Posted by: burusi | 23/10/2009

ალექსანდრე მრევლიშვილი – Aleksandre Mrevlishvili

მხატვარ ალექსანდრე მრევლიშვილის პორტრეტი. 1898 წ

მხატვარ ალექსანდრე მრევლიშვილის პორტრეტი. 1898 წ

ალექსანდრე მრევლიშვილი – Aleksandre Mrevlishvili (1866-1933)

ალექსანდრე მრევლიშვილი დაიბადა მცხეთაში 1866 წელს. მცხეთის მხატვრულმა სიძველეებმა (ჯვარი, სვეტიცხოველი, სამთავროს ტაძარი…) მხატვრული მიდრეკილებები სიყრმიდანვე გაუღვიძა, მაგრამ შემოქმედებაში სინამდვილისადმი ერთგული დსარჩა, დარჩა თავისი დროის სოფლის დუხჭირი ცხოვრების ამსახველ მხატვრად, რეალისტ მხატვრად ჩამოყალიბდა.

სწავლობდა თბილისის სასულიერო სასწავლებელში, მაგრამ სიღარიბემ ეს სასწავლებელი მეოთხე კლასიდან მიატოვებინა. მერე თბილისის კერძო სამხატვრო სკოლაში სწავლობდა. მოსკოვში გამგზავრება და ფერწერის, ქანდაკებისა და ხუროთმოძღვრების სასწავლებლის დამთავრება მაინც შეძლო.

მან მაინც მოახერხა ევროპაში განსწავლა _ პარიზის კერძო აკადემიაში შესვლა. მოიარა იტალია, გერმანია, გაიმდიდრა გონებრივი თვალსაწიერი.

მისი ცნობილი ნამუშევრებია: `სოფლის კანცელარიასთან `დაბალი ღობე”, `კალოზე”, `გზაჯვარედინზე”. მისი წიგნის მხატვრობა ამშვენებს იაკობ გოგებაშვილის `დედაენასა” და `ბუნების კარს”, მაშინდელ საყმაწვილო ჟურნალებს _ `ჯეჯლსა” და `ნაკადულს”.


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Categories

%d bloggers like this: