Posted by: burusi | 31/12/2009

ვაჟა-ფშაველა – გიორგი ლეონიძეს

გიორგი ლეონიძე – Giorgi Leonidze

გიორგი ლეონიძე – Giorgi Leonidze

გიორგი ლეონიძე – Giorgi Leonidze (1897-1966)

გიორგი ლეონიძემ როგორც პოეტმა, პირველი ნათლობა ვაჟა-ფშაველასაგან მიიღო. ვაჟა-ფშაველამ “დამსკდარი ხელი თავზე დამადო»,- იხსენებს გიორგი ლეონიძე. როგორც ჩანს, მასზე დიდ იმედებს ამყარებდა მთის არწივი.
1912 წლის 29 ნოემბრითაა დათარიღებული ლექსი «გიორგი ლეონიძეს», რომელიც ვაჟამ 12 წლის გოგლას მიუძღვნა.

სიჭაბუკის დროს პირველად
როს ვახილებდი თვალებსა
და ვუცქეროდი მტირალი
სამშობლოს განაწვალებსა.
ვეძებდი აქეთ-იქითა
ქვეყნის დამხმარე ძალებსა
არავინ უჩნდა დარაჯად
ამ ჩვენს დაჩაგრულს მხარესა,
ვტიროდი უფრო ძალიან,
ცრემლებს ვაფრქვევდი მწარესა
დღეს ვხედავ გაჰმრავლებიან
მშობელ ქვეყანას შვილები
მტერს არ მისცემენსათელად
თავის სამშობლოს გმირები,
მირჩება წყლული გულისა,
ვყუჩდები ანატირები.

1912 წ. 29 ნოემბერი


Responses

  1. madloba namdvilad kargia


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s

Categories