Posted by: burusi | 07/06/2013

მაია გესლაიძე – “განათლების მნიშვნელობა”

ილია ჭავჭავაძე

ილია ჭავჭავაძე

მაია გესლაიძე – განათლების მნიშვნელობა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის I კურსის ბაკალავრი

კურსი “შესავალი თანამედროვე აზროვნებაში”

- „წარმოიდგინეთ ბნელი ოთახი.წარმოიდგინეთ თუ არა?
– წარმოვიდგინე.
– არა,იქნება სადმე ერთი ფანჯარა ღია დაგრჩათ,ისიც დაკეტეთ.
– დავკეტე,-ვუპასუხე მე და სიცილი მომივიდა.
– ძალიან კარგი.რაკი ის ფანჯარაც დაკეტეთ,ფარდაც ჩამოაფარეთ.
– ჩამოვაფარე.
– რაკი ფარდაც ჩამოაფარეთ,ოთახიც დაბნელდება,ვეღარაფერს დაინახავთ.უეცრად შემოიტანეს სანთელი,განათდა ოთახი.განათლებაც ეგ არის“.

(ილია,მგზავრის წერილები)

„მომავლის დამპყრობლები გონების დამპყრობლები არიან“.
(უისტონ ჩერჩილი)

რა არის განათლება? – ამ კითხვაზე უამრავ პასუხს მოისმენთ, მეცნიერული თუ უბრალო ენით გადმოცემულს. მე კი ყველაზე მეტად თვითონ ამ სიტყვაში დაფარული აზრი მომწონს – „ნათელი“ ანუ სულში ნათლის ჩადგომა. ჩემთვის ეს არის განათლება, რადგან შეიძლება ადამიანმა ბევრი რამ იცოდეს, მაგრამ მთელი თავისი არსებით ბოროტებას ემსახუროს. ასეთი ადამიანი ყველასთვის საშიშია. განათლებული კი შეიძლება მას ვუწოდოთ ვინც მთელი თავისი არსებით სიკეთეს ემსახურება. ილიაც ხომ დიდ სიკეთეს უწოდებს განათლებას.

ილია ჭავჭავაძის. ძალისხმევას არ იშურებდა იმ ადამიანების საპასუხოდ ვინც უდიერად მოიხსენიებდა ქართულ ენას. მან საკმაოდ ვრცელი წერილი მიუძღვნა ბატონ იანოვსკის, რომელიც მოითხოვდა სკოლებში სწავლა რუსულ ენაზე ყოფილიყო. ილიამ დაასაბუთა, რომ მოზარდი მშობლიურ ენაზე უნდა იღებდეს განათლებას თუ გვინდა, რომ მას გონება გაეხსნას (1;გვ.59). იგი ეხმაურებოდა ევროპაში მიმდინარე პროცესებს განათლების სფეროში. გაკვირვებულია იმ მეცნიერთა ნარკვევებით, რომლებიც თვლიან რომ მოზარდები გადატვირთულები არიან სასწავლო პროგრამებით. ავტორი ცდილობს სწორად წარმოაჩინოს სკოლის დანიშნულება ახალგაზრდა თაობის აღზრდაში: “სკოლა ერთსა და იმავე დროს უნდა სწურთვნიდეს კიდეც ბავშვსა და ასწავლიდეს კიდეც…წურთვნა მიმართულია ზნე-ხასიათის ზრდასა და განვითარებაზე და სწავლა – კი – გონების გახსნასა და მსჯელობის გაძლიერებაზე“ (2,გვ.78).

ილიას აზრით, გრამატიკის ზეპირობაზე უფრო მნიშვნელოვანია პედაგოგისგან პირადი მაგალითის მიცემა. ერთ სულგრძელ საქციელს გაცილებით მეტი დადებითი შედეგი მოჰყვება ვიდრე ათას შეგონებას.
ილია მთავარ მტრად უმეცრებას მიიჩნევს. მისი ღრმა რწმენით მხოლოდ განათლებას შეუძლია ხალხისთვის კეთილდღობის მოტანა. “უმეცრებაა ჩვენი საშიშარი მტერი. უმეცრებასთან ბრძოლა მხოლოდ მეცნიერებას შეუძლიან. განათლება, სწავლა, ცოდნა – აი ერთად-ერთი საშუალება, რომელსაც შეუძლიან წამალი დასდოს ჩვენ ცხოვრებას“(3,გვ.128).

ილიას კარგად ესმოდა განათლების მნიშვნელობა და ენერგიას არ იშურებდა თანამემამულეთა დასარწმუნებლად ცოდნის დიდ ძალაში: “ცოდნა, სწავლა-განათლება დღევანდელ კაცისათვის არსებითი პურია. უამათოდ ადამიანი დღეს ყველაფერს მოკლებულია: ადამიანობასაც, სარჩო-საბადებელსაც, ღონესაც და შეძლებასაც“ (4,გვ.145).

არსებობენ ადამიანები, რომლებიც ზუსტად ხვდებიან ერის სატკივარს, იღწვიან და სანთლად ენთებიან, რომ მომავალ თაობებს გზა გაუნათონ. მათი იდეები არასდროს ძველდება. ისინი ყველა დროში თანამედროვედ რჩებიან. სწორედ ასეთია ილია ჭავჭავაძის პუბლიცისტური წერილები განათლების საკითხებზე. მისი ნააზრევის მიხედვით განათლება ძალაა, რომელიც საუკეთესო გზაა თავის დამკვიდრებისთვის, წარმატებისა და თვითრეალიზაციისთვის. სწორედ განათლებული ადამიანები ქმნიან საკუთარი ქვეყნის ცხოვრებაში ფასეულს. გონიერ ადამიანს შეუძლია ყველაზე ძლიერ იარაღსაც კი დაუპირისპირდეს ამ ქვეყნად(7).

თავისი ცხოვრების ერთადერთ მიზნად ილიას მშობელი ქვეყნისა და ერის სამსახური, მისი აწყმოს გაუმჯობესებისა და ბედნიერი მყოფადის მოპოვებისთვის ბრძოლა მიაჩნდა(6). ილია ჭავჭავაძე მარტო წერილებით არ მოუწოდებდა თანამემამულეთ განათლები მიღებისკენ, არამედ ქმედით ნაბიჯებსაც დგამდა ამ პრობლემის მოსაგვარებლად. მან დააარსა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, ძველ ქართულ ხელნაწერთა და სიძველეთა საცავი, საფუძველი დაუდო ხალხური ზეპირსიტყვიერების ნიმუშთა შეგროვებას(5).

ცოდნა და განათლება იყო, არის და იქნება ყველაზე მყარი კაპიტალი, რომელიც მის მფლობელს უშრეტად შეუძლია გამოიყენოს. ამასთანავე განათლება თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ სავალი გზისკენ ყველაზე საიმედო გასაღებია. დღეს სწორედ ის დროა, როცა ქვეყნის ინტერესების დაცვა არა იარაღით, არამედ ცონდით არის შესაძლებელი.

ლიტერატურა

1. ილია ჭავჭავაძე – წერილები სახალხო განათლების საკითხებზე,თბ.2012
2. ილია ჭავჭავაძე – პედაგოგიის საფუძვლები,თბ.2012
3. ილია ჭავჭავაძე – ჩვენი ხალხი და განათლება,თბ.2012
4. .ილია ჭავჭავაძე – ისევ განათლების საკითხებზე,თბ.2012
5.www.orthodoxy.ge
6.www nplg.gov.ge
7.shokoladi.ge


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Categories

%d bloggers like this: