Posted by: burusi | 27/03/2010

ოთარ თაქთაქიშვილი – ბიოგრაფია

ოთარ თაქთაქიშვილი

ოთარ თაქთაქიშვილი – Otar Taktakishvili (1924-1989)

კომპოზიტორი, დირიჟორი, პეადაგოგი ოთარ ვასილის ძე თაქთაქიშვილი დაიბადა 1924 წლის 27 ივლისს თბილისში. 1947 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია (ს. ბარხუდარიანის საკომპოზიციო კლასი), 1950 წელს დაამთავრა ასპირანტურა. 1947-1952 წლებში იყო საქართველოს საგუნდო კაპელის დირიჟორი, 1952-1956 წლებში სამხატვრო ხელმძღვანელი, 1959-1989 წლებში თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგია. 1966 წლიდან პროფესორი. 1962-1965 წლებში კონსერვატორიის რექტორია, 1965-1984 წლებში _ საქართველოს კულტურის მინისტრი, 1957-1962 წლებში საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის მდივანი, 1962 წლიდან კი თავმჯდომარე, 1957 წლიდან სსრკ კომპოზიტორთა კავშირის მდივანი.
ოთარ თაქთაქიშვილმა მუსიკალური საზოგადოების ყურადღება მიიპყრო სტუდენტობისას, როცა გაიმარჯვა საქართველოს ჰიმნისათვის დახურულ კონკურსში. კომპოზიტორის შემოქმედებითი გზა მთლიანობით და თანმიმდევრულობით გამოირჩევა. იგი განუხრელად მისდევდა ეროვნული კულტურის ესთეტიკურ პრინციპებს და წარმოგვიდგება როგორც ეპიკური პლანის ხელოვან-მონუმენტალისტი.
დიდია ოთარ თაქთაქიშვილის როლი ეროვნული ოპერის კლასიკური ტრადიციების განვითარებასა და დამკვიდრებაში. მისი მნიშვნელოვანი ნაწარმოებებია: “მინდია” (1961, დაიდგა საზღვარგარეთ 10 ქვეყნის სცენაზე), “სამი ნოველა” (1967, დაიდგა მოსკოვსა და ბრატისლავში), “მთვარის მოტაცება” (1977, პრემიერა შედგა მოსკოვის დიდ თეატრში), კომიკური ოპერები _ “მუსუსი” (1978), “პირველი სიყვარული” (1980), ერთმოქმედებიანი “მარიტა” (1988), ორი სიმფონია (1949, 1953), სიმფონიური პოემა “მწირი” (1956), 4 საფორტეპიანო კონცერტი (1951-1983), სავიოლინო (1977) და ჩელოს (1978) კონცერტები, ვოკალური ციკლები ვაჟა-ფშაველასა და გ. ტაბიძის ლექსებზე (1959), ორატორიები _ “ცოცხალი კერა” (1964), “რუსთაველის ნაკვალევზე” (1965), “ნიკოლოზ ბარათაშვილი” (1970), “საერო ჰიმნები” (1979), კანტატა _ “გურული სიმღერები” (1972), “სატრფიალო სიმღერები” (1974), “აკაკის ჩანგი” (1983), საგუნდო და საკრავიერი პიესები, სიმღერები და რომანსები, მუსიკა დრამატული სპექტაკლებისათვის (“იოლპოს მეფე”, თბილისის რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრის დადგმა) და სხვა.
კომპოზიტორი სრულად იყო დაუფლებული კლასიკური და თანამედროვე მუსიკალური აზროვნების ნიმუშებს. ყოველივე ეს მის შემოქმედებას კიდევ უფრო მიმზიდველს და ორიგინალურს ხდის. ოთარ თაქთაქიშვილი იყო ნაწარმოების ბრწყინვალე დირიჟორ-ინტერპრეტატორი.
იყო საქართველოს (1961) და სსრკ (1974) სახალხო არტისტი, სსრკ სახელმწიფო (1951, 1952, 1967) და ლენინური (1983) პრემიების, აგრეთვე ალბერტ შვაიცერის პრემიის (1986) ლაურეატი, იუნესკოსთან არსებული მუსიკალური საბჭოს წევრი.
1985 წელს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება. 1987 წელს ვოკალური ციკლებისათვის “აკაკის ჩანგი” და “ნიკოლოზ ბარათაშვილი” მიენიჭა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია.
გარდაიცვალა 1989 წლის თებერვალში. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.


Responses

  1. sauketesoa:p

  2. მართლაც კარგი ნამუშევარია ოთარ თაქიშვილის ბიოგრაფიაზე ყოჩაღთ!!! ტქვენი ხშირი მკითხველი ვარ და ძალიან კმაყოფილი ვარ თქვენი სატიებით დიდი მადლობა რომ წერთ ასეთ მოკლე შინაარსიან ტექტებს ასეთ გამოჩენილი ადამიანების სახით


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Categories

%d bloggers like this: