Posted by: burusi | 17/06/2012

ტერენტი გრანელის პოეზიის საღამო

ტერენტი გრანელი პოეზიის საღამო

ტერენტი გრანელის პოეზიის საღამო

2012 წლის 15 ივნისს, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში არტისტი გიორგი ბუნდოვანის ორგანიზატორობით ქართველი მისტიკოსი პოეტის – ტერენტი გრანელისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.

სარამოზე სიტყვით გამოვიდნენენ არტისტი, პოეტი, რეჟისორი გიორგი ბუნდოვანი, საქართველოს დამსახურებული მხატვარი, მწერალი რეზო ადამია, მწერალი, პუბლიცისტი, პორტალ “ბურუსის” დამფუძნებელი თენგიზ ვერულავა, მწერალი, ტერენტი გრანელის დის, ზოზიას შვილიშვილი მამანტი როგავა, როკჯგუფ “მემენტო მორის” დამფუძნებელი, მუსიკოსი მალხაზ კობერიძე, მთარგმნელი, ფილოლოგი, მეცნიერი ოქტაი ქაზუმოვი, პროზაიკოსი, პოეტი იკა ქადაგიძე, პროზაიკოსი, პოეტი მარსიანი, მთარგმნელი რუსუდან ჭანტურიშვილი და სხვ.

საღამოზე ასევე აჩვენეს გიორგი ბუნდოვანისა და არტჯგუფ “სტიგმატის” ახალი მინიარტფილმი (კინოპოეზია) “სადღაც შორს ნაპრალს ნისლი ეწვია…”. ფილმი ეძღვნება ტერენტი გრანელის ხსოვნას.

საღამოს მუსიკალურად გააფორმეს მალხაზ კობერიძემ (MEMENTO-MORI), კახა ბაციკაძემ (ჯგუფი “ზღვარი”).

სტუმრებმა დაათვალიერეს უნიკალურ გამოფენა – ტერენტი გრანელის პოეზიის გამოცემები, მისი ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი ნაშრომები, ტერენტი გრანელის ნახატები და პოეტის რამდენიმე პორტრეტი.


Responses

  1. “პროსტო ნეტ სლოვ!!!” :)))))))


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Categories

%d bloggers like this: