Posted by: burusi | 20/08/2009

ლეონარდო და ვინჩი – “მონა ლიზა”

მონა ლიზა - ლეონარდო და ვინჩი. Leonardo da Vinci. 1503-1505-1507

მონა ლიზა - ლეონარდო და ვინჩი. Leonardo da Vinci. 1503-1505-1507

“მონა ლიზა”–ახალგაზრდა ქალბატონის პორტრეტი ლეონარდო და ვინჩიმ დაახლოებით 1503- 1507 წლებში დახატა. იგი ლუვრშია (პარიზი,საფრანგეთი) გამოფენილი. ნახატის სრული სახელია – ქალბატონ ლიზა ჯოკონდოს პორტრეტი.

ლეონარდოს სხვა არც ერთ ნახატში ისე არ არის გადმოცემული ნახატის სიღრმე და მისი ატმოსფერული სიბრტყე როგორც მონა ლიზაში. პორტრეტზე გამოსახული პიროვნების ამოცნობა სირთულეს წარმოადგენს. დღემდე მსჯელობენ თუ ვინ დახატა ლეონარდო და ვინჩმა სურათზე… ამ მხრივ, დღემდე არსებობს რამდენიმე ვერსია:
– ფლორენციელი ვაჭრის ცოლი დელ ჯოკონდო;
– ეკატერინე სფორცა;
– იზაბელა დ’ესტე;
– უბრალოდ იდეალური ქალი;
– ლეონარდოს ავტოპორტრეტი.
1517 წელს კარდინალმა ლუი არაგონელმა მოინახულა ლეონარდო და ვინჩი თავის სახელოსნოში, საფრანგეთში. ეს შეხვედრა აღწერა კარდინალის მდივნმა ანტონიო დე ბეატისომ: “1517 წლის 10 ოქტომბერს კარდინალმა და მე მოვინახულეთ ლეონარდო, რომელიც იკო ფლორენციელი, წვერულვაშიანი მოხუცი, სადღაც 70 წლის – ჩვენი დროების ყველაზე საუკეთესო მხატვარი. მის აღმატებულებას მან ანახა სამი ნახატი: ერთი – რომელზეც გამოსახული იკო ფლორენციელი ქალბატონი, ლორენცო შესანიშნავის ძმის, ჯულიანო მედიჩის თხოვნით შესრულებული. მეორე – წმინდა იოანე ნათლისმცემელი ახალგაზრდობაში და მესამე – წმინდა ანა მარიამთან და პატარა ქრისტესთან ერთად. ყველა სურათი შესანიშნავია. ოსტატისგან, რომელსაც პარალიზებული ჰქონდა მარჯვენა ხელი, მოულოდნელი იყო ესეთი შესანიშნავი ნამუშევრები.”
გამოკვლევების იხედვით ფლორენციელ ქალში ნაგულისხმებია “მონა ლიზა”. შესაძლებელია ყოფილიყო სხვა პორტრეტი, რომელმაც ჩვენამდე არ მოაღწია.
ჯორჯიო ვაზარის მიერ აღწერილი მხატვრების ბიოგრაფიებიდან, მონა ლიზა იყო ფლორენციელი ფრანჩესკო დელ ჯოკონდოს ცოლი, რომლის დახატვასაც მხატვარმა მოანდომა 4 წელი და რომელიც დარჩა დაუსრულებელი.
ვაზარი გამოთქვამს თავის აზრს ამ ნახატის მიმართ: “ნებისმიერ ადამიანს რომელსაც სურს ნახოს თუ როგორ ზედმიწენით კარგად შეიძლება ბუნების იმიტაცია, შეუძლია ამაში დარწმუნდეს ლეონარდოს ნახატის მიხედვით. სურათზე ლეონარდომ წარმოადგინა თავის ყველა დეტალი: ნათლით და სისველით სავსე თვალები, თითქოს ჩვენს წინაშეა ცოცხალი ადამიანი. ნაზი ვარდისფერი ცხვირი გვაგონებს ნამდვილს. ტუჩების წითელი ტონი ჯდება სახის ფერთან. ვინც კი შეხედავს მის ყელს, ყველას გონია რომ მას უცემს პულსი”. ვაზარი იგი ასევე ხსნის სახეზე ნაზი ღიმილის საიდუმლოს: “ლეონარდომ თითქოს მოიწვია მუსიკოსები და ჯამბაზები, რათა გაერთო პოზიორობისგან მოწყენილი ქალბატონი”.
შესაძლოა ეს ისტორია შეესაბამება სიმართლეს, მაგრამ ასევე შესაძლებელია ვაზარმა იგი მკითხველთა გასართობად დაწერა. ვაზარის მიერ აღწერილია წარბები რომელიც ნახატზე არ არის.
სპეციალისტები და ხელოვნებით გატაცებული მოყვარულები მსგავს საკითხებზე საუკუნეების მანძილზე მუშაობდნენ. ზოგიერთი მათგანი მიიჩნევდა, რომ მხატვარს არც არასდროს დაუხატავს ჯოკონდასთვის წარბები და წამწამები, რადგან არ დაუმთავრებია ამ სურათის დახატვა. სხვათა აზრით კი, ჰქონდა გაპარსული წარბები. არსებობს სხვა აზრიც: შესაძლებელია, რომ ეს ნაკვთები რომელიმე რესტავრაციის დროს წაიშალა. ეს ბოლო ჰიპოთეზა მტკიცდება პარიზელი მეცნიერის კვლევების შედეგადაც. კოტი ირწმუნება, რომ მარცხენა თვალის ჭრილთან აღმოაჩინა შტრიხი, რომელიც, მისი აზრით, წარბის დასაწყისი უნდა იყოს. ის თვლის, რომ მრავალი რესტავრაციის შედეგად ეს ნაწილი დაიკარგა. მეცნიერს მარტო დეტალები არ გამოუკვლევია. ის შეეცადა ფერებზეც ემუშავა. შესაძლებელი გახდა ნახატის თავდაპირველი ფერების დანახვა, რომელიც ლაქისა და რესტავრაციების გამო შეცვლილია. ნახატი დღეს მწვანე, ყვითელ და ყავისფერ ტონალობებშია. ხოლო მისი ორიგინალი ლურჯი და ბრწყინვალე თეთრით იყო კომბინირებული.

როდესაც ლეონარდო 1516 წელს იტალიიდან საფრანგეთში გადავიდა, თან წაიღო ნახატი. იტალიელ ისტორიკოსებზე დაყრდნობით სურათი შემდეგ იმყოფებოდა ფრანგი ფრანცესკო პორველის კოლექციაში, თუმცა გაურკვეველი რჩება, თუ რატომ არ დაუბრუნა ლეონარდომ ნახატი შემკვეთს. ვაზარი, რომელიც 1511 წელს დაიბადა, არ შეეძლო ენახა ჯოკონდა და ანონიმური ავტორის ინფორმაციას ეყრდნობოდა.
ვაზარის მიხედვით, ვაჭარმა ფრანცესკო ჯოკონდომ შეუვეთა მხატვარს თავისი მესამე ცოლის ლიზას პორტრეტი. მიუხედავად ანონიმური ავტორის სიტყვებისა, მკვლევარებს ეჭს გამოთქვამენ, რომ ნახატი შესრულებულია ფლორენციაში(1500–1505 წლებში).
ნახატის დახვეწილი ტექნკა მიუთითებს, რომ იგი გვიან პერიოდშია შექმნილი. გადმოცემით, ლეონარდომ უარი უთხრა ქალბატონ იზაბელა დესტეს შეკვეთაზე.


Responses

  1. mec im versias veyrdnobi rom qalbaton lizas warbebi moparsuli qonda, radgan renesansis periodshi es moduri iyo.

  2. dzan mgaria magrad damexmara didi madloba amis damdebs

  3. didi madloba dzalian damexmarte

  4. madloba amis damdebs

  5. me magalitad ar veyrdnobi im versias romlis tanaxmadac es naxat da vinchis daxatulia :d


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Categories

%d bloggers like this: