Posted by: burusi | 10/05/2010

გიო არაბული – “გვახსოვს მამები მკვდრებს მარხავდნენ, საფლავებს თხრიდნენ….”

თეთრი ფარა, მხატვარი თენგიზ მირზაშვილი

გიორგი არაბული – Giorgi Arabuli

“გვახსოვს მამები მკვდრებს მარხავდნენ, საფლავებს თხრიდნენ….”

გვახსოვს მამები მკვდრებს მარხავდნენ, საფლავებს თხრიდნენ,
ჩვენ კი პატარებს ყველაფერი ძლიერ გვიკვირდა,
თავშლიანები დასტიროდნენ, დედები იდგნენ,
მხედრები ცხენებს ამზადებდნენ და ჩვენ მინდვრიდან
ვუთვალთვალებდით. ვივიწყებდით გარდაცვლილს. ხალხი
მიუჯდებოდა გრძელ მაგიდას მერე კი სვამდნენ,
ჩვენც იმათ გვერდით გავიზარდეთ დიდები გავხდით
და წამოვდექით როცა ჩვენი მამები ადგნენ.
ბებიის კალთის ჯიბეებში სულ იყო ვაშლი,
ვერ დავივიწყეთ მისი გემო გვსურდა ყელამდე
ამოგვეტენა მუცლები და მეზობლის ბავშვი
ჩვენთან რჩებოდა, მისი დები მუდამ ღელავდნენ.
ვერ დავივიწყეთ ცრურწმენა, რომ ურნატის მოკვლა
გამოიწვევდა დედის სიკვდილს ანდა პირიქით
დასჭირდებოდა ვიდრე პაპას საწოლში მოვლა,
ჩვენც მასთან ერთად დავდიოდით, მასთან ვიდექით
როცა სტუმარი ეწვეოდა, როცა გამვლელი
შემოვიდოდა. ჩვენც ვიჯექით ხშირად მთვრალებთან,
ნაჭრევი ჰქონდა პაპას ყელთან ერთი მტკაველი
სიკვდილის პირას ჩვენი შუბლი ძალას ჰმატებდა.
ვერ დავივიწყეთ ბებია რომ ითვლიდა დღეებს,
როდესაც მამა წავიდოდა ჩვენი სოფლიდან,
ძმები ცულებით მივდიოდით, მოვჭრიდით ხეებს,
მთელი ზამთარი სამი ხე და ფიჩხი გვყოფნიდა.
ვერ დავივიწყეთ ბებიები როცა ბოსლიდან
გამოდიოდნენ, სულ რაღაცას ელოდებოდნენ,
ერთ გაზაფხულზე ის “რაღაცა” მათთან მოვიდა,
ჩვენც გვეშინოდა, ვარსკვლავები როცა წყდებოდნენ
ჩვენს სოფლის ზეცას… და მამები ბოლოჯერ თხრიდნენ
სასაფლაოზე შავ საფლავებს, კრთებოდნენ წლები,
დედები ისევ ცრემლიანი თვალებით იდგნენ,
ბალახდებოდა ბილიკები და სოფლის გზები…
არაგვის გვერდით გავიზარდეთ, დიდები გავხდით,
ვერ გავამაგრეთ, ჩავანგრიეთ ბავშვობის ხიდი,
ვმარხავდით მკვდრებს და აკლდებოდა ჩვენს სოფელს ხალხი,
მერე კი ერთად ჩვენ მამების საფლავებს ვთხრიდით.


Responses

  1. მადლობთ.ამ ლექსმა გადამისროლა იმ დროში და ბალახით დაფარულ იმ ბილიკებში სიღრმეში თითქოს ჩემი ნატერფალიც შევნიშნე.ისე, არაგვიც ჩემი ბავშვობის ლაღ დღეებს მახსენებს.

  2. gaixaredzmaa magari leqsebi gaqq

  3. saocari leqsia…damzapra….


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Categories

%d bloggers like this: