ნიკოლოზ ბარათაშვილი – Nikoloz Baratashvili
წარვედ წყალის პირს სევდიანი ფიქრთ გასართველად,
აქ ვეძიებდი ნაცნობს ადგილს განსასვენებლად;
აქ ლბილს მდელოზედ სანუგეშოდ ვინამე ცრემლით,
აქაც ყოველი არემარე იყო მოწყენით;
ნელად მოღელავს მოდუდუნე მტკვარი ანკარა
და მის ზვირთებში კრთის ლაჟვარდი ცისა კამარა.
იდაყვ-დაყრდნობილ ყურს უგდებ მე მისსა ჩხრიალსა
და თვალნი რბიან შორად, შორად, ცის დასავალსა!
ვინ იცის, მტკვარო, რას ბუტბუტებ, ვისთვის რას იტყვი?
მრავალ დროების მოწამე ხარ, მაგრამ ხარ უტყვი!..
არ ვიცი, ამ დროს ჩემს წინაშე ჩვენი ცხოვრება
რად იყო ფუჭი და მხოლოდა ამაოება?..
მაინც რა არის ჩვენი ყოფა — წუთისოფელი,
თუ არა ოდენ საწყაული აღუვსებელი?
ვინ არის იგი, ვის თვის გული ერთხელ აღევსოს,
და რაც მიეღოს ერთხელ ნატვრით, ისი ეკმაროს?
თვითონ მეფენიც უძლეველნი, რომელთ უმაღლეს
არც ვინღა არის, და წინაშე არც ვინ აღუდგეს,
რომელთ ხელთ ეპყრასთ უმაღლესი სოფლის დიდება,
შფოთვენ და დრტვინვენ და იტყვიან: «როდის იქნება,
ის სამეფოცა ჩვენი იყოს?» და აღიძვრიან
იმავ მიწისთვის, რაც დღეს თუ ხვალ თვითვე არიან!..
თუნდ კეთილ მეფე როდის არის მოსვენებული?
მისი სიცოცხლე: ზრუნვა, შრომა და ცდა ქებული;
მისი ფიქრია, თუ ვით უკეთ მან უპატრონოს
თავისს მამულსა, თვისთა შვილთა, რომ შემდგომსა დროს
არ მისცეს წყევით თვის სახელი შთამომავლობას!..
მაგრამ თუ ერთხელ უნდა სოფელს ბოლო მოეღოს,
მაშინ ვიღამ სთქვას მათი საქმე, ვინ სადღა იყოს?..
მაგრამ რადგანაც კაცნი გვქვიან — შვილნი სოფლისა,
უნდა კიდეცა მივდიოთ მას, გვესმას მშობლისა.
არც კაცი ვარგა, რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს,
იყოს სოფელში და სოფლისთვის არა იზრუნვოს!
1837 წ.

























genialuria
By: salome on 22/02/2010
at 21:03
dzalian magaria.
By: tamar on 06/06/2010
at 20:47
davitanje magram dzaan mgarai viblataveb aci mtkvartan ro gavivli
>>
By: levani on 28/10/2010
at 16:13
dzan momxibla ar leqsma… moxaruli var rom gavecani
By: toka on 20/11/2010
at 16:34
ძალიან ძლიერი ლექსია.დაუკვირდით რამდენი რამ გენიშნებათ.მე მაგალითად ტატოს შემოქმედებიდან ამ ქმნილებას ვანიჭებ უპირატესობას.შედევრია.
By: taro on 03/08/2011
at 04:58
dzaan magari leqsiaaa emociuri yvelas vurchev ro waikitxos es leqsi
By: Anonymous on 17/10/2011
at 23:18
AR SHEIZLEBA IKO QARTVELI DA AR ICODE BARATASHVILI.
By: IRMA on 27/10/2011
at 12:40
miyvarss es leqsii… (inlove)
By: rusa on 27/10/2011
at 17:49
dzalian magari leqsiaaaaaaaaaa:)saswavli mak vitanjebi magram mainc
By: mariami on 18/11/2011
at 15:59
MiYvaaarsss♥
By: Mari Karchauli on 19/11/2011
at 14:31
წასაკითხად კარგია მაგრამ სწავლა მეზარება, არადა ხვალ მაკვს სკოლაში
By: gio on 28/11/2011
at 21:14
auu magaariaa
By: gocha on 24/12/2011
at 21:19
magari leqsia dzaliaan
By: Sali Nikolashvili on 25/12/2011
at 21:14
არც ისე ძნელი სასწავლია ბავშვებო
იმდენად კარგი და ბრძნული ლექსია. იმდენად გასაგებად და ემოციურად აქვს გადმოცემული ეს განცდები ბარათაშვილს, რომ საკმარისა თავი წარმოიდგინოთ მტკვრის პირას და იფიქროთ რას გეტყოდათ ეს მდინარე თქვენ.
როდესაც ამ ლექსს ვსწავლობდი, მცხეთაში მტკვართან ძალიან ახლოს ვცხოვრობდი. მდინარე მართლა ანკარა, მომწვანო, ბოთლის შუშიფერი მოედინებოდა. ცალკე ვიდექი მე, პატარა, ამ უზარმაზარ სამყაროში და ცალკე მტკვარი, ღმერთივით დიადი და უკვდავი, ერთადერთი უტყვი მოწმე, რომელიც კაცობრიობის შექმნამდე მოედინებოდა და მის შემდეგაც ასევე აუღელვებლად იდინებს, მდინარე რომელზეც გადაუვლია პომპეუსს, რომლის წყალიც 100 ათასი ქართველი მოწამის სისხლითაა ცხებული.
წარმოიდგინეთ თქვენი თავი ამ მარადისობაში და ჩვენი, პაწაწკინტელა არსებების როლი ამ სოფელში – რანი ვართ, რისთვის ვცხოვრობთ, კაცნი გვერქმევა თუ პირუტყვებად მოკვდებით და მერწმუნეთ ამ,ლექსის სწავლა არ გაგიძნელდებათ.
By: ვანო ცერცვაძე on 06/02/2012
at 23:15
umagresi leqsia, momwons dzalian baratashvilis shemoqmedeba
By: Anonymous on 04/03/2012
at 13:59
magadia:))))
By: dato on 06/03/2012
at 17:57
magari leqsia ,mara swavlaa dznelii.
By: alekomalutashvili@yahoo.com on 25/03/2012
at 16:28