Posted by: burusi | 23/03/2009

ზაქარია ჭიჭინაძის წერილი ალ. აბაშელისადმი

ზაქარია ჭიჭინაძე

ზაქარია ჭიჭინაძე

ზაქარია ჭიჭინაძის წერილი ალ. აბაშელისადმი

ჩემგან გულით პატივცემულო ძვირფასო სანდრო (საშა)

ტერენტი გრანელის შენახვით მოვბეზრდი, მე ეხლა სახლი აღარ მაქვს, ერთ ოთახში ვდგევარ, აქვე მიწყვია შენი წიგნები. ტერენტის ჩემთან დგომა აღარ შეიძლება, რადგან ალაგი აღარ მაქვს, ვინაიდგან ჩემი ოთახი ისეთია, რომ შიგ ძაღლი არ შეიგდება.

ტერენტის არა აქვს ლოგინი, არა აქვს კუშეტკა, მაგიდა, სკამი, პირსახოცი და სხვაც კიდევ სხვანი. მე რომ ლოგინი წავართო, მაშინ იგი ძირს უნდა ეგდოს იატაკზედ ულოგინოდ. ამისათვის საჭირო არის, რომ 50 მანეთი იშოვნოს, რომ ლოგინი შეიძინოს, ტახტი, მაგიდა, სკამი, პირსახოცი და ნიფხავ-პერანგი.

იქონიეთ ამისი სიბრალული, ტიტველა იყო, ნიფხავ-პერანგი ტანზედ სულ შემოხეული ჰქონდა. მე ვუყიდე, 3 მანეთი მივეცი, კოსტუმიც მე ვუყიდე. მე არ მაქვს შეძლება. და ამიტომ გატყობინებთ, რომ თქვენ უპატრონოთ ამ კაცს, რომ იგი ქუჩაში არ მოკვდეს. ამისათვის საჭიროა სულ 50 მ. რომ ყველაფერი შეიძინოს და ოთახშიც ცალკე დადგეს. გთხოვთ მაცნობოთ პატარა წერილით, მოახერხებთ თუ არა დახმარებას?

თქვენი პატივისმცემელი ზაქარია ჭიჭინაძე

1928 წელი. 18 იანვარი.


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: