Posted by: burusi | 14/04/2010

იოსებ ნონეშვილი – “ღმერთი და ხელები”

კავკასია

იოსებ ნონეშვილი – Iosif Noneshvili (1918 – 1980)

“ღმერთი და ხელები”

მაღალ ტახტრევანზე იჯდა მამაღმერთი,
თეთრი ღრუბლები ეწყო ბალიშებად,
მყინვარი შანდლად ედგა,
შიგ მზე სანთლად ენთო
და ხალხს ელვის კვერთხით სურვილს ანიშნებდა.
წყალობა უფლისა თურმე ყველას მისწვდა,
მიწის ყველა მკვიდრი თავისთან შეჰყარა,
გაშლილ ხელისგულზე ედო დედამიწა,
რომ კაცთა მოდგმისთვის გაეყო ქვეყანა.

მის წინ რიგში იდგენენ ზანგნი თუ არაბნი,
ფრანგნი თუ… ვინ მოსთვლის ღვთის ნებას მინდობილთ.

ზoგს ველი არგუნა, ზოგს მთების ქარაფი,
ზოგს ცხელი უდაბნო, ზოგს ვრცელი მინდორი,
ზოგს მთა მოუწია, ზოგს მთის კალთები.
უფლის განაჩენი არ იყო სადაო.

მხოლოდ ამ გრძელ რიგში არ ჩანდნენ ქართველნი,
რიგი და ქართველი? სადან სადაო.

და როცა პირწმინდად დარიგდა მთა ბარი,
გოჯიც კი მიწისა არ დარჩა უბრალოდ,
უეცრად ჩვენები, სად იყვნენ სად არა,
წარუდგნენ და ჰკითხეს:
ჩვენ რა ვქნათ უფალო?

მიწის ამზომველნი სულს ძლივსღა ღაფავდნენ,
ფრიად დამაშვრალი ჩანდა თვით მეუფეც,
განცვიფრდა:
ვინა ხართ, სადა ხართ აქამდე?
მთელი დედამიწა გავყავი მე უკვე…

ქართველნი გახლავართ,
გავშალეთ ნაბდები …
შენი სადგეგრძელო თასები დავცალეთ,
რიგს ლხინი ვარჩიეთ, გაქეთ და გადიდეთ
და დაგვაგვიანდა ჰე ღმერთო მოწყალევ…
დავლოცეთ შენს მიერ შექმნილი სამყარო,
მეუფევ მაღალო!

და რადგან ეს მიწა ყველას გაუყავი,
ცუდი თუ კარგი კუთხე გაეცი მთლიანად.
რა უყოთ, ნუ სწუხარ, შენ კარგად იყავი,
ოღონდ დაგვიცალე ეს ერთი ფიალა!

…..ალპებად,
ანდებად,
თუ კავკასიონის მთებად,
აიწიენ წარბები შეკრული…

სად დაგაბინაოთ? – არ არის იოლი,
ასეთი ლამაზნი.
მამაცნი
ერთგულნი…
სულ ყველა გავეცი, ბილიკიც, ჭიუხვიც ,
მარტო დავიტოვე პატარა წალკოტი,
იქ კალთა დავბერტყე სიტურფის, სიუხვის,
საჩემოდ სამოთხის ხეხილით ვამკობდი,
მე ჩემთვის მინდოდა მზიური ქედები
და რადგან მიწის სხვა ნამცეციც არ არის,
ზეცაში ვიცხოვრებ…
ხოლო ეს ედემი -
თქვენთვის დამითმია.
დე, იყოს ალალი!

და ასე წაბრძანდა ღმერთი ცათა შინა,
და ჩვენ დაგვიტოვა ღვთიური მთა-ბარი,
მიტომ საქართველოს რა არ გააჩნია
ქუხს მისი სიტურფის,
სიუხვის ამბავი…


Responses

  1. dzaan magraiaaaaaaaaaaaa

  2. ratom arvin cers am leqss bolomde?

  3. magariaaaaaaaaaaaaaaaaaaaaa

  4. magaria magram bilomde ratom ar aris?

  5. ძალიან მიყვარს ნონეშვილის შემოქმედება :)) სხვა ქართველი პოეტებისგან გამორჩეულად :)) რაღაც უფრო ახლობელია ჩემთვის :) რაღაცნაირად “ჩემია” )))

  6. :) აუ ამ ლექსის სრული ვარიანტი არსად არ არის ხომ? :( :( :(

  7. ბევრი აკლია ამ ლექსს? სად ვნახოთ ეს ლექსი ბოლომდე იცით ვინმემ?

  8. ძაან მიყვარს ეს ლექსიიი

  9. არა ბოლომდეა ეს ლექსი არაფერი არ აკლია

  10. mec minda es leqsi bolomde istoriashi maqvs davaleba da wigni maqvs mezoblis magram dzlaian didia aq bolomde weria magram unda amovbechdo

  11. au am leqsis 3 tavi arsad ar aris raaa:(:(

  12. me vici amisi gagrdzeleba

  13. შეუნდოს იგივე უფალმა, ვინც ვითომ
    ქართველებს თავისი გვაჩუქა საუფლო,
    არ შურდა, ყოფილა ან მიეთმოეთი,
    არ ვიცი ლეგენდა ნაჩმახი სხვა უფრო.
    უფალ ღმერთს კი არა, თუ გინდათ მართალი,
    აქ კალთა ჩვენს მშობელს ხალხს დაუბერტყია
    და თუ საქართველო ასეთი რად არის,
    ქართველი გლეხკაცის ხელები გვეტყვიან.
    დახედეთ მის ხელებს დაკოჯრილს, დაშაშრულს,
    ხან დამწვარს, ხან დამზრალს, მზეში თუ ყინვაში…
    დახედეთ მის ხელებს… და გსურთ თუ არა გსურთ
    ნისლივით გადნება ლეგენდა – მირაჟი.
    შეხედეთ ნაჯაფარ ველ-მინდვრებს, მთა-გორებს,
    ეს ჩვენი ოფლი სჩქეფს მტკვარშიც და რიონშიც
    და მითი, ლამის რომ მართალი გვეგონა,
    უცებ ფასს დაჰკარგავს ვით თვალი რიოში…
    შეხედეთ მზედაკრულ მეზვრეს თუ მემინდვრეს,
    თუ ავდრის ნაბადში გახვეულ მეცხვარეს.
    შეხედე,
    შეიგრძენ,
    შეიცან,
    შეიტყვე
    რად არის ლამაზი
    ეს მიწა,
    ეს მხარე.
    შეხედეთ
    ზღვა-ჩაის,
    ამ ჭალებს,
    იმ ველებს…
    შორს, კავკასიონზე, მუქ-ლურჯი ბინდია.
    შეხედეთ მორდოში ზემოურ იმერლებს,
    ფრიალა ფერდობებს თოკით რომ ჰკიდია.
    მოდი და კეთილო, იხილე ყოველი,
    მთამ წარბი გაგიხსნას, ზღვამ შემოგღიმილოს.
    იხილე სიონი თუ სვეტიცხოველი
    ან ჯვარი ლაჟვარდში აჭრილი მიმინო.
    მოდი და შეხედე სამთავროს, სამთავისს,
    იხილე ვარძია სალ კლდეში ნაშენი.
    მაინც საქართველო ასეთი რად არის?…
    ან წრომი გიამბობს ან წუღრუღაშენი…
    იხილე ყინწვისი, რუისი, ურბნისი
    თუ მთების უბეში შედგმული უბისა…
    ამდენი ტაძარი, საყდარი ურიცხვი,
    იქნებ მოგვაგონებს აგარაკს უფლისას,
    მაგრამ გულთმისნობა არ უნდა ძალიან,
    მთაში წინაპრების გაისმის გოდება,
    მთაში საქართველოს სისხლი და ძვალია
    ნაგები გუმბათად, გალავნად გოდლებად…
    მაინც საქართველო – ქვეყნა მშობელი –
    ლამაზი, მდიდარი რად არის ნამდვილად?..
    ჰკითხეთ ვინც კოლხეთში ჭაობი დააშრო
    ან უწყლო სამგორში ვინც წყალი ადინა.
    იხილეთ ქარხნები, ცამდე რომ ადიან,
    დღედაღამ წამით რომ არ შეისვენებენ…
    მუშას შეეკითხეთ, მარჯვენა მადლიანს,
    ახალ საქართველოს მხატვარს და მშენებელს.
    ჰკითხეთ იმ მეშახტეს, მადანს რომ ეძებს
    და მადლი მიწისა ამოაქვს მადნებად,
    რად არის ლამაზი? ჰკითხეთ იმ მეცნიერს,
    შუბლზე საფიქრალი შუქად რომ ადნება.
    სკებივით ზუზუნა სკოლებით იხარეთ
    და ახალგაზრდობით გულდაუდეგარით…
    ტაძრები ცოდნისა იხილეთ ახალი,
    იყლთოს, გელათის ბურჯებზე შემდგარი.
    შეხედეთ ჩვენს სოფლებს, დაბებს თუ ქალაქებს,
    ჩვენს ერს და არა მოლოცვილს სამადლოდ
    და მაშინ ამნაირ მითებს თუ არაკებს
    აღარ ერწმუნებით, მერწმუნეთ არასდროს…
    … უფალ ღმერთს კი არა, თუ გინდათ მართალი,
    აქ კალთა ჩვენს მშობელ ხალხს დაუბერტყია
    და თუ საქართველო სამოთხე რად არის
    დავხედოთ – ქართველის ხელები გვეტყვიან!..
    თუმცა ინტერნეტში მეც არსად მინახავს ძველი დღიურიდანაა :)

  14. გაიხარე

  15. აუ ეს ბოლომდე რამ დაგაცერია ტვიტ ნონეშვილი ამ ლექსის პირველ ნაწილს აღიარებდა მეორე ნაწილი კომუნისტური ცენზურა რო გაევლო იმიტო მიაწერა

  16. მეორე ნაწილი მხოლოდ კომუნისტებისთვისაა დაწერილი, მას ის წვლილი მიუძღვის რომ ჩვენამდე პირველ ნაწილს მოაღწევინა, მეტი არაფერი

  17. ბოლომდე არ არის რატო არ არის ბოლომდე

  18. magaria

  19. dzan magaria da sainteresoc!

  20. chemi sofleli iyyooo da mezobeliccc

  21. miiikvaars dzaaan <3

  22. dzan maagaria

  23. auu dzaan magari leqsia da dzaan miyvars magrad momewona ♥♥..

  24. cenzuris gareshe magaria

  25. ეს ჩემი უსაყვარლესი ლექსია, და სხვათაშორის მეც არ ვეთანხმები მეორე ნაწილს, მიუხედავად იმისა რომ ისიც შესანიშნავი წასაკითხია

  26. აი სრული ვერსია ეგ არის,(თათომ რომ დაპოსტა) სადაც საბჭოთა კონიქტურის სუნი ძლიერად იგრძნობა… პირველი ნაწილის მერე , ასე გაგრძელება ჩემთვის შემაძრწუნებელია. მაგრამ მიუხედავად იმისა რომ მართლა კარგად დაწერილი ლექსია, იოსებ ნონეშვილია და არ მიკვირს… ყველა ხომ ვერ შეძლებდა იმ პერიოდში არ გახვეულიყო საბჭოთა წითელ საბურველში.

  27. ერთ-ერთი უძლიერესი ლექსი

  28. meore nawili arc arasdros iyo cnobili,rogorc pirveli,ase rom mivigot pirveli nawili

  29. მაგარი ლექსია

  30. შეუნდოს იგივე უფალმა რაც ქართველებს თავისი გვაჩუქა საუფლო ან შურდა ყოფილა ან მიეთმოეთი არ ვიცი ლეგენდა ნაჩმახი სხვა უფრო უფალ ღმერთს კი არა თუ გინდათ მართალი აქ კალთა ჩვენ მშობელ ხალხს დაუბერთყია და ტ საქათველო სამოთხე რად არის ქართველი გლეხკაცის ხელები გვეტყვიან მოდი და კეთილო იხილე ყოველი მთამ წარბი გაგიხსნას ზღვამ შემოღიმილოს იხილო სიონი ან სვეტიცხოველი ან ჯვარი ლაჟვარდში აჭრილი მიმინო მოდი და შეხედე სამთავროს სამთავის იხილე ვარდია სალ კლდეში ნაშენი მაინჩ საქართველო ასეთი რად არის ან მტკვარი გიამბობს ან წუღრუღაშენი იხილე ყინწვისი რუისი ურბნისი ან მტების კალთაში შედგმული უბისა ამდენი ტაძარი საყდარი ურიცხვი იქნებ მოგაგონებს აგარაკს უფლისას მაგრამ გულთმისნობა არ უნდა ძალიან მათში წინაპრების გაისმის გოდება მათში საქართველოს სისხლი და ფარია ნაგები გუმბათად გალავნად გოდლებად შეხედეთ ჩვენ სოფლებს დაბებს თუ ქალაქებს ჩვენს მიერ და არა მოლოცვილს სამადლოდ და მაშინ ამნაირ მითებს თუ არაკებს აღარ ერწმუნებით მერწმუნეთ არასდროს უფალ ღმერთს კი არა თუ გინდათ მართალი აქ კალთა ჩვენ მშობელ ხალხს დაუბერთყია და თუ საქართველო სამოტხე რად არის ქართველი დავხედოთ ქართველის ხელები გვეტყვიან!
    ai esaa gagrdzelebaa da ara is zemot rom weria

  31. es aris qartuli geniis rokva

  32. vamakob chemi kartvelobit

  33. ეს პრველინაწილია


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Categories

%d bloggers like this: