Posted by: burusi | 09/09/2009

ვალერიან გუნია – ბიოგრაფია

ვალერიან გუნია

ვალერიან გუნია

ვალერიან ლევანის ძე გუნია დაიბადა 1862 წლის 21 იანვარს სენაკის რაიონის სოფელ ეკში. კერძო მასწავლებლების ხელმძღვანელობით ისწავლა რუსული და გერმანული ენები. თბილისის რეალური სასწავლებლიდან პოლიტიკურ გამოსვლებში მონაწილეობისთვის გარიცხეს. შემდეგ მოსკოვში გააგრძელა სწავლა სასოფლო-სამეურნეო სასწავლებელში. ალექსანდრე სუმბათაშვილ-იუჟინის დახმარებით დაუახლოვდა მცირე თეატრს და თეატრალური საქმიანობა შეისწავლა. 1882 წელს სამშობლოში დაბრუნებული აქტიურად ჩაება თეატრალურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. იმავე წელს ვასო აბაშიძის ხელმძღვანელობით პირველად გამოვიდა სცენაზე. ითამაშა ოტელო, მეფე ლირი, ოიდიპოსი, კაკო ყაჩაღი, ოთარ-ბეგი. გამოირჩეოდა დიდი სცენური მომხიბვლელობით, შთამბეჭდავი გარეგნობით, შესანიშნავი ხმით, ძლერი ტემპერიმენტით. დიდი წვლილი მიუძღვის ქართველ პროფესიონალ მსახიობთა აღზრდაში. წლების განმავლობაში სათავეში ედგა ქართულ დრამატულ დასებს. მან შექმნა და გადმოაკეთა მრავალი პიესა, დაწერა ლიბრეტოები ოპერებისათვის – ფალიაშვილის „დაისი“, არაყიშვილის „დინარა“ და სხვა. რედაქტორობდა პერიოდულ გამოცემებს – ჟურნალ „თეატრს“, დააარსა გაზეთი „ცნობის ფურცელი“, იუმორისტული ჟურნალი „ნიშადური“, 1888 წელს გამოსცა „საქართველოს კალენდარი“. ვალერიან გუნია იყო თეატრის თვალსაჩინო ისტორიკოსი და თეორეტიკოსი, სისტემატურად აქვეყნებდა კრიტიკულ წერილებს, ნარკვევებს, თეორიულ სტატიებს. აღსანიშნავია ისტორიული ნარკვევი „ქართული თეატრი 1879-1889“.

ვალერიან გუნია იყო ხელმძღვანელობდა 1907 წელს საგურამოდან ილია ჭავჭავაძის გადმოსვენებას. თვითონ ჩოხით გამოწყობილი ცხენზე ამხედრებული მიუძღვოდა პროცესიას.

1921 წლიდან ხელმძღვანელობდა ქართულ თეატრებს, იყო ხელოვნების მუშაკთა კავშირის გამგეობის პირველი თავმჯდომარე.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.


Responses

  1. _ msurs misnairi gmirebi dgesac ichendnen tavs sazogadoebashi_ magram vwuxvar imaze rom mcdelobac kia ar aris msgavsi qartuli suliskvetebis,mtlianad chixshia xelovneba ,da xelovnebis enit satqmeli simartle__ mofxizldit xalxno vis xelshia xelovneba da sad midis is merani romelic uwin moukazmiat im gigant xelovanebs romlevic dges gaciebuli wvanan samareshi!!! ,,libertu,, sh.firtskhalaishvili

  2. ვალერიან გუნია გარდაიცვალა 1938 წელს, დაკრძაკრძალულია ვაკის სასაფლაოზე და არა დიდუბის პანთეონში!!!
    წელს მისი 150 წლის იუბილეა მაგრამ არც ამის აგნიშვნაზე და არც პანთეონში გადასვენებაზე არავინ ზრუნავს!!!


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Categories

%d bloggers like this: