Posted by: burusi | 08/03/2009

ანრი რუსოს “ნაივური” შემოქმედება

გველების შემლოცველიგველების შემლოცველი

ანრი ჟულიენ ფელიქს რუსო (ფრანგ. Henri Julien Félix Rousseau; 1844 — 1910) — ფრანგი ნაივური, პრიმიტივისტული მანერის პოსტიმპრესიონისტი მხატვარი. სიცოცხლეში მის შემოქმედებას დასცინოდნენ. მხატვრად არ აუღიარებიათ და ზედმეტსახელად მებაჟე დაარქვეს მისი სამსახურის გამო. მიაჩნდათ რომ დილეტანტი იყო მხატვრობაში, რადგან არასოდეს მიუღია აკადემიური განათლება. როდესაც დამოუკიდებელ მხატვართა სალონში გამოფინა თავისი “მძინარე ბოშა ქალი”, ისეთი სიცილ-ხარხარი დაატეხეს, რომ პოლიცია იძულებული გახდა თავშეუკავებლობის გამო ზოგი დამსწრე დარბაზიდან გაეძევებინა. რუსოს სურდა სურათი საჩუქრად გადაეცა მშობლიურ ქალაქ ლავალისათვის, მაგრამ ქალაქელებმა, რომლებიც უფრო რთულ მხატვრობას იყვნენ ჩვეულნი, დასცინეს მის შემოქმედებას.

რუსო თავადაც ახირებული ხასიათის გახლდათ. იგონებდა არამარტო საკუთარი სურათების სიუჟეტებს, არამედ მათი შექმნის მეთოდებს. მაგალითად, იგი ამბობდა, რომ ჯუნგლების მრავალრიცხოვანი სურათები მექსიკაში მოგზაურობისას მიღებული შთაბეჭდილებების ქვეშ შექმნა. სინამდვილეში კი საფრანგეთი არასდროს დაუტოვებია და ჯუნგლი თვალით არ უნახავს. ერთადერთი, პარიზის ბოტანიკურ ბაღში უყვარდა სიარული, სადაც ხატავდა ჯუნგლების სურათებს.

ცხოვრებაში დაცინვის საგანი, იგი მოგვიანებით აღიარეს თვითნასწავლ გენიოსად, უაღრესად მხატვრული ხარისხის ნამუშევრების გამო. ავანგარდისტი ფრანგი მხატვრები მაღალ შეფასებას აძლევდნენ მის კოლორიტულ შემოქმედებას და ორიგინალურ სიუჟეტებს. პაბლო პიკასო აღფრთოვანებული იყო მისი ნახატებით. აფასებდნენ მის მიერ სამყაროს უჩვეულო, ბავშვურ აღქმას, აკადემიურობის დოგმებისგან აბსოლუტურად თავისუფალს. ჟან კოქტო წერდა: “აქ ეხები პოეზიას, დაწერილს საღებავებით”. ბევრი ხელოვნებათმცოდნე გარკვეულ მსგავსებებს პოულობს მასა და ფიროსმანის შემოქმედებას შორის.

მხატვარმა ფეხი მოიტეხა და 1910 წლის 2 სექტემბერს პარიზის საავადმყოფო ნეკერში განგრენისგან გარდაიცვალა.

ანრი რუსოს შემოქმედება იხილეთ გვერდზე


Responses

  1. კარგი სივრცეა!!!

  2. kargia magram meti foto ar aris??/


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: