Posted by: burusi | 26/04/2009

ჰემინგუეის ლიტერატურული ხერხები

Hemingway at his writing desk, Kenya, 1953

ერნესტ ჰემინგუეი – Ernest Hemingway (1899 – 1961)

ჰემინგუეის ლიტერატურული ხერხები

მისი გამორჩეული წერის სტილი ხასიათდება მკაცრი მინიმალიზმით და მან მნიშვნელოვანი გავლენა იქონია მეოცე საუკუნის ლიტერატურის განვითარებაზე. ჰემინგუეი მკითხველს უტოვებს გამოსაცნობს, დიალოგებში გამეორებები, თითქოს უბრალო ფრაზებია, არადა ქვეტექსტი აქვს ყველა მათგანს, სტრიქონებს შორის, დიალოგებში გაბნეული ფრაზები.

,,მე მუდამ ვცდილობ აისბერგულად ვწერო. აისბერგის შვიდი მერვედი წყლითაა დაფარული, მხოლოდ მერვედი ნაწილი ჩანს. რაც იცი შეგიძლია ყველაფერი გამოტოვო. ამით შენი აისბერგი მეტ ძალას მოგცემს. უბრალოდ ის ნაწილი წყალშია დაფარული და ეგ არის. მაგრამ თუ მწერალმა არ იცის და ისე გამოტოვებს რაიმეს, მარცხი არ ასცდება”

***

1918 წელს, პირველი მსოფლიო ომის დროს, ერნესტმა მიატოვა თავისი პროფესია, რეპორტიორობა და არმიაში გაწევრიანდა. იგი მუშაობდა სასწრაფო დახმარებაში მძღოლად, წითელ ჯვართან ერთად, იტალიაში. მან დიდი გამოცდილება მიიღო ომში და საავადმყოფოში, მილანში, სადაც მან რამოდენიმე კვირა გაატარა. მან თავისი გამოცდილება გამოიყენა ნოველების წერაში.

ნაწყვეტი რომანიდან “მშვიდობით იარაღო”, რომელიც 39 -ჯერ გადაწერა, ჟურნალისტმა რომ ჰკითხა რატომო? მან უპასუხა- საჭირო სიტყვას ვეძებდიო. მთავარ გმირს ცოლი და შვილი მოუკვდა და ჰემინგუეის ეს ყველაფერი უნდა გადმოეცა ძალიან ღრმად და ამავე დროს უბრალოდ, ყოველგვარი ზედმეტი ეპითეტებისა და შედარებების გარეშე.

,, – მე ოთახის კარი შევაღე.
– ჯერ არ შეიძლება – თქვა ერთმა მომვლელმა.
– შეიძლება ! – ვუთხარი მე.
– ჯერ არ შეიძლება, ნუ შემოდიხართ.
– თქვენ თვითონ გადით! – ვუთხარი მე.
მაგრამ როცა გარეთ გავყარე, კარები მივხურე და სინათლე ჩავაქრე, მივხვდი, რომ მართლაც არ შეიძლებოდა. ეს ქანდაკებასთან გამოთხოვებას ჰგავდა. ცოტა ხანში ოთახიდან გამოვედი. დაბლა დავეშვი და წვიმაში სასტუმროსკენ წავედი”.

***

“იტალიელებს სჯეროდათ რომ ამერიკა ავსტრიასაც გამოუცხადებდა ომს. ამიტომ ძალიან განიცდიდნენ ყოველი ამერიკელის ჩამოსვლას, თუნდა წითელი ჯვრის ხაზით ჩამოსულიყო”.

,,მშვიდობით, იარაღო!”

***

“- რატომ მოიკლა თავი კაცმა, მამიკო?
– არ ვიცი, ნიკ. ალბათ ვერ გაუძლო იმ ამბებს.
– ხშირად იკლავენ თავს კაცები, მამიკო?
– არა, ნიკ.
– ქალები?
– თითქმის არასოდეს.
– არასოდეს?
– ზოგჯერ კი.
– მამიკო!
– რა?
– ძნელია სიკვდილი, მამიკო?
– მე მგონი, ძალიან ადვილია. გააჩნია, როგორ მოკვდები…
…ალიონზე ნავში მამის გვერდით მჯდარი ნიკი დარწმუნებული იყო, არასოდეს მოვკვდებიო.”
(“ინდიელთა სოფელი”)

P.S. ნიკ ადამსი ერნესტ ჰემინგუეის პროტოტიპია. ერნესტის მამამ, კლარენს ედმონდს ჰემინგუეიმაც თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე 1928 წელს. ერნესტმაც მამისეული სანადირო თოფით მოიკლა თავი 1961 წლის 2 ივლისს.

***

“კილიმანჯაროს თოვლიანი მწვერვალის” საოცარი დასაწყისი:

,,საოცარია სულ აღარ მტკივა”.

***

“- არ ვიციდი, რომ დამარცხება ასე ადვილი იყო… რამ დაგამარცხა, ბერიკაცო? შეეკითხა თავის თავს…
– არაფერმა, – თქვა ხმამაღლა, – მხოლოდ ძლიერ შორს გავედი ზღვაზე.”

“მოხუცი და ზღვა”

***

“ფიესტას”  კითხულობ და წვიმიანი პარიზის ქუჩების სურნელს გრძნობ, აბსენტის და ფუნთუშების გემოს…

***

“სიბნელეში ქვეყანა ისეთი არარელური და აღმაგზნებელია, რომ ისევ ბურანს მიჰყვები და აღარაფერი გენაღვლება. იცი, რომ ეს არის და ეს, სხვა არაფერი და არც წუხხარ, რომ სხვა არაფერია უცებ ძალიან შეგაწუხებს რაღაც და დაგეძინება. ზოგჯერ დილით გამოიღვიძებ და ნახავ, რაც იყო წასულა. ყველაფერი მეტისმეტად აშკარა, მძაფრი და ტლანქი ჩანს, ზოგჯერ ფულის გადახდაზე დავაც. ხან ისევ სასიოამოვნოდ გეჩვენება ყველაფერი, გული შვებით გაქვს სავსე, თბილა, საუზმე, სადილი. ხანაც სასიამოვნო აღარაფერი დარჩენილა და გინდა, რაც შეიძლება ჩქარა გახვიდე ქუჩაში, მაგრამ კვლავ ისეთივე დღე იწყება და ისეთივე ღამე მოჰყვება. ვცადე ამახესნა, თუ რა არის ღამე და რა გასხვავებაა დღესა და ღამეს შორის, როგორ ყველაფრით სჯობს ღამე, გარდა იმისა, რომ დღე ნათელი და ცივია, მაგრამ ვერ გამომივიდა, ახლაც ვერ გამომდის, თუ თქვენც გამოგიცდიათ ეს, ისედაც მიმიხვდებით”.

“მშვიდობით იარაღო”


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: