Posted by: burusi | 29/06/2010

თამაზ ჭილაძე – “ცრემლიანი თვალით” (რევაზ ინანიშვილი)

რეზო ინანიშვილი

რევაზ ინანიშვილი – Revaz Inanishvili (1926 – 1991)

თამაზ ჭილაძე – Tamaz Chiladze (1931)

“ცრემლიანი თვალით”

ზოგიერთი რამ, რასაც ამჟამად ვწერ, მის საფლავთან უნდა მეთქვა, თხუთმეტი წლის წინ, თოვლიან დღეს, დიდუბეში, როცა თბილისში შიში იყო ნისლივით ჩამოწოლილი და ქუჩის გადაღმა ავტომატებს ისროდნენ.
გამოუთქმელი სიტყვები ქვებივით ჩამრჩა მახსოვრობაში, არადა, სიტყვა თუ კი რამეს არა ჰგავს, უპირველეს ყოვლისა, ქვას _ გადამფრენი ჩიტივითაა. პაწაწინა, მართლაც რომ ჩიტივით არსებას, ღმერთმა ამქვეყნად ყველაზე ურთულესი და უგრძესი მარშუტი დაუდგინა _ ერთი ადამიანიდან მეორე ადამიანამდე. Aამ დიადი გადაფრენის ჟამს არ არსებობს ზღუდე, რომლის გადალახვაც მას არ შეეძლოს. და ვიცით, რომ ჩვენი ხმა, ჩვენი სიტყვა იქ, ჩვენს ბოლო, მარადიულ სასუფეველშიც არ ესმით…

* * *
ჩვენ მეგობრები არ ვყოფილვართ, ამ ცნების პირდაპირი, ვიწრო გაგებით, ურთიერთსიმპათია კი აშკარად გვქონდა. თითქმის ერთად შევხსენით მძიმე ალაყაფი იმ ახალი სამყაროსი, რასაც მწერლობა ჰქვია. ღრიჭოდან მორიდებით შევიხედეთ იმ ?სამოთხეში?, რომელიც მერე, როგორც ყველგან და ყოველთვის, ჯოჯოხეთი აღმოჩნდა, ანუ მწერლის ტრადიციული და ნორმალური ადგილსამყოფელი, მაგრამ ჯოჯოხეთზეც უარესი რომ ყოფილიყო, მაინც სწორედ იქ და არა სხვაგან ვისურვებდით ყოფნას.
ორი ცხოვრება ჰქონდა, ერთი მის საყვარელი ოჯახი იყო, მეგობრები, საზოგადოება, სამსახური, მეორე კი მისი მიერვე გამოგონილი, თავშესაფარივით საიმედო ქვეყანა. იქ გრძნობდა თავს თავისუთლად, ლაღადაც კი, რამდენადაც იქ ითქვამდა სულს ყოველდღიური ერთფეროვნებისგან შეწუხებული. Aამავე დროს, ეს გამოგონილი სამყარო ძალიან მოგვაგონებდა ჩვენი სამშობლოს ერთ_ერთ უძვირფასეს კუთხეს _ კახეთს, ფერით, ხმით ადამიანთა ხასიათებისა თუ მეტყველების თავისებურებით, მაგრამ, რასაკვირველია, კახეთი არ იყო. არათუ კახეთი, არც სოფელი ეთქმოდა და რაც ქალაქი, უფრო წუთისოფელი შეეფერებოდა სახელად, რომლის ?მღვრიე? წყალიც მისი შთაგონების Fფესვებს გულუხვად ასაზრდოებდა კიდეც. ცხოვრება ?ერთი წამისად? ჰქონდა წარმოდგენილი, ოღონდ ამ წამში ადამიანური ?ყოფნა-არყოფნის? უსაზღვროება იგრძნობოდა და, ამასთანავე, ამ უსაზღვროებით აღტაცება, გაოცება, შეშფოთებაც კი. Aამიტომაც, თუნდაც, ეკლესიასტეს ცნობილ ფრაზას: ?ყველაფერი მიწისგანაა და ყველაფერი მიწად იქცევა?, სიცოცხლის მარადიულ წრებრუნვად მიიჩნევდა: ?მე უკვე მიწა ვარ, ჩემთვის ჩაყუჩებული მიწა _ როგორც არ უნდა დამფშვნა, სადაც არ უნდა ჩამყარო, მოვა ღრუბელი, მომიტანს წვიმას და აღმოვაცენებ ბალახსა და შრიალა ფოთლებს?. ეს არის მიწა, როგორც სიცოცხლის სუფსტანცია, ანუ მიწა, როგორც მარადისობა. Aამ დროს ვაჟას გენიალური მეტაფორის სეისმოლოგიური ბიძგებიც კი იგრძნობოდა?…
მწერლის ხარბი, უძირო თვალები ოცნების ოპტიკურ ძლევამოსილებას ცხადყოფენ. ხედავს ყველაფერს, რითაც მისი სამყარო ასე სავსეა, თუნდაც ?ქვებს შორის ამობზინებულ ბალახს?, ?ფიჩხაკიდებულ სახედრებს?, ?საქონლის ჩლიქებით აჭიჭყნილ გზას?, ?ფეხების ფლატუნით მიმავალ მოხუცს?, ღვინის გამყიდველის ?წვერში თითებწაჭერილ რეზინის მილს?, ?ფაცაფუცა ხეებს?, ?შემოდგომის წვრილ, გაგრძელებულ წვიმას?, ?ლურჯად შეღრმავებულ ცას?, ირმის ?შუაზე გაყოფილ ნაფეხურებს?, ?ხმელ ფოთლებსა და ბალახებზე რბილი, რბილი თათებით მომავალ სიბნელეს?, ?შემზარავი გუგუნით? მოახლოებულ გაზაფხულს და ეს ყველაფერი მისი მახსოვრობის უფსკრულიდან ამოდის, ოცნებას ამოაქვს მზეზე, მარადიული სიახლით ეფინება, ლაგდება მის ირგვლივ და ისიც ?სადღაც შორეული მოგზაურობიდან მობრუნებულივით უყურებს ყველაფერს?. ეს ?სხვა თვალზე ნანახი სამყაროა?, ჩვენმა დიდმა წინაპარმა რომ იხილა ერთხელ და მემკვიდრეობით განძივით გადმოგვცა. ოღონდ, ეს საკვირველი წამი, ქვეყნის სხვა ანუ ოცნების თვალით დანახვა, მოულოდნელი შემონატრებით, თვალისმომჭრელია და ყველას როდი შეუძლია ტკივილადგარდაქმნილი-შუქის ატანა. Eეს შუქიც ისევე მტკივნეულია, როგორც მწერლის მიერ მოსმენილი ?არაამქვეყნიური ხმები?. ?ღმერთო?. . . რატომ გვსჯი ესოდენ მკაცრად? ? ო, დაიჩივლა კიდეც ერთხელ. ღმერთოო! მართლაც, სხვას ვის უნდა მოუხმოს მშველელად მწერალმა, როცა ქაღალდზე სიტყვებით შენიღბულ ცრემლის იეროგლიფს ხატავს! აკი, თვითონაც თქვა, არ ვიცი ჩემი მოთხრობები ?როდის ან რის მიხედვით შეკოწიწდა ჩემი ცხოვრების ბურუსით მოსილ გზაზე??ო.
ფერეიდანში ამბობენ: ?ზღვას თვალცრემლიანი გასცქეროდა? ? რატომღაც დიდი რომაელი პოეტის ეს სიტყვები გამახსენდა, როცა რევაზ ინანიშვილის მოთხრობებს (კინაღამ დავწერე _ ლექსებს-მეთქი) ვკითხულობდი. აქ ყველაფერი ცრემლიანი თვალითაა დანახული, ცრემლის პრიზმაშია გატარებული ის, რაც ჩვენს წინაშე ასე გულუხვადაა გადმოფენილი. ცრემლი არა მარტო თანამდევია ამ მოთხრობებისა, არამედ ერთგვარ განმსაზღვრელ შტრიხად თუ ნიშნად გვევლინება. ჩრემლიანი თვალითაა დანახული ჩამავალი მზის ?ტკბილი სხივები?, მოგუგუნე გაზაფხული, ბურუსიანი ზამთარი თუ შემოდგომა, რომელსაც ერთმა ფრანგმა მწერალმა ?ბუნების ოქროსფერი კვდომა? უწოდა, რაც საოცრად მიესადაგება ინანიშვილის ონტოლოგიურ განწყობილებების. ცრემლი თითქოს პოეტური აღქმის ის საიდუმლო ელემენტია, რომლისგანაც იბადება… სასწაული! ?ჩვეულებრივი თავისთავად, უკვე სასწაულია?-ო, თქვა კაფკამ და სწორედ ჩვეულებრივობის სასწაულმოქმედების მოწმენი ვხდებით ინანიშვილის მოთხრობებში. მისთვის შეიძლებოდა ჯადოქარიც კი გვეწოდებინა, უფრო მნიშვნელოვანი წოდება რომ არ ჰქონოდა განგებისგან მინიჭებული – მწერალი იყო და თანაც დიდი! თუმცა კაცმა რომ თქვას მწერლობაც თავისთავად ჯადოქრობაა, რამდენადაც ახალი სამყაროს ილუზიას ქმნი, აქამდე სრულიად უცნობი ქვეყნის მკვიდრებად გვაქცევს ყველას.
ცრემლი, ბურუსი, ?საგნობრიობამდე გამკვრივებული სევდა?- ეს სამი თითქოს, მართლაც, იმ ქვეყნიდან შემოფრენილი ჩიტი დაბუდებული მის მითხრობებში და მიუხედავად სიცოცხლის თავბრუდამხვევი ხმებისა, თითქოს ფლამანდიელი მხატვრის მსუყე ფუნჯით დახატული კახელების ლხინი იქნება ეს თუ მთიბავის შრომა, ტყიდან ურმით შეშის გამოტანა თუ ვენახში ფუჩეჩის მოჭრა, ანუ ყოველდღიური ბრძოლა იმ ადამიენებისა, რომლებზედაც უთქვამთ, ლოგინში მხოლოდ იმიტომ წვებიან, რომ დაიხოცნონო, ყველაფერში მაინც ცრემლის პაწაწინა ცრემლი ბრწყინავს, თითქოს ყველა ერთნაირად ? დიდიცა და პატარაც ? გრძნობს, რომ ?დარდის ღრუბელი დადის ქვეყანაზე? და თანაც ?არავის აფიქრებს ? იმ ბურუს იქით რაა?. Aიმ უცნაურ ბურუსში ზოგჯერ სასოწარკვეთილების ლანდიც გაკრთება და სენიც, წვიმით კი არა, ტალახიტ კი არა, ?უხილავი წვიმის? ჟინჟღლით კი არა, თვითონაც არ ვიცი, რითი გაბეზრებულს. Gგამწარებულს, ?გაუჩვეველი ხელებით გიჭირავს თოკი, დაფაციცებული სწავლობ, როგორ კეთდება ყულფი?. ნამცეცა, თითქოს საგანგებოდ მიფუჩეჩებული პასაჟი მთელ მის შემოქმედებას ადამიანური, ნაღვლიანი შუქით ანათებს. სასოწარკვეთილების ბურუსიდანაა ამოწვერილი ეს, მართლაც რომ დარდის ღრუბლის ნაფლეთი: ? თოვს. თეთრად გადაფიფქულ შავი ადამიანების ბრბოს დაღუნული თავების მაღლა ციმციმით მიაქვს კუბო, რომელშიაც წევს ტრაგიკულად დაღუპული ორმოცი წლის ლამაზი ფერმკრთალი ქალი. ძველებური ჭიშკრის წინ გადმომდგარა ჯოხზე დაყრდნობილი, ქუდმოხდილი, დალეული, დამუმიავებული ბერიკაცი და შეძრწუნებული ხმით იძახის:
_ ეგ როგორ მოიდიხარ, გოგო?!?
მიუხედავად იმისა, რომ სიტყვა ?ფერმკრთალი? ამ პაწია მარგალიტში აშკარად ჩარჩენილი ხარვეზია, მაინც თამამად შემიძლია ვთქვა: ნებისმიერი ქვეყნის დიდი მწერალი მოაწერდა ამ ეტიუდს ხელს, თუკი, რასაკვირველია, შეძლებდა მის დაწერას . . .
თოვლი უყვარს ძალიან, თოვლის ცქერა, თოვლში სიარული. თოვლიდან იბადება ხშირად მთელი მოთხრობის განწყობილება, თოვლი მუსიკალური აკომპანიმენტივით ამძაფრებს ან ანაზებს ისედაც იდუმალებით მოსილ სურათს. მოუსმინეთ_განა მართლაც მუსიკასავით არ ჟღერს _ ,,დათოვლილი ტყე თითქოს ფიქრიან ბურუსს წაეღო სადღაც შორს…?! რატომღაც ელენე ახვლედიანის თოვლი გამახსენდა, თელავის, სიღნაღის თოვლიანი პეიზაჟები, ისეთივე მეტყველი და ცოცხალი, ისეთივე ფერისა, როგორითაც ცაში იბადება, მხატვარი თოვლს უბიწობას უნარჩუნებს თითქოს.
ინანიშვილის მოთხრობა თითქოს თავისივე პოეტურ სიმყუდროვეშია გარინდებული და განაბული, როგორც ?წვიმის ქვეშ ჩაყუჩებული იორი?, მაგრამ ზოგჯერ იმდენად დინამიურია, შეიძლება კინემატოგრაფიაც კი გაგვახსენდეს, კინემატოგრაფიული სიცხადე, მაგრამ თანდათანობით აშკარა ხდება, კინემატოგრაფია უძლურია არა მარტო ასე ზუსტად გადმოგვცეს, არამედ ჩვენც განგვაცდევინოს, თუნდაც, ადამიანის გაუწონასწორებელი, გაუთვითცნობიერებიელი ქცევების ალოგიკური სიმართლე, რითაც ასე გამოირჩევა მისი ერთ-ერთი შედევრი ?ლამაზი ქალი? ინანიშვილის მოთხრობაში, მოჩვენებითი უბრალოების იქით, ოცნებისამარა დარჩენილი ადამიანის სიმარტოვესაც ვგრძნობთ. ტყუილად როდი მეორდება, ათასნაირად სახეშეცვლილი, ერთი ძირითადი საყრდენი ფრაზა: ? თითქოს…
გაჰქცეოდეს და ვერ პოულობდეს საკუთარ თავს?!
აი, ამ დროს ჩნდება ცრემლი!
ამ ცრემლიანი თვალით მწერალი უფრო მეტს ხედავს, ვიდრე ნებისმიერი ჩვენგანი. Eეს უპირატესობა კი არა, უბრალოდ საქმედ გარდაქმნილი თვისებაა _ დანახვა და დამახსოვრება! თვალით თითქოს სინამდვილის ასოს იღებს და ინახავს კიდეც ყველაზე საიმედო სეიფში, რასაც მახსოვრობა ჰქვია. ოღონდ, ეს დანახულიც და დამახსოვრებულიც, უცნაურად გარდაქმნილი გვევლინება, როგორც კი მის ფურცელზე გადატანას იწყებს. Fფურცელი ნელა და წვალებით ივსება. ბევრი რამ არ არის ამქვეყნად ისე ბნელი. როგორც ცარიელი ფურცლის შევსება. მაგრამ ხდება ისიც, რომ თითქოს სრულიად მოულოდნელად, თავისით, უეცრად, თითქოს ქვესკნელიდან, ამოსკდება, ამოანათებს აქამდე უცნობი, თითქოს ტანჯვით კი არა, შემთხვევით აღმოჩენილი მატერიკი, რომელსაც რეალური ყოფის ნიშნებიღა შერჩენია, მხოლოდ იმას რომ გვაუწყებენ, ეს ახალი სამყარო სად იწყება და სად მთავრდება. Mმაგრამ მთავრდება კი? სინამდვილიდან დაბადებული, უკვე ირეალური მოვლენების სფეროს ეკუთვნის, მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრებისეული ზუსტი დეტალების წყალობით, საიმედოდაა დაბმული მიწაზე, აეროსტატივით. ინანიშვილის შემოქმედებაში ამ ირეალური ?სხვა ქვეყნის? თითქმის ფიზიკური არსებობის რწმენას პოეზიისა და პროზის თანამშრომლობა თუ შეუღლება ქმნის. იქიდან მოფრინავენ ?ბავშვების ნახატივით? უცნაური, ვეება ფრინველები, ანდა ყვავად ქცეული კაცი, თუ პირიქით, კაცად ქცეული ყვავი. იმ ?სხვა? ქვეყანაში, ?ფოთლებისა და სხივებს შორის… ქისასავით ჰკიდია მოლაღურის ბუდე, შიგ დედა მოლაღური ზის, ისიც მზის ფერი და ისიც აქანავებული. Qქანაობს და ხანდახან მოწყენილობისგან თუ ამოიძახებს: ნათლიჯალაბო! _ რა გნებავთ?! _ გამოსძახებს მეორე მხრიდან სხვა მოლაღური, _ ერთი პური გვასესხე!? და გრძნობ, როგორ აწვება მწერალს ყელში ცრემლისგან პურის მარცვალივით გაფუყული, გაღვივებული სიტყვა, როგორ უნდა, როგორმე სწრაფად ამოთქვას, ამოიღოს სულის ფსკერიდან ეს მტანჯველი და ნეტარი შუქი. Mმაგრამ სიტყვაა კი ეს, ნუთუ ესეც ჩვეულებრივი სიტყვებითაა დაწერილი _ ?შავად ატალახებულ გზაზე ჭაღარათმაგაწეწილი, წელში მოხრილი, გაცინებული ოჩოპინტრე მიაბიჯებს. Gგზის პირებზე ძაღლები იჯაგრებიან, იღრინებიან. ოჩოპინტრე რაღაცას მიტუტუნებს, _,,ტუი, ტუი, ტუი…? ის, ერთდროულად Aშეიძლება სოფლის გიჟიც იყოს და ნადირთა მფარველიც, ანდა ორივე ერთად, რადგან დღევანდელ, დაუნდობლობისა და განუკითხაობის ჟამს, შეშლილები თუ დაიფარავენ, თუნდაც, იმ ხარირემს, რომლის გამოჩენასაც სადღაც დათოვლილ ტყეში, ნეკერჩხლის უკანასკნელი წითელი ფოთოლი ელოდება.
ბუნება სიცოცხლის ოკეანეა. Aაქ სიკვდილი არ არსებობს. Gგანა ვინმეს უკითხავს ასაკი, თუნდაც, იმ დედაბრებისა, წარსულის აკლდამისა თუ მუზეუმის მცველებივით რომ ჩამომსხდარან ჭიშკრებთან? ისინი მარადიული არსებანი არიან. ორღობეში ერთმანეთს შეწებებულ შეყვარებულ ქალ-ვაჟს ტაბურეტსაც კი გამოუტანენ ხოლმე, ?ფრთხილად გადაჰკრავენ შავი წინსაფრის კალთას? და ეტყვიან: ?დასხედით, შვილებო, დაიღლებით ეგრე?. და კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით _ სიტყვას შეუძლია გაგრძნობინოს ის იდუმალი წუთი, როცა შენ კი არა _ ყოველდღიური ჯაფით ქანცგაწყვეტილი, დაყრუებული არსება _ არამედ შენი სული უსმენს თავისივე ხმას . . .
ზოგჯერ ვფიქრობ, ის შუქიანი, მართლაც რომ დიდი ადამიანური სიკეთე, რომლითაც განათებულია რევაზ ინანიშვილის მთელი შემოქმედება, ვაჟამ პურივით მოუტეხა და უწილადა – მეთქი . . .

* * *
თითქოს იმავე თიხით იყო მოზელილი, როგორც მთელი კახეთი _ ქვევრი, ჯამი, დოქი, ხელადა, ოღონდ, ცეცხლში კი არა, მზეში იყო გამომწვარი, ხაშმის მზეში, ედო კიდეც მისი ფერი. შეკრული იყო პატარა, მოდარაჯე კოშკივით, როგორიც კახეთში თითქმის ყოველ ნაბიჯზე შეგხვდებათ.
ლაპარაკობდა დინჯად, მოზომილად, თითქოს უხილავ კრამიტებს აწყობდა ჩვენს ზევით, უხილავ სახურავზე. მის სიტყვას მართლაც კრამიტის სიმძიმე და საიმედოობა ჰქონდა.
რატომღაც უცებ კვეტარას ლურჯი კრამიტი გამახსენდა _ თითქოს ანგელოზის ცრემლისგან გაჩენილი. . .

თამაზ ჭილაძე
2005წ.


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Categories

%d bloggers like this: