დიდების ტაძარი (ისტორიული მუზეუმი, სახელმწიფო სამხედრო მუზეუმი, ახლანდელი საქართველოს მხატვართა გალერეა)
დიდების ტაძარი აგებულ იქნა 1885 წელს არქიტექტორ ალბერტ ზალცმანის მიერ.
საინტერესოა როგორ აღწერს სპარსელი მოგზაური მაჯდ-ოს-სალტანე სამხედრო მუზეუმს:
მაჯდ-ოს-სალტანე – თბილისის სახელმწიფო სამხედრო მუზეუმი
ეს მუზეუმი მდებარეობს დიდ ბულვარზე სახალხო ბაღჩის ბოლოში, შიგ ქალაქის ცენტრში. შენობა ერთსართულიანია. აქ შეგროვილია საომარი საჭურველი, თოფები და ყუმბარები, რომლებიც ჩადო ხელთ რუსის ჯარმა მტრებთან წარმოებული ბრძოლების დროს. ეს იარაღები განსაკუთრებული რიგითაა განლაგებული და ერთმანეთთან ჯაჭვებითაა გადაბმული. თითოეულ თოფს თავზე გაკეთეული აქვს მოოქრული სახელმწიფოს ნიშანი – არწივი. თოფების მეტ წილს ოსმალეთის სახელმწიფო ნიშანი აზის. შუა მუზეუმში ჩამოკიდებულია ბატალური სცენების ამსახველი სურათები, რომელთა ქვეშ მიწერილი აქვთ მოკლე ანოტაციები. ესენი უმეტესად რუსთა ჯარის სხვადასხვა ბრძოლების შესახებ მოგვითხრობენ. უხვადაა წარმოდგენილი სამხედრო დროშები, ოფიცერთა ხმლები და რიგითი ჯარისაცების საომარი იარაღები, რომელთა უმრავლესობა ოსმალური წარმოშობისაა – თუმცაღა ეს საკითხი ძველი დავის საგანია. უკანასკნელი ომის კვალი არა ჩანს ამ მუზეუმში. ირანული იარაღები ბევრი ვნახე.
დიმიტრი შევარდნაძემ საქართველოში დაბრუნებისას საფუძველი ჩაუყარა ქართველ ხელოვანთა საზოგადოებას. 1917 წელს ,,დიდების ტაძარში” მისი თაოსნობით კედლის მხატვრობის პირების გამოფენა მოეწყო. ეს შენობა შემდეგ ქართველ ხელოვანთა საზოგადოებას გადაეცა, სადაც 1920 წელს საქართველოში სახვითი ხელოვნების პირველი მუზეუმი – ,,საქართველოს ეროვნული სამხატვრო გალერეა” გაიხსნა, რომლის ხელმძღვანელად დიმიტრი შევარდნაძე დაინიშნა.
მაჯდ-ოს-სალტანე, ქალაქ თბილისის აღწერა, 1971 წ.
დიდების ტაძარი მანამდე მხოლოდ ჩვენი მონობის დიდების ტაძარი იყო, სადაც ეკიდა საქართველოს დახეული დროშები, შამილის გამტყდარი ხმალი და ჰაჯი-მურატის ტანზე შეხსნილი მუზარადები, რომელსაც გარს ერტყა რუსეთის ცარიზმის ზარბაზნები და იმპერატორის ალექსანდრე I მაცდური მანიფესტის თუჯის სიტყვები.
ტიციან ტაბიძე
- დიდების ტაძარი, 1890-იანი წლები
- დიდების ტაძარი
- დიდების ტაძარი, ქაშვეთის ეკლესია, ბარიატინსკის ქუჩის კუთხე
- დიდების ტაძარი, ქაშვეთის ეკლესია
- დიდების ტაძარი
- დიდების ტაძარი
- დიდების ტაძარი














