Posted by: burusi | 05/02/2010

მურმან ლებანიძე – ბიოგრაფია

მურმან ლებანიძე

მურმან ლებანიძე – Murman Lebanidze

ლებანიძე მურმან სოლომონის ძე _ პოეტი. დაიბადა 1922 წლის 14 ნოემბერს აზერბაიჯანის დაბა აღსტაფაში. 1940 წელს საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე. მეორე მსოფლიო ომის დაწყებისთანავე ფრონტზე წავიდა, იბრძოდა ჯერ კავკასიონის უღელტეხილზე, შემდეგ _ ყუბანში. 1943 წელს ჭრილობების გამო დაბრუნდა თბილისში და 1945 წელს სწავლა განაგრძო უნივერსიტეტში. 1948 წელს დაამთვარა თსუ ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1948 წელს მურმან ლებანიძე დაოჯახდა, მისი მეუღლე გახდა ელენე ჭავჭავაძე.
1945 წელს მიიღეს მწერალთა კავშირის წევრად ფრონტზე დაწერილი ლექსებისათვის. 1946 წლიდან მუშაობდა ჟურნალ-გაზეთების რედაქციებში. 1975-95 წლებში იყო ბეჭვდითი სიტყვის სახელმწიფო კომიტეტის მთავარი რედაქტორი, 1975-78 წლებში _ ლიტერატურის ხელოვნებისა და არქიტექტურის სახელმწიფო პრემიების კომიტეტის პ/მგ მდივანი, თავმჯდომარის მოადგილე (1978-94), 1994 წლიდან თავმჯდომარე. იყო რუსთაველის საზოგადოების თავმჯდომარე.
ლექსების პირველი კრებული 1950 წელს გამოაქვეყნა. გამოცემული აქვს ორიგინალურ თუ თარგმნილ ნაწარმოებთა ოთხმოც კრებულზე მეტი. პოეტის მთავარი წიგნებია: „რჩეული“ (1972), „ანისის აღბა“ (1972), „უფლისციხესთან სისხლისფერი ყაყაჩოს წვეთი“ (1974), „რჩეული ლირიკა“ (1977), „რჩეული“ (1979): საბავშვო წიგნები „ბიჭები“ (1963), „ოთხი დრო“ (1964), რჩეულ თხზულებათა ორტომეული (1989); „უკვდავი ყვავილები“ _ კიპლინგის, ბერნსის, რუსული პოეზიის, იაპონური პოეზიის, ძველეგვიპტური ლირიკის რჩეული თარგმანები (1988), „ლიხს იქით და ლიხს აქეთ საქართველო გიყვარდეთ!“ (1981).

1970-72 წლებში შექმნილი ნაწარმოებებისათვის _ ისტორიული პოემისათვის _ 1973 წელს მ. ლებანიძეს მიენიჭა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია. 1992 წელს წიგნისათვის „ჩემს გალაქტიონს მე ვკითხე ერთხელ“ მიენიჭა გ. ტაბიძის სახელობის პრემია. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1995). 2002 წელს მიენიჭა საქართველოს სახელმწიფო პრემია.
თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა 1995 წელს.
გარდაიცვალა 2002 წელს. მურმან ლებანიძე დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.


Responses

  1. dzalian kargi adamian iyo :*

  2. “ლებანიძე მურმან სოლომონის ძე” – სოლომონის არა – სილოვანის ძე :)))))))

  3. dzalian kargi biografiaa

  4. magari poetiaa

  5. saintereso iyo magrad

  6. ლიხს იქით და ლიხს აქეთ – საქართველო გიყვარდეთ

  7. ki namdvilad ; )

  8. მურმან ლებანიძის ბიოგრაფია ძალიან მომეწონა და მასწავლებელმა 10ქულა დამიწერა

  9. ძალიან კარგი ბიოგრაფიააააა?(L) (I) (K) (L) (I) (K)

  10. მაგარი ბიოგრაფიაააააააააააააა

  11. yvelaferi areulad weria mitumetes wlebi

  12. მაგარი ბიოგრაფიაააა!!! :) ვინ არის ამ საიტის ადმინიმაგარი საიტიააა:

  13. კარგი ბიოგრაფიაა :)


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Categories

%d bloggers like this: