Posted by: burusi | 23/05/2009

დათო კრაწაშვილი – ლექსები

დათო კრაწაშვილი – David Kratsashvili (1963 – 1980)

***
გაირბენს დრო, ჩაივლის წყლები,
საათი დარეკს, და ისიც მოვა.
გამიფრინდება ბავშვობის წლები,
მოვა ზაფხული და შემოდგომა.

შემოდგომაზე დავხატავ სურათს
და მე ეს ტილო გამოთქვამს სახელს,
დაველოდები მერე ცივ ზამთარს,
და მაინც ბოლო ნახატი მამხელს .

მოვა ზამთარი, გამოიცვლებით,
ჩაიძირებით მოგონებებში…
ოთახშიჩუმად გარდავიცვლები
ჩემი პალიტრით და ფუნჯით ხელში.

გასვენების დღეს იქნება წვიმა.
წვეთები უკვე წუწუნს იწყებენ,
მიმაბარებენ თბილისის მიწას
და მერე ალბათ… დამივიწყებენ …

***

დღეს ჩემი სული ტაძარია და სანთელია ასანთები,
დღეს მხოლოდ შენ ერთს გაბარია ტაძრის კარების გასაღები.
მოდი, ამანთე სანთელივით, ნახე ხატი და სალოცავი,
თვალები ფართოდ გახელილი, ღიმილი ასე საოცარი,
რატომ დღემდე ვერ შევამჩნიე, ვის უნდა ვუთხრა საყვედური,
რატომ დღემდე ვერ დავამჩნიე ჩემს ბილიკს შენი ნაფეხური,
დღეს ჩემი სული ტაძარია და სანთელი ასანთები,
დღეს მხოლოდ შენ ერთს გაბარია ტაძრის კარების გასაღები.

***
მერე შენ დაჭკნები
ვით ია ლარნაკში
ღამით წყალი რომ არ გამოუცვალეს
მოვლენ მეგობრები და
დაგამძიმებენ
ასე სცოდნიაო სიყვარულს უცაბედს
ასე სცოდნიაო შენ ყურს არ დაუგდებ
ჯანდაბას ჭორები ქალური
იყო დრო-გიყვარდა
იყო დრო-უყვარდი
თუნდ იმ დღეებისთვის
ღირდა სიყვარული…

***
აბა გაზაფხულზე რა უნდა მარტოობას,
გიპოვი სადმე და ქვეყანას დაგიმტკიცებ,
მე შენი თვალებით შევხედავ სამყაროს.
არ გჯერა?
თუ გინდა იებზე დაგიფიცებ,
”პატარა იების სიცოცხლეს გეფიცები,
მათ ახლად ახელილ თვალებს”.
ო! ისე ლამაზად მეყვარები,
შენს თავს შენ თვითონვე შეგაყვარებ,
არა გაზაფხულზე რა უნდა მარტოობას,
გიპოვი სადმე და ქვეყანას დაგიმტკიცებ.
მე შენი თვალებით შევხედავ ყვავილებს.
არ გჯერა? თუ გინდა იებზე დაგიფიცებ,
”პატარა იების სიცოცხლეს გეფიცები”

***
ვინც სამშობლოში დაბრუნებას აღარ ელოდა,
მიწა გაჰქონდა, მიწა თბილი, მიწა მარადი…
შენ მუჭა-მუჭა გაგიტანეს საქართველოდან
და მიწავ ჩემო, ამიტომაც დაპატარავდი…”


Responses

  1. dzalian momcons dato krawashvilis leqsebi da iqneb kidev dadot rame

  2. ეს ლექსი წარწერილი იყო ნოე ჟორდანიას საფლავზე , ამიტომ ის დავით კრაწაშვილის არანაირად არ იქნებოდა , გთხოვთ შეასწოროთ ინფორმაცია. უკაცრავად ….

    ”ვარ საქართველოს გულდამწვარი ჭირისუფალი,
    ერის ბრწყინვალე მომავალით მსურს გავიხარო,
    თუ საქართველო არ მეყოლა თავისუფალი,
    დე მტვრადქცეული დამენახოს მთელი სამყარო!
    საქართველოში დაბრუნებას ვინც არ ელოდა,
    მიწა მიჰქონდა, მიწა თბილი, მიწა მარადი
    შენ მუჭა-მუჭა გაგიტანეს საქართველოდან
    და საქართველოვ ალბათ მიტომ დაპატარავდი”

    http://tinnatinni.blogspot.com/2011/06/blog-post_16.html

  3. მწყინს?!
    დ.კრაწაშვილი

    ეს ერთი ღამეც თეთრად მათენდება
    გარეთ წვიმს….
    მოვა ერთად დღე და დაფეთება….
    აი,ეს მწყინს!
    ეს ნახატი სხვისთვის მენანება.,
    წვიმს.
    კაცი რომ თავის თავში ვერ ეტევა….
    აი,ეს მწყინს!
    და კიდევ-საათი რომ
    თავის თავში ვერ ეტევა
    მწყინს!
    კიდევ ბევრი რამ
    მწყინს….
    ნუთუ,ისევ წვიმს?….
    წვიმს!….

    * * *

    მოვა დრო და ჩემს უიღბლო გზაზე
    სადღაც ვარსკვლავი ამობრწყინდება.
    რომ დამიძახოთ ახლა მე “ბავშვი’
    დედას ვფიცავარ-არ მეწყინება!

    * * *

    წლები ჩააქრობს სანთელს ჩაუწვავს,
    ჩვენ ცივად მოვიკითხავთ ერთმანეთს:
    –რასა იქ?
    -“თმაში ბევრი მაქვს არა,ჭაღარა”?-
    შენ კი (თმადათოვლილს) მეტყვი:
    -“აქა იქ”….

  4. “datos sulic shegenaxot…”
    male gamikra yrmobis ocnebebi, tkbili zgaprebi, movarda karishxali, caiyolia shemi aprebi.

    Dadga yoveli dge koshmaruli, autaneli,
    gamixda sapovni gimili
    dzaldautaneli…

    Sad ar viare, sad ar mivacydi, avdrad ashlili,
    dzilmoreuli, cremlmoredzilmoreuli, cremlmoredzilmoreuli, cremlmoredzilmoreuli, cremlmoreuli
    grdznobadaclili…
    Ucbat shevnishne uzarmazari mzime k a r e b i, xmac gavigone sadac rekdnen shorit zarebi…
    Prtxilad shevage da shevabije muzat tadzarshi, siamovnebis damiara jruantelma tanshi
    dzaldautaneli mxolod ak
    vpove me gahimeba, karebze didi asoebit ecera
    x e l

  5. ..და ვინ არის იმ ლექსის ავტორი, რომელიც ნოე ჟორდანია საფლავზე იყო წარწერილი? (ძალიან მაინტერესებს)

  6. ნოე ჟორდანიას საფლავზე დაწერილი ლექსის ავტორია სიმონ ბერეჟიანი

  7. ”ვარ საქართველოს გულდამწვარი ჭირისუფალი,
    ერის ბრწყინვალე მომავალით მსურს გავიხარო,
    თუ საქართველო არ მეყოლა თავისუფალი,
    დე მტვრადქცეული დამენახოს მთელი სამყარო!…. ამ სტრიქონების ავტორია სიმონ ბერეჟიანი

  8. მგონი სიმონ ბერეჟიანია ამ ლექსის ავტორი. ჟორდანიას ეპიტაფიაა კი ლევილში!:)


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Categories

%d bloggers like this: