Posted by: burusi | 10/10/2009

გრანელობა წალენჯიხაში

ტერენტი გრანელი – Terenti Graneli

2009 წლის სამ ოქტომბერს მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში თავი მოიყარეს ტერენტი გრანელის თაყვანისმცემლებმა. წალენჯიხელთა დელეგაციამ, თანაქალაქელი დიდი პოეტის საფლავი გვირგვინით შეამკო. დიდუბის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის დეკანოზმა, მამა დავითმა (ჩიტიძემ) ტერენტი გრანელის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღავლინა.

10 ოქტომბერს წალენჯიხაში დიდი ქართველი პოეტის, ტერენტი გრანელის საპატივცემულოდ “გრანელობა” აღინიშნა. წალენჯიხის ცენტრში ტერენტი გრანელის მონუმენტი გაიხსნა. ძეგლის ავტორია მოქანდაკე უშანგი ქადაგიშვილი. კვარცხლბეკის ქვა მოიძია და რაიონს უსასყიდლოდ გადასცა მწერალმა ოტია იოსელიანმა, რომლის გულმოდგინებამ საერთოდაც, დიდად განაპირობა ქალაქ წალენჯიხაში ტერენტი გრანელის ძეგლის აღმართვა. ძეგლის გახსნის ცერემონიას ცნობილი მწერლები, საზოგადო მოღვაწეები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ტერენტი გრანელის პატივსაცემად – გაიმართა შემოქმედებითი კონკურსები; ნახატების გამოფენა; აღსდგა “ტერენტის წყარო”, წალენჯიხის #2 საჯარო სკოლაში გაიხსნა ტერენტი გრანელის განახლებული სახლ-მუზეუმი; პოეტის სახელობის პარკი, სადაც მემორიალური დაფაც დაიდგა. კინოთეატრში გაიმართა საზეიმო საღამო…
პანტომიმის სახელმწიფო თეატრმა წარმოადგინა სპექტაკლი “მთვარისკენ ნასროლი მიხაკი”. ტერენტი გრანელის სახლ-მუზეუმში მოეწყო პოეტისადმი მიძღვნილი გამოფენა. ჟურნალისტმა ჯუმბერ ჯიშკარიანმა მუზეუმს გადასცა ნიუ-იორკში მცხოვრები ჩვენი თანამემამულის, ცნობილი მხატვრის ცისანა ჯანაშვილის მიერ შესრულებული ტერენტი გრანელის ფერწერული ტილო. მუზეუმს გადაეცა რამდენიმე ტილო და ნივთი, რომლებიც ტერენტი გრანელის ცხოვრებასთანაა დაკავშირეული, მათ შორის ლადო გუდიაშვილის მიერ გასული საუკუნის ოციან წლებში შესრულებული ტერენტის გრაფიკული პორტრეტი და სხვა ცნობილი ქართველი მხატვრების ნამუშევრები.
მსგავსი ღონისძიება რამდენიმე წლის წინ ჩატარდა, წელს კი ტრიადიცია აღდგა და გრანელობა ყოველ 10 ოქტომბერს გაიმართება.


Responses

  1. დიდი მადლობა ამ სტატიისთვის, ბატონო თენგიზ! :)


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s

Categories