Posted by: burusi | 26/04/2009

აარონ ჰოტჩნერი – «მამა ჰემინგუეი: პირადი მემუარები»

ჰემინგუეი და აარონ ჰოტჩნერი, ზარაგოზა, ესპანეთიჰემინგუეი და აარონ ჰოტჩნერი, ზარაგოზა, ესპანეთი

ცნობილი ამერიკელი ჟურნალისტი აარონ ჰოტჩნერი (Aaron Edward Hotchner) ჰემინგუეის მეგობარი იყო მისი ცხოვრების ბოლო 14 წლის მანძილზე. მათ ერთმანეთი გაიცნეს 1948 წელს, როდესაც როგორც “Cosmopolitan”-ის ჟურნალისტი გააგზავნეს კუბაზე ჰემინგუეისთან ინტერვიუს ჩასაწერად.

აარონ ჰოტჩნერმა ჰემინგუეის მიუძღვნა წიგნი «მამა ჰემინგუეი: პირადი მემუარები» (Papa Hemingway: A Personal Memoir)”, რომელიც მწერლის თვითმკვლელობიდან 5 წლის შემდეგ 1966 წელს გამოვიდა და ბესტსელერად იქცა. ავტორი მრავალჯერ ნამყოფია ჰემინიგუეისთან ერთად ევროპაში, კუბასა თუ აშშ–ში. მან ჩაიწერა ნობელის პრემიის ლაურეატის მოგონებები მის ბავშვობაზე, რომელიც ჰემინგუეიმ პარიზში გაატარა. წიგნში აღწერილია ჰემინგუეისთან თავისი ურთიერთობა, ყველა დეტალი მისი ცხოვრების შესახებ, მწერლის ცხოვრების ბოლო პერიოდი, ყველაფერი, რასაც ჰემინგუეი მას პირადად უყვებოდა.  აი რას წერდა ,,თაიმსი” ამ წიგნზე: ,, The most direct and intimate book about Heningway yet written”.

ზღვის ნაპირზე, ლაკონსულა, მალაგა, ესპანეთი, 60 წლის დაბადების დღის დილა, 1959 წ.ზღვის ნაპირზე, ლაკონსულა, მალაგა, ესპანეთი, 60 წლის დაბადების დღის დილა, 1959 წ.

აარონ ჰოტჩნერმა თავისებურად ახსნა მწერლის ტრაგიკული სიკვდილის მიზეზი. მისი აზრით, ჰემინგუეიმ თავი მოიკლა, როცა გააცნობიერა, რომ ფიზიკურად დასუსტდა, რომ მეტი არ შეუძლია ისე ცხოვრება როგორსაც უწინ ეწეოდა და ყველაზე მთავარი – არ შეუძლია წერა.

როგორც აარონ ჰოტჩნერი წერს, მწერლის შემოქმედებით დაცემაში დიდი როლი ითამაშა ნობელის პრემიის გადაცემამ. ჰემინგუეი შურით იგონებდა სარტრზე, რომელმაც შეძლო უარი განეცხადებინა პრემიაზე: “მე ვფიქრობ, სარტრმა გაიგო, რომ პრემია – პროსტიტუციაა, რომელსაც შეუძლია აცთუნოს და დაასნეულოს ადამიანი. მე ვიცოდი, რომ ადრე თუ გვიან მე მივიღებდი ამ პრემიას. და თქვენ იცით, თუ ვინ არის ეს უძღები შვილი სახელით დიდება? სიკვდილის პატარა და”, – მოჰყავს აარონ ჰოტჩნერს მწერლის სიტყვები.

ა. ჰოტჩნერი და ე. ჰემინგუეი, კეტჩუმი, აიდაჰო, 1958 წ. ა. ჰოტჩნერი და ე. ჰემინგუეი, კეტჩუმი, აიდაჰო, 1958 წ.

ჰემინგუეის მეოთხე ცოლმა, მერი უელშმა, თავის დროზე სასტიკი პროტესტი გამოთქვა ამ წიგნში აღწერილი ფაქტების გამო და კრძალავდა მის სხვა ენებზე თარგმნას და გამოცემას, ვითომდა ფაქტების დამახინჯების გამო. ეს არა ბრძანება, მაგრამ თხოვნა იყო გამომცემლების მიმართ, რომ მისი ცოლის პატივისცემის გამო , ეს წიგნი არ გავრცელებულიყო სხვა ქვეყნებში. აშშ-იც აღარ მომხდარა მისი ხელმეორედ გამოცემა.

კომპანია Gotham Group-მა და პროდიუსერმა კევინ ფორტუნამ ერნესტ ჰემინგუეის ცნობილი ბიოგრაფიის ეკრანიზაციის უფლება მოიპოვეს. რეჟისორის ვინაობა, მთავარი როლის შემსრულებელი და ეკრანზე გამოსვლის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

ჰოტჩნერი ჰემინგუეის მოთხრობათა მიხედვით გადაღებული ფილმის – “ახალგაზრდა კაცის თავგადასავლის” (Hemingway’s Adventures of a Young Man, 1962) სცენარის ავტორიც იყო. ახლა 88 წლისაა და კევინ ფორტუნა მასზეც აპირებს დოკუმენტური ფილმის გადაღებასაც.

..

ვიდეო – შეხვედრა ა. ჰოტჩნერთან პრეზიდენტ ჯონ კენედის ბიბლიოთეკა და მუზეუმში, 2005 წლის ნოემბერი, “Dear Papa, Dear Hotch: Celebrating Ernest Hemingway”


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: