Posted by: burusi | 09/09/2010

მარკ ტვენი – ბიოგრაფია

Mark Twain, 1907

მარკ ტვენი – Mark Twain (1835 – 1910)

ბიოგრაფია

„მე ქვეყანას 1835 წელს კომეტა გალეისთან ერთად მოვევლინე… ღმერთმა, ალბათ, გადაწყვიტა: აი ორი გასაოცარი ამოუცნობი მოვლენა…“ თავისთავზე, კომეტაზე და ღმერთზე ასე საუბარი მხოლოდ ისეთ თვითდაჯერებულ და იუმორით სავსე ადამიანს შეეძლო, როგორიც მარკ ტვენი იყო, მწერალი, რომელიც სიცოცხლეშივე ლეგენდად იქცა.

ლეგენდა მარკ ტვენზე? დიახ, ის არსებობდა. მრავალი წელი არამარტო ამერიკის შეერთებული შტატებისათვის, არამედ მსოფლიოსათვის მარკ ტვენი წარმატების, ამერიკელთა სანუკვარი ოცნების სიმბოლოს წარმოადგენდა. თვითმხილველები ამტკიცებენ, რომ მთელი სამყაროს ტურისტები ამერიკაში ორი საოცრების –– ნიაგარას ჩანჩქერისა და მწერალ მარკ ტვენის სანახავად ჩამოდიოდნენ. მაგრამ ყველაფერი საკმაოდ მრუმე ფერებით იწყებოდა…

მარკ ტვენი, (ინგ. Mark Twain, ფსევდონიმი, ნამდვილი სახელია Samuel Langhorne Clemens. 1835—1910წწ.) 1835 წელს ფლორიდაში, მისურის შტატში დაიბადა. მამა, ჯონ კლემენსი გადმოცემით პირქუში, გაუცინარი კაცი ყოფილა. მხიარული ხასიათი, ოპტიმიზმი და იუმორის საოცარი გრძნობა მას დედისაგან გამოჰყვა. ასევე დედისაგან გამოჰყვა მას ამბის გადმოცემის ნიჭი, რაც შემდეგში მის ნაწარმოებებზე აისახა.

ბავშვობაში ძალიან ცელქი და მხიარული ყოფილა, მაგრამ მისმა ბავშვობამ დიდ ხანს ვერ გასტანა…

1847 წელს, როდესაც მამა გარდაეცვალა, იგი სკოლიდან გამოიყვანეს და სტამბაში მიაბარეს შეგირდად. აქედან დაიწყო მისი ცხოვრების გზა. სამუშაო მძიმე იყო, არანაირი ანაზღაურება, მხოლოდ საჭმელი და ტანსაცმელი, ისიც, როგორც თვითონ იგონებს, გამონაცვალი და დიდი ზომის. საწოლიც კი არ ჰქონდა, პირდაპირ სტამბის იატაკზე ეძინა. ამის შემდეგ მან ძალიან ბევრი სამუშაო გამოიცვალა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი მისთვის მისისიპიზე, გემის ლოცნმანობა იყო. აქ მან ბევრი რამ ისწავლა, უდიდესი ცხოვრებისეული გამოცდილება მიიღო. „ლოცმანობის დროს პირადად გავეცანი და ურთიერთობა მქონდა ადამიანთა ტიპის ყოველ ნაირსახეობასთან“ წერდა იგი შემდგომში. მისი მეტსახელი, Mark Twain სწორედ ლოცმანობის დროინდელი ტერმინია. კლემენსი ამტკიცებდა, რომ „მარკ ტვენის“ ფსევდონიმი ახალგაზრდობაში სამდინარო ნავიგაციის ტერმინებიდან აიღო. როცა ის ლოცმანი იყო, ტერმინით „მარკ ტვენი“ აღნიშნავდნენ მინიმალურ სიღრმეს. რაც საკმარისი იყო სამდინარო გემების გავლისათვის (2 საზღვაო საჟენი, ანუ 365,76 სმ). მაგრამ არის მეორე ვერსიაც: თითქოს ეს ფსევდნიმი კლემენსს დასავლეთში გატარებული მხიარული დღეებიდან უნდა ახსოვდეს. იქ ამბობდნენ „მარკ, ტვენ!“ როცა ორმაგ ვისკის მიირთმევდნენ, არ სურდათ მაშინათვე გადაეხადათ. ამიტომაც ბარმენს სთხოვდნენ ანგარიშზე ჩაეწერა დანახარჯი. ფსევდონიმის არჩევის რომელი ვარიანტი უფრო მართებულია ––უცნობია. მარკ ტვენის გარდა კლემენსმა ერხელ 1896 წელს „ბატონ ლუი დე კონტეს“ (ფრ. Sieur Louis de Conte) ხელმოწერითაც ისარგებლა.

გემზე მას მუდამ თან ჰქონდა წიგნაკი, სადაც იქ მოსმენილ თუ თავს გადამხდარ ამბებს, სკეტჩებს, ანეკდოტებს ინიშნავდა. მაშინ იგი არც კი ფიქრობდა იმაზე, რომ ეს ჩანაწერები რაიმეში გამოადგებოდა. თვითონვე უთქვამს: „ლიტერატურა არასოდეს მიტაცებდა, არავითარი სურვილი არ მქონია მწერლობისა, მხოლოდ შემთხვევამ ამაღებინა ხელში კალამი, მწერალი შემთხვევით გავხდიო.“

მართლაც, როდესაც იგი ძმასთან, გაზეთში, მუშაობდა და მარკ ტვენის ფსევდონიმით დაახლოებით ასეთი შინაარსის განცხადებებს აკეთებდა:

„საშინელი უბედურება! ხუთასი კაცი დაიღუპა და უგზო-უკვლოდ დაიკარგა“

ქვევით კი, პატარა შრიფტით:

„ეს სათაური რომ ავაწყვეთ, რაღა თქმა უნდა იმედიც გვქონდა, რომ გამოვიყენებდით, მაგრამ რადგან ასეთი შემთხვევა ჯერჯერობით არ მომხდარა, მეტი რაღა დაგვრჩენია, – გაგრძელება იქნებაო“

მისი სტატიები რა თქმა უნდა მოკლებული იყო სერიოზულ აზრს და უბრალოდ, ხალხის გასაცინებლად იყო გამიზნული.

თქვენ თვითონ განსაჯეთ:

„თუ რვა კაცმა თორმეტი დღის განმავლობაში თხარა მიწა და მაინც ვერაფერი იპოვა, მაშინ რამდენი დღე უნდა თხაროს ოცმა კაცმა, რომ ორჯერ მაღალ მაჩვენებელს მიაღწიოს?“

ეს ამოცანა იმ დროს გამოქვეყნდა, როდესაც ამერიკაში „ოქროს ციებ-ცხელება“ მძვინვარებდა.

მან თავისი პირველი ნაწარმოები „ჯიმ სმაილი და მოხტუნავე ბაყაყი“ 1865 წელს, 30 წლის ასაკში დაწერა. ამ ნაწარმოებმა ხალხში უდიდესი სიმპათია დაიმსახურა, მას წლის საუკეთესო მოთხრობად აღიარებდნენ, მაგრამ ეს, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მწერალს არამც თუ უხაროდა, სწყინდა კიდეც. „ვერ გამიგია, რა ნახეს ამ მოთხრობაში?!“ სწერდა იგი დედას.

მაგრამ, აი 1876 წელს გამოქვეყნებული წიგნით იგი მართლაც კმაყოფილი იყო. ეს წიგნი გამოსვლისთანავე ბესტსელერად იქცა, მსოფლიოს მრავალ ენაზე ითარგმნა და მარკ ტვენს უდიდესი პოპულარობა მოუტანა.

ბეჩერ სტოუს „ბიძია თომას ქოხის“ შემდეგ არცერთ ამერიკულ მოთხრობას არ ღირსებია ისეთი დიდება, როგორც „ტომ სოიერის თავგადასავალს“. უფრო მეტიც, „ბიძია თომას ქოხი“ მხოლოდ ორი შილინგი ღირდა (იგულისხმება წიგნის იაფი გამოცემა), „ტომ სოიერის თავგადასავალი“ კი თექვსმეტი შილინგი.

ამის შემდეგ იყო „ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი“, რომელიც ფაქტობრივად „ტომ სოიერის“ გაგრძელებას წარმოადგენს, მაგრამ ის ათი წლის შემდეგ, 1885 წელს გამოიცა. ამ დროის განმავლობაში მარკ ტვენის ძალიან ბევრი ნაწარმოები გამოქვეყნდა (მას წესად ჰქონდა რამოდენიმე წიგნზე ერთობლივად მუშაობა), „უფლისწული და მათხოვარი“(1881), „იანკი მეფე ართურის ეზოში“(1894), „ოქროს ასაკი“(1873), „ტომ სოიერი საზღვარგარეთ“(1854) და სხვ.

მწერლის ცხოვრება სავსე იყო ბედნიერებითა და უბედურებით, სიხარულითა და იმედგაცრუებით…

1807 წელს, როდესაც იგი ევროპას სტუმრობდა, გაიცნო თავისი მომავალი მეუღლე, ოლივია ლენგდონი. მათ სამ წელიწადში, 1870 წელს იქორწინეს. ამავე წელს მათი პირველი ვაჟი, ლენგდონ კლემენსი დაიბადა, მაგრამ იგი ორი წლის ასაკში, დიფტერიისაგან დაიღუპა.

ლენგდონის შემდეგ მათ კიდევ სამი ქალიშვილი, სიუზენი(1872), კლარა(1876) და ჯეინი(1880) შეეძინათ.

სამუელ კლემენსმა თავისი ნაწარმოებებით არა მარტო სახელი, არამედ საკმაოდ დიდი სიმდიდრეც მოიხვეჭა. 1873 წელს მან ჰარტფორდში 19 ოთახიანი სასახლე აიშენა და ოთახები Louis ComforT Tiffany & Associated Artists მოახატვინა, მაგრამ მას შემდეგ, რაც მისი შვილი, სიუზი სწორედ ამ სახლში, მენინგიტისაგან გარდაიცვალა, მწერალი იქ აღარ მისულა.

სწორედ ჰარტფორდში მდებარეობს მისი სახლმუზეუმი.

მარკ ტვენი ბევრს მოგზაურობდა. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ბიზნესში ინვესტიცია ჩადო და გაკოტრდა. მან ვალების გადასახდელად მთელ მსოფლიოში ლექციების კითხვა დაიწყო.

1903 წელს ნიუ იორკში მისი მეუღლე, ოლივია ავად გახდა. ისინი იტალიაში გაემგზავრნენ, სადაც იგი 1904 წელს გარდაიცვალა. ამის შემდეგ მწერალმა რამოდენიმე საცხოვრებელი ადგილი გამოიცვალა. ჯერ ნიუ-იორკი, შემდეგ – რედინგი „სტრომფილდის“ სახლი, სადაც მისი შუათანა ქალიშვილი დაქორწინდა რუს მუსიკოს იოზიფ გაბრილოვიჩზე 1909 წელს.

იმავე წლის 24 დეკემბერს მისი კიდევ ერთი ქალიშვილი, ჯეინი გარდაიცვალა, ხოლო ოთხი თვის შემდეგ, 1910 წლის 21 აპრილს კი სამუელ ლენგორნ კლემენსი, იგივე მარკ ტვენი 74 წლის ასაკში გამოეთხოვა წუთისოფელს. სიკვდილამდე ერთი წლით ადრე მან განაცხადა „მე 1835 წელს კომეტა გალეისთან ერთად მოვედი, ერთი წლის შემდეგ ის ისევ დაბრუნდება, და მე მასთან ერთად წასვლას ვაპირებ.“ ეს ასეც მოხდა…

თავისი ხანგრძლივი მოღვაწეობის განმავლობაში მარკ ტვენი გახდა არა მარტო ამერიკის საუკეთესო მწერალი, არამედ მისი უსაყვარლესი და ყველაზე ცნობილი მოქალაქე.

წყარო: გიორგი გოგუა. დ.ჩხოროწყუს I საჯარო სკოლა


Responses

  1. magari kaci )))

  2. როგორ მიყვვარრრრსსს :))

  3. magari kacia magaze unda amovitsero davaleba


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Categories

%d bloggers like this: