Posted by: burusi | 10/06/2009

ნიკო ლორთქიფანიძე – “იყიდება საქართველო”

სილამაზის საიდუმლოს ამოცნობა, 1942 წ.

იყიდება საქართველო. მინდორ-ველით, მთა-გორით, ტყით, ვენახით, სათესით; წარსულის ისტორიით, მომავალი სვე-ბედით; მშვენიერის ენით; ნაქარგი ფარჩა-ხავერდით; ვაჟკაცურის ხასიათით, სტუმართ-მოყვარეობით; დიდებულის სანახაობით, წმინდა ჰაერით; ნაამაგევი სახლით და კარით; ჩუქურთმიანი მონასტრებით და ეკლესიაბით; მჩქეფარე ნაკადულებით; ლურჯის ზღვით; მოწმენდილ-მოკაშკაშებული ცით; ერით, ბერით; თვალწარმტაც ბანოვანთა გუნდებით; გონებაგახსნილ ვაჟებით; მალხაზი ბავშვებით; ვერცხლისფერ თმით შემოსილ პატივსადებ მოხუცებით. იყიდება საქართველო დედით და მამით, შვილით და ძირით, ძმით, დით, ცოლით და ნათესავ-მოყვრებით.
ჰყიდის ყველა: თავადი, მღვდელი, ვაჭარი, ავაზაკი, დიდი და პატარა, ჭკვიანი და სულელი, ლოთი და პირაკრული.
იყიდება ყველგან: ქუჩაში და სახლში, თეატრში და სასამართლოში, სასწავლებელში, სატუსაღოში, ეტლში, მატარებელში, დილით და ღამით, სიცხეში და სიცივეში, დარში და ავდარში.
იყიდება ერთიანად: შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდე და ოსეთიდან სპარსეთამდე. იყიდება ნაწილ-ნაწილ: კახეთი და იმერეთი, ქართლი, სვანეთი და სამეგრელო, გურია და ლეჩხუმი, რაჭა და ჯავახეთი. იყიდება პატარ-პატარ ნაჭრებათ, ვისაც რამდენი სურს და როგორც უნდა: ნისიათ, უფასოდ, ნაღდად, დროებით და სამუდამოთ; ბანკის დახმარებით და ჩვენის საშუალებით.
იყიდეთ ბარემ მთლად, გაწეწეთ და გაგლიჯეთ, რასაც საქართველო ერქვა და რაც დღეს ოხრად დარჩენილი აძღებს ყორნებს და გულს უკლავს უძლურ ჭირისუფალს!


Responses

  1. eg mchirdebodaaaaa am saitis damaarsebels venacvale tavisufali vaaaar!!

  2. magari karoche ra!

  3. გენაცვალეთთ… და ვენაცვალეე ნიკოსს ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული, დღესაც ზუსტად ეგ სიტუაციაა რაა :|||| და ბევრმა რომ წაიკიტხოს ამ ბუმბერაზი ადამიანის სიტყვებიი მგონი რაგაც პროგრესი იქნება.. :) მიყვარს ნიკოო <3<3<3

  4. es situacia iyo saqartveloshi me5 saukuneshi, iyo me20 saukuneshi, aris 21 saukuneshi da gagrdzeldeba tu ar movisminet iseti udidesi pirovnebebis shtagonebani … :)

  5. kargia

  6. momwons nikos motxrobebi

  7. ”’იყიდეთ ბარემ მთლად, გაწეწეთ და გაგლიჯეთ”
    sawyali,chveni qveyana……

  8. kargia momewona

  9. magari kacia niko ;) dgesac igljeba da iweweba da kide didxans gaiweweba tu saqartvelom is dzalaupleba da girseba ar daibruna rac tamaris dros gaachnda ;) saqartvelos vajkacebi ar aklia tumcaga am politikosi aperistebis gamoo qveyana sul gasajirshia bevri puls jams bevri miwebs yidis bevri udanshaulo xalxs apuchebs… mookled sanam grma morwmune da grma ganatlebuli ar iqneba qveynis sataveshi chven saqartvelos sashveli ar aqvs… nikooo niko magari kacia…martalia gardaicvala magram mainc aris imitom rom dges dgeobit xalxi masze laparakobs mis motxrobebs ganixilavs da dadebitad apasebs ;)

  10. magariaaaaa:D

  11. მრავლისმთქმელი ნოველა…

  12. ra tanamedroveobazea dawerili, sul eset ubedur dgeshi rogor unda iyos saqartvelo??????????

  13. eg mchirdeba zustaaaad. gaixaros am saitis shemqnelma

  14. vinmem xom ar icit es nikom pirvelad sad tqva?

  15. Genacvale

  16. yvelaze dzalian miyvars vgijdebi am mweralze :* <3

  17. magaria ra

  18. momwons nikos motxrobebi – novelebia es!

  19. momonss nikoss novelebii,magari kaci iyoo,maann kagi saxeli datova,misi saxelovani sikvdili bevriis sicocxlees sjobs!! ♥

  20. გენაცვალე ნიკო, ძალიან კარგი კაცი იყო და არის და იქნება სამუდამოდ…… ნიკო ლორთქიფანიძეს, ყოველთვის მართალს ამბოდა, ღმერთმა აცხონოს მისი კეთილი სული ამინ!!!!!!

  21. მომწონს ნიკოს ნოველები განსაკუტრებიტ:იყიდება საქრატველო,გული და ლიტერეტულიური საგამო საოცარი ნაწარმოებებია


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Categories

%d bloggers like this: