Posted by: burusi | 03/04/2009

მერი შერვაშიძე – გალაკტიონის უკვდავყოფილი მუზა

მერი შერვაშიძე (1890-1987) — საუცხოო სილამაზით განთქმული ქართველი არისტოკრატი ქალბატონი, გადმოცებით გალაკტიონ ტაბიძის “მუზა”, სტამბოლში სილამაზის მსოფლიო კონკურსის გამარჯვებული 1921 წელს, კოკო შანელის ორიგინალი მოდელი.

რუსეთის იმპერატორი ნიკოლოზ II საქართველოში ჩამოსვლამდე იცნობდა ქართველ ქალბატონებს. პეტერბურგში მერი შერვაშიძის ნახვისას იმპერატორს განცვიფრება ვერ დაუმალავს: “რა მშვენიერებაა, ასეთი სილამაზე მომაჯადოებელია!” მერი შერვაშიძე მალე იმპერატორის დედის საპატიო ფრეილინა გახდა. ქვემოთ, სურათზე მერის ბორდოსფერი ხავერდის კაბითაა მოსილი, გულზე ბრილიანტის შიფრი-ფრეილინების ნიშანი უკეთია.

მერი შერვაშიძე ფრეილინას მოოქროვილ ალუბლისფერ სამოსში, 1913 წ.

მერი შერვაშიძე ფრეილინას მოოქროვილ ალუბლისფერ სამოსში, 1913 წ.

მერის მამა, გენერალ-მაიორი პროკოფი შერვაშიძე იყო აფხაზეთის მთავარი და აგრეთვე რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი და ამიტომაც ისინი სანკტ-პეტერბურგში გადასახლდნენ, სადაც მერი იმპერატრიცას ფრეილინა გახდა. პროკოფი შერვაშიძის გარდაცვალების შემდეგ მისი ოჯახი ძირითადად ქუთაისში ცხოვრობდა.

მერი შერვაშიძის მეუღლე - გიორგი (გიგუშა) ნიკოლოზის ძე ერისთავი

მერი შერვაშიძის მეუღლე - გიორგი (გიგუშა) ნიკოლოზის ძე ერისთავი

1918 წელს მერის საქმრო გიორგი (გიგუშა) ნიკოლოზის ძე ერისთავი, რომელიც იმპერატორ ნიკოლოზის მარჯვენა ხელი იყო, საქართველოში დაბრუნდა, რათა ცოლად შეერთო მერი. გიორგი (გიგუშა) ნიკოლოზის-ძე ერისთავი, დაამთავრა თბილისის კადეტთა კორპუსის სამხედრო სასწავლებელი, შემდეგ პეტერბურგში პაჟთა კორპუსის სამხედრო სასწავლებელი, სამხედრო კარიერა განაგრძო ლეიბ გვარდიის ულანთა პოლკში, შემდგომში გახდა ამ პოლკის მეთაური.

1921 წელს, როდესაც საქართველოს ბოლშევიკების მიერ აღებამდე რამდენიმე დღე რჩებოდა, მერი ბათუმიდან გემით საფრანგეთს გაემგზავრა. გემი რამდენიმე დღით შეჩერდა სტამბოლში, სადაც მერის უკვე დევნილი ქმარიც შეუერთდა. სწორედ სტამბოლში გაიმართა მსოფლიო სილამაზის კონკურსი, რომელშიც მერიმაც მიიღო მონაწილეობა და მოიგო კიდეც.
მერი იყო მაღალი, არაჩვეულებრივი აღნაგობისა, შავი, მაყვლისფერი თვალებითა და წაბლისფერი თმებით, ამასთანავე საოცრად სათნო და მოკრძალებული. ამბობენ რომ არასოდეს იცინოდა, მხოლოდ იღიმებოდა. მას ჰყავდა მეგობრების ვიწრო წრე, მაგრამ ვინც მას იცნობდა, აფასებდა მისი თავმდაბლობისათვის, უბრალოებისა და დიდსულოვნებისათვის.
ბაბო დადიანის გადმოცემით, ადმირალ მაკაროვის ვაჟი უზომოდ ყოფილა მერი შერვაშიძეზე შეყვარებული, როცა გარდაიცვალა ანდერძით 5000 დოლარი დაუტოვებია მერისათვის, რაც მაშინ ძალიან დიდი ფული იყო.

პარიზში მერი შერვაშიძე მე-16 უბან Rue de La Tour-ში დასახლდა, ბულონის ტყესთან ახლოს. თავდაპირველად მერის ოჯახს ცოტა გაუჭირდა. მერის დედა, ნინო მხეიძე და მერის ტყუპი დები ელენე და თამარი მერისთან ერთად ცხოვრობდნენ. ნინომ მალე იპოვა სამუშაო კარგად ცნობილ სამკერვალო სახელოსნოში. რამდენიმე ხნის შემდეგ მათ მოახერხეს საკუთარი სახელოსნოს გახსნა. სწორედ ამ დროს ხდება მერი კოკო შანელის მოდელი. ამ საქმეში გაწაფულმა პარიზელებმა განსაკუთრებულად აღიქვეს მისი ჩაცმის სტილი და საკუთარი სილამაზის მისეული გადმოცემის ხერხი.

გიგუშა ერისთავი ახალგაზრდა გარდაიცვალა, ისე რომ შვილი არ ჰყოლია. ხანდაზმული მერი პარიზში ლატურის ქუჩაზე სრულიად მარტო ცხოვრობდა. იშვიათად ეკონტაქტებოდა ქართველ ემიგრანტებს, იშვიათად ქართულ ეკლესიაშიც შეივლიდა ხოლმე. ზოგიერთს დღესაც ახსოვს ხანშისესული ლამაზი ქალბატონი,რომელსაც ხელში ყოველთვის იები ეჭირა.

მერი შერვაშიძემ სიცოცხლის ბოლო წლები, მოხუცთა თავშესაფარში გაატარა. ეს არ იყო მიუსაფართა სახლი, მშვენიერ ქალბატონს იქ მოახლეც კი ყავდა. ხოლო საკუთარ ბინაში ლატურის ქუჩაზე, მეგობრებთან ერთად მიდიოდა დრო და დრო და ბანქოს თამაშობდა. როგორც მერის უახლოესი მეგობარი ბაბო დადიანი იხსენებდა, მერის სახლში სიცოცხლის ბოლომდე ეწყო ნაცნობ თუ უცნობ თაყვანისმცემელთა მიერ გამოგზავნილი ყვავილები.
მერი მოხუცებულთა თავშესაფარში 1986 წლის დეკემბერში, 97 წლის ასაკში გარდაიცვალა. ბაბო დადიანის თხოვნით მას პანაშვიდი კათოლიკოს პატრიარქმა, უმინდესმა დაუნეტარესმა ილია II -მ საქართველოში გადაუხადა.

გადმოცემით, ის სიცოცხლის უკანასკნელ დრემდე ინარჩუნებდა სილამაზესა და მშვენიერებას. მერის ზღაპრული სილამაზე ისტორიის საკუთრებად იქცა, ისტორიისა, რომელიც გალაკტიონმა შექმნა. ცნობილ რუს მხატვარს საველი სორინის (Saveli Abramovich Sorin, 1878-1953) შაველი შორინ) დახატული ჰყავს მერი შერვაშიძე და ეს პორტრეტი ამჟამად მონაკოს პრინცის სასახლეში ჰკიდია, მიუხედავად იმისა რომ მხატვარმა სურათი საქართველოს უსახსოვრა.

გალაკტიონ ტაბიძე

მერი და გალაკტიონი

გალაკტიონმა მერი პირველად ქუთაისში ნახა ქუჩაში მიმავალი და ძალიან მოეწონა პირველივე დანახვისთანავე. რამდენიმე ხნის შემდეგ კი მერის ფოტო ნახა ადგილობრივ გაზეთში. მერი მშობლებთან ერთად იყო. სწორედ ამ სურათიდან გაიგო პოეტმა მერის ვინაობა. მერი შერვაშიძე “უბრალო” ქალი არ გახლდათ,. როგორც მოგეხსენებათ, შერვაშიძე არისტოკრატიული გვარი იყო. საერთოდ მაღალი წრის ქალბატონისთვის არც არაფრით ყოფილა საინტერესო “ეული” პოეტი. როგორც თავად მერი შერვაშიძე ამბობდა, მან მხოლოდ წლების შემდეგ შეიტყო რომ გალაკტიონის ლექსები მას ეკუთნოდა… ამ თემაზე მერი არასდროს არაფერს ამბობდა, შესაძლოა იმიტომ რომ იგი მეტის მეტად თავმდაბალი ადამიანი იყო, ან იქნებ იმიტომ, რომ, მას უბრალოდ არაფერი ქონდა სათქმელი…

გალაკტიონს არ უყვარდა როცა მერიზე ეკითხებოდნენ, საერთოდ მასზე არაფერს ამბობდა. დღიურებში კი წერდა: “ულამაზესი ქალი, მერი შერვაშიძე, როგორც ეხლა, ისე წინედაც ატარებდა თავის პატიოსნებით სავსე ცხოვრებას საშუალოდ, არც ცუდად, არც კარგად. შორიდან იგი გაგიჟებით უყვარდა ერთ ახალგაზრდა ვაჟს, მაგრამ მერი ვერ გრძნობდა ამ სიყვარულს ან გრძნობდა ძალიან ცუდად, ეჭვიანობდა და იმიტომ, მაგრამ ეჭვების გამფანტველი არავინა სჩანდა. ყოველივე იცოდა მერის დედამ, იცოდა გაცილებით უკეთესად, ვინემ თვითონ მერიმ, მაგრამ უკანასკნელი ვერ ბედავდა შეკითხებოდა მას. მერის ეგონა, რომ თავისი სისულელით დაანგრევდა სახლს. მას ეს სრულიადაც არ უნდოდა, რა საჭიროა ქმარი? სრულიადაც არ უნდოდა მას ქმარი, სრულიადაც. ამ სახლში რვა ადამიანია: სამი გასათხოვარი ქალი და დანარჩენი ვაჟები. დედა კიდევ ხუთი თვეა ორსულადაა: ვინ იცის, ტყუპები ეყოლოს ან შიძლება სამი, როგორც ეს მოხდა წინად? “წყნარად, მერი შერვაშიძე, ეუბნებოდა თავის თავს ახალგაზრდა ქალი, შენ მხოლოდ დააკვირდი ყველა მამაკაცების ქცევას და თვითონვე ყველაფერს გაიგებ და რა საჭიროა დ ედ-მამის შეწუხება, მე თავზე ხელაღებული ქალი ვარ… ასეთი ქალი კი უბედურებაა. თუ მას არ უყვარს სიმშვიდე და მყუდროება, დეე, ნუ შემირთავს. ყოველ შემთხვევაში თავის თავს ამნაირ ქალად ვთვლი. მე არ მეცოდინება რაა ღალატი, როგორც არ ვიცი ეხლა. მე გავთხოვდები უმწიკვლო და უნაკლოდ. გავთხოვდები ძალიან მალე” (1928 წ.).

“სახელი “მერი” – მე არ გამომიგონებია: თუმცა ლექსის ობიექტად პირველია ეს სახელი საქართველოში. მერი – ხშირი სახელია ბაირონის ლირიკაში, მერი – ასულდგმულებს შელის, მერის – აღტაცებაში მოჰყავს პუშკინი, მერი – ერთ-ერთი უკეთესი ტიპია ლერმონტოვის და ათსი ინგლისური და ფრანგული რომანების გმირი ქალია მერი. ჩამოთვლილი პოეტების არც ართი მერი ერთმანეთს არ ჰგავს. ასე, ალექსანდრ ბლოკის მერი – სიმბოლიური სახებაა, ჩემი მერი – რომანტიული, მაგრამ რეალური და ცხადია. კრიტიკოსებს კი სურთ, ამ ლექსით გააბან არარსებული კავშირი ჩემსა და ბლოკს შორის. ეს ლექსი დამოუკიდებელი ლექსია”.

“მერი” ჩემდა დაუკითხავად დაიბეჭდა გაზ. “თეატრი და ცხოვრებაში” 1915 წ. მალე ისე პოპულარული გახდა, რომ ყველამ ზეპირად იცოდა”  (1938 წ.)

“მას შემდეგ, რაც დაიბეჭდა ჩემი ლექსი “მერი”, ძალიან ხშირად მკითხავდნენ, თუ ვინ იყო ეს მერი, მაგრამ ყოველთვის უარს ვამბობდი პასუხზე. როგორც პოეტი, მე ვსარგებლობდი უფლებით თვითეული ლექსისთვის დამერქმია ის სახელი, რომელიც მსურდა. ერთხელ მე ამის გამო გულიც კი მომივიდა. თითქმის გაცოფებაში მოვედი და ამხანაგებმა გაიგეს, რომ მეტი აღარ შეიძლება მათი ჩაცივება. მერი კი… ალბათ, არსებობდა. იყო ასეთი ქალი!” (1950-1958 წ.).

ბაბო დადიანის გადმოცემით, “საქართველოში რამდენიმე ქალი აცხადებდა: გალაკტიონის მუზა მე ვიყავიო, ამ თემაზე კითხვით მივმართე გალაკტიონს. მან წვერზე ხელი ჩამოისვა და ღიმილით მიპასუხა: ისე მომაბეზრეს თავი ამ ქალებმა, რომ ყველას ვეუბნები, შენ მოგიძღვენი მერი, შენ მოგიძღვენიო… მაგრამ ქალბატონო ბაბო, ამ ლექსს თქვენი მერის გარდა ვერავის მივიძღვნიდიო! ლადო გუდიაშვილმა მითხრა: გალაკტიონმა მომიტანა ფოტოსურათი და მთხოვა მერი შერვაშიძის სურათი დამიხატეო… ლადომ პორტრეტი საკუთარ მანერაში დახატა, მაგრამ როცა გალაკტიონს უნახავს, სასტიკად აღშფოთებულა, ეს ჩემი მერი არ არისო…”

მერი შერვაშიძის გადმოცემით, იგი არ იცნობდა გალაკტიონ ტაბიძეს. ბაბო დადიანისადმი გაგზავნილ წერილში მერი შერვაშიძე წერდა: “დაიბეჭდა თუ არა ლექსი “მერი”, იმ პერიოდში ყველა საუბრობდა, რომ ტაბიძემ ეს ნაწარმოები მე მომიძღვნა. პირადად ჩემთვის მას ეს არ გადმოუცია… და ბოლოს, მე 1918 წელს დავქორწინდი…” მერი შერვაშიძე აქ ალბათ გულისხმობს ლექსის გამოქვეყნების თარიღს, “მერი” 1915 წელს დაიბეჭდა ჟურნალში “თეატრი და ცხოვრება”, ხოლო მერი შერვაშიძემ გიგუშა ერისთავზე 1918 წელს დაიწერა ჯვარი.

ერთ-ერთი ვერსიით 1935 წელს წელს გალაკტიონ ტაბიძემ შემთხვევით ნახა მერი პარიზში. მერი ლუვრის წინ იჯდა და მომაჯადოებლად ლამაზად გამოიყურებოდა. მოხიბლულმა გალაკტიონმა სწორედ მას შემდეგ მიუძღვნა მერის განთქმული ლექსი.

მერი (1915)

შენ ჯვარს იწერდი იმ ღამეს, მერი!
მერი, იმ ღამეს მაგ თვალთა კვდომა,
სანდომიან ცის ელვა და ფერი
მწუხარე იყო, ვით შემოდგომა!

აფეთქებული და მოცახცახე
იწოდა ნათელ ალთა კრებული,
მაგრამ სანთლებზე უფრო ეგ სახე
იყო იდუმალ გაფითრებული.

იწოდა ტაძრის გუმბათი, კალთა,
ვარდთა დიოდა ნელი სურნელი,
მაგრამ ლოდინით დაღალულ ქალთა
სხვა არის ლოცვა განუკურნელი.

მესმოდა შენი უგონო ფიცი…
მერი, ძვირფასო! დღესაც არ მჯერა…
ვიცი წამება, მაგრამ არ ვიცი:
ეს გლოვა იყო თუ ჯვარისწერა?

ლოდებთან ვიღაც მწარედ გოდებდა
და ბეჭდების თვლებს ქარში კარგავდა…
იყო ობლობა და შეცოდება,
დღესასწაულს კი ეს დღე არ ჰგავდა.

ტაძრიდან გასულს ნაბიჯი ჩქარი
სად მატარებდა? ხედვა მიმძიმდა!
ქუჩაში მძაფრი დაჰქროდა ქარი
და განუწყვეტლად წვიმდა და წვიმდა.

ნაბადი ტანზე შემოვიხვიე,
თავი მივანდე ფიქრს შეუწყვეტელს;
ოჰ! შენი სახლი! მე სახლთან იქვე
ღონე-მიხდილი მივაწექ კედელს.

ასე მწუხარე ვიდექი დიდხანს
და ჩემს წინ შავი, სწორი ვერხვები
აშრიალებდნენ ფოთლებს ბნელხმიანს,
როგორც გაფრენილ არწივის ფრთები.

და შრიალებდა ტოტი ვერხვისა,
რაზე – ვინ იცის! ვინ იცის მერი!
ბედი, რომელიც მე არ მეღირსა -
ქარს მიჰყვებოდა, როგორც ნამქერი.

სთქვი: უეცარი გასხივოსნება
რად ჩაქრა ასე? ვის ვევედრები?
რად აშრიალდა ჩემი ოცნება,
როგორც გაფრენილ არწივის ფრთები?

ან ცას ღიმილით რად გავცქეროდი,
ან რად ვიჭრდი შუქს მოკამკამეს?
ან „მესაფლავეს“ რისთვის ვმღეროდი,
ან ვინ ისმენდა ჩემს „მე და ღამეს“?

ქარი და წვიმის წვეთები ხშირი
წყდებოდნენ, როგორც მწყდებოდა გული
და მე ავტირდი – ვით მეფე ლირი,
ლირი, ყველასგან მიტოვებული.

→ მერი შერვაშიძე – Meri Shervashidze

→ გალაკტიონი – Galaktion Tabidze


Responses

  1. ukacravad magraam meri sharvashidze iyo da ara shervashidze… tu waikitxavdit enciklopedias uketesi ikneboda…:):):)

  2. გალაქტიონი და არა გალაკტიონი.)):
    შემოვდივარ კითხვით:
    თუ გალაქტიონმა1935 წელს მერი პირველად ნახა პარიზში და თანაც ლუვრის წინ , მერე დაბრუნდა დროში უკან და ,,მერი” 1915წ დაწერა?….)):

  3. gvanca gpasuxob :
    1) galaktioni zustad rom swori formaa.
    2) galaktions da meris ertmaneti pirvelad paris-shi ar unaxavt. yuradgebit tu waikitxe ertmanets qgutaisshi shexvdnen pirvelad:)

  4. ერთ-ერთი ვერსიით 1935 წელს წელს გალაკტიონ ტაბიძემ შემთხვევით ნახა მერი პარიზში. მერი ლუვრის წინ იჯდა და მომაჯადოებლად ლამაზად გამოიყურებოდა. მოხიბლულმა გალაკტიონმა სწორედ მას შემდეგ მიუძღვნა მერის განთქმული ლექსი. rogor naxa parisshi meri 1935wels roca 1915shi ukve dawerili hkonda leksi meri? :D

  5. au sanam rames dawert jer gaanalizet ras wert raa.. qartuli saxelia galaqtioni magram mteli tavisi cxovreba is kaci Tavis Tavs edzaxda galaktions. da yvela ganatlebuli adaminic ki ara visac saertod literaturis rame gaegeba ixseniebs mas rogorc galaktions da ara galaqtions!

  6. ხომ არ დაგავიწყდათ რა პერიოდია ? გალაკტიონი ხშირად სხვადასხვა წლებს აწერდა ლექსებს .

  7. icodit tu ara rom galaktions meri 17 leqsshi hyavs naxsenebi???

  8. Mari sad waikitxe ro meri sharvashidze iyo da ara shervashidze ??

  9. me mgonii zusti tarigi ak meore xarisxovania :) mtavaria asetii shedevri dagvitovaa mepe lirma :) :) :)

  10. meri galaqtionis muza ar yofila..roca igi gadasaxlebashi tavis qmars wahyva galaqtioni mashin 10 wlis tu iqneboda


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Categories

%d bloggers like this: