Posted by: burusi | 04/05/2009

გია კვაშილავა – “ფესტოსის დისკო – კოლხური ოქროდამწერლობა”

ფესტოს დისკის A მხარე

ფესტოს დისკის A მხარე

სამეცნიერო საზოგადოებას და დაინტერესებულ პირებს მინდა მივაწოდო ინფორმაცია, რომელიც ეხება დაახლოებით ოთხი ათასი წლის წინანდელი, მსოფლიოში პირველი ბეჭდვითი რელიგიურ-ლიტერატურული დოკუმენტის _ საყოველთაოდ ცნობილი და დღემდე ამოუკითხავი “ფესტოსის დისკოს» წარწერის ჩემს მიერ ქართველურ ენაზე, კერძოდ, კოლხურ ენაზე სრულ გაშიფვრას.

«ფესტოსის დისკოს» ისტორია

დისკო აღმოაჩინა იტალიელმა არქეოლოგმა, დოქტორმა ლუიჯი პერნიემ 1908 წლის 3 ივლისს, კუნძულ კრეტაზე, საარქეოლოგო ქალაქ ფესტოსში. იგი პირობითად დათარიღებულია ძვ.წ. 1850_1600 წწ-ით და წარმოადგენს თიხის ფირფიტას, რომლის დიამეტრი დაახლოებით 16 სმ-ია, წონა კი _ 380 გრ. ამჟამად დისკო ინახება საბერძნეთში, კრეტის მთავარ პორტ-ქალაქ ჰერაკლიონის არქეოლოგიის მუზეუმში (III გალერეა, 41 ყუთი, ¹EP-1358).

1992 წლის დეკემბერს ვლადიკავკაზში 1880 წლის შენობის სარდაფში ნაპოვნი იქნა “ფესტოსის დისკოს» მსგავსი თიხის ფირფიტის ფრაგმენტი (დიამეტრი: 10 სმ), რომლის შესახებ ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატმა ვლ. კუზნეცოვმა გამოაქვეყნა მეცნიერული გამოკვლევა და მას უწოდა “კავკასიის არქეოლოგიური გამოცანა» (2001). თუმცა თავად ფირფიტის ორიგინალობა ზოგიერთმა მეცნიერმა ეჭვქვეშ დააყენა.

ამ დრომდე იყო “ფესტოსის დისკოს» ნიშანთა კომპლექსის გაშიფვრის მცდელობები უძველეს ენებზე (მაგ.: იონურ-ბერძნული დიალექტი, კვიპროსული, ხეთური, ლუვიური, ფილისტიმური, ეგვიპტური, სემიტური ენები და ა.შ.).

დისკო მეცნიერულად შეისწავლეს: სერ ართურ ევანსმა (ინგლისელი არქეოლოგი), ალესანდრო დელა სეტამ (იტალიელი არქეოლოგი), ელის კობერმა (ამერიკელი არქეოლოგი, კლასიკური ფილოლოგიის სპეციალისტი), მაიკლ ვენტრისმა (ინგლისელი მიკენოლოგი და არქიტექტორი), ჯონ ჩედვიკმა (ინგლისელი მიკენოლოგი), ჟან ფოკუნომ (ფრანგი მკვლევარი, პარიზის ლინგვისტური საზოგადოების წევრი, მათემატიკოსი), ჟან-პიერ ოლივიემ (ბელგიის სამეცნიერო კვლევების ნაციონალური ფონდის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი), ვიქტორ კეანმა (გერმანელი მკვლევარი), ივ დიუომ (ბელიგიელი მკვლევარი), ლუი გოდარმა (იტალიელი მიკენოლოგი, ეგეოსური და პრებერძნული კულტურის სპეციალისტი), დიტერ რუმფელმა (გერმანელი მკვლევარი), ქრისტოფ ჰენკემ (გერმანელი მკვლევარი), გარეთ ოუენსმა (ბერძნული ენის, კულტურის, ისტორიისა და ცივილიზაციის სპეციალისტი), ტორსტენ ტიმმა (გერმანელი მკვლევარი), ქევინ და ქით მესებმა (ამერიკელი მკვლევარები), მარკო კორსინმა (იტალიელი მკვლევარი), ფრანსუაზა რუჟმონმა (საფრანგეთის არქეოლოგიისა და ეთნოლოგიის სახლის თანამშრომელი, ეგეოსური პროტოისტორიის სპეციალისტი) და სხვებმა.

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ავსტრიელი მკვლევარისა და ინჟინერ-ქიმიკოსის ჰერბერტ ძებიშის ჰიპოთეზა “ფესტოსის დისკოს» წარწერის სავარაუდო ენის თაობაზე, რომელიც მოცემულია მის წიგნებში: “იბერიული _ ღმერთების ენა», “პელაზგური _ იბერიული ენა» და “პელაზგები: ისტორია და კულტურა მათი დროის წერილობითი ნიმუშებიდან». ძებიში ამტკიცებს, რომ წინარებერძნული მოსახლეობის ენა, კერძოდ, “პელაზგური ქართველურ ენათა დედაა». მან 1988 წელს ბუდაპეშ­ტში, ეირენეს კომიტეტის XVIII საერთაშორისო კონგრესზე განაცხადა, რომ “ფესტოსის დისკოს» წარწერის ენა პროტოქართული _ კოლხურია.

წინარებერძნული მოსახლეობის ენისა და კავკასიური ენების ნათესაობის შესახებ ჰიპოთეზები წამოაყენეს გამოჩენილმა პროფესორებმა: ვილჰელმ ჰუმბოლდტმა (გერმანელი ენათმეცნიერი, ფილოსოფოსი და სახელმწიფო მოღვაწე), პაულ კრეჩმერმა (ავსტრიელი ენათმეცნიერი), ანტონ მეიემ (ფრანგი ენათმეცნიერი), ედუარდ შვიცერმა (შვეიცარელი ენათმეცნიერი, ძველი ბერძნულისა და ბერძნული დიალექტების სპეციალისტი), ფრიც შახერმეირმა (ავსტრიელი ისტორიკოსი, არქეოლოგი და წარწერათმცოდნე), სიმონ ყაუხჩიშვილმა (ფილოლოგი), არლონდ ჩიქობავამ (ენათმეცნიერი, ფილოლოგი), სიმონ ჯანაშიამ (ისტორიკოსი), ვლადიმირ გეორგიევმა (ბულგარელი ენათმეცნიერი), აკაკი ურუშაძემ (ლიტერატურათმცოდნე და წყაროთმცოდნე), ედზარდ იოანე ფურნეემ (ჰოლანდიელი ენათმეცნიერი), თამაზ გამყრელიძემ (ენათმეცნიერი, აღმოსავლეთმცოდნე), რისმაგ გორდეზიანმა (კლასიკური ფილოლოგიის სპეციალისტი), ზვიად გამსახურდიამ (საქართველოს პირველი პრეზიდენტი, მეცნიერი-ფილოლოგი და მწერალი) და სხვებმა.

ჩემს მიერ “ფესტოსის დისკოს» წარწერის გაშიფვრის შედეგები

ქართველური ენების შესწავლითა და ხანგრძლივი მეცნიერული კვლევა-ძიებით მივედი შემდეგ დასკვნამდე:

1). კოლხი კორიბანტების მიერ შექმნილი “კირიბიშის», “კირბის», ანუ წერილ-ფირფიტის _ “ფესტოსის დისკოს» წარწერის ენა ქართველურია, კერძოდ, კოლხური (ანუ მეგრულ-ლაზური);

ანტიკურ წყაროთა ჩვენებით კორიბანტები მცირე აზიის ავტოხთონური ტომებისა და წინაელინურ პერიოდში კრეტაზე მოსახლე პელასგების მატრიარქალური ღვთაების კВბელეს ქურუმები იყვნენ… კორიბანტები, რომელთაც დამწერლობის _ კВრბების შექმნა მიეწერებათ, კოლხთაგანნი არიან და მჭიდროდ უკავშირდებიან რკინის მეტალურგიის, მჭედელობის მფარველ ლემნოსელ კაბირებს» (აკ. ურუშაძე).

«ტიტანებმა რეას გადასცეს კორიბანტები შეიარაღებულ მცველებად; მათზე ზოგიერთები ამბობენ, ისინი ბაქტრიანიდან/ბაქტრიიდან [ამჟამად ჩრდ. ავღანისტანი] არიან მოსულნიო, ზოგიერთები კი _ კოლხებისაგან არიანო» (სტრაბონი).

კირბებზე/კВრბებზე (ბერძ.: «კირბეის», მხ. რ. «კირბის” <= კოლხ.: «კ2რბი”/»კ2რ2ბი»/»კირიბი”_ კრავი (ვლ. სიჭინავა); მეგრ. : «დოკირიბუა” _ ამოტვიფვრა, დაბეჭდვა) ცნობა შემოგვინახეს ბერძენმა ავტორებმა: კრატინემ (490_423/421 ძვ.წ.), ლისიამ (459_380 ძვ.წ.), პლატონმა (428/427_348/347 ძვ.წ.), თეოპომპე ქიოსელმა (377/376_300 ძვ.წ.), ტიმეოსმა (356/352_260/256 ძვ.წ.), აპოლონიოს როდოსელმა (295_215 ძვ.წ.), არისტოფანე ბიზანტიონელმა (257_180 ძვ.წ.), აპოლოდორე პლუტარქემ (ათენელმა (II ს. ძვ.წ.), სტრაბონმა (ძვ.წ. 64/63 _ ახ.წ. 23/24), (46/50_125/127), ფოტიოსმა (810/827_891/897), სვიდამ (X ს.) და ა.შ.

«[კოლხებმა] შემოინახეს თავიანთი მამათა ნაწერები, ამოკვეთილი კირბებზე, ქვის წერილ-სვეტებზე, რომლებზედაც ირგვლივ, ყოველ მხარეს მოგზაურთათვის დაბეჭდილია ზღვისა და ხმელეთის ყველა გზა და საზღვარი” (აპოლ. როდოსელი).

«კირკეს სურდა ქალწულის [მედეას] პირიდან მშობლიური ხმა გაეგონა. მართლაც, მრისხანე აიეტის ასულმა, კირკეს წყნარი ხმით უამბო ყველაფერი კოლხურ ენაზე” (აპოლ. როდოსელი).

«[მედეა] კოლხური ენით გრძელი ლოცვის წარმოთქმას შეუდგა» (დიოდ. სიცილიელი).

«მეგრული და ლაზური კოლხური ენებია», ამბობს პროფ. აკაკი შანიძე.

«ძვ. წ. II ათასწლეულის დასაწყისში უკვე არსებობდა მეგრულ-ჭანურის წინაპარი “ხანური» დიალექტი… აია-ქვეყნის მეფე აიეტი და მისი მემკვიდრენი… დასავლურ-ქართულ დიალექტზე მეტყველებდნენ, რომლის დღევანდელი გაგრძელებაა ჩვენთვის ცნობილი მეგრული და ლაზური» (თ. გამყრელიძე).

2). დისკოზე დაბეჭდილი ნახატ-ნიშნები “კოლხური ოქროდამწერლობაა»;

«კოლხური ოქროდამწერლობის» (ბერძ.: “ხრისოგრაფია» <= “ხრისოს»; მეგრ. : “ორქო» _ ოქრო) შესახებ ცნობები უმთავრესად დაცულია ბერძენი ავტორების: ევჰემეროსის (ძვ.წ. IV ს.), ხარაქს პერგამონელის II_III ევსტათეოსის (სს.), იოანე ანტიოქელისა (VII ს.) და თესალონიკეს არქიეპისკოპოს (1120_1194) თხზულებებში.

3). დისკოს ტექსტი წარმოადგენს საგალობელს _ “ნენანას», რომელიც ეძღვნება “აია-ნეშკარის» მფარველ, პელაზგურ-კოლხური მოდგმის მაკრონების ნაყოფიერების დიდ დედაღვთაება ნანას/რეა-კიბელეს;

ოგვიანებით, ქრისტიანულ ეპოქაში, “ნენანას», როგორც რელიგიის ისტორიიდან ცნობილია, ივერონის მონასტრის ბერები ათონის წმინდა მთაზე უგალობდნენ ვითარცა ღვთისმშობელს (Епископ Порфирий Успенский , 1877). ლექსიკურ პარალელებთან ერთად ქვემოთ მოცემულია «ფესტოსის დისკოზე» ამოტვიფრული შემდეგი კოლხური სიტყვები:

I. «ნენა»/»ნენანა» _ ახალი ნანა, პირველი დედა, წმიდა დედა;

ლაზ.: «ნენა” _ ენა, სიტყვა; მეგრ.: “ნინა» – ენა, მეტყველება; მეგრ.: “ნე»; ლაზ.: “აღანი», «აღანე»; ბერძ.: “ნეოს» _ ახალი; მეგრ.: “ნეში»/»ნეშა»/»ნეჩი»/»ნერჩი» _ დედამიწისა და [სასახლის] ფუძე-ადგილის მფარველი დედაღვთაების ზეწოდება; ფუძისა და მიწის ღვთაება, დედამიწის ღვთაების სახელი, ადგილის დედა (ივ. ჯავახიშვილი); ქვედა [მიწის] კერძო (სულხან-საბა); კოლხ.: “ნანა»/»ნანაია»/»ნაია»/»ნა» _ დედა; დედამიწის დედაღვთაება; შუმერ.: “ინანნა» – ცის დედოფალი; ხურიტული: “ჰანნაჰ» _ დედა/ნანა; “ჰანნაჰანნაჰ» _ დედამიწის დედაღვთაება და ხეთური ღვთაებების დედა/ნანა; სვან.: “ნენე» _ დედა/ნანა; უდიური, ლეზგიური ქვეჯგუფის ენებიდან: “ნანა» _ დედა.

II. «ნეშკარ2” _ ახალი კარი, პირველი კარი, წმინდა კარი, მთავარი კარი; დედის კარი;

შეად.: ტოპონიმი “ნე[ნე]შკარი» (მარტვილის რ-ნი); ლაზ.: “ნეკნა» _ კარი.

III. “ფაგარ2თ2» _ 1. ძვირფასი ქვა (სულხან-საბა); 2. საამო; მშვენიერი; 3. პელაზგები; კრეტელები, ქეფთიუსი; ქაფთორელები; ქერეთელები;

IV. “თ2რ2ნენაYო»/»თ2რ2ნენანაYო» _ გვარის დედაო, მოდგმის დედაო; გვარის არსებობის, სიცოცხლისა და ნაყოფიერების დედაო;

კოლხ.: “თ2რ2»/»თ2რ2ნე»; ბერძ.: “ტირენოი»; ეგვიპტ.: «თВრშYა”/»თВლშYა” _ 1. მეგრ.: “თური» _ გვარი, მოგვარე, სისხლით ნათესაობითი ერთობა; მოდგმა; მეგრ.: “თურ2სკა»/»თ2სკა» _ ნათესავი ხალხი, ჩვენებურები; 2. ეტრუსკები, ტირსენელები; კოლხ.: “ნაYო» _ 1. მეგრ.: «ნოYო» _ ნაყოფი; 2. ნაყარი, განშტოება;

«პლუტარქეს გადმოცემით პელასგური წარმომავლობის ტირენები (ეტრუსკები) ჯერ თესალიაში მოსახლეობდნენ, მერე ლიდიაში გადასახლდნენ, ლიდიიდან კი იტალიაში გადავიდნენ. პლუტარქე ჩვენთვის უცნობ, უძველეს წყაროებზე დაყრდნობით გვიმოწმებს ამას და რომის დაარსების შესახებ ამბობს, რომ ძველი ცნობებით ეს ქალაქი დაფუძნებულია საბერძნეთიდან ლტოლვილი პელასგების ან კოლხთა წინამძღოლის აიეტის დის კირკეს ვაჟის _ რომანოსის მიერო. რომანოსი ოდისევსისა და კირკეს ძეა (“რომულუსი», თ. 1.2; 2)» (აკ. ურუშაძე).

ძველბერძენი ლოგოგრაფოსი ჰელანიკე მიტილენელი (480_395 ძვ.წ.) თავის თხუზულებაში, “ფორონიდში» ამბობს, რომ თესალიის მეფე პელასგეს შთამომავლის, ნანას მეფობის დროს ელინების მიერ უწინ პელაზგებად წოდებული ეტრუსკები განდევნილ იქნენ იტალიაში.

. “გარ2ფ2»/»გარ2ფ2ნ2» => «Yორ2ფ2”/Yორ2ფ2ნ2» _

1. კორიბანტები;

ბერძ.: “კირბანტეს» (მხ. რ. “კირბას» “მფარავი/მფარველი ანგელოზი») _ კორიბანტები, ჰელიოსის შვილები და აიეტის ძმები, რეა-კიბელეს და ზევსის ქურუმები;

შეად.: ბერძ.: “კირბის» _ კირბი/კВრბი, სამწახნაგოვანი პირამიდული წერილ-სვეტი; ებრ.: “ქირიბ» _ ედემის ბაღის მცველი, მფარველი ანგელოზი; მეგრ.: “კ2რბი»/»კ2რ2ბი»/»კირიბი» _ კრავი; ბერძ.: “კრიოს» _ ცხვარი, ვერძი.

2. კაბირები;

ბერძ.: “კაბეიროი» (მხ. რ. “კობეროს»/»კობალოს» – “ფუძის ანგელოზი») _ კაბირები, ჰეფესტოსის შვილები;

შეად.: ხევს.: “კოპალა» ძვ. ქართული ღვთაება; ძვ. მეგრ.: «Yოფალ2ა», «Yობალ2ა» _ აყვავების/ ნაყოფიერების ძვ. კოლხური ღვთაება; გვარები: “კობალაძე», კოპალიანი», “ქობალია», “ქობალავა», “კობერიძე», “კიბირია».

3. კურეტები;

ბერძ: “კურეტეს» _ კურეტები, რეა-კიბელეს და ზევსის ქურუმები;

4. კარიელები;

ბერძ.: “კარეს» _ კარიელები; ბერძ.: “კაროს» _ კარიელთა მამამთავარი; ბერძ.: «კარია» _ კარია, ქვეყანა მცირე აზიაში; ქართ.: “კარი»;

5. გარები/გალები => «მა[ნ]გარელები»/»მი[ნ]გარელები»;

შეად.: ტოპონიმი “მინგარიე»/‘მიგარია» _ მთა მარტვილის რ-ნში, ეგრისის ქედზე; ბერძ.: “მეგარა» _ ქალაქი კორინთოს უბესთან; ბერძ.: “მეგარის» _ მხარე ძვ. საბერძნეთში; ბერძ.: “მეგარეის» _ მეგარელები.

6. გოლხები/კოლხები, კოლები;

«კოლხებზე მეფობდა აიეტი, ჰელიოსისა და პერსეისის ვაჟიშვილი, კირკესა და მინოსის ცოლის პასიფაეს ძმა» (აპოლოდ. ათენელი).

«კოლები, ხალხი, რომელიც ცხოვრობს კავკასიაში… კავკასიის მთის ქედებს ეწოდება კოლის მთები, თვით ქვეყანასაც ეწოდება კოლიკე» (ჰეკატ. მილეტელი).

7. ეგრები/ეკრები => მეგრელები/‘მარგალეფი»;

ბერძ.: “მაკრიეის» (<= “მაკრის»/»მაკრი» _ პელასგთა ღვთაება ჰელიოსის ვაჟიშვილი), “მანრალოი» “მაგრალოი», “მაკრონეს», “მიგკრელოი», “მანგრალოი», “მაგკრალოი», “ეკგიტიკე»/»ეგრისიკე» _ მაკრისელები, მაკრელები, მაკრონები, მეგრელები, ეგრისელები;

შეად.: მეგრ.: “მარგუ»/»მარგუალი» _ დამრგველი; ბერძ.: “არგოს პელასგიკონ» _ არგოსი, პელაზგური ქალაქი თესალიაში (ჰომეროსი); ბერძ.: “არგოს» _ 1. სწრაფი, მარდი; 2. თეთრი; 3. მბრწყინავი, მზინვარე, კაშკაშა. გამოთქმულია მოსაზრება, რომ “არგ»/»აგრ»/»აგ2რ» ფუძიდან ნაწარმოებია “მარგალი» _ მეგრელი, ეგრისელი (И. Мегрелидзе ; აკ. ურუშაძე). «სამეცნიერო ლიტერატურაში აღიარებულია, რომ “მაკრონი» (სან-ი//ზან-ი) მეგრელთა სატომო სახელი იყო‘ (აკ. ურუშაძე; ივ. ჯავახიშვილი; ს. ჯანაშია; ს. ყაუხჩიშვილი). ბერძნული წყაროების მიხედვით, “მაკრონების უფრო ძველი სახელი უნდა იყოს დაცული- ეს სახელია მაკრისელები ანუ მაკრელები» (აკ. ურუშაძე).

«მაკრისელების ლაშქარი პელასგურად მოიხსენია [როდოსელმა პოეტმა], ვინაიდან ისინი [მაკრისელები] ევბეელთაგან არიან გადმოსახლებულნი. [კუნძული] ევბეა [ანუ მაკრისი, ნეგროპონტი, ევია] კი მდებარეობს მახლობლად პელოპონესისა, რომელსაც ძველად პელასგია ერქვა» (აკ. ურუშაძე).

«პელასგთა ოდინდელი სამკვიდრებელი კორინთო _ ეფირე ძველი წყაროების ჩვენებით [ევმელოს კორინთელი (VIII ს. ძვ.წ.), ეპიმენიდე კრეტელი (VI ს. ძვ.წ.), სიმონიდე კეოსელი (556_469/468 ძვ.წ.), ლიკოფრონ ქალკიდელი (285_247 ძვ.წ.) და სხვ.] ჰელიოსის ძის აიეტის და მისი შთამომავლობის საგამგებელო მხარე იყო. იასონი და მედეა კორინთოში ჩადიან როგორც წილნახვედრ ქვეყანაში» (აკ. ურუშაძე).

«აიეტი ეფირესთან, ანუ წინაბერძნული ტომების გავრცელების ერთ-ერთ ძირითად რეგიონთან არის დაკავშირებული, კირკეს სამეუფო მისი კოლხიდიდან დასავლეთით გადასახლების შემდგომ ტირსენიის, ანუ ეტრუსკების ქვეყანაში მდებარეობს, ხოლო პასიფაე კრეტის მეფის, მინოსის მეუღლე ხდება. კრეტა კი წინაბერძნული მინოსური კულტურის გავრცელების ძირითად რეგიონს წარმოადგენს ძვ.წ. II ათასწლეულში. თანამედროვე გამოკვლევების მიხედვით, შესაძლებლად არის მიჩნეული, რომ ძვ.წ. III-II ათასწლეულთა მიჯნაზე კავკასიის ფარგლებიდან ქართველურ ტომთა ერთი ნაწილი ეგეიდაში გადასახლდა, რაც აქ პელასგური ეთნოსის ჩამოყალიბების საფუძველი გახდა. აქედან მოხდა ქართველიზებული ტომების ერთი ნაწილის კ. კრეტაზე, ხოლო მეორე ნაწილის იტალიაში გადასახლება. ამ ჰიპოთეზის საფუძველს წარმოადგენს ე.წ. წინაბერძნულ, მინოსურ და ეტრუსკულ ენობრივ მონაცემებში მნიშვნელოვანი, აშკარად ქართველური ელემენტების გამოყოფა” (რ. გორდეზიანი).

VI. “2ლ2მფ2‘/”2ლ2მფ2[რ2]ნ[თ]ე”/”2[რ]ჩხ2მფ2ნე”- 1. მიკენური ბერძ.: “დაპურიტოБ ო” – ლაბირინთი; განსაწმენდელი სასახლე, ტაძარი; 2. ოლიმპო;

მეგრ.: “ოლ2ფურინთე”, “ოფურინთე”, “დოფურინთე”, “დაფურინთე”, “დობურინთე”, “დაბურინთე”; ლაზ.: “დოფუთხინუ” (<= მეგრ.: “დოფურინუა” – დაფრენა; მეგრ.: ”ფურინი”/”ფურინუა”; აფხაზ.: “Рფ2რრა” – ფრენა, გაფრენა)- დასაფრენი და ასაფრენი ადგილი (მაგ., ბერძნული მითიდან: დედალოსისა და იკარუსის ლაბირინთიდან გაფრენა);მეგრ.: “დაფურინთე”, “დოფურინთე”, “ოფურინთე”- დასაფრენი და ასაფრენი ადგილი; მეგრ.: “დაბურინთე”- დაბურული, დამალული, დაფარული ადგილი; მეგრ.: “ბურინთი” – დაბურული, დამალული, დაფარული;

VII. «ჩხოფა[2]2რ2ნენა”/»ჩხოფა[2]2რ2ნენანა” _ გაბრწყინებული/გასხივოსნებული/სხივოსანი/ცხებული [ახალი, პირველი, წმიდა] დედაღმერთი/სიტყვაღვთაება/ენაღვთაება;

შეად.: მეგრ.: «ჩხორია” _ მზის სხივი; მზის შუქი; მეგრ.: «ჩხონა”/»ჩხანა” _ მზე; ლაზ.: «ჩხოფა” _ სიცხე, გვალვა; მზიანი; მეგრ.: «ჩხონაფა” _ ცხონება; ლაზ.: «ჩხიმოლაფა”, «ცხიმოლაფუა”, «შხიმოლაფა” _ ბრწყინვა;

ძვ. მეგრ.: «ორონი”, «ორონე”, «ორანი”; მეგრ.: «ღორონთი” _ ღმერთი; შეად.: «ორონი” _ ძეგლი წერილისა (სულხან-საბა); სვეტი (ბიბლია).

VIII. «ა2აბ2შ2ფ2 _ აია-ჭაბუკები;

ვ. მეგრ.: «აია” _ მზის ქვეყანა (აკ. ურუშაძე);

«წყაროებიდან, აია მხარეს გულისხმობს და არა ქალაქს! იგი კოლხეთის უძველესი სახელი ჩანს” (აკ. ურუშაძე).

კოლხ.: ბ2შ2; მეგრ.: «ბოში”; სვან.: «ბეფშU”/»ბობშ”; უბიხური (აფხაზურ-ადიღური ჯგუფის ენებიდან): მ2ზ2; დაღესტნური ჯგუფის ენებიდან: ანდიური: «ვოშო”; თაბასარანული: «ბიწი” _ ბიჭი;

IX. «მა2ჩხ2” _ განმწმედელი/წინამძღოლი;

ვ. მეგრ.: «მა[რ]ჩხი” (<= «ჩხუალა”/»რჩხუალა” _ რეცხვა) _ განმწმედელი; შეად.: «მაჩხი” _ [თვალი] მოთეთრო და მშვენიერი (სულხან-საბა);

X. «ჩხოფა[2]მა2ჩხ2” _ გაბრწყინებული/გასხივოსნებული/სხივოსანი განმწმედელი/წინამძღოლი;

XI. «ნეთაფათ2” _ 1. ნათელი ჰეფესტოსი; 2. ნათელი ფესტოსი; 3. ნათელი ფოთი;კოლხ.: «ფათ2”; მეგრ.: «ფუთი”; ლაზ.: «აში”; ბერძ.: «ფასის”, «ფასიდოს” _ ფოთი; მიკენური ბერძ.: «ფაიტო”; ბერძ.: «ფაისტოს” _ ტოპონიმი ფესტოსი; კოლხ.: «ფათ2”; მეგრ.: «ფუთი” _ 1. ვულკანის, ცეცხლის, დუღილის ღვთაება; 2. «ფუზე” _ ფუძე, პირველი სამკვიდრო;

შეად.: ბერძ.: “პოტის‘ – ოსტატი (?); ”-

ეგვიპტ.: “ფუთიჰ – ძვ.,ოსტატღვთაება, ცეცხლის ღვთაება; ბერძ.: “ჰეფესტოს”; რომ.: “ვულკანოს” ბერძნული ცეცხლისა და ხელოვნების ღვთაება; დიდოსტატი.

მეგრ.: «ნოთე” _ 1. ნათელი; 2. ჩირაღდანი; კვარი; ძვ. მეგრ.: «თა”, «თო”, «თე” _ 1. სინათლე; 2. თვალი; ლაზ.: «თე» _ სინათლე; სვან.: “თე» _ თვალი; მეგრ.: “თანუა» _ [გა]თენება;

მეგრ.: “ფუ» _ 1. ვულკანი; 2. ცეცხლი; 3. დუღილი; “ფუნა» _ დუღილი; მეგრ.: “ფუნუა», “ფუალა», “ფუნაფა» _ ადუღება; დუღილი, დუღება;

“ბერძნული ფასისი მიგვანიშნებს ქართველური ენების განვითარების იმ დონეზე, როდესაც ქართულ-ზანური ა-ს ო-ში გადასვლა ჯერ კიდევ არ იყო მომხდარი. შესაბამისად, ბერძნულში გმირთა ეპოქაში სახელწოდება ჯერ კიდევ *ფათი ფორმით უნდა შესულიყო, რომელიც შემდგომ მეგრულ ფოთი-ში გადავიდა” (რ. გორდეზიანი).

“ძველ ეგვიპტელთა ღვთაებანი თითქმის ერთიანად კოლხური ჩამომავლობისა არიან, ფინიკიურთან და პელასგურთან ერთად, ეგვიპტური სახელები და ხალხის ხასიათი კი თვითონ შექმნეს” (კ. ი. შპრენგელი, 1792), ხოლო «ელლადაში თითქმის ყველა ღმერთის სახელი ეგვიპტიდანაა შემოსული” (ჰეროდოტე).

XII. “ნეოფაფალ2ნჯ2» _ ქალღვთაების, დედის სპილენძის [ახალი] ტაძარი, შესაკრებელი სასახლე; ღმერთთა საკრებულო;

მეგრ.: “ოფაფალი» “ოფაფინალი” _ ბევრი ხალხის რევის ადგილი; მეგრ.: “ფაფინი»/»ფაფაფი»/»ფოფინი” ბევრის ერთად მოძრაობა; მეგრ.: “ლინჯი» _ სპილენძი;

«ნე მდედრობითი სქესის აღმნიშვნელი მიმღეობის ოდესღაც ქართულში არსებული ფორმანტი ყოფილა» (ივ. ჯავახიშვილი).

ჩემი გამოკვლევით დადასტურდა:

1). სერ არ. ევანსის, ჯ. ჩედვიკის, ჟ.-პ. ოლივიეს, ჰ. რ. ძებიშისა და ფ. რუჟმონის უმთავრესი მოსაზრება, რომ “ფესტოსის დისკოზე» აღნიშნული ნიშანთა ერთობლიობა ტექსტია;

2). ვ. ი. კეანისა და ჰ. რ. ძებიშის ჰიპოთეზა, რომ დისკოს A გვერდის ცენტრში წარმოდგენილი აია-მზის სიმბოლო, რვაფურცლიანი როზეტი დასაწყისის ნიშანია, ანუ საწყისი მარცვალია;

3). ლ. პერნიეს ჰიპოთეზა, რომ დისკოს A და B გვერდებზე წარმოდგენილი სიმბოლო ვერტიკალური ხაზი ხუთი წერტილით დასასრულის ნიშანია;

4). ლ. პერნიეს, ვ. გეორგიევის, ჰ. რ. ძებიშის, ვ. ი. კეანის, კ. აარტუნის, დ. ოჰლენოთის, ს. ვ. რიაბჩიკოვის, ად. მარტინის, ჰ. რულვინკის, ქ. და ქ. მესებისა და მ. გ. კორსინის არგუმენტები, რომ ნახატნიშნები იკითხება მარცხნიდან მარჯვნივ, ანუ ცენტრიდან ნაპირისკენ;

5). ჟ. ფოკუნოს, ბ. ფელის, ჰ. რ. ძებიშის, მ. გ. კორსინისა და ჩემს მიერ გაშიფრული მარცვლების ნაწილობრივი დამთხვევა;

6). სერ არ. ევანსის ჰიპოთეზა, რომ წარწერა საგალობელია და ეძღვნება ნაყოფიერების ქალღვთაებას.

დაბოლოს, მივმართავ სამეცნიერო საზოგადოებას და დაინტერესებულ პირებს წინადადებებით:

I. საქართველოში გაიმართოს სამეცნიერო კონგრესი “ფესტოსის დისკოს გაშიფვრის თაობაზე;

II. “ფესტოსის დისკოს» წარწერისა და ხაზოვანი დამწერლობის დეშიფრირების საფუძველზე განხილულ იქნეს ქართული სახელმწიფოებრიობის საიუბილეო თარიღად 4000 წელი.

P.შ. დაინტერესებულ მკითხველს შეეძლება კვლევის შედეგები უფრო დაწვრილებით იხილოს ჩემს წიგნში, რომელიც, სპონსორის გამოძებნის შემთხვევაში ახლო მომავალში გამოქვეყნდება.

მადლიერებით მინდა აღვნიშნო, რომ უკვე მივიღე უცხოელი მეცნიერების: ქით მესის (აშშ), მარკო კორსინის (იტალია), როსარიო ვიენის (იტალია), ივ დიუოს (ბელგია), ტორსტენ ტიმის (გერმანია), დიტერ რუმფელის (გერმანია), ჰედვიგ რულვინკის (ნიდერლანდის სამეფო), გარეთ ოუენსის (საბერძნეთი), კარინა ვამლინგისა (შვედეთი) და ჰერმან ძებიშის (ავსტრია) წერილები, რომლებშიც ისინი გამოხატავენ დაინტერესებას “ფესტოსის დისკოს” წარწერის ჩემს მიერ გაშიფვრის გამო.

20 ივლისი, 2007 წელი.

მათემატიკოსი გია დ. კვაშილავა

ფესტოს დისკის A მხარეფესტოს დისკის A მხარე

A მხარე:

აია-ჭაბუკნო, განმწმედელ(ნ)ო, დაფარული ტაძრი(ს) /ლაბირინთი(ს)/,
აია-ჭაბუკნო, სადარ(ნ)ო,
განმწმედელ(ნ)ო, დედის კარი(ს),
დაფარე(თ) თაღი გაღვთიურებულ(ნ)ო!
ქვეყნის სიმაღლისა(ნ)ო /სიცოცხლის ძალ(ნ)ო/,
წინმავალ(ნ)ო კორიბანტ(ნ)ო /მფარავ(ნ)ო /
მფარველ(ნ)ო ანგელოზ(ნ)ო/,
ქვეყნის სიმტკიცე(ნ)ო /შემწე(ნ)ო/,
ჰქმენ(თ) დაფარული ტაძარი /ლაბირინთი/.
ქვეყნის სიმტკიცე(ნ)ო /შემწე(ნ)ო/,
მარადმავალ(ნ)ო კორიბანტ(ნ)ო /მფარავ(ნ)ო /
მფარველ(ნ)ო ანგელოზ(ნ)ო/
გარდაჰქმენი(თ) აიას სიცოცხლე ყველანაირად.
შუაღამის მთვარ(ით) განათებულ(ნ)ო,
დედის ქვეყანა მუდამ დაფარე(თ)ო,
დაასხ(ნ)ი(თ) ხელ(ნ)ი, ბრუნვა-ფარვა სხივოსანო
მფარავ(ნ)ო, . .
ოჯახის ფუძ(ის), ჯიშის სვლა-ბრუნვ(ის) განმწმედელ(ნ)ო.

ფესტოს დისკის B მხარეფესტოს დისკის B მხარე

B მხარე:

ოჯახის წყაროვ, სულო მშობელო,
მოდგმის ნენანავ,
ააყვავე ხუთი შტო მშვენი,
ჯიშის სიწმიდით, ახლით ნირშემოსილი.
ერთო ძლიერო შტოვ,
ოჯახის წმიდავ, ძლიერო,
თავურო ხუთი შტო(ისა),
მფარველსხივოსანო ნანაღმერთო /დედაღმერთო/,
წინამძღოლო,
ხანგრძელ ჰყავ დედის ტაძარი /სპილენძისა/.
მაყვავებელო თარხონო,
ნათელო ჰეფესტოო /ოსტატღვთაებაო/,
მდნობელო, წინამძღოლო, განმწმედელსხივოსანო,
დაფარე(თ) მისი მოგიზგიზე სასახლე, _
ჩვენო მჭედელო, ახლითმოსილო მთვარისნაირო.


Responses

  1. მინდა ავღნიშნო, რომ დიდად ვაფასებ ბატონ გიას მრავალწლიან თავაუღებლივ შრომას. მისმა აღმოჩენამ შესაძლოა მნიშვნელოვანი კორექტივები შეიტანოს მსოფლიო ისტორიაში. ჩემი დიდი სურვილია ეს ადამიანი სწორად გაშიფრონ მისმა ე.წ. კრიტიკოსებმა, ნაცვლად იმისა რომ უხამსი კრიტიკით გაიმდიდრონ ლექსიკა. ალბათ მათთვის და ჩვენთვის უმჯობესია მხარში ამოუდგნენ ბატონ გიას.

  2. http://alternativa.ge/2009/04/23/ზნენი-სამამაცონი-–-5/

  3. http://www.kvashilava-gia.com/geo/

  4. კრეტის უძველესი ქურუმების ენა დღევანდელი მეგრულია??????. კვაშილავას უნახავს ნეპალური დისკი? ზედ ,,თვალის ” ფორმის ფიგურა და მასთან ადამიანის მსგავსი ფიგურა. ასეთივე ფიგურების განლაგება სჩანს კრეტულ დისკზეც და ესენი ჩვეულებრივ ენაზე გაშიფრეთ? 38 წელია ხარაპულ და კრეტულ ნიშნებზე ვმუშაობ და კარგი იქნებოდა სხვისთვისაც გეკითხათ აზრი.

  5. zogiert shurian qartvels movuwodeb 38 wlis mushaobas 2 tvis mushaobac daamatos da batoni gias nashroms gaecnos. iq ar weria rom ena megrulia, iq weria rom proto-kartveluria da romc megruli ena iyos amashi raaris gasajavrebeli?!

  6. ლიხსიქითურო ძმაო გიორგი რას ამბობ? მეგრული ენა პროტო-ქართველურია? სამეგრელოში და სვანეთში წარმართული რიტუალის ტექსტები ქართულია.მაგ.ახალიწლის მოსალოცი ლოცვა და სხვა. ასევე სვანეთში. სვანური ენა მეგრულ ენაზე უფრო უძველესია და იქაც არაფერია კრიპტოგრამული ან უძველესი იეროგლიფური ნიშნების მსგავსი. წაკითხვა ადვილია დამტკიცებაა მთავარი. წაიკითხე რა წერილი მისწერეს ,,გია კვაშილავა -ფესტოს დისკი” საიტზე. ხმას ვერ იღებს. თუკი დამწერლობა არსებობდა მეგრულ ენაზე ისტორიაში იქნებოდა ფიქსირებული. ,,კვირბები” სქემებია ანუ სიმბოლოები ისეთები როგორიც მეგრული ცხენის დამღებია. სწორეთ ასეთი ნიშნებია ხევსურეთში,თუშეთში და ჯავახეთში. კრეტული დისკის ნიშნების მსგავსი რატომ არ ჩანს სამეგრელოში?. ტყუილებით არ უნდა გავბეროთ უცხოელები თორემ სომხური ,,ავტორიტეტი” შეგვექმნება და მართლა სიმართლესაც აღარ დაგვიჯერებენ. ტყუილების რა უნდა შემშურდეს ვის რად არგია ჰაერზე საუბარი. პატივისცემით ბადრი მარაისძე.

  7. წაკითხვა ადვილია დამტკიცებაა მთავარი. წაიკითხე რა წერილი მისწერეს ,,გია კვაშილავა -ფესტოს დისკი” საიტზე. ბადრი მარაისძე.

    sad ra misceres?
    da vin ambobs rom protoqartuli megrulia?
    megruli saertod chamokalibda kvelaze gvian qartvelur enebs shoris.
    cota gaerkviet sakitxis arshi da mereichxubet xolme…

    ისე კი თქვენც გირჩევდით ჰაერზე საუბრის ნაცვლად – დეტალებში და დეშიფრირების ალგორითმში გარკვეულიყავით. სირცხილია, როცა კვაშილაავს აღიარებენ უცხოეთში და საქართველოში კი ლამის აგინებენ.

  8. უაღრესად საინტერესოა, ბატონო გია, იმედი მაქვს ამ თეორიას აღიარებენ სხვა მეცნიერებიც როგორც ჩვენთან, ასევე უცხოეთშიც.

  9. ახლა ვუსმინე გადაცემას, ძალიან საინტერესოა და ამდენი საუკუნის შემდეგ კიდევ შეიძლება ცალკეული სიტყვების გაგება. იმედია, ბატონი კვაშილავა ბოლომდე მიიყვანს თავის საქმეს და მფოსლიო აღიარებას მოიპოვებს. ძლიერ ვგულშემატკივრობ.
    რაც შეეხება ხარაპული და კრეტული იეროგლიფების მკვლევარებს, ჯობია, ჩუმად გააგრძელონ თავიანთი კვლევა-ძიება და ბატონ კვაშილავას ნუ შეუშლიან ხელს, ან საერთოდ უკეთესია, რომ თოხს მოჰკიდონ ხელი 😀 😀 😀

  10. იუთუბზე ნახეთ ვისაც აინტერესებს

  11. უაღესად საინტერესოა ბატონო გია. ქედს ვიხრი ამ უტყუარი თეორიის წინაამღდეგ. ალბათ ამ თეორიას მსოფლიოს მრავალი ისტორიკოსი აღიარებს. მე ამის დიდი იმედი მაქვს.

  12. ნებისმიერი ქართველი რომელიც მეგრული და სვანური ენების მნიშვნელობის მიჩქმალვას ცდილობს, იმ ტოტს ჭრის რომელზედაც ზის. ასეთი ქცევა დიდად გასაკვირი არაა, რადგან უცოდინარობის შედეგია. აუცილებელია საშუალო სკოლებში რამდენიმე საათი დაეთმოს მეგრულ და სვანურ ენებს იმისთვის, რომ მოსწავლეებისთვის ცხადი გახდეს ამ ენათა ახლო ნათესაობა და თანხვედრა ქართულ ენასთან.

  13. ძალა და ენერგია შეგმატოთ, გესლიანი ადამიანების კბენამ!!! რა აგდებს კრუნჩხვებში ამ ხალხს, ის რომ მეგრელებიც დიდი ქართველები არიან? ღმერთო დაიფარე საქართველო! უმრავლე კაცთმოყვარე ქართველები!!!

  14. როგორც მხატვარი-ხელოვნებათმცოდნე ვიტყვი რომ, ფირფიტაზე სპირალი ნაპირიდან შუაგულისკენაა გაკეთებული. შეგიძლიათ ექსპერიმენტი გააკეთოთ და მიხვდებით.

  15. ორი ღვთაების სახელი ერთ საგალობელში?, ძველ დამწერლობებში არსად არა მოხსენებული. ასეთი მიდგომა უძველესი წარწერის წაკითხვისთვის, ცოტა უხერხულია

  16. ვიღაცებს თუ ქართულთსიძულვილი შეეყარა იმკურნალოს სჯობია. მორფოლოგია, ფონეტიკა და პალეოგრაფია ისწავლეთ ჯერ და მერე ისტორია-მათემატიკა. ვიღაცებს თუ მოატყუებთ ეს არ ნიშნავს რომ მართლები ხართ!. სანამ მეგრელს, სვანს,ლაზს, მესხსს და ქართულს ახსენებთ პირი გამოირეცხეთ , ყურები გამოიწმიდეთ და მერე წერეთ დაიკითხეთ.

  17. ახალ წელს გილოცავთ. ფესტოს დისკო ვინმე სხვას,…სხვა კუთხისას გაეშიფრა,მოყვებიდა ამას ამდენი ქირქილი,ცინიზმი,დაცინვა?

  18. es disco ganvitarebis spiralia + horoskopi.

  19. ამ ვერსიით გამოდის რომ, დღეს რაც ტანსაცმელი გვაცვია ასეთივე ტანსაცმელი ჰქონდათ 3700 წლის უკანაც?. სასაუბრო ენა ცოცხალი ენაა და ყოველთვის განიცდის და განიცდიდა ცვლილებებს, გარემოებიდან და ღვთისმსახურებისაგან მამომდინარე. შეიძლება სიტყვები მსგავსი იყოს მაგ. შუმერულშიც მსგავსია ქართული სიტყვებისა, მაგრამ გრამატიკული წესები? ??. გრამატიკული წესები ყოველთვის იცვლებოდა და იცვლება. ერთი მარტივი ალოგიკურობაა და სხვას თავი რომ დავანებოთ. ქართული ტრადიციები ყოველთვის ასტრალურ-კოსმოლოგიურ სიმბოლო-ნიშნებს უკავშირდება და ,,მიწიური” სიმბოლოები არასდროს ყოფილა ჩვენს ყოფაში. პროქართულ, ქართული გამომსახველობის და საინფორმაციო სიმბოლოები მთელ საქართველოს ტერიტორიაზეა შემორჩენილი და მათ შორის სამეგრელოშიც. ყველგან ასტრალური- გეომეტრიული სიმბოლოებია უძველესი, რადგან ისინი დაფარული იყო ჩვეულებრივი ხალხისგან. სამწუხაროა, მსოფლიოს გავიდა ასეთი ინფორმაცია და ასეთ უამრავ ,,გაშიფრების” რიცხვს შეემატა ჩვენი ენაც. ასეთ საკითხზე არავინ იმსჯელებს სერიოზულად რადგან , კურიოზია და მასზე წერაც უხერხულია.

  20. საეჭვოა 3700 წლის უკან ასეთივე პრეფიქსები და სუფიქსები არსებობდა. ენის გრამატიკული ფორმები ყოველთვის იცვლებოდა და იცვლება. მეორე, უძველეს ტექსტებში, ღვთისადმი მიმართვის დროს, არასდროს ორი ღვთაების სახელი ერთად არაა მოხსენიებული. ეს გაშიფრა სხვა მიზანს ემსახურება და რამდენადაც დავწერე რატომ შლით???. სიმართლეს თვალი გაუსწორეთ

  21. კრეტულ დისკზე სპირალი არის დახატული ნაპირებიდან შუაგულისკენ, ეს ფაქტია, ხოლო მისი ,,წაკითხვა” ასევე უნდა მოხდეს, რადგან ნიშან-სიმბლოთა სახეები ასეა მომართული. ანუ წაკითხვა უნდა მოხდეს მარჯვნიდან მარცხნივ, რადგან ფიგურების სახეები ასეა მომართული. ეს წესი იყო ძველადაც და ახლაც ასეა მიღებული.

  22. 4. ენა ლაზარე

    _იოანე-ზოსიმეს მიხედვით დაწუნებულ ენას ქვია “ლაზარე”, თუმცა დღეს ჩვენ არ ვიცნობთ ენას რომელსაც “ლაზარე” ეწოდება და ის არის ამასთანავე ქართული ენა, მაგრამ იქნებ იოანე-ზოსიმეს გააჩნდა ცნობა ასეთი სახელწოდებიანი ენის რეალურად არსებობის შესახებ?
    _ცნობილია რომ ეთნოსს და მის სამეტყველო ენას ერთნაირი სახელები ქვია გრამატიკული მაწარმოებლების დამატებით, მაგალითად იტალიელების ენას ქვია იტალიური, ფრანგების ენას ფრანგული, არაბების ენას არაბული და ა.შ. ამდენად “ლაზარე” ენაში დასაშვებია ეთნონიმის ამოცნობა. “ლა” თავსართი მეტყველების აღმნიშვნელ ქართველურ სიტყვებში საკმაოდ მოგვეპოვება: “ლაპარაკი”, “ლაზღანდარი”, “ლანძღვა”, “ლაყაფი”, “ლასარუა”, “ლაბაშუა”, “ლარჯგვალი”, “ლაგვალი”, “ლიზღობა”… “ძ”=”ზ”-“ძღა”=”ზღა”-ძირი ქართველურ ენებში ხშირად მეტყველების აღმნიშნელია: “მოძღვრება”, “ძიძღინი”, “ძღაძღალი”, “ძრახვა”=”ზრახვა”, “ძახილი”, “ძირგინუა”, “ძაძგალი”, “ძვაბალი”… ბოლოსართი “რე”=”ე” გვხვდება სიტყვებში: “მოლაზღანდარე”, “მდუმარე”, “მოლაპარაკე”, “მორაგადე” და ა.შ. ამდენად “ლაზარეს” ფუძე გამოდის “ზა” რაც “ზან”(“ლა-ზა-ნ”) ეთნონიმს შეესაბამება. როგორც ზვიად გამსახურდია აღნიშნავდა ძველქართულში სიტყვა “ენა” ნიშნავდა სამეტყველო ენასაც და ეთნოსსაც-ერს, ამდენად შესაძლოა დავუშვათ რომ “ლაზარე” ერქვა მეტყველებასაც და ეთნოსსაც (ლა’ზან ეთნოსს=ლაზებს).
    _იუდეო-არამეულად თარგუმის ენას ქვია “ლაზონი” – აქ ჩნდება კითხვა: იქნებ იოანე-ზოსიმე “ლაზარე ენაში” გულისხმობს არამეულ ენას? რათქმაუნდა არა, რადგან თავად ქრისტე და ლაზარეც არამეულად საუბრობდნენ და მას “ახალი ნინოს” და ჰელენე დედოფალის მიერ “მოქცევა” არ ესაჭიროებოდა, მითუმეტეს რომ პირველი ქრისტიანებიც არამეულად მეტყველებდნენ, წერდნენ და ლოცულობდნენ. გარდა ამისა სიტყვა “ლაზონ” არც ებრაულია და არც არამეული – ის მიღებულია აქადური სიტყვიდან “ლიზანუ(მ)” (=ლაზანუმ) რაც ნიშნავს ენას-ლაპარაკს, აქადელებს კი როგორც შუმერთა შთამომავლებს ეს სიტყვა შუმერებისგან უნდა მიეღოთ. შუმერ-აქადელთა ქვეყანას=ქალდეას ბიბლიის პირველ წიგნში (“დაბადება”) ეწოდება “ზენარი”=”ზანარი” (שִׁנְעָר – Σενναάρ), თავად შუმერების სავარაუდო თვითსახელი კი არის “ზა(ნ)-გიგაა” – ეგვიპთურად “ზანგარ”. ლოგიკურია ვიფიქროდ რომ ამ ქვეყნისა და ხალხის ენას “ლა” თავსართის დამატებით ერქვა “ლაზანგარე”=”ლაზენარე”=”ლაზარე”(“ლაზ(ან)ური”). იოანე-ზოსიმე ამბობს რომ ესე ენა “ლაზარე” ქართულია – ქართა (ამ შემთხვევაში ეპიგრაფიული დისკო) და ქარტალი (ქაღალდი) საწერი მასალის სახელებია – ამ ასპექტში “ქართული” ნიშნავს სამწერლობო ენას, ანუ ის იყო ზანური ენის სამწერლობო ფორმა. მცხეთაში ეს ენა იოანე-ზოსიმეს მიხედვით “ახალმა ნინომ” და ჰელენე დედოფალმა “მოაქციეს”: სიტყვა “მოქცევის” ფუძეა “ქცევა”=”გადაქცევა” ანუ “ენის მოქცევა=გადაქცევა” გულისხმობს “ერთი ენის მეორე ენად ქცევას”, ამავდროულად “მოქცევა” ნიშნავს აქცენტით ლაპარაკს და წარმართობიდან ქრისტიანობაზე გადასვლას, ანუ “ენის მოქცევა” გულისხმობს მის რეფორმას ქრისტიანული რელიგიისათვის განკუთვლი ტერმინოლოგიითა და გრამატიკული ფორმებით.
    _საყურადღებოა რომ ფრანკები გააქრისტიანა “ახალი ნინოს” მამამ, რომელიც იყო რომაელი მხედართმთავარი და კაბადოკიელი დიდებული, “ახალი ნინოს” დობილი ჰელენე დედოფალი კი იყო დედა იმპერატორი კოსნტანტინესი, რომელმაც ქრისტიანობა რომის იმპერიაში დაშვებულ რელიგიად გამოაცხადა, ნინოს ბაბუა კი იყო იერუსალიმის პატრიარქი, ამდენად “ახალი ნინო” ერთი სოფლელი ნინუცა არ გახლდათ – მის უკან იდგა რომის იმპერია, მამამისის მიერ მოქცეული ფრანკები და ბაბუამისის იერუსალიმის საპატრიარქო. ამიტომ შემთხვევითი არაა რომ უძველესი ასომთავრული წარწერები აღმოჩნდა იერუსალიმის მახლობლად, ხოლო საეკლესიო ქართული ენის შემოქმედ-რეფორმატორებად მოგვევლინენ რომის იმპერიის მოხელეები დიდი ბაკური, მისი შვილიშვილი პეტრე იბერი და იოანე ლაზი. თუმცა აღსანიშნავია რომ საქართველოში ქრისტიანობა ვრცელდებოდა პირველსავე საუკუნეში ანდრია პირველწოდებულის და სვიმონ კანანელის ქადაგებით, ამდენად “ახალი ნინოს” დროს ქრისტიანობა უკვე ცნოდილი სარწმუნოება გახლდათ ეგრისში(ლაზიკაში) და ამდენად იბერიაშიც.
    _მირიან მეფის გაქრისტიანების შემდეგ რომის იმპერიის გავლენის ქვეშ მყოფ იბერიაში რომაელი მღვდელმთავრები აღასრულებედნენ წირვა-ლოცვას ბერძნულ ენაზე, რითაც როგორც ჩანს რომის იმპერია შეეცადნენ იბერიელთა გაბერძნებას თავადაც გაბერძნების გზაზე შემდგარი. IV საუკუნის სამოციან წლებში, როცა რომის იმპერია სპარსელებთან ომში დამარცხდა, იბერია ნაწილობრივ განთავისუფლდა რომის ზეგავლენისგან და ამდენად შესაძლებელი გახდებოდა რომაელთაგან თავსმოხვეული ბერძნულენოვანი მღვდელმსახურების შეცვლა ადგილობრივი საეკლესიო ენით, მაგრამ რომის იმპერიის საბოლოო დაცემისა და მისი ორად გახლეჩვის შემდეგ იბერია ეხლა სპარსელების უშუალო დაქვემდებარებაში აღმოჩნდა და ამ პერიოდში რომაელების რელიგიად მიჩნეულ ქრისტიანობასაც დევნა უნდა განეცადა იბერიაში. ამ პერიოდისთვის იბერიაში მეფობდა დიდი ბაკური, რომელმაც IV საუკუნის ბოლოს როგორც ჩანს ჰუნების დახმარებით მოიგერია ბიზანტიელებიც და სპარსელებიც და ალბად სულ ცოტა საშინაო საქმეებში ჩაურევლობას მიაღწია, რამაც საშვალება მისცა ქართული მღვდელმსახურების შექმნისა ახალი ამბანითურთ. სომხური წყაროების თანახმად (კორიუნი, ხორენაცი) ამ ბაკურის თაოსნობით შეიქმნა ასომთავრული ანბანი (ან ენელე დედოფლის და “ახალი ნინოს” წამოწყება განახლდა). საყურადღებოა რომ რუფუსი ბაკურს იბერიის პირველ ქრისტიან მეფედ მოიხსენიებს – ალბად იმიტომ რომ ტახტზე ასვლისას ის უკვე ქრისტიანი იყო და თუ მას და მირიან მეფეს შორის კიდევ რომელიმე მეფეს ეჭირა იბერიის ტახტი ისიც მირიანივით გამეფების შემდეგ უნდა გაქრისტიანებულიყო. ასე რომ ამ ბაკურის დროიდან იწყება ქართული ენის წარმოქმნა ჯერ როგორც საეკლესიო-სამწერლობო ენისა და მოგვიანებით ის მთლიანად ანაცვლებს არამხოლოდ ბერძნულ საეკლესიო ენას, არამედ ადგილობრივ წარმართთა ენასაც, ანუ ლაზარეს (=ზანურს) რომლის ბაზაზედაც იგი აღმოცენდა.
    _ქრისტიანობას არაერთ სხვა ქვეყანაშიც მიეძღვნა “ახალი ენა” და დამწერლობა, მაგალითად სლავიანური ენაც და დამწერლობაც ეკლესიის წიაღში შეიქმნა და კირილიცას მეორენაირად ბულგარულ საეკლესიო დამწერლობასაც ეძახიან. ნეოლათინური და გერმანიკული ენებიც ეკლესიის წიაღში ჩამოყალიბდნენ: მაგალითად გოთური ალფაბეტი მათმა პირველმა პატრიარქმა შექმნა. სომხური და ალბანური დამწერლობებიც ქრისტიანობის გამოცხადების შემდეგ შექმნეს. ქრისტიანობასთან ერთად ჩამოყალიბდა ეთიოპური და კოპტური დამწერლობებიც ახალი საეკლესიო-სამწერლობო ენისათვის. თავისდროზე ივანე ჯავახიშვილი ასეთ ვარაუდსაც გამოთქვამდა: “ჩვენ ყველამ ვიცით, რომ თანამედროვე ქრისტიანობის ნიადაგზე აღმოცენებული ქართული მწერლობის ენა ქართლურია, ხოლო ქართველი ხალხის უძველესი ხანის კულტურის შესწავლა უეჭველ ჰყოფს, რომ ქართველებს ქრისტეს წინათაც მრავალი საუკუნის განმავლობაში მწერლობა უნდა ჰქონოდათ, მაგრამ შესაძლებელია, შემდეგ გამოირკვეს, რომ ამ ხანის მწერლობის ენა ქართლურ შტოს კი არ ეკუთვნოდეს, არამედ მეგრულ-ლაზურ, ან სვანურ შტოს”. ქართული საეკლესიო ენის ჩაოყალიბებას და მის საერო ენად ქცევას ორი-სამი საუკუნე მაინც დაჭირდებოდა, რაზეც მიგვითითებს VI საუქუნეში მოღვაწე ბიზანტიელი აგათია სქოლასტიკოსის ცნობა: “ლაზებს რომ ძველად კოლხები ეწოდებოდათ და სწორედ ისინი არიან, ამაში ეჭვი არ შეეპარება არავის თუკი ის გაეცნობა ფაზისის, კავკასიისა და მათ გარშემო მდებარე ქვეყნების მოსახლეობას” – ესეიგი VI საუკუნეში კავკასიაშიც და მის ირგვლივაც ლაზები, ანუ ზანურენოვანი ხალხი სახლობდა და ქართული ჯერ კიდევ არ იყო დამკვიდრებული როგორც საერო ენა.
    _ქართული დედაენის სახელმძღვანელოს შემდგენელი იაკობ გოგებაშვილი მართებულად აღნიშნავდა: “მეგრელები დიდ პატივს სცემენ ქართულს, რადგან ის საეკლესიო-საღვთისმეტყველო ენად მიაჩნიათო”. დიახ, მეგრელებს დღემდე ახსოვთ, რომ ქართული ენა სწორედ საეკლესიო-სამწერლობო ენად შეიქმნა ზანური ენის ბაზაზე და ეს რომ მართლაც ასეა ამის გადასამოწმებლად განვიხილოთ რამდენიმე სიტყვა: თავად ტერმინი “სიტყვა” ძველქართულად არის “სიტყუაი”-“სიტყუა” (მეგრულში დღემდე ასეა) – “სი” თავსართია, ძირად გვრჩება “ტყუა”. “თქვა” მეგრულად არის “თქუ”, ასე იყო ძველქართულშიც – “უ” ასოს ქართულ ენაში ბევრგან ჩაენაცვლა “ვ” ასო (“ქვა”-“ქუა”). სიტყვების წარმოთქმას ქვია “მე’ტყვ’ელება”; აქაც ძირია “ტყვ-ტყუ”. ძველქართულ ენაში არსებობდა ყრუ-ხორხისმიერი “ყ”(ჸ), ანუ ნახევარი “ყ”, რომელიც ემსგავსება “ქ” თანხმოვანს; მეგრულში ეს ნახევარი “ყ” დღემდე არსებობს. ამგვარი “ყ” ასოთი იწყება სიტყვა “ყინტი”-“კრინტი”(ხმა-კრინტი), “ყია”-“ყორყელი(ხორხი)”-“ყელი”-“ყორყოტი”-“ყანყრატო” – ანუ სახმო აპარატი; აქედანვეა სიტყვები: “ყვირილი”, “ყიჟინა”, “ყიონი”-“ყივილი”, “ყურაფი=ყმუილი”.
    _სიტყვა “ყუდე” მეგრულად ნიშნავს სახლს და აქედანაა ნაწარმოები სიტყვები: “საყდარი”-“საყუდარი” (შეადარეთ სახლი-სასახლე). “ყუდედან” უნდა იყოს სიტყვა “ბუდეც”, რადგან მეგრულად “ყუჩუა-ყურჩუა” ნიშნავს დაბუდებას, აქედან კი სიტყვა “მოყუჩება”-“გაყუჩება” და “მყუდრო”(ძველქართულად “ყუდრო”). აქედან სიტყვა “დაყუდება” – “დაყუდებული” ძველქართულად ნიშნავს ბერს, აქედანვე უნდა იყოს სიტყვა “მღვდელიც”: “მყუდელი”<"მღუდელი".
    _ზანურად და ძველქართულად "ზღვა" არის "ზღუა", აქედან სიტყვები: "საზღუარი"<"საზღვარი", "ზღუდე", "ზღურბლი"…
    _ქართული სიტყვა "წყალი" არის მეგრული "წყარი"-ს, იგივე "წყუ"-ს სახეცვლილი ფორმა; ქართულში თავიდანვე რომ "წყალი" ყოფილიყო სიტყვა "წყურვილი" იქნებოდა "წყულვილი", "წყარო" კი იქნებოდა "წყალო". დასავლეთ იმერულ დიალექტში ცხელი და ცივი წყლის გაზავებას ქვია "აწყორვა". აქვე უნდა გავიხსენოთ ტოპონიმები "აწყური" და "ტაბაწყური" – ეს უკანასკნელი მდებარეობს ტბასთან – "ტაბა" იგივეა რაც მეგრული "ტობა" (ტბა) – ეს "ტაბა" არც მთლად "ტობაა" და არც მთლად "ტბა"- ესაა გარდამავალი ფორმა, იმ გარდამავალი მეტყველების, როცა ხდებოდა მეგრულიდან ქართულზე გადასვლა.
    _ქართული სიტყვა "პკურება" (წყლის) ნაწარმოებია მეგრული "სკურიდან" (წყალი), თავად ამ სიტყვის წინარე სახედ კი მიმაჩნია "ფსკური" – აქედან სიტყვები "ფსკერი", "ფსელი", "ფშანი"…
    _მეგრულში სიტყვა "სული" აღინიშნება სიტყვით "შური" – აქ ძირია "შ(უ)" – აქედან სიტყვა "სამშუინველი"; ძველქართული სიტყვა "იშუა" (იშვა-ბაიბადა) ნიშნვს სული ჩაედგას. იესოს ძველქართული სახელი "იესუ" და არამეული "იეშუა" ნიშნავს განსხეულებულ (სხეულში სულდგმულ) ღმერთს.
    _სიტყვა "გოლიათი" ზოგს ებრაული სიტყვა გონია, სინამდვილეში ის არის ებრაულში პალესტინურ-პელაზგურიდან, იგივე ქალდეურიდან შესული ზანიზმი – "გოლიათი" ხომ პალესტინელების ლიდერს ერქვა. "გოლა" მთას ნიშნავს მეგრულად, "გოლიათი" კი მთაკაცს. ამავედროს "გოლა" პალესტინურადაც მთას უნდა რქმეოდა – არამეული სიტყვა "გოლგოთა" განიმარტება როგორც "თავისქალის მთა".
    _მეგრული სიტყვა "ქვარა" ნიშნავს მუცელს და ამავედროს მუცლიანი ჭურჭლის სიღრუესაც, მაგალითად დოქის "ქვარა", თავად დოქს და ქვაბსაც მეგრულად ამასთანავე ეწოდება "ქვარქვათანა"; აქედან კი სიტყვები "ქვაბი", "ქვიჯა", "გამოქვაბული" (აქედან გამოქვაბულების სახელები: ქვილიშარი, ქვაჯი, ქვაბჩარი…) და ალბად "ქვირითიც", რადგან ქვირითს სწორედ თევზის მუცელში (ქვარაში) პოულობდნენ.
    _ქართული სიტყვა "თვალი" ძველქართულად იყო "თუალი", რაც ნაწრმოებია მეგრული სიტყვიდან "თოლი"- ეს ფორმა შემორჩენილია აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთშიც. მეგრულად თვალს აგრეთვე ქვია "ჭურია", "ჭურჭული" კი ნიშნავს თვალის გუგას; აქედან უნდა იყო სიტყვა "ჭურეტა-ჭვრეტა"; "ჭვიტინი-ჭვრიტინი", "ჭუჭრუტანა", "დახუჭვა", "მოჭუტვა", "დაჭყეტვა", "ჭიტა"…
    _ქართული სიტყვის "დათხოვნას" ძირი არ გახლავს სიტყვა "თხოვნა"; მეგრულად "დათხინაფა"-"დათხიება"-"თხიება"-"დათხია" ნიშნავს ჩამოშორებას, მოცილებას; "დუმეთხი!" ნიშნავს მომშორდის-თავი დამანებეს.
    _მეგრული სიტყვა "ონტება" ნიშნავს გაქცევას – ძველქართულში იყო სიტყვა "ოტება", რაც ასევე ნიშნავდა გაქცევას; მეგრული "ინტუ" ნიშნავ "იოტნას"-"განილტვოდას"; "გოტება" ნიშნავს "გაშვებას"; აქედან სიტყვები "(და)ტოვება", "(გან)ლტოლვა", "განტევება"…
    _სიტყვა "ჩალა" და "ჩალირი" მეგრულად ნიშნავს მხდალ და გონებაჩლუნგ ადამიანს – აქედანაა სიტყვა "ლაჩარი": "არი" ბოლოსართია, „ლა„ თავსართი, ძირი გამოდის "ჩ". აქედან სიტყვები "ჩალა", "ჩაჩანაკი" (ჩუთუ), „ჩამიჩი„…
    _მეგრულში არის ერთ ასოიანი სიტყვა "გ"="გავს"; "გუალო" არის "მსგავსი-მაგვარი" – იტალიურში "უგვალე", ფრანგულში "ეგალ", გერმანულად "გლაიხ" ნიშნავს მსგავსს-იგივეს.
    _"ულა" მეგრულად ნიშვნას "(წა-ს)ვლას"; როგორც ვნახეთ მეგრული და ძველქართული "უ" ჩაანაცვლა "ვ" ბგერამ; პირვანდელი ფორმა რომ იყო "ულა" და არა "ვლა" ეს ასახულია სიტყვებში "გარდასული" (გარდასულა-გარდასვლა), "წარსული" და ა.შ. მსგავსად ამისა გერმანულ ენაში სიტყვა "(ს)ვლა" – გერმანულად "გეენ" მთელ რიგ სიტყვებს აწარმოებს, მაგალითად: "აუსგანგ", "ფორგანგ", "ნახგანგ" და ა.შ. "ულა" ბრუნვაში არის "მეურქ"-მიდიხარ და "მეურც"-"ურს"-მიდის=დადის, აქედან კი სიტყვები "ურემი" და "ურიკა".
    _სიტყვა "მოდი" მეგრულად არის "მორთი"; "რთ" ფუძე ვიცით რომ ურთიერთმოქმედებებს აწარმოებს ქართველურ ენებში, ამდენად ცხადი ხდება, რომ არქაული ფორმაა "მორთი" და არა "მოდი".
    _ქართულ სიტყვა "კი" (თანხმობა) მეგრულად არის "ქო", რასაც შეესაბამება ქართული "ხო"-"ჰო"; აქედანაა ქართულ დიალექტებში არსებული ფორმა "ქე" (ქე ვიცი, ანუ კი ვიცი). ძველართულად "ქო"-ს შეესაბამება "ქუე"; ამდენად სიტყვა "კი" თავიდან იქნებოდა "ქი=ქო". სიტყვა "დიახ" იქნებოდა "დია"(დედა ღვთაება) და "ხ=ხო=ქო"-ს ერთობა (დიაქ(ო)). "ქო" ძირსვე უკავშირდება სიტყვა "ქორე"=არის და "ქოფე"-"ყოფე"=ყოფილა – აქედან სიტყვა "ყოფნა".
    _ ძველქართული სიტყვა "აქუდა" ნიშნავს "ქონდას", ამდენად სიტყვა "ქონას" ძველქართული ფორმა გამოდის "ქუნა" რაც მეგრულად არის "ღუნა" – ძველქართული "მა-ქუს"(მაქვს) მეგრულად არის "მი-ღუ(ნ)". არის თუ არა "ღუ" ფორმა უფრო არქაული ამაზე მიგვითითებენ სიტყვები "აღება", "მიღება", მეგრული "მოუღუ"(მოაქვს), "მიდეღუ"("წაიღო")…
    _ქართული სიტყვა "და-ღუპვა" ნაწარმოებია მეგრული სიტყვიდან "ღურა" (სიკვდილი), თავად ეს სიტყვა კი მიღებულია სიტყვა "ღუმადან"("ღამე"), ეს კი სიბნელის აღმნიშვნელი სიტყვიდან "კუმური"(="ღუმური")="კუნაპეტი"="უკუმელა"="უკუნეთი ღამე"="კურკუმელა ღამე" – სიკვდილი და სიბნელე ერთმანეთთან ასოცირებული ცნებებია: გამოთქმები "თვალთ დაუბნელდა" და "მზე დაუბნელდა" ნიშნავს მოკვდას. აქედანვეა სიტყვა "სიკუდილი"(სიკვდილი) და "კუბო".
    _ქართული სიტყვა "არა" ნაწარმოებია მეგრული სიტყვიდან "ვარ(ა)"-"ვა". სიტყვა "არაში" "ვ" ასოს დაკარგვაზე მიგვანიშნებს ქართულივე სიტყვა "ვერ", "ვეღარ", ასევე სიტყვა "უარის" დასავლურ ქართუ დიალექტებზე არსებული ფორმა "ვარი". თუ "ვ" ასომ უმეტეს შემთხვევებში ჩაანაცვლა "უ" ასო "უარის"-"ვარის" შემთხვევაში პირიქით მოხდა, რადგან თავსართი "ვ" სათავისო ფორმაა: "ვაკეთებ, ვამბობ, ვიქმნი"… "უ" თავსათრი კი ერთის მხრივ "უმეტესობაა" (უფრო, უდიდესი, უძლიერესი) და მეორესმხრივ უქონლობას აღნიშნავს (უფულო, უგუნუი, უჭმელი…), ამდენდ სიტყვა "უარი" გამოდის "უარო" ანუ "არას" გარეშე მყოფი და მეორესმხრივ "უფრო დიდი არა"-"უუარესი"-"უვარესი"- ეს კი ნონსენსია; ამდენად მართებული ფორმა მართლაც არის "ვარი", მაგრამ ესეთი ფორმით ვერ დარჩებოდა ქართულში, რაბდან სათავისო "ვ"-მ აწარმოვა ისეთი სიტყვები, როგორიცაა "ვარგისი" და "ვარ" (მე ვარ)- მეგრულად "ვორე" – მეგრული "რე" ნიშნავს "არისს"- ძველქართული "არს". თეოლოგიაში ღმერთი "არსია"-"მაარსებელი" და "არსის-შინაარსის" მიმცემი -ეგვიპტურშიც მაარსებელ ღვთაებას ქვია "რე" (იგივე "რა"); ლათინურად მეფეს ეწოდა მისი სახელი "რე", რაც ეტრუსკულიდანაა. ეს ქართული სიტყვა "არს-არის" ხელოვნურად-დაზგურად შექმნილი უნდა იყოს საეკლესიო ლინგვისტური რეფორმებისას- "ა" თავსართი "აღმატებაა" ისე როგორც "აგება, აღმართვა, აფრენა, ასვლა"… "ს" ბოლოსართია, იესვე როგორც "გავს", "მდგომარეობს, "ჩანს"… ძირი გვრჩება "რ" -მეგრულად "რინა"-ნიშნავს არსებობას-ყოფას; ამდენად სიტყვა "არის"-"არსის" ძირია მეგრული "რე"-"რინა".
    _ასევე დაზგურად შექმნილს გავს სიტყვა "ხარ" – ეს "ხ" უწესრიგოდაა აქ ჩასმული და სხვა სიტყვებთან კავშირს და ანალოგს ვერ პოულობს, მეგრულში კი არის "რექ"(ხარ) რაც ასევე ქართულ ფორმებთანაც მოდის შესატყვისობაში, მაგალითად: "შეზდექ, დადექ"…
    _ამდენად მეგრული ფორმები თვით ქარულისთვისაც კი გრამატიკული თვალსაზრისით უფრო გამართულია, რაც აგრეთვე ადასტურებს იმას, რომ ქართული ენა გამოეყო მეგრულს=ზანურს. სვანური ენა კი არის მთიულური მეგრულის და ადიღო-თურქმენული ენების ნაზავი, ისევე როგორც წოვა თუშური არის მთის ქართულის და ნახურის ნაზავი. სვანურ ენაში ის სიტყვები, რომლებიც მეგრულში არაა სვანურში შესულია ადიღო-ყაბარდოული(თურქმენული) ენებიდან, ასევე არის პირდაპირ ქართულიდან შესული სიტყვებიც. თუმცა არის რამდენიმე ისეთი უძველესი კოლხური სიტყვაც, რომლებიც ყველაზე უკედ სვანურშია დაცული. გარდა ამისა სვანურში მთიულური-გაუხეშებული მეტყველების თვისებიდან გამომდინარე ბევრი მეგრული სიტყვა უბრალოდ დეფორმირებულია, ასევე დეფორმირებულია ადუღო-ყაბართოული და ქართული სიტყვებიც. ამდენად შეგვიძლია დავასკვნად, რომ სვანური ენა მთიულური მეგრულია ადიღო-ყაბარდოული მინარევებით. მაგალითისთვის მოვიყვან ზოგიერთ სვანურ-ადიღურ-ყაბარდოულ სიტყვას: ფუსტ-ფუსდ(ფში)=ბატონი(თათრულად ეფენდი); ფაყვ-ფავე=ქუდი; ხედა-ხეთა=რომელი; მეგემ-ჩეგე=ხე; ლე'მესკ-მასკ(ე)=ცეცხლი; ხამ-ხვა=ღორი; ჯიჰრა-აჯჰრა=მუხა; მუს-უ(ე)ს,ასი(აქ ძირია "ს")=თოვლი; ჩაჟ-(ც)ა(ე)იჟ, ში(ჟ)(აქ ძირია "ჩ(ჟ)"-შ(ჟ)")=ცხენი; შგვიბ-მი'შკლუ(აქ ძირია "შგ"-"შკ")=რკო; თხერე-თ(ი)ღუჟ(აქ ძირია "თხ"-"თღ" თურქმენული "თ(ა)ღირიდან")=მგელი; მიშგვი-(მი)სიჟ=ჩემი; ფხულე-ფხუა=თითი; ეზა-ეზი=ის; ჰაშდექვ-(ჰა)შინდირხუო=ხვლიკი; ლი'პეშვდ-პეშიტი=გადაღობება და ა.შ. სვანურს და ადიღო-თურქმენულ ენებს აქვთ ამასთანავე საერთო გრამატიკული ფორმებიც, რაც შემდგომ კვლევას საჭიროებს.
    _ეს მოკლე ლინგვისტური კვლევაც კი ცხადყოფს რომ ქართული ენა ზანური ენის ბაზაზეა წარმოქმნილი და ამდენად იოანე-ზოსიმეს მიერ ნახსენები "ლაზარე" ენა სწორედ ეს "ზანური" ენაა რომლითაც მეტყველებდნენ მცხეთაში "მოქცევამდე" და მასვე ერთვა "ქართულიც" (ქრისტიანობამდელი ქართული). ზანურ ენაში ყველაზე უკეთაა შემონახული გეორგიანული მოდგმის ფუძე ენა და მასში ამასთანავე შემონახულია მომთაბარე ჰომოსაპიენსის ხმაბაძვითი ენაც, ამიტომ მისი მონაცემები პირველ რიგში უნდა იქნეს გათვალისწინებული უძველესი ენების კვლევისას.
    _ბოლოს მინდა გამოვხატო ჩემი შეხედულება ზოგადად ენის ფენომენთან დაკავშირებით. მიმაჩნია რომ ენა არის ადამიანთა შორის კომუნიკაციის საშვალება და არსებული საგნებისა და პროცესების კლასიფიკაციის სისტემა. რადგან დღეს უკვე არსებობს ამათუიმ ენის დაკანონებული ნორმები ადამიანს რომელიმე საგნის ინდივიდუალურად სახელდების შესაძლებლობა შეზღუდული აქვს, ანუ ადამიანი იძულებულია დაემორჩილოს იმ ენის ნორმებს რომელსაც უფროსები ასწავლიან, ეს კი მას საზოგადოებაში ორიენტირების საშვალებას აძლევს, მაგრამ ზღუდავს მის ინდივიდუალურ მენტალურ და "ემოციურ" განვითარებას – მითუმეტეს რომ დღეს მსოფლიოში არსებული არცერთი ენა სრულყოფილი არაა არც ლექსიკური, არც ფონეტიკური, არც იდეური და არც გრამატიკული თვალსაზრისით. ამიტომ ვთვლი რომ მომავალში უნდა შეიქმნეს უნივერსალური საკაცობრიო ენა – დღეს არსებულმა ენებმა კი ლექსიკონებში უნდა გადაინაცვლონ. მაგრამ არც ამას არ მივიჩნევ ადამიანის მეტყველების განვითარების საბოლოო მიზნად. საბოლოო მიზნად მიმაჩნია ადამიანის მიერ "ტელეპატიური მეტყველების" გამომუშავება-განვითარება, ანუ როცა ადამიანი თავისი ბიო-ენერგეტიკული ველის მეშვეობით შეძლებს ზებგერადი ტალღების გამოწვევა-გაცემას და მიღებას – დაახლოებით ისე როგორც რადიოსადგური გასცემს ტალღებს ხოლო რადიომიმღები ღებულობს და შიფრავს. ასეთი "ტელეპატიური მეტყველების" განვითარება ადამიანებს არამხოლოდ ერთმანეთთან უკედ კომუნიკაციის საშვალებას მისცემს არამედ ადამიანს შეეძლება "ესაუბროს" ყველა იმ ცოცხალ არსებას რომელსაც ბიო-ენერგეტიკული ველი გააჩნია (ცხოველს, ფრინველს, მცენარეს…).

  23. ტიტე 3.9. ხოლო ფუჭ ძიებას, გვარტომობის ჩხრეკას, შუღლსა და დავას რჯულის თაობაზე თავი არიდე, რადგანაც ყოველივე ეს ურგებია და ამაო.

  24. ებათმეცნიერი არა ვარ,მაგრამ როდესაც ასეთი პრეტენზიები გაუჩნდება ვინმეს,მან ,ალბათ ,უველაზე უკეთ უნდა იცოდეს,რომ
    “უკედ” არასწორია და უნდა იყოს “უკეთ” (ასევე : არა “საშვალება” არამედ, “საშუალება” და მრავალი სხვა).
    ამიტომ ,მგონია,რომ თუ ყველა არა,ამ ბოლო სტატიის ავტორი მაინც-
    არამგონია,რომ ენათმეცნიერი იყოს.ყოველშემთხვევაში, მისი ასეთი შეცდომები- აქარწყლებს ყველა მის ე.წ. მეცნიერულ შენიშვნებს.
    დაე, მაპატიონ ნამდვილმა ენათმეცნიერებმა,თუკი ვცდები !!!


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: