Posted by: burusi | 28/03/2010

იონა მეუნარგია – ალექსანდრე ჭავჭავაძე (II ვარიანტი)

ალექსანდრე ჭავჭავაძე

ალექსანდრე ჭავჭავაძე – Alexander Chavchavadze

იონა მეუნარგია – Iona Meunargia

იონა მეუნარგია – ალექსანდრე ჭავჭავაძე (II ვარიანტი)

დაიბადა პეტერბურგს 1786 წელს. მამა მისი გარსევან, შესანიშნავი ქართველი დიპლომატი, რომელმაც დაიწყო და ბოლომდის მიიყვანა საქართველოს რუსეთთან შეერთება-დაკავშირება, იყო გაგზავნილი ელჩად პეტერბურგს მეფე ერეკლესაგან 1783 წელს. იმან ჯერ ხელი მოაწერა გეორგიევსკის ტრაქტატს, რომლითაც გამოცხადდა საქართველოში რუსეთის მმარათველობა, და შემდეგ ამავე ტრაქტატის თანახმად მიიღო ელჩობა რუსეთის იმპერატორის ეკატერინე მეორის კარზე.

მეფე ერეკლეს თავის კარის კაცებში ჭავჭავაძეზე უფრო სანდო და თავიანი კაცი სხვა არავინ ეგულებოდა.

მეფე გიორგი სიკვდილის სარეცელზე ეუბნებოდა ლაზარევს: თუ ჭავჭავაძემ ჩამომისწრო, სიკვდილს არ ვინაღვლებო, მართლაც, ერთ დროს ბედი და უბედობა საქართველოსი ამ კაცის ხელთ იყო.

საქართველოს დაწიოკება მტერ-მოყვარეთაგან, ხალხის სიღარიბე, ბატონიშვილების ერთმანეთთან უთანხმოება, მეფის უფლების დამცირება, დარეჯან დედოფლის განუსჯელი პოლიტიკა, ლეკების შენახვა (მეფე ერეკლე 10 000 ლეკს ქირაობდა, მეფე გიორგი 7-ს), ყიზილბაშის, თათრის, ლეკის და ვინ გინდა აზიელი ხალხების შიში, _ ყველა ეს ისეთი მიზეზი იყო, რომელთაც მეფე ერეკლეს და მის მინისტრს _ ჭავჭავაძეს ხელი მოაწერინეს გეორგიევსკის ტრაქტატზე.

ამ ტრაქტატით საქართველო დარჩა, როგორც ადრე, ცალკე სამეფოთ თავის მეფით და კანონმდებლობით, ხოლო მის მოპასუხედ შეიქნა რუსეთი და მისი ჯარი. საქართველო მოგებაში იყო, მაგრამ სანამ რუსეთი განახორციელებდა თავის აღტქმას, მოხდა ახალი უბედურება _ აღა-მაჰმად-ხანმა საქართველო ააოხრა და ომარ-ხანბმა და ბატონიშვილებმა დამშეულ წურბელებივით წამოჰყვეს თავი.

გიორგი მეფემ და მისმა ძველმა მინისტრმა ისევ რუსეთის კალთას მიმართეს ხელი. საიდუმლოდ ბატონიშვილებისა და დარეჯან დედოფლის ცოდნის გარეშე მეფე გიროგი,მ გაგზავნა პეტერბურგს გ. ჭავჭავაძე და ორი სხვა თავადიშვილი იმ განზრახვით, რომ ეთხოვა ხელმწიფისათვის საქართფველო შეეერთებინა რუსეთისათვის და ემართა, რა კანონითაც იმას ენებებოდა, მხოლოდ იმ პირობით, რომ ბაგრატიონებს დარჩენოდათ მეფის ტიტული და ქვეყნის მართვა.

რუსეთმა ეს პირბა მიიღო, მაგრამ სანამ ამ პირობას ხელს მოაწერდნენ პეტერბურგში და თბილისში, მეფე გიორგიც გარდაიცვალა. ამას იქით ჩვენს საქმეზე რუსეთის პოლიტიკაც გამოიცვალა, 1800 წელს, 18 დეკემბერს იმპერატორმა პავლემ გამოსცა მანბიფესტი, რომლითაც საქართველო სრულიად შეუერთდა რუსეთს.

გარსევანს იმედი გაუცრუვდა.. ბაგრატიონებმა საუკუნოდ დაჰკარგეს საქართველოს ტახტი. ელჩმა მეცადინეობა გასწია გამოებრუნებინა წაგებული საქმე, მოსწერა საქრთველოს თავადებს, გაეგზავნათ თხოვა ხელმწიფის სახელზე, მაგრამ გვიან-ღა იყო. წარსულს საქმეს არას არგებდა “ბოლოს-ღა თითა კბენანი“. ყველა უკმაყოფილოთ რუსეთის მთავრობისა დაერთო მეფე გიორგის პარტიაც, და ქართველებმა განიზრახეს მიეღოთ ძალით ის არასცა არ ანებედნენ ნებით. ქართლ-კახეთში გაიმართა რუსეთის წინააღმდეგ პროპაგანდა. მალე დაბრუნდა რუსეთიდინ გარსევან ჭავჭავაძეც.

რომ შეიტყვეს იმის დაბრუნება რუსეთიდან, ყაზიბეგზე მიეგებნენ იმას აღალარები ორასი ცხენოსანი კაცით (23) და ჩამოიყვანეს ქალაქს როგორც მთავარი ვინმე.

ხალხში ხმა გავარდა: ჭავჭავაძეს ახალი მინდობილობა აქცვს ხელმწიფისაგანო და წიგნზე ეცემოდა ბატონიშვილებისაგან, რომელნის შემწეობას სთხოვდნენ.

თუმცა გარსევან მალავდა, მაგრამ მაინც ბატონიშვილების მომხრე იყო და ბაგრატიონების ხელახლა გაბედნიერებას ლამობდა, ჭავჭავაძემ ამ საგანზე საზღვაგარეთაც გამართა მიწერ-მოწერა როგორც მოწმობს კავკასიის იმ დროის მთავარმმართველი კავკასიისა კნორინგი.

მოწინააღმდეგეთა დასს არც მთავრობა უყურებდა გულხელ დაკრეფილი.

* * *

ძველი ქართლის მემკვიდრეობა ხელთა აქვს დღეს მესამე მოდგმას. ცხოვრების ასპარეზზე გაჩნდა მეასმე თაობა, შვილის-შვილის-შვილები, რომელნიც ძლიერ დაშორებიან თავიანთ… (უნდა იყოს “წინაპრებს“, გაურკევლია ს. ც.)

კიდევ ათი წელი და საუკუნეც შესრულდება მას აქეთ რაც საქართველო შეუერთდა რუსეთს. საუკუნე, ე. ი. სამი თაობა გალაგდა ამ სოფლიდან _ წარსული. საუკუნის მოწმენი. ყოველდღე ლაგდებიან ამ საუკუნის მეკვლენიცა, რომელთაც ძველი ქართული უნახავთ და მის სამარეში თითო მუჭა მიწა მიუყრიათ, ჩაუტანებიათ. რაც უფრო ვშორდენით ჩვენ ამ დროს უფრო და უფრო აწყდება მას ის ძაფები, რომლითაც მილანბულია იგი ძველ დროებასთან, თუ რამე არ მოუხერხდა ამას _ სანამ დრო კიდევ არის, თუ არ გამოვიძიეთ, მეტადრე პირველი ნახევარი ამ ასეულისა ეს საუკუნე, ეს ძველი და ტვირთმძიმე საუკუნე ისეთივე მჭლე და უცნობი საუკუნე იქნება ჩვენთვის, როგორიც არის სხვა საუკუნეები “ქართლის ცხოვრებისა“, თარგმოსიდან (24) დაწყებული ასპინძის ომამდე.

ამის გამო მე ყოველთვის ბედნიერად ვთვლიდი ჩემს თავს, რომ როდესაც ჩემს სამწერლო ეტიუდების საგნად მომხვდება ისეთი პირი, როგორიც არის თ. ალექსანდრე ჭავაჭავაძე.

საქართველოს სამეფოში ეშყაბაშად ნამყოფი, რუსეთის იმპერიის გენერალ-მაიორი ალექსანდრე ჭავაჭავაძე, ყველა ამ საუკუნის მწერლებზე უფრო საუკუნეთა შემაერთებელი მწერალი და პოლიტიკური მომქმედია. მისი ცხოვრების აღწერა თვითონ დაგანახებთ რაა უფო საინტერესო ჭავჭავაძეში მწერალი თუ უბრალო კერძო პირი, თუ საზოგადოდ მომქმედი მეინახე. (25)

არსებობს ი. მეუნარგიას მიერ დაწერილი ალექსანდრე ჭავაჭავაძის ბიოგრაფიის რუსული ვარიანტიც, უფრო დასრულებული სახით, წინამდებარე გამოცემის მასალაზე დამყარებული, მაგრამ უფრო შეკუმშულად, გაზეთის ფელეტონებად განზრახული. იგი ამჟამად მგოსან ი. გრიშაშვლის არქივში ინახება. პატივცემულმა პოეტმა და მკვლევრმა პირადად გამაცნო დასახელებული რუსული ვარიანტი, რომელიც თითქმის განმეორებაა წინამდებარე ტექსტისა. რუსული ტექსტის ამგვარი სახით არსებობა ერთხელ კიდევ ხაზს უსვამს იონა მეუნარგიას ინტერესს ალექსანდრე ჭავაჭავაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესწავლისადმი.

ბიოგრაფიის ტექსტში რაც შეიძლება დაცულია ავტორის სტილი და მართლწერა, თუმცა ეს ნარკვევი მისი სხვა შრომებისაგან განირჩევა, რადგან იგი შავად და გასაგებადაა დაწერილი. იონა მეუნარგიას მუშაობის ერთერთ დამახასიათებელ თვისებას შეადგენდა ერთხელ დაწერილის საფუძვლიანი შესწორება და ხელახლა გადაწერა, რასაც მან შემთხვევაში ადგილი არა აქვს.

ი. მეუნარგიას ზოგიერთი ჩანაწერი ალექსანდრე ჭავჭავძის შესახებ

დაპირებისამებრ აქვე ვურთავ ზოგიერთ ამონაწერს იონა მეუნარგიას იმ “სამახსოვრო წიგნიდან“, რომლის მხოლოდ რამდენიმე გვერდიღაა დარჩენილი დღემდე. ამ წიგნში ცხადია, ალექსანდრე ჭავჭავაძეს უფრო მეტი ადილი ექნბოდა დათმობილი ან, უკეთ რომ თქვათ, დაკავებული. მაგრამ ძალან ცოტა გადარჩენილა და ისიც ძნელად ამოსამარცვლი, ამოსაკრეფი და თვით მეუნრაგიას სიტყვითვე რომ ვთქვათ “მოსაქუჩებელი“.

შეიძლება დიდი რამ მნიშვნელოვანი არ დარჩეს ეს მინაწერები, მაგრამ ზოგიერთი შტრიხის მომცემი ხომ დაჩება და ესეც ერთგვარი დადებითი მონაპოვარი იქნება საკითხის გაშუქებისათვის.

აი ესენიც:

ალექსანდრეს (ჭავჭავძის ს. ც.) ქალი ნინო გრიბოედოვისა რომ დაიბადა, მაშინ ერთს ქვევრში ღვინო ჩაასხეს მის საქორწილოდ. 17 წლის შემდეგ (ე. ი. ნინოს გათხოების დროს ს. ც.) მოხადეს და ჩინებული ღვინო შეიქნა.

“ალექსანდრემ 15 წლისამ იწყო წერა“ (უთქვამს მის ქალს _ სამეგრელოს დედოფალს, ეკატერინეს, ს. ც.).

კონსტანტინე დადიანი:
შემოდგომის მზე რომ მთაწმინდას უკან დაიმალებოდა მეოთხე მეხუთე საათზე, ბანზე იყო ყრილობა, სადაც მიირთმევდნენ დუთმას და ალექსანდრეს ჭავჭავაძის, (ს. ც.) ღვინოს;

ერთხელ სტოლიპინმა (26 უთხრა): ამ რიუმკებით უნდა სვამდნენ, ალექსანდრემ ჩვეულებრივად მარჯვენა ხელი მოუსვა თავის მარჯვენა ყურის უკანა მხარეს და უთხრა: А кто вам если угодно пить от стакана пиво?..

ალექსანდრე ჩონგურზე საუკეთესოდ უკრავდა.

ნიკოლოზ ჩარკვიანმა (27) გრ. დადიანის (28) (კოლხიდელის, ს. ც.) ლექსი უთხრა ალ ჭავჭავაძეს:

Каждый любить сашествовать
Где родился тот селения.
Не может без его
Если есть как я чувствительния.
Золото не имею, не надо
Слаби сердца высохнелия.
Вино довольно для питания
Холст тело согретения.

ალექსანდრე ჭავჭავაძემ პასუხად უთხრა:

Великий поэт Чарквиания
Кажду душу согреванияю (29)

1852 წლამდის, ე. ი. სანამ არ გაჩაღდებოდა ბეჭდვა ჩვენში, ალექსანდრეს (ჭავჭავაძის, ს. ც.) ნაწერები ვრცელდებოდა ხელნაწერად, შემდეგ ბეჭდავდა ჟურნ “ცისკარში“ გიორგი ერისთავი.

კარგი ლექსი ის არის, რომელიც პროზად გადაითარგმნება და მაინც სიამოვნებით იკითხება, აი როგორც დონ-ჟუანი, თორემ ლექსი თუ მარტო რითმაზეა დაწყობილი და ამ რითმის მეტი სხვა არაფერი ღირსება არა აქვს, მეორე გვრდზევე იგრძნობ ფუქსავატობასა და სიკოტრეს, მესამეზე კითხვა გაგიჭირდება და მეოთხეზე წიგნს ხელიდამ უშვებ.

იოანე ნათლისმცემლის არქიმანდრიტი ექვთიმე სწერს კნორინგს (1802 წ, 25 აპრ.): ბერები ამიბუნტდნენ, რათ მოაცემინე საქართველო რუსეთისთვისაო და.. საქმე ჩემი ყველაფერი ალექსანდრე ჭავჭავაძემ და მაიორმა სააკაძემ(?) იციან…

ღენერალ-მაიორი ორბელიანი სწერს ვოლკონსკის და ვოლკონსკი ციციანოვს (15/IX _ 1804) “14 ამ თვეს დავით ყორჩიბაშევმა და თელავის კომენდატმა გეინმა შემატყობინეს, რომ 13-ს დიდი ხალხი შეყრილა ალავერდობაში და 14 ს საღამოთი ალავერდის პრიხოდის არქიმანდრიტი ბესარიონ ერისთავი, ალექსანდრე ჭავჭავაძე (ხაზი ავტორისაა, ს. ც.) დიმიტრი. ბარამ, გლახა ყორჩიბაშევები, სვიმონ, იოსები, ევგენი, გოგია ქობლაშვილები, მაიორი ვახვახოვი, ალექსანდრე ანდრონიკაშვილი, აბელ ჩოლოყაევი, პაატა, დიმიტრი, იოსებ (გვარი გაურკვეველია, ს. ც) წავიდნენ.

К Церковному переходу (?) находящ. в подместии Пшаветии и Хевсурии удалившиися князей и дворян, а войско его (?) из 400 лезгин находится в Сагурамо…

ფარნაოზი აქედამ სწერდა, რუსები მალე განიდევნებიან, შახი ჩვენი მფარველია, ჩვენ ვძლიეთ ორჯერ კიდეცაო…

ფარნაოზთან (30) თელავის კაპიტან-ისპრავნიკის დანესენიით წასულა სულ 28 თავადი. Александер сын Гарсевана-ს უჭირავს სპისოკში ოცდამეშვიდე (ალბად ადგილი, ს. ც.). აზნაური 7. ერთიც არქიმანდრიტი.

პამბაქის აღალარების დაფიცების დროს ალ. ჭავჭავაძემ დიდი შემწეობა აღმომიჩინა (Лазарев Кнорингу 28 июля 1801).

ამბობენ, ალ. ჭავჭავაძეს, ბესიკს თქვენ ვერ გაუგებთო, ის ინდა იმღეროს კაცმა, უნდა იცოდე სპარსული პოეზია და სხვ. დაიცათ, დაიცათ, თუ აქ სიმღერაზე და მუსიკაზეა სჯა, მე არას ვიტყვი, რადგანაც ეს არ შედის ლიტერატურული კრიტიკის წრეში. თუ კი სიტყვები, გრძნობებზე და პოეზიაზეა საქმე. ქართულად დაწერილი ლექსი გულს უნდა ხვდებოდეს.

რას კითხულობ, შენ ეს ღვინო დალიე,
სხვასაც სწყურის, ნუღარ დაახვალიე.
(არ ჩანს ვისია, ს. ც.)

ალ. ჭავჭავაძის წიგნზე _ ლექსების კრებულის პირველ ნაწილში მოქცეულ ზოგიერთ ლექსზე _ მინაწრები ი მეუნარგიას ხელით:

გვ. 77, ლექსი “მართას ავადმყოფობა და ექიმის ნახვა“-ს მიწერილი აქვს: “კნ. ავალოვა, ბ…ის ცოლი ნინას ძიძა, ქვრივი იყო და ჩვენთან ცხოვრობდა. ხელსაქმე კარგად იცოდა (სამეგრელოს დედოფლის ცნობა).

85 გვ. ლექსზე “აჰა ესე ვარდ-ზამბახნი“ … მიწერილია “თავის ქალზე ნინოზე (კოლა ერისთავი) _ ალბად კოლა ერისთავმა თუ მიაწოდა ეგ ცნობა, ს. ც).

95 გვ. ლექსს: _ მე შენ არ გეტყვი _ ყაფლან ორბელიანი მღეროდაო.

99 გვ. ლექსს _ სვემ მიწვიმა მანანა _ მიწერილი აქვს: “მანანა _ ბიცოლა დავით ორბელიანის ცოლი“. იმავე გვერდზე ლექსში: _ თავსა უფლად ნურვინ ჰგონებთ. _ ერთგზის თქვენცა ტრფიალება, _ სიტყვა “ერთგზის“ გადასწორებულია ფანქრით: _ ერთხელად, _ სტრიქონი: “ჭირი ვერად შემიპყვრიდა“, გადასწორებულია ფანქრით ი. მეუნარგიას ხელით ასე: _ ფიქრსა ვერვინ შემირყევდა _ და ქვეშ მეუნარგიას ხელითვე არის მიწერილი: _ “დედოფლის (ე. ი. ეკატერინეს, ს. ც.) ხელით გადასწორებული“ _ უონა. (ცხადია დედოფალი _ ქალი ალექსანდრე ჭავჭავძისა ამ შემთხვევისათვის ყველაზე უფრო სანდო წყაროდ მოაჩნდა მკვლევარს, ს. ც.).

103. გვ. პუშკინის ლექსის “ანჩარ“-ის თარგმანს მეუნარგიას ხელით გვერდზე უწერია: Имел обыкновением писать не К… (გაურკვეველია) Ходить и так писать…
(საინტერესოა თუ ვისზეა ნათქვამი, ს. ც.).

105. გვ. ლექსს “გოგჩა, ტბა ვრცელი“ _ მიწერილი აქვს: последнее сочинение …. написано 1846 (ალბათ სხვა ნაწარმოებზე თუა, თორემ ხსენებულ ლექსს ხომ უზის თარიღი 1841 წ. მარტი… ს. ც.).

115 გვ. ლექსზე “საჰარის ხმაზედ“ _ “Перевод кн Одоевского.. ეს მაზურკით გადაკეთებული იყო და მაზურკის ხმით მღეროდნენ.

იქვე სტრიქონები: “დამისაკუთრე ბულბულსა, მაშინ ნახავ ჩემს უსულსა“, ფანქრით ი. მეუნარგიას ხელით ასე შესწორებული : დაუსაკუთრე ეგ ბულბულს და მაშინვე ნახავ ჩემს უსულს“ ამავე ლექსს ბოლოში მიწერილი აქვს: _ ზეპირად წაიკითხა _ ვის უნდა წაეკითხა… ცხადია, თუ კი მეუნარგიას მოუსმენია (და რომ მოუსმენია აშკარაა, სამეგრელოს დედოფალს ეკატერინეს წაუკითხვას. მას როგორც ირკვევა მამის ლექსებიდან ზეპირად ბევრი თუა მეუნარგიასადმი მიწოდებული ალ. ჭავჭავაძის შესახებ. მაგრამ მე მაინც პირველი უფრო სწორი მგონია, ს. ც.

დასასრულ კიდევ ერთი ფაქტი: სწორედ ალექსანდრე ჭავჭავაძის ამ საბიოგრაფიო მასალებში აღმოჩნდა ერთი პატარა, უბის წიგნაკის გვერდზე უბრალო ფანქრით შესრულებული ნახაზი _ სურათი ქალისა ქართულ სამოსელში, გულზე ჯვრით და მძივებით, თავზე გვირგვინით და ცალის ხელით მკერდზე დაკრეფით, რომელსაც ქვეშ უწერია: “მარიამ _ გარსევან ჭავჭავაძისა“ _ ე. ი. უნდა იყოს ვითომ ალექსანდრეს დედა, მეუღლე გარსევან ჭავჭავაძისა, მარიამ ავალოვის ასული… საინტერესოა ნახაზი თუ რამდენად მიუდგება ნამდვილ სურათს, ვინაიდან ძლიერ უხეშად არის შესრულებული (ვფიქრობ ი. მეუნარგიას ხელით, ალბად უბრალო ვარჯიშობით, ფიქრის დროს).

ყველაფერი ეს ცხადად მოწმობს თუ რამდენად დაინტერესებულა მკვლევარი ალექსანდრე ჭავჭავაძის ცხოვრების აღწერით, მაგრამ თუ მიზანი მიუღწეველი დარჩა, უთუოდ უამრავმა დამაბრკოლებელმა მიზეზებმა თავისი გაიტანეს, და ავტორმაც ეს ნაწარმოები როგორც სუსტად მიჩნეული საზოგადოების სამსჯავროზე არ გამოიტანა.

მაგრამ ამჟამად, როცა გაცხოველებულია ინტერესი კლასიკოსების შესწავლისადმი, მათი მემკვიდრეობა საბჭოთა კულტურის სალაროს ერთერთ ძვირფას განძად მიჩნეულია და მთელი გულისყური მიპყრობილია წარსული საუკუნის შესანიშნავ ეპოქათა შესწავლისაკენ, ალექსანდრე ჭავჭავაძის, ამ თავისი ეპოქის ნამდვილი შვილისა და ისტორიული პირის საბიოგრაფიო მასალებიც ყურადღებისა და საზოგადოებაში გამოტანის ღირსია.

შენიშვნები

23 акти
24 მითიური პირი-ქართლოსის, ჰაოსთა და სხვათა წინაპარი. ს.ც.
25 ნარკვევი აქ წყდება, მისი გაგრძელების ნაშთები არქივში არა ჩანს. ს. ც. სამეგრელოს მთავრის დავით დადიანის ძმა, გენერალ-ლეიტენანტი; ალბათ ამისგან აქვს გაგონილი მეუნარგიას ეს ცნობა. ს. ც.
26 სტოლიპინი… ყოველ შემთხვევაში ცნობილი დიდი სტოლიპინი არ არის, უნდა იყოს ვინმე სამხედრო პირი იმდროინდელი 1835 წლებიდან ვიდრე 1846 წლამდე.
27 ჩარკვიანი… ვერ გამოვარკვიე ცნობილი გამომცემლის და მესტამბის გრ. ჩარკვიანის მახლობელი თუა ვინმე?
28 გრ. დადიანი, მწერლობაში კოლხიდელი, მთავრის დავით დადიანის ძმა, გენერალ-ადიუტანტი.
29 დაცულია ხელნაწერის მართლწერა. ს. ც.
30 ბატონიშვილი _ ბაგრატიონი. ს. ც.

სოლომონ ცაიშვილი

1936 წ. სექტემბრის 30. თბილისი.

სამეგრელოს მუზეუმი, თბილისი 1937 წ.


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Categories

%d bloggers like this: