Posted by: burusi | 17/02/2010

პოლიკარპე კაკაბაძე – ბიოგრაფია

პოლიკარპე კაკაბაძე

პოლიკარპე კაკაბაძე – Polikarpe Kakabadze (1893-1972)

პოლიკარპე მალხაზის ძე კაკაბაძე დაიბადა 1893 წლის 23 თებერვალს (7 მარტი) სოფელ კუხში (ახლანდელი ხონის რაიონი). 1911 წელს დაასრულა ბათუმის ვაჟთა გიმნაზია. მისი პირველი ნოველა “ბრძენი მოქანდაკე” დაიბეჭდა 1915 ჟურნალში “თეატრი და ცხოვრება” (N 46).
კაკაბაძის პირველი მნიშვნელოვა დრამატული ნაწარმოებია პიესა “გზაჯვარედინზე” (1917), რომელიც წარმატებით დაიდგა ბაქოს სცენაზე 1918 წელს (რეჟისორი ალ. წუწუნავა). 1919 წელს კაკაბაძის მიერ დაარსებულ ჟურნალში “შვიდი მნათობი” დაიბეჭდა მისი პიესები “სისხლი სინათლემდე” (N 1) და “სამი ასული” (N 2). 1925 წელს რუსთაველის სახელობის თეატრის სცენაზე დაიდგა მისი დრამა “ლისაბონის ტუსაღები” (რეჟისორი დ.ანთაძე).
დიდი პოპულარობით სარგებლობდა კაკაბაძის კომედია “ყვარყვარე თუთაბერი” (1928), რომელიც ქართული კომედიოგრაფიის საუკეთესო ნიმუშია. პიესა პირველად დადგა კ. მარჯანიშვილმა 1929 წელს, ახლებური იყო რ. სტურუას 1974 წლის დადგმა (რუსთაველის სახ. თეატრი). 1938 წელს მარჯანიშვილის სახ.თეატრში დაიდგა კაკაბაძის კომედია “კოლმეურნის ქორწინება” (1937). პიესა დრამატურგის ახალ გამარჯვებად იქცა. აღსანიშნავია პოლიკარპე კაკაბაძის 40-50-იან წლებში შექმნილი პიესები: “შეხვედრა მშენებლობაზე”, “ბედნიერი სამჭედლო”, “ციცინათელა”, “პაექრობა”, რომელთა გადამუშავების საფუძველზე დრამატურგმა 1964 წელს ახალი პიესა “ცხოვრების ჯარა” შექმნა. კაკაბაძის იატორიულ პიესას (კომედია)”კახაბერის ხმალი” (“დავით მერვე”, 1954) უხვად ასაზრდოებს ქართულ ფოლკლორული სახეები. პიესა პირველად დაიდგა 1957 წელს ქუთაისში (რეჟისორი თ.მაღალაშვილი), 1965 წელს კი – თბილისში (მარჯანიშვილის სახ. თეატრი, რეჟისორი გ.ლორთქიფანიძე).
სიცოცხლის ბოლო ათწლეულში კაკაბაძე ინტენსიურად მუშაობდა ისტორიულ დრამისა და ტრაგედიის ჟანრში. ამ პერიოდში მან გამოაქვეყნა დრამატული პოემები “მეფე ვახტანგ პირველი გორგასალი” (1966), “მეფე ბაგრატ მეშვიდე” (1967), ტრაგედია “მეფე დიმიტრი თავდადებული” (1971).
კაკაბაძემ სიცოცხლეშივე მოიპოვა თანამედროვე კრიტიკისა და საზოგადოებრიობის დიდი აღიარება. მისი “ყვარყვარე თუთაბერის” მიხედვით შექმნილია ფილმი “ყვარყვარე” (1978, რეჟისორი დ.აბაშიძე).
პოლიკარპე კაკაბაძე გარდაიცვალა 1972 წლის 15 ოქტომბერს, თბილისში

ლიტერატურა

  • ბენაშვილი დ., ლიტერატურული ძიებანი, თბ., 1972;
  • ვარდოსანიძე გ., წერილები, თბ., 1974;
  • იოვაშვილი დ., ლიტერატურული წერილები, თბ., 1974;
  • ციციშვილი გ., ქართული საბჭოთა დრამატურგია, ნაწ. 1, თბ., 1962;
  • ჯიბლაძე გ., კრიტიკული ეტიუდები, ტ. 5, თბ., 1974;
  • ქსე, ტ. 5, გვ. 323, თბ., 1980

Responses

  1. dzaliaaan kargi saitiaaa…


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Categories

%d bloggers like this: