Posted by: burusi | 01/02/2010

მირზა გელოვანი – ლექსები

მირზა გელოვანი

მირზა გელოვანი – Mirza Gelovani (1917 – 1944)

ო, მაპატიეთ

ბედმა უცნობი გზით გამაქანა,
თქვენ დარჩით შორი… ცაზედაც შორი…
და როგორც კარტში აგურის ქალებს,
გქონდათ ქერა თმა და ყელი ბროლის.

მე გპირდებოდით, რომ დავბრუნდები,
რომ თქვენი თმები დამაბრუნებენ,
მაგრამ დღეები, როგორც ქურდები
ჩემს შეპირებას ანადგურებენ.

და სადმე ტყვია თუ გააციებს
გულს საშინელი განადგურებით,
თქვენ მაპატიეთ, ჰო, მაპატიეთ,
დანაშაული არდაბრუნების.

***

ერთი ღამე

ოცდამეექვსე გაზაფხული წავიდა.
გადაჰყვა გრიგალს, ჩრდილებში ნაქსოვს.
იმ ცხრა ათას ხუთას შვიდი ღამიდან
მე ერთი ღამე მახსოვს.

რას ჰგავდა ის ღამე, თენებას არ ჰგავდა,
არც სიბნელე ახლდა შენი თვალების,
და მხოლოდ სახელი ღამის ერქვა, რადგან
დღის შემდეგ მოვიდა ნამკრთალები.

მოვიდა, სულში კლდესავით ჩამოწვა
და ახლაც არ ვიცი, ის ღამე რა იყო,
ღამე – სამხრეთში რომ მხრებზე დავიდგი,
ღამე – ჩრდილოეთსი გულით რომ წავიღე.

და ძალიან ხშირად, როდესაც გვიანი
იელვებს ყვითელი, წითელი ფერები,
ადგება ის ღამე ადამიანივით
და შუადღისას გზაში მეფერება.

***

მელოდე

მე დაბრუნდებით ტკივილებს წავშლი,
ოღონდ მოსვლამდის, ოღონდ ბოლომდის,
როგორც გაზაფხულს ელიან მთაში, -
შენი ლამაზი გული მელოდეს.

შევყრი მეგობრებს, მაღალ მაყრიონს,
ორღობეებში გასროლას დოღის,
ზეცის ჩამოხსნას, მთების შერყევას
ჯილდოდ მოვუტან ბრწყინვალე ლოდინს.

და შენს ეზოში დაუკრავს ზურნა,
დაბალი ხმებით დუდუნი დოლის,
აგიცხადდება სიზმარი შორი,
გაგახსენდება დობილთა ზრუნვა.

გეტყვიან… ოი, ჰკარგავ ბავშვობას,
ოი, დობილებს გვტოვებ ბავშვებად,
მშვიდობა ყრმობას და თამაშობას,
მშვიდობის შუქი ნურც მოგეშვება.

…და ქორწილს ზეცის სუფრაზე გავშლი,
ოღონდ მოსვლამდის, ოღონდ ბოლომდის,
როგორც გაზაფხულს ელიან მთაში, -
შენი ლამაზი გული მელოდეს.

***

ნუ მწერ…

ნუ მწერ, რომ ბაღში აყვავდა ნუში,
რომ მთაწმინდაზე ცა დაწვა თითქოს,
რომ საქართველო ამ გაზაფხულში,
როგორც ყოველთვის წააგავს ხვითოს,

რომ ორთაჭალამ ჩაიცვა თეთრი,
რომ შენც ჩაიცვი კაბა ყვავილის,
რომ მტკვარი ოხრავს, როგორც ყოველთვის,
როცა მეტეხის ახლოს ჩაივლის.

…წუხელ ვებრძოდი ცეცხლს და ურაგანს,
და საშინელი ბრძოლების ნისლში
მე მომეჩვენა, სადღაც ჩვენს უკან
აელვებული იდგა თბილისი.

ორთაჭალაში ჰყვაოდა ნუში,
მთაწმინდის მხრებზე მზე იწვა თითქოს,
და შენ, ძვირფასო, ამ გაზაფხულში,
როგორც ყოველთვის მოჰგავდი ხვითოს.

ნუ მომწერ… ისეც ვიცი, რაგვარი
ფერებით ჰყვავის თბილისი ახლა,
რომ ვიღაც დადის მინდვრებში ღამით
და დილისათვის ამწვანებს ნახნავს.

მე ისიც ვიცი, რომ კარგ ამინდებს
მოაქვს გულების საამო ფეთქვა,
და თუ ბოლომდის ტყვია დამინდობს,
თუ გაზაფხულებს შევხვდებით ერთად, -

გეტყვი, რომ მოვედ ბრძოლანახული
და სიკვდილამდის შენთან დავრჩები,
რომ ლამაზია მზე გაზაფხულის,
ბრძოლების შემდეგ – მზე გამარჯვების.

***

გმირობა მისას

თოვლით დაფარულ ნაძვების ახლოს
ის იწვა ერთი,
და უცქეროდა ღრუბლების მაღლობს
თვალებით თეთრით…
არც ხმლის ნატეხი, არც ბუდე ისრის
არ ეგდო სადმე,
მხოლოდ შემხმარი მოშავო სისხლი
შვენოდა წარბებს.
ამ სისხლს ხსოვნისთვის გულზე წაიცხებს,
მკერდით დაიცავს,
გმირობას მისას არ დაივიწყებს
რუსეთის მიწა.

***

მათე ზალკას

სულო, შენ გახსოვს, როგორ წამოდგა
ღამეების და ყინვის ანთება,
როგორ ურტყამდა ცა რკინის მოდგმას
და მტერთან სისხლის არდამართებას.

სიკვდილის მახე, მხრებთან დახრილი,
უკვდავებისკენ უფრო გვახელებს,
თქვენი სახელი, როგორც მახვილი,
ჩვენ, უსახელო ძმებს გვასახელებს.

ო, გვასახელებს, რომ ხსოვნის გვერდით
მოკრძალებულთა თრთოდნენ ზოლები,
რომ ღაღადებდნენ სიმაღლეს ბედის
და სილამაზეს თქვენი ბრძოლების.

სიკვდილისა და ცეცხლის მახლობლად
გზა შორი იწვა მშობელ მიწამდის,
მაინც იცავდით ხარკოვს, კახოვკას,
ჩვენს რეპუბლიკურ მიწას იცავდით.

მათე!.. ქართული გერქვათ სახელი,
თუ ქართველებსა ჰქვიან უნგრული,
მე თქვენი სულის სუნთქვა მახელებს
და თქვენი გზების მძლავრი გუგუნი.

***

…ცას შეასწორებს უცნობი ხელი

ცას შეასწორებს უცნობი ხელი,
დაუსრულებელს და უყავაროს,
ეს მხარე მიყვარს თვალებით შენით,
მზეების ჩემის აღმოსავალო.

სხივებს გადახრის გრიგალი ურჩი,
როგორც უხრია სწორი ვერხვები,
მე მოვალ მაშინ ცასავით ლურჯი
და შენს ურონო მხრებს დავეხრები.

მოვალ, მოვითხოვ იდუმალ შველას,
თუ გზა მეყო და ბედი მეღირსა,
რომ, ჩრდილოელო, ამბორმა შენმა
გადამწვას შვილი მზეთა ქვეყანის.


Responses

  1. მაგარია

  2. dzaan magaria :s :)

  3. karrgiii leqsebia

  4. me vetayvanebi am mwerels

  5. dz magari leqsebia:* :D

  6. dzalian magaria largi leqsebia@@@@@@@@@@

  7. magaria :)

  8. vinmem ar icis mtyemsis muqara sadaa??

  9. very good

  10. magari lecsebia vetayvanebi am mwerals

  11. yvela leqss jobia

  12. დზ მაგარი ლექსიაააააა პირდაპირ გლიჯავსსსსსსსსს

  13. dzaan magariaa mirza gelovanis poemebi me dzalian momwons

  14. ეეჰ 27 წლისა გარდაიცვალა ; ( არადა დზალიან კარგ ლექსებს წერდა

  15. martla magari mweralia da magari kaci tavisi qveynistvis sicocxle gawira. dam igi leqsebis weras tavs mainc ar anebebda qeds vixri mis winashe

  16. dzalian magariaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaa

  17. რამდენი ლექსია კაცო :დდდდდ

  18. dZ MAGARI leqSebiaaa

  19. ძალიან ლამაზი დასევდიანი ლექსებია : ) : ) : )

  20. bijebo rame leqsi momecit raa

  21. magari leqsebia yvela zepirad vici

  22. very,very Good

  23. dzalian kargi leqsebia “*”*

  24. მომწონს მირზა, კარგი პოეტია ნამდვილად

  25. magari leqesebia dzaan gansakutrebit ki nu mwer saertod gelovani didi shemoqmdei adamiani iyoo misi leqsebishi yoveltvis grdznobaa kargad gamoxatuliii

  26. szalin magari leqsebiaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaa*.*.*

  27. ულამაზესი და სულში ჩამწვდომი ლექსებია…..ცუდია,რომ ასეთი ლექსების ავტორი ადრე წავიდა ამ ქვეყნიდან,თუმცა ბევრი რამის თქმა მოასწრო 27წლის ასაკში.:*

  28. მაგარი ლექსები აქვს……მიყვარხარ მირზააააა……

  29. mirza gelovanit viamayot xalxooo……

  30. მაგარრიი იყოო რაა

  31. zalian kargi poetia da gansakutrebit misi leqsebidan momwons, “cxrakara”

  32. ნუ მწერ ეს ლექსი მომწონს

  33. მირზა გელოვანი ნამდვილი გმირი პოეტია და მაგარი ლეკსები აქვს . იგი დაიბადა თიანეთის რაიონში სოპელ ნაქალაქარში . მან დაამთავრა
    თბილისის ლიცეუმი . იგი 1940 წელს გაიწვიეს ჯარში და ომის დაწყებისთანავე იგი დაიღუპა … შემდეგ მისი დაწერილი ლექსები დაიბეჭდა პატარა წიგნაკებში. ( მე მაგისგან დაწერილ ლექსებში მომწონს ” ნუ მწერ”)

  34. zalian magari leqsebia miyvars mirza gelovanis poezia

  35. dz…magadia ra

  36. dz magari leqsebia :D:D

  37. es leqsi martlia zalian momwons magram amav droulad zaan sevdiavia. man martlac rom zalian bevri saintereso leqsis dawera moaswro sanam grdaicvleboda man zalian rtuli periodebi gaditana. sheiyvaret xalxo igi. sawyali. me var 11 wliss romelic amas vwer.

  38. :D magrobebiaaa

  39. magari lecsebia:)

  40. დზალიან მაგადიააააააააააააა ნეტავი კიდევ ცოცხალი იყოს და ესეტ კარგ ლექსებს და ამაზე კაგებსაც გვიწერდესსსს

  41. dzalian kai leqsebia

  42. მე ყველაზე მეტად “ო, მაპატიეთ” მომწონს… არა ყველაზე მეტად არა მაგრამ ერთ-ერთი საუკეთესოა :))) ჩემი აზრით.

  43. dzaaaan magari leqsebia

  44. ყველა ლექსი სიყვარულით არის დაწერილი თუმვა ყველაზე მეტად ეს სიყვარული ჩანს ლექსში ბავშობის დღეებში

  45. kai leqsebi aqvs mara yvelatse kai aris nu mwer

  46. dzalian momwons misi leqsebi gansakutrebit o, mapatiet

  47. ეჰ დძაან მაგარია მირზა

  48. dz magari leqsebiaaaaaaa! love mirza

  49. dzalian dzalian momwons.gansakutrebi ,,tqven mapatiet, ho, mapatiet,
    danashauli ardabrunebis.

  50. ძალიან მაგარი ლექსებია

  51. დზაან მაგარი ლექსები მე ცხრაკარა მომწონს მაგრამ აქ არაა :დ

  52. magariaaaaaa

  53. magari yleobaa amis dedas sheveci me ra mogwont amashi :@

  54. ძალიან კარგი პოეტია :)


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Categories

%d bloggers like this: