Posted by: burusi | 18/06/2010

მილან კუნდერა

მილან კუნდერა – Milan Kundera (1929)

მილან კუნდერა 1975 წლიდან საფრანგეთში მოღვაწეობს, 1981 წლიდან კი იგი საფრანგეთის მოქალაქეა. იგი დაიბადა ლუდვიკ კუნდერას ოჯახში, რომელიც თავის დროზე დიდი ჩეხი კომპოზიტორისა და პიანისტის, ლეოს იანაჩეკის მოსწავლე იყო. მამის გავლენით მილან კუნდერა პიანინოზე დაკვრას ადრეულ ასაკში დაეუფლა. შემდგომში იგი სერიოზულად სწავლობდა მუსიკას, რამაც საბოლოოდ დიდი გავლენა იქონია მის მთლიან შემოქმედებაზე. 1948 წელს ბრნოს საშუალო სასწავლებლის დასრულების შემდეგ მილან კუნდერა სწავლას კარლის უნივერსიტეტში აგრძელებს, სადაც იგი ლიტერატურის და ესთეტიკის შესწავლას იწყებს, ორი სემესტრის შემდეგ კი მას საბუთები კინოაკადემიაში გადააქვს, სადაც იგი საწყის ეტაპზე რეჟისორობისა და სცენარისტობისათვის ემზადება. 1950 წელს იგი დროებით იძულებული გახდა შეეწყვიტა სწავლის პროცესი პოლიტიკური მიზეზების გამო. სწავლის დასრულების შემდეგ, 1952 წელს კი იგი კინოაკადემიაში იწყებს მუშაობას მსოფლიო ლიტერატურის მასწავლებლად.

კუნდერა მიეკუთვნებოდა იმ ჩეხი ახალგაზრდების რიცხვს, რომელთაც საკუთარ თავზე გამოსცადეს მეორე მსოფლიო ომის ძნელბედობის ჟამი, რამაც მათ ცნობიერებაში რეალობის შავ–თეთრი ხედვა დაამკვიდრა. ამ გარემოებებმა მილან კუნდერა მარქსიზმამდე და კომუნისტურ პარტიაში გაწევრიანებამდე მიიყვანა. 1948 წელს ჩეხოსლოვაკიის კომპარტიაში წევრიანდება, 1950 წელს კი, იგი და ჩეხი მწერალი, იან ტრეფულკა ანტიპარტიული ქმედებებისათვის კომპარტიის რიგებიდან გარიცხეს. შემდგომში ეს ინციდენტი ტრეფულკამ აღწერა ნოველაში “ისინი ბედნიერები იყვნენ”, 1962. კუნდერამ კი თავისი ცხოვრების ეს ეპიზოდი მისი რომანის, “ხუმრობის” ლეიტმოტივად გამოიყენა. მილან კუნდერა 1956 წელს დააბრუნეს კომუნისტურ პარტიაში, თუმცა 1970 წელს მან მეორედ განიცადა პარტიიდან გაძევება. მილან კუნდერა, მრავალ ჩეხ მსახიობთან და მწერალთან ერთად, ჩართული იყო 1968 წელს პრაღაში მომხდარ ხავერდის რევოლუციაში, ხანომკლე ოპტიმიზმი 1968 წლის აგვისტოში, წითელი არმიის მიერ ჩეხოსლოვაკიის ექსპანსიით დასრულდა.

მის პირველ რომანში, “ხუმრობა” მილან კუნდერამ ტოტალიტარიზმის სატირული მხარე აღწერა კომუნისტური მმართველობისი დროს. საბჭოეთისა და 1968 წელს წითელი არმიის ჩეხეთში შეჭრის კრიტიკის გამო, მწერალი შავ სიაში მოხვდა და მისი რომანები მის სამშობლოში აიკრძალა. 1975 წელს კუნდერა საფრანგეთში გაიქცა. 1979 წელს საფრანგეთში ყოფნისას კუნდერამ რომანი “სიცილი და დავიწყება” დაწერა, რომელიც მოგვითხრობს თუ როგორ ებრძოდნენ ყველა საშუალებებით ჩეხეთის მკვიდრნი საბჭოთა რეჟიმს.

1984 წელს მილან კუნდერას ყველაზე აღიარებულმა ნაწარმოებმა, “ყოფიერების აუტანელმა სიმსუბუქემ” იხილა დღის სინათლე. რომანი მოგვითხრობს ორი ჩეხის, ტერეზას და ტომაშის სიყვარულის ამბავს, საბჭოთა ოკუპაციის დროს. 1988 წელს ფილიპ კაუფმანმა ამ რომანის ეკრანიზაცია გადაიღო, სადაც მთავარი როლები ჟულიეტ ბინოშმა და დენიელ დეი–ლუისმა შეასრულეს. 1990 წელს მილან კუნდერა ახალი რომანით წარსდგა მკითხველთა წინაშე, “უკვდავება” ასე ეწოდებოდა რომანს, რომელმაც მილან კუნდერა თანამედროვე ფრანგული ლიტერატურის კორიფედ აქცია.

კუნდერა დაჟინებით იმეორებს რომ იგი რომანისტია და არა პოლიტიკური დისიდენტი მწერალი. პოლიტიკის თემა მის ბოლო რომანებში საბოლოოდ ქრება და მწერალი ფილოსოფიაზე და კოსმოპოლიტიზმზე ამახვილებს ყურადღებას. მილან კუნდერას სტილი, ფილოსოფიური გადახვევებით გაჯერებული, შთაგონებულია რობერტ მუზილის რომანებით და ფრიდრიხ ნიცშეს ნაწარმოებებით,

პერსონაჟების აღწერის დროს მილან კუნდერა ე. წ. “ფსიქოლოგიური რეალიზმის” ტექნიკას იყენებს. იგი უფრო დიდ ყურადღებას მისი პერსონაჟების მენტალურ პროცესებს უთმობს, ვიდრე მათ გარეგნობასა და ხასიათს. მისი რწმენით ეს სრულებით ზედმეტია, რამეთუ მკითხველის წარმოსახვა კითხვის პროცესში ავტომატურად ავსებს მწერლის მიერ შეგნებულად დატოვებულ ცარიელ ადგილებს.

ბიბლიოგრაფია

  • ხუმრობა, 1967
  • სასაცილო სასიყვარულო ისტორიები, 1960
  • სიცოცხლე სადღაც იქ არის, 1969
  • ჟაკი და მისი ბატონი, 1975
  • გამოსათხოვარი ვალსი, 1976 (ქართულად თარგმნა პაატა ჯავახიშვილმა, 2004)
  • სიცილისა და დავიწყების წიგნი, 1979
  • ყოფიერების აუტანელი სიმსუბუქე, 1984
  • რომანის ხელოვნება, 1985
  • უკვდავება, 1990
  • დაღალატებული აღთქმები, 1992
  • სიზანტე, 1992
  • პიროვნულობა, 1998
  • უმეცრება, 2000
  • ფარდა, 2005

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Categories

%d bloggers like this: