Posted by: burusi | 08/10/2009

გურამ რჩეულიშვილი – ბიოგრაფია

გურამი მთაში

გურამ რჩეულიშვილი

გურამ რჩეულიშვილი – Guram Rcheulishvili

გურამ მიხეილის ძე რჩეულიშვილი დაიბადა 1934 წლის 4 ივლისს თბილისში. 1957 წ. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) ისტორიის ფაკულტეტი. პირველი მოთხრობები, რომლებმაც დიდი წარმატება მოუტანა, ჟურნალ „ცისკარში“ გამოაქვეყნა 1957 წ. სულ სამიოდე წელი იღვაწა სამწერლო ასპარეზზე.
მწერლის სიცოცხლეში მხოლოდ შვიდი მისი მოთხრობა გამოქვეყნდა: “შემოდგომა ბაბუა კოტესი”, “სათაგური”, “სიყვარული მარტის თვეში”, “ნელი ტანგო”, “თვირთვილა”, “უსახელო უფლისციხელი” და “სიკვდილი მთაში”. მოთხრობათა პირველი კრებული “სალამურა” მისი გარდაცვალების შემდეგ 1961 წელს გამოიცა. რჩეულიშვილის პროზამ იმთავითვე მიიპყრო ყურადღება თემატიკის მრავალფეროვნებით, დოკუმენტურთან დაახლოებული სტილით, ტევადი, დაწურული დიალოგებით, თხრობის სიზუსტით. მისი გმირების ახალგაზრდულ სიფიცხესა და ქედუხრელობას, ვნების სიმძაფრესა და პირველაღმომჩენის ჟინს ერწყმის დიდი ადამიანური სილბო და შემწყნარებლობა. მისმა მცირე ლიტერატურულმა მემკვიდრეობამ (მოთხრობები, ნოველები. მინიატურები, პიესა) დიდი კვალი დაამჩნია ქართული პროზის განვითარებას. მისი ნაწარმოებები თარგმნილია გერმანულ, უნგრულ, ბულგარულ, ლიტვურ, ჩეხურ, რუსულ ენებზე. მას შესანიშნავი წიგნები უძღვნა მეგობარმა ნუგზარ წერეთელმა: “მე ახლაც ოცდაექვსი წლისა ვარ” და ,,აი, მე, გურამი ვდგავარ თქვენს წინ.” მისი სცენარებით გადაღებულია ფილმები – “ალავერდობა”, “უსახელო უფლისციხელი”. გურამის ცხოვრება მისსავე მოთხრობებს ჰგავდა სიმართლით, სისავსით, სიღრმით და თვით ლაკონურობითაც. გ. რჩეულიშვილი თავის თაობაში გამორჩეული ახალგაზრდა იყო თავისი ცხოვრებისეული და მწერლური სტილით, იგი მუდამ განსაცდელს ეჭიდებოდა, თითქოს ეძებდა კიდეც, აკი შეეწირა კიდეც სხვისი სიცოცხლის გადარჩენას…
26 წლისა ტრაგიკულად დაიღუპა ქ. გაგრაში 1960 წლის 23 აგვისტოს, როცა მღელვარე ზღვაში გადაეშვა უცნობი რუსი ქალიშვილის გადასარჩენად.
გ. რჩეულიშვილი დაკრძალეს თბილისში ვაკის სასაფლაოზე.


Responses

  1. dzaan kargi mwerali iyooo…….

  2. dzzz magari poetia

  3. dzaan magari poetia,dz gviyvars misi alaverdoba

  4. kai mwerali iyo … dzaan adre mokvda : (

  5. xo magrad mikvars es mcerali

  6. dzan magari mceralia umagresi

  7. dzaan magari mceralia martlac ………da saintereso nacarmoebebi aqvs

  8. au dzdz magaria

  9. kai mwerali iko maghagrii zaliannj:):):)

  10. martlac didi pirovneba iyo, magram samwuxarod tragikulad gardaicvala. sxvatashoris igi gardaicvala ise rogorc agwerilia mis nawarmoebshi “Neli Tango”.

  11. ert erti misi motxroba ”neli tango” exlaxan sheviswavle metertmete klasshi dzaan magari mweralia da dzaan saintereso motxrobebs wers sg namdvilad rom sainteresoa misi dawerili motxrobebi

  12. Martla magari mweralia raaa,gansakutrebit momwons misi ,,neli tango”man tavisi momavali titqos iwinaswarmetyvela,aseti damtxveva ki unikaluri movlenaaa

  13. ra cudia,aseti mwerali,ase tragikulad,rom daigupa((

  14. guram rcheulishvili daibada 1934 wlis4ivliss da gardaicvala 1960wlis 23 agvistos

  15. magari kaci iyo me exa vswavlob mis motxrobas”ertguls” da dz magaria.

  16. misi biograpia mchirdeboda. sawyali wylis shishi hqonda da mainda mainc magan dagupaa:((:(:(

  17. martlac kargi poeti da arachveulebrivi adamiani iyo…

  18. მარტლას კარგი მწერალი იყო

  19. shesanishnavi poeti iyo.dzalian momcons misi nacarmoebebi.


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Categories

%d bloggers like this: