Posted by: burusi | 26/04/2009

უილიამ ფოლკნერი – “ჰემინგუეი”

ჰემინგუეი

როცა მწერალი საკუთარ თავს ამოწურავს და დრო ექნება უკან მოიხედოს, შეეცდება შეაფასოს თავისი შემოქმედება. ჰემინგუეიმ იპოვნა მეთოდი, რომლის გამოყენებაც შეძლო, მიაღწია გარკვეულ წერტილს, რამაც ათქმევინა ,,მე ვერ შევძლებ, ვერავინ შეძლებს და არაფერია ისეთი, რისთვისაც ღირდეს სიცოცხლე”, ამიტომ მასში მჯდომმა ეშმაკმა მოახერხა მისი შეცდენა, მეტის გაკეთება აღარ უცდია”. შექსპირმა ამას ,,ქარიშხალში” მიაღწია და თქვა: ,,არც მე ვიცი პასუხიო”, კალამი გატეხა, მაგრამ თავი არ მოუკლავს. ჰემინგუეიმ კალამი გატეხა და ტყვიაც დაიხალა.

უილიამ ფოლკნერი-ერნსტ ჰემინგუეის “მოხუცსა და ზღვაზე”:

“ეს მისი ყველაზე კარგი მოთხრობაა. შეიძლება დრომ ისიც დაგვანახოს, რომ ეს ყველაზე უკეთესი რამ არის, რაც კი ჩვენ დაგვიწერია, მასაც და ყველა ჩვენს თანამედროვესაც. ჰემინგუეიმ აქ ღმერთს მიაგნო, არსთაგამრიგეს. აქამდე მისი ქალები და მამაკაცები თვითონ ქმნიდნენ თავიანთ თავს, თვითონ ძერწავდნენ საკუთარი თიხისაგან. იმარჯვებდნენ ერთმანეთზე, მარცხდებოდნენ ერთმანეთთან და ამას იმისთვის სჩადიოდნენ, რომ თავიანთი სიმედგრე დაემტკიცებინათ. ამჯერად კი ჰემინგუეიმ გულმოწყალებაზე დაწერა, რაღაც იმაზე, რამაც ყველანი შექმნა: მოხუციც, თევზი რომ უნდა დაეჭირა და მერე დაეკარგა, თევზიც-მოხუცის ნანადირევად რომ უნდა ქცეულიყო და მერე გამქრალიყო, ზვიგენებიც-მოხუცისათვის თევზი რომ უნდა წაერთმიათ, – შექმნა ყველა ესენი მან. უყვარდა, ებრალებოდა… ყველაფერი სწორია, ზუსტია, და მადლობა ღმერთს, მანვე, არსთაგამრიგემ, ჰემინგუეიც რომ უყვარს და მეც, ისიც რომ ებრალება და მეც, ნება არ მისცა ერნსტს, რაც არის, იმაზე მეტი ელაპარაკა აქ.”

რევაზ ინანიშვილის მინაწერი:
“ამას ფოლკნერი წერს, დიდი ეპიკოსი ფოლკნერი, შედარებით პატარა მოთხრობაზე. არაფერს ვიტყვი ჰემინგუეის შემოქმედების მისეულ ბრწყინვალე აღქმაზე. მაჩვენეთ ჩვენს მწერლობაში სხვის მიერ შექმნილით ასეთი გახარება და სიამაყე.”


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Categories

%d bloggers like this: