Posted by: burusi | 26/04/2009

ჰემინგუეის ეპიტაფია მემორიალზე

ჰემინგუეის მემორიალი, კეტჩუმი, აიდაჰოჰემინგუეის მემორიალი, კეტჩუმი, აიდაჰო

1939 წლის შემოდგომის ერთ მშვენიერ, თბილ დღეს ერნესტ ჰემინგუეი კეტჩუმის სასაფლაოზე იდგა და თავისი მეგობრის, გენე ვან გუილდერის (Gene Van Guilder) მიმართ მიძღვნილ სიტყვებს წარმოთქვამდა. პუბლიცისტი გენე ვან გუილდერი ტრაგიკულად იქნა მოკლული ჰაგერმანის დაბლობში (Twin Fall-თან ახლოს) ჩიტებზე ნადირობისას.

ჰემინგუეი და გენე ვან გუილდერიჰემინგუეი და გენე ვან გუილდერი

ჰემინგუეი აღფრთოვანებული იყო  გენე ვან გუილდერის მწერლური და მხატვრული ტალანტით და არაჩვეულებრივად ლირიკულ ლექსად გამოხატა მეგობრის ღრმა სიყვარული ცენტრალური აიდაჰოს ბუნების მიმართ.

“მას უყვარდა ზაფხულის თბილი მზე და მთის მაღალი კალთები, ღარები ხის ქერქზე და ტბათა უეცარი წმინდა ლურჯი ფერი. მას უყვარდა მთები ზამთარში, როცა თოვლი იფარება”, – ამბობდა ჰემინგუეი. “ყველაფერზე მეტად მას უყვარდა ვარდნა ყვითელ ფოთლების, ალვის ხეთა უსიერ ტყეში, ფოთლები მცურავნი საკალმახე მდინარეებზე, და მთებს ზემოთ, მაღალი, ლურჯი მოწმენდილი ცა. მას უყვარდა ნადირობა, თოფის გასროლა, უყვარდა თევზაობა”.

მოგვიანებით, ჰემინგუეის მკვლევარები თვლიდნენ, რომ ჰემინგუეის მხოლოდ გენე ვან გუილდერისათვის არ მიუძღვნია ეს სიტყვები, რომელთანაც მცირე ხნით ნაცნობობა ჰქონდა, არამედ საკუთარ თავსაც. მართლაც, ჰემინგუეის ბევრი რამ უყვარდა სიცოცხლეში – მწერლობა, ქალები, ღვინო, ხართა ბრძოლა, გიგანტური მარლინების ჭერა. 1939 წლის იმ ტრაგიკული შემოდგომის დღის შესახებ მოგონება სიკვდილამდე გაჰყვა ჰემინგუეის.

ერნესტ ჰემინგუეი დაკრძალეს კეტჩუმის სასაფლაოზე. ცხედარს მიაცილებდა ოჯახი და ორმოცდაათამდე მოწვეული სტუმარი. ადგილობრივმა კათოლიკე მღვდელმა, მამა რობერტ ვოლდმანმა პარაკლისი გადაიხადა, რომლის შემდეგ მიწას მიაბარეს მწერლის ცხედარი.

ჰემინგუეის და მისი მეუღლის საფლავი, კეტჩუმი, აიდაჰოს შტატიჰემინგუეის და მისი მეუღლის საფლავი, კეტჩუმი, აიდაჰოს შტატი

მწერლის პატივსაცემად, 1966 წლის 21 ივლისს, დაბადების 67 წლისთავის აღსანიშნავად, კეტჩუმში დადგეს ერნესტ ჰემინგუეის ბრინჯაოს ბიუსტი. პიედესტალზე ამოტვიფრულია ჰემინგუეის სიტყვები, რომელიც მან მეგობარს დაუწერა:

ყველაფერზე მეტად მას უყვარდა ვარდნა
ყვითელ ფოთლების, ალვის ხეთა უსიერ ტყეში.
ფოთლები მცურავნი კალმახთა დინებისას
და მთებს ზემოთ,
მაღალი, ლურჯი მოწმენდილი ცა.
და ახლა იგი არს მათი ნაწილი მარად.

ჰემინგუეის მემორიალი აიდაჰო


Responses

  1. მაგარია

  2. კალმახთა დინებისას არასწორი თარგმანია. უნდა იყოს საკალმახე მდინარეებზე


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: