამოსავალი(19).

ლიტერატურა:

1. მ. ბროსე, საქართველოს ისტორია, ნაწილი II, მეფეთა და მთავართა გენეალოგიით და ქრონოლოგიით, გვ. 155-156, ტფილისი, 1900 წ.
2. ლეონტი მროველი, ქართლის ცხოვრება, ტ. I. გვ. 277.
3. ქართლის ცხოვრება, IV, (ს. ყაუხჩიშვილის გამოცემა), გვ. 776, თბილისი, 1973 წ.
4. ო. კახაძე, ტერმინი “ეგრისი”; საქართველოსა და ქართველების აღმნიშვნელი ტერმინოლოგია, გვ. 379.
5. ს. ჯანაშია, თუბალ-თაბალი, ტიბარენი, იბერი, შრომები, ტ. III, გვ. 6, თბილისი, 1959
6. ს. ჯანაშია, თუბალ-თაბალი, ტიბარენი, იბერი, შრომები, ტ. III, გვ. 6, თბილისი, 1959
7. ნ. ლომოური, კლავდიოს პტოლემაიოსის “გეოგრაფიული სახელმძღვანელო”, ცნობები საქართველოს შესახებ, მასალები საქართველოს და კავკასიის ისტორიისათვის, ნაკვ. 32, გვ. 45, 1955 წ.
8. თ. ყაუხჩიშვილი, საქართველოს ისტორიის ძველი ბერძნული წყაროები, გვ. 160, თბილისი, 1976 წ.
9. VII ს. სომხური გეოგრაფია, კ. პ. პატკანოვის თარგმანითა და რედაქციით, გვ. 16, 1877 წ. (რუს ენაზე)
10. თ. ყაუხჩიშვილი, საქართველოს ისტორიის ძველი ბერძნული წყაროები, გვ. 160, თბილისი, 1976 წ.
11. გ. მელიქიშვილი, ძველი საქართველოს ისტორია, გვ. 67, თბილისი, 1959 წ. (რუს. ენაზე)
12. 12. E. Honigmann et A. Maricq, Recherches sur Les Res Gestae Divi Saporis, gv. 69, Bruxelles, 1953
13. დ. მუსხელიშვილი, საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის ძირითადი საკითხები, გვ. 88, თბილისი, 1977 წ
14. ქართლის ცხოვრების ძველი სომხური თარგმანი, ილ. აბულაძის თარგმანი და გამოცემა, გვ. 337-338, თბილისი, 1953 წ.
15. ო. კახაძე, ტერმინი “ეგრისი”; საქართველოსა და ქართველების აღმნიშვნელი ტერმინოლოგია, გვ. 379.
16. მ. ბროსე, საქართველოს ისტორია, ნაწილი II, მეფეთა და მთავართა გენეალოგიით და ქრონოლოგიით, გვ. 156, ტფილისი, 1900 წ
17. ე. ხინთიბიძე, ქართველთა სახელწოდებები და მათი ეტიმოლოგია, გვ. 63, თბილისი, 1998 წ.
18. ს. მაკალათია, სამეგრელოს ისტორია და ეთნოგრაფია, “უფლისციხე”, გვ. 11, თბილისი, 1992 წ.
19. ს. მაკალათია, სამეგრელოს ისტორია და ეთნოგრაფია, “უფლისციხე”, გვ. 11, თბილისი, 1992 წ.


Responses

  1. რა საინტერსეოა! დიდი მადლობა ბატონო თენგიზ ამ საინტერსო სტატიისთვის. მოუთმენლად ველოდები ჩემთვის ახალახალ ინფორმაციებს განსაკუთრებით სამეგრელოზე, კოლხეთზე, ლაზებზე. დიდი მადლობა.

  2. ადგილების დასახელება ეგური ,ეგერი ,გერი , მზე ეს იმ თავდაპირველი ადგილების სახელებია საიდანაც ისინი წამოვიდნენ.

  3. iqneba aseti statiebis meshveobit mainc gaarkvios zogiertma gaunatleblebma rom megrelebi qartvelebi vart,didi madloba batono tengiz

  4. “რომის იმპერია დაემხო ბატონებო,
    დაემხობა რუსეთის იმპერიაც!”
    ზვიადი გამსახურდია

    წმინდა გიორგი აწამეს რომაელებმა იმპერატორ დიოკლეტიანეს ბრძანებით და მოკლეს, მაგრამ ის აღსდგა მკვდრეთით და განგმირა დიოკლეტიანე.
    ისტორიკოსები გვიმტკიცებენ, რომ წმინდა გიორგი ისტორიულად მართლა არსებობდა და ის მართლა მოკლეს დიოკლიტიანეს ბრძანებით ქრისტიანობის გავრცელების გამო, მაგრამ რეალურად ის მკვდრეთით არ აღმსდგარა და არც იმპერატორი დიოკლეტიანე არ მოუკლავს ფიზიკურად. ეს იყო მხოლოდ სიმბოლო ქრისტიანობის იდეოლოგიურ-მორალური გამარჯვებისა რომის იმპერიალისტურ იდეოლოგიაზე. მართლაც მალევე იდეოლოგიურ კრიზისში მყოფ რომის იმპერიას თავისივე ვასალი ქრისტიანი გოთები საბოლოოდ მოსპობენ. გადარჩება მხოლოდ ის ნაწილი რომელიც მიიღებს ფორმალურ ქრისტიანობას და განაგრძობს არსებობას როგორც ბიზანტიის ბერძნულენოვანი იმპერია, მაგრამ მოგვიანებით ამ იმპერიასაც მხოლოდ გარეგნული-ფორმალური ქრისტიანობა იდეოლოგიურ კრიზის ვერ ააცილებს, რაც გახდება მისი დაცემის მთავარი მიზეზი.
    წმინდა გიორგი იყო კაბადოკიელი, საიდანაც გავრცელდა ქრისტიანობა რომის იმპერიაში. კაბადოკია ოდითგანვე მეგრელებით იყო დასახლებული. მის მთავარ ქალაქს ერქვა მეგრული სახელი მაძაკა და მთავარ მდინარეს ღალიში. წმინდა გიორგის ცხენს კი ერქვა მეგრული სახელი იროძირი. ბერძნული სახელწოდებებიც ეგეოსს, ეგროსს ეგრისიდან იღებს სათავეს. აქედანვე იღებს სათავეს სახელი გეორგოს და გეორგიაც.
    9 აპრილს ქართველმა ხალხმა, ისედაც იდეოლოგიურ კრიზისში მყოფი საბჭოეთი, მორალურად და იდეოლოგიურად საბოლოოდ მოსპო და თვით რუსი ხალხიც კი საბჭოეთის წინააღმდეგ განაწყო. დიახ, 9 აპრილმა ითამაშა გადამწყვეტი როლი საბჭოთა კავშირის დაცემაში!
    რუსეთი ფორმალურად ქრისტიანული ქვეყანაა, მაგრამ სინამდვილეში ის სწორედ ანტიქრისტიანული იმპერიაა. წინასწარმეტყველება, რომ ანტიქრისტე დაიბადება რუსეთში, დიდიხანია ახდა. ეს ახდა მაშინ, როცა ოქროს ურდო დაეცა და მის აგდილას აღმოცენდა მესამე რომის იმპერია-ანუ რუსეთის ცარისტული(ცეზარისტული) იმპერია.
    რუსეთის ფედერაცია ვერ იარსებებს როგორც დემოკრატიული ქვეყავა, რადგან როგორცკი რუსეთის “ვლასტი” საკუთარი მოსახლეობის უფლებებს აღიარებს, იქვე დადგება კავკასიელი და სხვა ხალხების თვითგამორკვევის და თვითგანსაზღვრის საკითხიც -ანუ მათი დამოუკიდებლობის საკითხი, რასაც რუსეთი სამართლებრივი მეთოდებით ვერ შეეწინააღმდეგება და რუსეთის ფედერაცია დაიშლება. eსეც გაითვალისწინა იმპერიამ და ფედერაციის შიდა საზღვრები ისეთნაირად დაადგინა, რომ ფედერაციის დაშლას აუცილებლად მოყვება ეთნიკური დაპირისპირბები. ამ შემთხვევაშიც გამშველებლის როლის თამაშით შეეცდება რუსეთი ტერიტორიების შენარჩუნებას, რაც კატაკლიზმებს დროში გაწელავს. ამიტომ ყველაზე სწორი გამოსავალია არა რუსეთის ფედერაციის დაშლა მისივე დადგენილი საზღვრებით, არამედ რუსეთის იმპერიის სრული განადგურება.
    ამ შემთხვევაში ქართველებმა უნდა დავიკავოთ შავიზღვისპირეთი ჩვენი ისტორიული სამეფოს საზღვრამდე-ანუ ქერჩის სრუტემდე. ადიღ-ჩერქეზეთის რესპუბლიკამ დაიკავოს აზოვისპირეთი როსტოვამდე. ყალმუხების რესპუბლიკამ კასპიის ზღვიპირეთი ყაზახეთამდე. ფინეთმა უნდა დაიკავოს მთელი ჩრდილო-ყინულოვანი ოკიანის სანაპიროები ურალამდე. კალინინგრადი პოლონეთმა და ა.შ.
    ამდენად რუსეთი იქცევა ქვეყანად, რომელსაც ზღვებზე გასასვლელი აღარ ექნება და ვეღარასოდეს შეძლებს იმპერიის აღდგენას.
    რომარა რუსეთის ატომური ბომბები ეს უკვე ასეც იქნებოდა. თუმცა საბედნიეროდ ნატო მომავალში შეძლებს რუსეთის ატომურ გაუვნებელყოფას და მერე მთელი სიამოვნება წინაგვაქვს… როგორც ჩანს ქართველებს ტყუილად არ გაგვიწირია თავი ქრისტიანობის გადარჩენისთვის, რითაც გადავარჩინეთ ევროპაც და კაცობრიობაც.

  5. – _”გერ”-ის ეტიმოლოგია_

    _”გერი” მეგრულად ნიშნავს მგელს და აქედან მომდინარეობს საქართველოს უძველესი სახელი “ეგრისი” -“ე-გერისი”, ანუ მგლის ქვეყანა.
    _მგლის კულტი და საკუთარი ქვეყნის მგლის ქვეყნად წოდება უძველეს ქართულ ტრადიციაში დასტურდება (ამას თრიალეთის თასზე გამოსახული მგელკაცებიც ადასტურებენ) ეს კი მომთაბარე ტომებისთვის შემდეგი გზავნილის შემცველი უნდა ყოფილიყო: “ეს მგლების მიწაა, კოშკებით დაცული და აქეთ ნუ წამოხვალთო!”. ცნობილია რომ მიწათმოქმედების განვითარებამდე კაცთა მოდგმა ერთიანად მომთაბარეობდა. მიწათმოქმედებაზე გადასულ დამკვიდრებულ ტომს კი ესაჭიროებოდა ათასი სჯულის მომთაბარე ტომთაგან დაცული, შეუვალი ქვეყანა. თვით ეს ქართული სიტყვაც, “ქვეყანა”, სამიწათმოქმედო ყანასთან ასოცირდება, სადაც პირველად გაჩნდა სახემწიფოებრიობის ცნება. სიტყვა “ქვეყანაში” თავსართი “ქვე” არ უნდა იყოს პირვანდელი, მისი წინარსახე იქნებოდა “ქი”, რაც ამ შემთხვევაში ნიშნავს მოწევნას-მოსაწევარს და განცხადებას. “ქვეყანა” მეგრულად არის “ქი-ანა” -“ანა” დედაღვთაებაა, ანუ “წიაღი”-“ნიადაგი”, მაგრამ რას ნიშნავს თანხმოვანი “ყ” სიტყვა “ყანაში”? აქ მახსენდება სიტყვები: “დამყნობა”, “განაყოფიერება”, “ჰყო” -ძველქართული სიტყვა “ჰყვნა”, რაც ნიშნავს შექმნას და ამასვე უკავშირდება სიტყვა “ხვნა”, “აყვავება”, “სიყვარული” და ა.შ. ანუ სიტყვა “ქვეყანა”, იგივე “ქივანა”-“ქი(ყ)ანა”, ნიშნავს: ღვთაებრივ საწყისის მქონე ხილულ სამყაროსთან ზიარებას.
    _ბიბლიური სამოთხეც სწორედ პირველ მიწათმოქმედთა სამკვიდროსთან ასოცირდება. მეცნიერების აზრით სამოთხის ქვეყანა მართლა არსებობდა მცირე აზიაში და მას ერქვა “ე-დემი”, აქადურად “ედინ(უ)” (ე-დუნია?), ან მხოლოდ “ე”. ეს შესალოა ყოფილიყო თუბალების ქვეყანა “ადანა”, იგივე “დანუნი”. ადრე კოლხეს ეწოდებოდა: “ეა”, “ეია”, “აიაე”, “აია”, “გაია”. ძველი ქართული სამეფოს “ტაოს” უძველეს სახელად უნდა ვივარაუდოდ არა მხოლოდ “დაიაე” და “დიაოხი” არამედ “ტაიაც”. სამეგრელოში არის სოფელი “თაია” და არის მისამღერიც “ტაია…” სომხურად “ტაოს” ერქვა “ტაიქი”. ქვეყანა “ედემი”-“ედინი” ვრცელდებოდა შუამდინარეთიდან “დიდ ზღვამდე”, ანუ შავ ზღვამდე. ბიბლიის მიხედვით სამოთხეს ჩამოუდიოდა ოთხი მდინარე. ვარაუდობენ რომ ეს მდინარეებია: 1.ფირატი -დღევანდელი ევფრატი, 2.ხიდეკელი -დღევანდელი ტიგრი, 3.გიხონი, რომელიც სავარაუდოდ არის არაქსი (ჰარა’ქსანი?) და 4.ფისონი -სავარაუდოდ ღალიში (დღევანდელი კიზილ-ირმაკი) ან ჭოროხი (ფაზისი) ან მტკვარი.
    _ ამ პერიოდისთვის ფორმირებას იწყებს ღვთაება “მორიგე”, ანუ “მარგე”(მემარგე), იგივე “ტარხუ”, რომელიც იყო წარმართული ქართული პანთეონის უმაღლესი ღვთაება. მისი ტოტემური ცხოველიც იყო მგელი; მისი მნათობი კი ცისკრის ვარსკვლავი და მთვარე. საქართველოში ქრისტიანული რელიგიის შემოსვლის შემდეგ ეს ღვთაება გაიგივდა წმ. გიორგისთან. მეგრულად წმ. გიორგის ქვია “გერგე” და ამ “გერგედან” იღებს სათავეს სახელი “გეორგოს” და “გეორგიაც”. სახელი “გეორგოს” წინარე ვარიანტად ზოგი მიიჩნევს სახელ “გერგის”. “გეორგოს” კი ბერძნულად აგრეთვე მიწათმოქმედსაც ნიშნავს.
    _”გერგეს” ვარიაციებია: “ჯგერაგი”, “ჯერგე”, “ჯეგე” და “გეგე”. ჩემი გვარი “მორგოშია” არის ღვთაება “მორიგეს” ქურუმთა გვარი და ჩვენ ასევე გვეძახიან “მორგოშია-ჯერგეშებს”, ანუ “ჯერგეს”, იგივე წმ. გიორგის, ხატის მსახურებს.
    _ნ.მარის აზრით “ჯგერაგი” თავდაპირველად ნიშნავდა მუხას, მუხის ტყეს, რომელსაც გეორგიანელები თაყვანს სცემდნენ უხსოვარი დროიდან. შემდეგ მუხის რწმენა წმ. გიორგის დაუკავშირდა. საყურადღებოა, რომ ფშავ-ხევსურეთში წმ. გიორგის ხშირად ლოცვებში “მუხის ანგელოზად” მოიხსენიებენ. “გერმუხი” – მთას ქვია ჯავახეში, “გერმუხის” ქედზე. აღმოსავლეთ საქართველოში არის “გერგეთის” მთა ეკლესიით, რომელიც უკავშირდება ღვთაება “მორიგეს”. აგრეთვე “გერის” წ.მ. გიორგის ეკლესია სამაჩაბლოში. დიდი ქართველი მეცნიერის ივანე ჯავაჯიშვილის ცნობით: სოფელ არბოში (აღმოსავლეთ საქართველო) “გერისთაობა”, ანუ წმიდა გიორგის ხატობა, 14 ― 15 აგვისტოს იცოდნენ, ამ დღესასწაულს თავიდანვე “გერისთაობა” რქმევია. ნაყოფიერების ღვთაებისადმი მიძღვნილი სარიტუალო ცეკვას, სართულიანი ფერხულს, ერქვა “გერგეთულა”.
    _წარმართულ პანთეონში მიწათმოქმედი-მეომარი მგელი იყო უმაღლესი ღვთაების სიმბოლო, დაახლოებით ისე როგორც ქრისტეს სიმბოლო იყო თევზი.
    _მართალია ქრისტიანული ტრადიციით წმ. გიორგის მიერ დიოკლიტიანე-დრაკონის დამარცხება ქრისტიანობის იმპერიალიზმზე გამარჯვებას ნიშნავდა, მაგრამ წარმართულ ეპოქაში ამას სხვა სიმბოლური დატვირთვაც ქონდა: ურჩხულს აქვთ თხის, ან ძროხის რქები. ძროხა კი მომთაბარე-მეჯოგეების სიმბოლოა. მიწათმოქმეგი გიორგის სიმბოლომ, მგელმა, შეჭამა ყანაში შესული ძროხა და ვენახში შესული თხა. ქრისტიანულმა რელიგიამ მგელი ბოროტების სიმბოლოდ შერაცხა, ცხვარი კი სიკეთის -არადა ცხვრის რქები და ჩლიქები სწორედ სატანას აქვს, ბაფომეტს ქი საერთო თხის თავი ადგას. მეჯოგე აბელი მოკლა მიწათმოქმედმა კაენმა. ანუ მომთაბარეობა დაამარცხა დამკვიდრებულობამ. ღვთაება მითრაც, რომელიც წმ. გიორგის ანალოგიურ ღვთაებად ითვლება, კლავს ხარს. სამეგრელოში ხალხური რწმენით წმ. გიორგის თავად მიჰყავდა ხარი ილორის ეკლესიაში შესაწირად. თეთრი გიორგის შესაწირიც ხარია. მეორე ვერსიით კი ღვთაებები და გმირები კი არ კლავენ ხარს, არამედ მას იმორჩილებენ და გუთანში აბავენ.
    _”გერი” სვანურად ასევე ნიშნავს ხორბლის მარცვალსაც. მიწათმოქმედება უპირველესყოვლისა ხორბალის დათესვას გულისხმობდა, ამიტომ “მარგალი” (მეგრელი) აგრეთვე მთესველსაც ნიშნავს. “გერ”-ფუძიდანაა ნაწარმოები ბერძნული ხორბლის მარცვალის აღმნიშვნელი სიტყვა “გრანუს”-“გერ-ანუს”. მეგრულად სიტყვა “გერახონა” ნიშნავს ერთგვარად მიწის დამუშავებას, გაფხვიერებას. ქართული სიტყვა “გლეხი” (მიწათმქმედი) სომხურში ჭანურიდან შევიდა როგორც “გრეხიკ”. თავად ჭანურად იქნებოდა “გერეხი”. ადიღე-აფსუურად მეგრელს ქვია “აგრუა”. ბერძნულად სიტყვა “აგრონომია” ნიშნავს მიწათმოქმედებას. მომთადარე ბერძნებისთვის მიწაზე დამკვიდრება და მიწათმოქმედების ათვისება სწორედ იქ მოხდა, სადაც ცხოვრობდა ის ხალხი, ვინც თავიანთ ქვეყავას “გერის” ქვეყნად მოიხსენიებდა და ამდენად ბერძნებისთვის “გეოს” საერთოდ მიწის ცნებად იქცა. არც საბერძნეთის დღევანდელი სახელი “გრეცია” არ უნდა იყოს შემთხვევითი ტერმინი. “გერესია” ერქვა ქალაქს პელაზგურ თესალიაში. “ეგეოსი”-“ეგეიდა” კი ერქვა მედიტერანიას მცირე აზიის ჩათვლით.
    _ჰეროდოტეს ცნობით “გერგითები” არიან იგივე “გერგითი-ტევკრები” -ტევკრები კი ტროელებს ნიშნავს. ქვეყანა ტროადას, ჩამოუდიოდა მდინარე “გერმა”. სტრაბონის ცნობით ამ ტროადაში ერთ ქალაქს ერქვა “გერგითია”, რომელსაც ქალაქი ტროას დაცემის შემდეგ გადარჩენილმა ტროელებმა შეაფარეს თავი. “გერგითიელი” იყო ღვთაება აპოლონი, რომლის ტოტემური ცხოველი აგრეთვე იყო მგელი. ამ აპოლონს კელტურად ერქვა “გრანუსი” და “ტარანისი”.
    _აპოლონის მამაც, ზევსიც, დაკავშირებულია მგელთან. მას არგოში ეძახდენ “ლიკეოსს” (“ლიკოს” ბერძნულად მგელს ნიშნავს) რომელიც თავის შვილებს მგლებად აქცევდა. ერთერთი მითის თანახმად ზევსის შვილები აპოლონი და არტემიდა მგელ-ქალამ გააჩინა, მაგრამ არა ზევსის კანონიერმა მეუღლემ “ჰერამ” (ანუ გერამ). “ჰერას” შვილობილები (გერები) იყვნენ აგრეთვე “ჰერმესი”, “ანუ გერმესი” და “ჰერაკლე”, ანუ “გერაკლე” (ბერძნულ ალფაბეტში ასო “H” ნიშნავს ასო “ე”-ს, მაგრამ ზოგი ენათმეცნიერი მიიჩნევს რომ ზოგ შემთხვევაში (‘H) ის უნდა ამოკითხულიქნეს როგორც “ჰე”, მე კი მიმაჩნია, რომ ის შეიძნება ამოკითხულიქნეს აგრეთვე როგორც “გე”). ზევსი ბინადრობდა “ოლიმპოს” მთაზე. “ლიმპარი” სვანურად ნიშნავს ლამპარს, უფროსწორედ ჩირაღდანს. სვანეთში დღემდე შემორჩენილია წარმართული დღესასწაული “ლიმპარობა”, როცა ღამით სვანები ჩირაღდნებით ხელში ადიან მაღალ მთაზე და გარკვეულ რიტუალებს ასრულებენ. ოლიმპიური ჩირაღდანი ამ “ლიმპარიდან” იღებს სათავეს. თავსართი “ო” მეგრულად ნიშნავს “სა”-ს -“სარაღაცეს”, ამ შემთხვევაში “სალიმპარეს”. ნ.კ. შპრინგელის აზრითაც ოლიმპიური ასპარეზობა პელოპონესში კოლხეთიდან არის შესული. მე კი ვიტყოდი რომ ეს კოლხური ტრადიცია ადგილზე დახვდათ შემოსულ ბერძნებს.
    _არკადიაში ზევსი მიჩნეული იყო მგელ-ღვთაებად და მის ტაძარში, რომელსაც ერქვა “ლიკაიონი” მგელი ითვლებოდა წმინდა ცხოველად. ეს ტაძარი დააარსა პელაზგების მითიურმა პირველმა მეფემ, რომელსაც თავადვე ერქვა “ლიკაონი”. მანვე დააარსა არკადიაში “ლიკეოს” მთაზე ქალაქი “ლიკოსურა”.
    _არკადიასთან მდებარე სპარტას კი ადრე ერქვა “ლაკედემონი”, ანუ მგელ-ხალხის მხარე. სპარტის პარლამენტს ერქვა “გერუსია”, პარლამენტარებს “გერონტები”. სპარტის კანონმდებლობის რეფორმატორი იყო “ლიკურგა”.
    _მცირე აზიის სამხრედ-დასავლეთით არსებობდა ქვეყანა “ლიკია”, ანუ მგლების ქვეყანა, რომლის მეფე იყო “გერგისი”. ბერძნები ლიკიელებს კრეტიდან გადასახლებულ პელაზგებად მიიჩნევდნენ.
    _მცირე აზიის შუაგულში კი არსებობდა ქვეყანა “გალათეა”, რომლელიც ევროპელ “კელტ-გალებს” უკავშირდება. “გალების” ბერძნულ-ლათინური სახელწოდებებია “გალათები”, “გელვეთები”, და “გელები”, ეს “გელები” გვხვდებიან კავკასიაშიც. აგრეთვე პელაზგების ერთერთი სახელია “ეგიალები”. სამხრეთ იტალიას ბერძნების ექსპანსიამდე ერქვა “გელონა”. ჩრდილოეთ ევროპის გალიის უმთავრეს ციხექალაქს ერქვა “გერგოვია”. გალიის ცენტრალურ რაიონს ევროპაში წარმოადგენდა “გერკინის” ტყეები. როგორც ჩანს “გელ” ძირი “გერ” ძირის ინდოევროპულის ზეგავლენით მიღებული ფორმაა. ქართულ ენაში მეგრული “მგერი” გახდა “მგელი”. გალებს ასევე ერქვათ “გერმანები” -” მან” კაცს ნიშნავს გერმანულად, ხოლო სვანურად კაცი არის “მარ(ე)” და ეს უნდა ყოფილიყო “მან-ის”(კაცის) საწყისი ფორმა: “გერ-მან”-“გერ-მარ”. თუმცა ეთნონიმი “გერმანი” შეიძლება ნაწარმოები იყოს ტყის აღმნიშვნელი მეგრული სიტყვიდან “გერმა” -ლათინები ხომ გერმანელებს ტყიურებს ეძახდნენ. “მარიდან” კი ნაწარმოებია ქართული სიტყვები: “ქმარი” (ლათინურად “მარი-მარიტო”), “სამარე”, “მარანი”, “მარხილი” (შუმერულად “მარგიდი”), “მარწყვი”, “მამრი” (ლათინურად “მა(რ)სკულუმ”), “ქამარი” და ა.შ. აგრეთვე ეთნონიმები: “მარგალები”, “მარები”, “ამარანები” და ა.შ. აგრეთვე სახელები: “თამარი”, “მარიამი”, “მარეხი”, “ყამარი”, “მარადია”, “სამძიმარი”, “მარმალა”, შესაძლოა “ამირანიც”, “არმაზი”, “მერი”, “მერაბი”, “მირიანი” და ა.შ. აღსანიშნავია რომ კელტ-გალების გვარები ხშირად ბოლოვდებოდა “მარზე”. გალების მითიურ ქალაქს ერქვა “ფალიას”. “ფალია” ეგვიპტის ერთერთი სახელია, რაც მეგრულად ნიშნავს აყვავებულ ქვეყანას(მიწათმოქმედთაგან). აქიდანაა ქართული სიტყვა “სოფელი”, “მსოფლიო”, “უფალი”, “მეფე”, მეგრულად “მაფა”-“მაფალი”, “ფალავანი” (ჩემპიონი), ალბად “ფარაონიც” და ა.შ. ჰეროდოტე კოლხებს და ეგვიპტელებს ერთი მოდგმის ხალხად მიიჩნევდა. ტერმინი “ეგვიპტეც” შესაძლოა დაკავშირებული იყოს “გერ” ფუძესთან. ებრაულად ეგვიპტეს ეწოდება “ეგიაფეტი”, რაც წააგავს გეორგიანული რასის ეთნარქად მიჩნეულ “იაფეტის” სახელს: აქ შესაძლოა მითუიური კოლხთა მეფე “აიეტი” იგულისხმებოდეს; თავსართი “ეგ” კი წააგავს “ეგრს”. ეგვიპტურ ცივილიზაციას საფუძვლად უდევს “გერზას კულტურა”. ტოპონიმი “გერზა”-“ალ-გერზა” აშკარად არაბიზებულია, მაგრამ “გერ”-ძირი სწორედ იმ დროინდელი იქნება როცა ეს კულტურა წარმოიშვა.
    _პროტოიტალიური ტომები “გრეგები”, იგივე საბინები, თავიანთ თავს მგლების შთამომავლებს ეძახდენ. ლათინებში მგლის კულტი მათგან და ეტრუსკებისგან შევიდა. იტალიაში ასევე სახლობდნენ “გერნიკები”, რომლებიც რომაელების მოკავშირეები იყვნენ, მაგრამ როცა რომმა გალებtan ომო წამოიწყო “გერნიკებმა” გალების მხარე დაიჭირეს. ამ “გერნიკებს” პელაზგურ ტომად მიიჩნევდნენ. იტალიკურ ომის ღვთაება “მარსს”, ლათინურად ეწოდება “ლუპუს მარს”, ანუ “მგელი მარი”, ხოლო თურშების (ესაა ეტრუსკების თვითსახელი) და პროტოიტალიელი “ფალისების” ენაზე ეწოდებოდა “მარისი”. ეს “ფალისები” სავარაუდოდ რომაული რეპრესიების გამო გადასახლდნენ დღევანდელი საფრანგეთის ტერიტორიაზე, სადაც დაარსეს ქალაქი “ფალისი” -დღევანდელი “პარიზი”. ღვთაება “მარსი” იგივეა რაც ბერძნული “არესი” და გეორგიანული ღვთაება “მორიგე”-“მარგე”, რომლის სახელიც ქვია აგრეთვე ცისკრის ვარსკვლავს. ი. ჯავახიშვილის განმარტებით სიტყვა “ვარსკვლავის” წინარე ფორმაა “მარ-სკულავი”, ანუ “მარის” შვილი (სკუა მეგრულად შვილს ნიშნავს). აქედანვე წარმოსდგება ინდოევროპული ვარსკვლავის სახელწოდება “სტარ”-“სტელა”-“სტართ”. “ასტარი” არის აგრეთვე ღვთაება “მარგეს” ერთერთი სახელი (აქედანაა სიტყვა “ასტრონომია”). “ტარხუ”-“მარგეს” შუამდინარეთში ეძახდნენ აგრეთვე “მარდუკს”, რომელსაც შესაძლოა უკავშირდებოდეს ქართული სიტყვები: “მარადისობა”, “სიმართლე” და ა.შ. “მარის” აგრეთვე უკავშირდება ხათური ღვთაება “მარუვა”. “მარდუკს” უკავშირდება ელამუი ქალღვთაება “ლაგამარიც”, რომელსაც ი.ჯავახიშვილი უკავშირებს სვანურ ქარღვთაება “ლამარიას”, რომელიც შემდგომ ღვთიშობელთან გააიგივეს. კოლხური სამყაროს უმაღლესი ღვთაების აღმნიშვნელ სახელად შეგვიძლია მივიჩნიოთ “გე”, იგივე “გა”-“ღა” და “მარის” ერთობა. ი.ჯავახიშვილი მიიჩნევდა, რომ “ღმერთის-ღორონთის-ღერმეთის” საწყისი ფორმა აარის “ღა-მარ”. “რ”-“რე” მეგრულად ნიშნავს ყოფნას-“არის-ს”. აქვე უნდა გავიხსენოთ ეგვიპტის უმაღლესი ღვთაებები “რა”, იგივე “რე”, და “გებ”- ერთად “გებრ”, აგრეთვე პელაზგური “გეა” (ან “გე”) და ქართული “გა”(“გაც”). “გა” სვანურად მიწის ღვთაებაა, “გაიმ” კი მიწას ნიშნავს.
    _ძველ გერმანულში “გერ” ნიშნავდა შუბის წვერს, რაც აზრობრივად ახლოა ქართულ სიტყვა “ძ-გერ-ებასთან” (შუბის). “გერ” ფუძიდანაა აგრეთვე ქართული სიტყვა “მო-გერ-იებაც”(მომხდურის) და სიტყვა “დაგეშვა”-“და-გერ-შვა”(ძაღლის) -მეგრულად “გერჩქინაფა”-“გერშინაფა”.
    _ლათინურ ენებში “გერ”-“გვერა” ნიშნავს ომს, “გერიერო” მეომარს. “გერია” პარტიზანებს.
    _სკანდინავიურ-გერმანულ მითოლოგიაში ომის ღვთაებას “ოდინს” (გავიხსენოთ მეგრული ღვთაება “ოდი”) ახლავს ორი მგელი “ფრეკი” და “გერი”. სიტყვა “გერი” კი სკანდინავიურში ნიშნავს გაუმაძღარს-მგლისმადიანს. ძველად კი ამავე ენაზე “გერ” ნიშნავდა ციხესაც და შესაძლოა აქედანაა ნაწარმოები ქალაქის სახელი “გრად”(გორად), თუმცა ეს უფრო “ქართ”-ფუძეს უახლოვდება.
    _ძველ ისლანდიურად “ვარგერ” ნიშნავს მგელს და დამნაშავესაც.
    _ბასკეთში არის ქალაქი “გერნიკა”. ბასკური ქთმულების თანახმად “გერნიკა” აგრეთვე ერქვა დიდ ხეს, რომელსაც აქვს შვიდი ტოტი: ერთი ტოტი საფრანგეთისკენ აქვს გაშვერილი, ერთი ბრიტანეთისკენ, ერთი ესპანეთისკენ და დანარჩენი ოთხი ტოტი საით აქვს გაშვერილი თავად ვივარაუდოთ.
    _”უნგრეთს” ქვია აგრეთვე “მაგერსკა” და “ჰუნ-გერია”. ჰუნები, ისევე როგორც, გოტები, საქსები, ალანები, სარმატები, ფრანკები, დოიჩები და ა.შ. არიან ინდოევრო-თათრული მოდგლის ხალხები რომლებმაც საბოლოობ მოსპეს კელტ-გალო-იბერიელთა (ანუ გეორგიანელთა) სახელმწიფოები ევროპაში და მოახდინეს მათი ასიმილაცია.
    _სასომხეთში შემორჩენილია წარმართული ტაძარი “გარნი”, რომელიც აგებულია ღვთაება “მგერის” სახელზე. არმენები კი მგლის ქვეყანას საქართველოს უწოდებენ (“ვურქისტან”).
    _კაპადოკიაში არსებობდა ქალაქები: “გერმონასა”, “გერპა”, “გერთა”, “გერგესია”, “გერეოპოლისი”, “გერარა” და ა.შ. წმინდა გიორგიც ხომ კაპადოკიელი იყო.
    _ქართველური მოდგმის აღმნიშვნელ ყველაზე მართებულ სიტყვად მიმაჩნია “გეორგიანელი”, რადგან სიტყვა “გეორგიაში” არეკლილია უძველესი მგლის კულტიც, მიწათმოქმედების სამშობლოც, წარმართული პანთეონის უმაღლესი ღვთაების სახელიც და ქრისტიანი წმინდანის სახელიც, რომელიც საქართველოში ლამის ღმერთთან იყო გაიგივებული. ამასთანავე სახელ “გეორგოსში” სახელი “გერგეს” ინდოევროპულად გადასხვაგვარების კვალიც სახეზეა და ეს მნიშვნელოვანია, რადგან ამაში იკითხება ის ისტორიული იმფორმაცია, რომელიც ჩვენთვის დრამატულ ხასიათს ატარებს.

  6. როგორც მე ვიცი ძველ ეგვიპტურში და რა თქმა უნდა მედგრულშიც მზეს და რძეს ერთი სახელი აქვს.

  7. იმას მაინც თუ ხვდებით რომ ეს რაღაც ტომების სახელები და მერე იქიდან ჩვენი ეტიმოლოგიის გამოწვლილვა კონფლიქტში მოდის ჩვენს კოლხურ წარმომავლობასთან? მეგრელები და ჭანები ანუ დრევანდელი ლაზები არიან კოლხები. მორჩა. წერტილი.


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: