Posted by: burusi | 31/03/2009

გიორგი ქავთარაძე “ტაოხთა უძველესი ქვეყანა და ქართული სახელმწიფოებრიობის საწყისები”

სრული საქართველო

ფიზიკური გეოგრაფიის თვალთახედვით ამიერკავკასია ანუ უკანასკნელ ხანებში სულ უფრო ხშირად მიღებული ნომენკლატურით _ “სამხრეთი კავკასია”,[1] სამი მხრიდან _ ჩრდილოეთიდან, დასავლეთიდან და აღმოსავლეთიდან, მკვეთრად გამოკვეთილი ბუნებრივი ზღუდეებითაა შემოფარგლული – კავკასიონის მთაგრეხილით, შავი და კასპიის ზღვებით, ხოლო სამხრეთის საზღვარი არ არის ამავე დონის გლობალური მნიშვნე­ლობის მქონე მიჯნით გამოყოფილი. სამხრეთითა და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან ზღვრად ძირითადად მდინარე არეზის დინება მიიჩნევა ხოლმე. რაც შეეხება სამხრეთ-დასავლეთს, ამ მხრიდან გამყოფად ჯერ რუსე­თის იმპერიის, ხოლო შემდეგ საბჭოთა კავშირის სახელმწიფო საზღვარი ითვლებოდა. ამდენად ამ მონაკვეთის სივრცობრივი განზომილება საბჭოთა კავშირის დეზინტეგრაციისა და შესაბამისად მისი სახელმწიფო საზღვრის (რომელიც ამავე დროს “რკინის ფარდის” ფუნქციასაც ასრულებდა) მოშლის შემდეგ გადასინჯვას მოითხოვს. ასეთ მიჯნად ამიერკავკასიის სამხრეთ-დასავლეთი საზღვრისათვის შეიძლება ჩაითვალოს მდინარე არეზის ზემო წელის დინება (რაც სავსებით ბუნებრივია თუ გავავრცელებთ ზემომოყვანილ ცნობას სამხრეთის მხრიდან მისი მსაზღვრავი ფუნქციის შესახებ) და მისგან დასავლეთით მიმდინარე ხაზი პალანდიონკენის მთაგრეხილიდან ჩრდილოეთისაკენ კოპის ქედის გადაკვეთით მდ. ჭოროხის შუა და ქვემო დინებების გაყოლებით შავ ზღვამდე გამავალი. ამიერკავკასიის საზღვრის ასეთი განსაზღვრება მეტ-ნაკლებად ემთხვევა საქართველოს სამხრეთ-დასავლეთის ისტორიულ საზღვარს (ერზურუმის მხარის გამოკლებით)[2].

ამიერკავკასიის ასეთი ტერიტორიული დეფინიცია, ზრდის მის არეალს მდინარეების არეზის, ევფრატის (კარა-სუ) და ჭოროხის ზემო წელის სანახებით, სადაც მდებარეობდა ასურულ-ურარტული წყაროების დაიაენი/დიაუხის ქვეყანა.

საქართველო ისტორიულად სამი ძირითადი _ აღმოსავლეთი, დასავლეთი და სამხრეთ-დასავლეთი _ ნაწილისაგან შედგება. სამივე ეს მხარე ჩამოყალიბებული იყო მათივე წიაღში არსებულ უმთავრეს მდინარეთა აუზების გარშემო: აღმოსავლეთი საქართველოსათვის განმსაზღვრელი იყო მტკვრის აუზი, დასავლეთი საქართველოსათვის _ რიონისა, ხოლო სამხრეთ-დასავლეთისათვის _ ჭოროხის. აღმოსავლეთ საქართველოში სხვადასხვა ეპოქებში აღმოცენდა წარმართული იბერია, ქრისტიანული ქართლი (ივერია) და ქართლ-კახეთის სამეფო, დასავლეთ საქართველოში _ კოლხეთი, ეგრისი/ლაზიკა, აფხაზეთისა და იმერეთის სამეფოები, ხოლო სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე _ დაიაენი/დიაუხი, ხორძენე-მოსხიკე, ტაო-კლარჯეთი და სამცხე-საათაბაგო.

აღმოსავლეთ საქართველოში ანუ ცენტრალურ ამიერკავკასიაში სახელმწიფოებრიობის ადგილობრივ საფუძველზე აღმოცენება დაკავშირებული ჩანს ალექსანდრე მაკედონელის მიერ აქემენიანთა იმპერიის დაპყრობასთან. ამ პერიოდიდან ყალიბდება ქართლის სამეფოს ისტორიული ფუნქცია გადაჯაჭვული სხვა ელინისტურ პოლიტიკურ წარმონაქმნთა ინტერესებთან და სათავეს იღებს დღევანდელი საქართველოს მრავალსაუკუნოვანი საზოგადოებრივი, პოლიტიკური და კულტურული განვითარების პროცესი.[3]

საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში ანუ სამხრეთ-დასავლეთ ამიერკავკასიაში სახელმწიფოებრივი ინსტიტუტების აღმოცენების ადრეულობას სხვა მხარეებთან შედარებით უნდა მიგ[გვ. 93]ვანიშნებდეს ისტორიული საქართველოს ტერიტორიისათვის დამახასიათებელი საზოგადოებრივი განვითარების პროცესის თავისებურებანი და ძველი ქართული საისტორიო ტრადიცია.

სამხრეთ-დასავლეთ ამიერკავკასიის ტერიტორიული სიახლოვე ახლო აღმოსავლეთის მაღალგანვითარებულ სამყაროსთან და ამ უკანასკნელიდან მომდინარე ზეგავლენა არ უნდა ყოფილიყო ადგილობრივი საზოგადოების სოციალური განვითარების ძირითადი განმაპირობებელი გარემოება. უფრო ისე ჩანს, რომ ადრეული და შუა ბრინჯაოს ხანაში ახლო აღმოსავლეთის ჩრდილოეთი პერიფერიის ცენტრალური ნაწილის დაბალი განვითარების მობილური, მესაქონლე ტომები, რომლებიც ფლობდნენ ბუნებრივი სიმდიდრეების მნიშვნელოვან მარაგს, პოლიტიკურად და ეკონომიკურადაც ხშირ შემთხვევაში იქვემდებარებდნენ სამხრეთის დაწინაურებულ საქალაქო ცივილიზაცი­ებს. ანალოგიური ვითარებაა ახლო აღმოსავლეთის დასავლურ – ეგეოსურ და ჩრდილოაღმოსავლურ ანუ ცენტრალურაზიურ ფლანგებზეც.[4] გვიანი ბრინჯაოს ხანიდან სამხედრო ლიდერის აქტიური ფუნქციის არსებობის მქონე საზოგადოების განვითარების არაურბანულ (პირობითადად _ ჩრდილოურ) ტიპს, თანდათანობით ენაცვლება უპირატესად საორგანიზაციო მართველობითი ხასიათის ურბანისტული (პირობითადად _ სამხრეთული) ტიპი, გამორჩეული მიწათმოქმედების მზარდი მნიშვნელობით, რომელსაც სახელმწიფოებრიობის აღმოცენებისაკენ უნდა მიეყვანა ადგილობრივი საზოგადოება. რამდენადმე უფრო გვიან, ამიერკავკასიის ტერიტორიის ცალკეული რეგიონების მოქცევამ ურარტუს სახელმწიფოს შემადგენლობაში, დააჩქარა ამ პროცესის განვითარება.[5] მდგომარეობა მთლიანად იცვლება ირანის აქემენიანთა იმპერიის აღმოცენების ხანიდან, როდესაც ცივილიზებული სამხრეთის გაბატონებული მდგომარეობა ბარბაროსული ჩრდილოეთის მიმართ უკვე ეჭვს აღარ იწვევს.[6] წინაელინისტურ ხანაში სწორედ ირანის ზეგავლენა განაპირობებდა ადგილობრივი საზოგადოების განვითარების პროცესს ამიერკავკასიაში.

აღსანიშნავია, რომ ძვ. წ. I ათასწლეულის პირველ ნახევარში, იმიერკავკასიიდან კიმერიული და სკვითური ტომებისა და სამხრეთიდან ახალი მოსახლეობის ნაკადების შემოჭრა-შემოდინებამ სახე უცვალა ამიერკავკასიაში ადგილობრივად მიმდინარე სოციალურ-კულტურული განვითარების მსვლელობას და აქ რთული, სინთეტური საზოგადოების ჩამოყალიბებისათვის აუცილებელი წინაპირობები შექმნა. შემთხვევითი არ არის ლეონტი მროველის “მეფეთა ცხოვრების” ცნობა, რომ ალექსანდრე მაკედონელის ქართლში ლეგენდარულ შემოსვლამდე: “…იყვნეს ქართლს ესრეთ აღრეულ ესე ყოველნი ნათესავნი, და იზრახებოდა ქართლსა შინა ექუსი ენა: სომხური, ქართული, ხაზარული, ასურული, ებრაული და ბერძნული. ესე ენანი იცოდეს ყუველთა მეფეთა ქართლისათა, მამათა და დედათა”.[7] ცნობილია, რომ ე. წ. მელტინგ პოტ-ის ეფექტი სახელმწიფოებრიობის წარმოქმნისათვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ხელშემწყობ გარემოებას წარმოადგენს.

უფრო ადრე, ძვ. წ. II ათასწლეულის მეორე ნახევრის შუა ხანებში, რამდენადმე მსგავს სიტუაციას ადგილი უნდა ჰქონოდა სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე, სადაც, დღევ. ქალაქ ერზურუმის ჩრდილოეთით, დაახლ. მდ. ევფრატის სათავეების მხარიდან შავ ზღვამდე, მდებარეობდა დაიაენი,[8] სადღეისოდ არსებული მონაცემებით,[9] საქართველოსა[10] და, როგორც ჩანს, ამიერკავკასიაში მიკვლეული უძველესი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი, რომლის არსებობას უკვე ძვ. წ. XII ს-ში ადასტურებს ასურული წერილობითი წყაროს ცნობა.[11] ამ რეგიონში ადგილი უნდა ჰქონოდა ქართველური, ხურიტული და შესაძლოა ხეთური წარმომავლობის მქონე ტომთა თანაცხოვრებას.

მომდევნო ხანების წერილობითი წყაროებისა და არქეოლოგიური კვლევის მონაცემების მიხედვით, დაიაენი/დიაუხის ქვეყანა მდებარეობდა ვრცელი რეგიონის შიგნით, რომლის ფარგლებიც შემოისაზღვრებოდა დასავლეთიდან ლაზისტანის ქედით, ჩრდილოეთიდან შავშეთის ქედითა და მისი განშტოებებით, აღმოსავლეთიდან ალაჰუექბერისა და ჩაქირბაბას ქედებით, ხოლო სამხრეთიდან დაახლოებით თანამედროვე თურქული ქალაქების პასინლერისა და ბაიბურთის შემაერთებელი ხაზით.[12] დაიაენი/დიაუხის ქვეყნის სამხრეთითა და [გვ. 94] აღმოსავლეთით განლაგებული ურარტუს სამეფო, ადრეულ ეტაპზე მაინც, “ურუათრის” ტომთა გაერთიანების მსგავსად, ძირითადად ამიერკავკასიის ფარგლებს გარეთ, მის დასავლეთითა და სამხრეთით ანუ მდ. არეზის სამხრეთითა და დასავლეთით მდებარეობდა.

ურარტუს სახელმწიფოს აღმოცენებისას მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ასურეთის აგრესიამ. არ შეიძლება არ დავეთანხმოთ პ. ციმანსკის, რომ ურარტული სახელმწიფო ძალის გამოყენების შედეგად შეიქმნა – ომი იყო მისი აღმოცენების გამომწვევი მიზეზიცა და პასუხიც. მთელი მისი პოლიტიკური და ეკონომიკური სტრუქტურა ასახავს უდიდეს ზრუნვას თავდასხმითი და თავდაცვითი სამხედრო საქმიანობისადმი. როდესაც მზარდმა ახალასურულმა სახელმწიფომ ძვ. წ. IX საუკუნის მანძილზე გაფართოება დაიწყო, მისმა ლაშქრობებმა ჩრდილოეთის მიმართულებით სულ უფრო მზარდი ხასიათი მიიღო, ამას შედეგად მოყვა არა ასურელთა კონტროლის დამყარება რეგიონზე, არამედ მათ მიმართ მძაფრი წინააღმდეგობა; მანამდე დანაწევრებული “ნაირის ქვეყნები” გაერთიანდა ვანის ტბის მხარის დინასტიის ხელქვეით, რომელმაც დაცვა აღუთქვა დამორჩილებულებს და ძალით დაიქვემდებარა ურჩები.[13] ურარტული ხელისუფლების გავრცელებას აღმოსავლეთ ანატოლიის, ჩრდილო-დასავლეთ ირანისა და სამხრეთ ამიერკავკასიის დიდ ფართობებზე ხელი უნდა შეეწყო ასურელთა ლაშქრობების შედეგად ამ მხარეებისათვის ამ უკანასკნელთა მიერ მიყენებულ ზარალს.[14] დაიაენის ადგილმდებარეობა განსხვავებული იყო, ურარტელთა ზურგს უკან იგი შედარებით ნაკლებად ექვემდებარებოდა ასურულ აგრესიას.

ასურელთა სამხედრო დაწოლას უნდა განეპირობებინა ურარტუს ტერიტორიაზე ადრეარსებულ, ადგილობრივ სოციალურ და პოლიტიკურ ტრადიციებთან რადიკალური განხეთქილება. თუმცა, ამასთანავე, აუცილებული იყო საკუთრივ ადგილობრივი საზოგადოების მზადყოფნა ასეთი მნიშვნელოვანი ცვლილებისათვის – პირველი, ნამდვილი სახელმწიფოს ჩამოყალიბებისათვის რკინის ხანაში. უკანასკნელ დროს გამოითქვა აზრი, ურარტუს სახელმწიფოებრივი ტრადიციის საწყისების არსებობის თაობაზე სამხრეთ ამიერკავკასიაში, სადაც უკვე ძვ. წ. II ათასწლეულში არსებობდა ციკლოპურკედლიანი ციხე-სიმაგრეები და მათთან დაკავშირებული საირიგაციო არხების ქსელები. იგულისხმება არა უშუალოდ ურარტუს სახელმწიფო აპარატის სამხრეთამიერკავკასიური წარმომავლობა, არამედ სამხრეთ ამიერკავკასიაში არსებული გვიანი ბრინჯაოს ხანის სახელმწიფოებრივი ტიპის წარმონაქმნებში აღმოცენებული პოლიტიკური ტრადიციის – ინსტიტუციონალური ფორმებისა და მმართველობითი სტრატეგიის ერთობლიობის – არეკვლა ურარტუს პოლიტიკურ ცხოვრებაში; სხვა სიტყვებით, ურარტუს სამეფო წარმოადგენდა ნახევარი ათასწლეულით უფრო ადრე, გვიანი ბრინჯაოს ხანის სამხრეთ კავკასიაში ჩასახული გარკვეული პოლიტიკური ტრადიციის აპოგეას.[15] ა. სმითისა და თ. თომპსონის აზრით, მიუხედავად იმისა, რომ ურარტუს წარმატება, ე. წ. სომხეთის მთიანეთის ერთიან პოლიტიკურ ერთეულში გაერთიანებისა, წარმოადგენდა სამხრეთკავკასიური პოლიტიკური ტრადიციის უმაღლეს რეალიზაციას, იგი იყო, ამავე დროს, აღნიშნული ხანგრძლივი ტრადიციის ზედა ზღვარი. ურარტუს დაცემის შემდეგ აქ აქემენიდური და გვიანელინისტური ტრადიციების ძლიერი ზეგავლენის ქვეშ მოქცეული პოლიტიკური ძალაუფლების ახალი მოდელები სჭარბობენ.[16]

ასურელებთან პირისპირ კონფრონტაციაში ურარტული ჯარი ნაკლებად ეფექტური იქნებოდა; მაგრამ ეფექტურ თავდაცვით სისტემას ციხე-სიმაგრეები ქმნიდნენ, რომლებიც აგებული იყო ცენტრალური ხელისუფლების მიერ მაშინაც კი, თუ მათი თავდაცვა დამოუკიდებლად, რეგიონალური ძალების საშუალებით ხდებოდა. ურარტული სახელმწიფოს ჩამოყალიბებისთანავე შექმნილი იყო ხელოვნური თავდაცვითი სისტემა, რათა ბუნების მიერ ბოძებული სადამცველო პოტენციალი კიდევ უფრო გაზრდილიყო.[17] მკვლევართა დაკვირვებით, მასიური ურარტული ციხე-[გვ. 95]ციტადელების კომპლექსები წარმოადგენდნენ, ძველი ახლო აღმოსავლეთის ანალოგიურ ძეგლთა კონტექსტში, საერო არქიტექტურის უაღრესად განსხვავებულ სახეობას; ისინი ფუნქციონირებდნენ როგორც ადმინისტრაციული, ეკონომიკური, სამხედრო და საკულტო ინსტიტუტების ერთმანეთთან დამაკავშირებელი პოლიტიკური ძალაუფლების სივრცობრივად გადაბმული ცენტრები და ამდენად სინთეზირებას ახდენდნენ იმ ძირეული შემადგენელი ნაწილებისა, რომელთა მეშვეობითაც ხდებოდა ურარტული სახელმწიფოს პოლიტიკური ორგანიზება ერთ, მკვეთრად გამოხატულ და ხელოვნურად ჩამოყალიბებულ სივრცედ.[18]

პ. ციმანსკის ვარაუდით, ურარტუ შეიძლებოდა აღმოცენებულიყო მხოლოდ რკინის ხანაში, ვინაიდან გამძლე და ძლიერი რკინის წერაქვის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა კლდეთა ძირითადი ქანის დამუშავება ციხე-სიმაგრეებისათვის პლატფორმის მოსაწყობად.[19] იგივე შეიძლება ალბათ ითქვას ციხე-სიმაგრეების სიმრავლით გამორჩეული დაიაენი/დიაუხის ქვეყნის აღმოცენების ხანის შესახებ; ქსენოფონტის ხანაშიც ხომ ტაოხები სიმაგრეებში სახლობდნენ მთელი თავისი ავლა-დიდებითურთ.[20]

მთაგრეხილებით სეგმენტირებული ურარტუს ტერიტორია ძირითადად წარმოადგენდა თვითუზრუნველყოფილი პოლიტიკური და ეკონომიკური ერთეულების მოზაიკას, ხოლო მის განაპირას მდებარე დაიაენი/დიაუხის ქვეყანა ერთ-ერთი ასეთი ერთეული იყო, რომლის თავის ორბიტაში მოქცევა წარმოადგენდა ამ დიდი სახელმწიფოს ერთ-ერთ ძირითად პოლიტიკურ ამოცანას. ურარტუმ შედარებით უმტკივნეულოდ მოახერხა სხვა მსგავსი პოლიტიკური ერთეულების დაუფლება. ეს მომენტი შესაძლოა ურარტუსა და დიაუხის მოსახლეობის მკვეთრ ეთნიკურ განსხვავებაზე მიგვანიშნებდეს.

ასურული და ურარტული წერილობითი წყაროები და დანატოვარი კულტურული ნაშთები მოწმობენ დაიაენი/დიაუხის ქვეყნის სიდიდესა და განვითარების მაღალ დონეს, გამოვლენილს მრავალრიცხოვანი “ქალაქებით”, ციხე-სიმაგრეებით, ციკლოპური ნაგებობებით, მეურნეობის დაწინაურებული სახეობებითა და მეტალურგიით. რეგიონის რესურსების თავდაცვის საჭიროებას ჯერ ასურელთა, ხოლო შემდეგ ურარტელთა ძალმომრეობისაგან და ეკონომიკურ უპირატესობათა საკუთარი მიზნებისათვის გამოყენებისათვის მისწრაფებას უნდა განეპირობებინა რკინით განსაკუთრებით მდიდარი დაიაენი/დიაუხის ქვეყნის წარმოქმნა და ძვ. წ. XII-VIII საუკუნეების მანძილზე ხუთსაუკუნოვანი არსებობა.

როგორც ჩანს, ეს ქვეყანა ხასიათდებოდა “საბელადო” ტიპის საკმაოდ დაწინაურებული პოლიტიკური სტრუქტურით და წარმოადგენდა წინა-სახელმწიფოებრივი საფეხურიდან სახელმწიფოზე გარდამავალ წარმონაქმნს ანუ სახელმწიფოებრიობისაკენ მიმავალ ევოლუციურ ტრაექტორიაში ეკავა ეგალიტარულ სეგმენტურ საზოგადოებებსა და სინთეტურ სახელმწიფოებს შორის არსებული საშუალედო ეტაპისათვის განკუთვნილი ადგილი.[21] დაწინაურებულ, იერარქიული ტიპის სახელმწიფოებრივ სტრუქტურაზე უნდა მიუთითებდეს მისი სოციალური სისტემის თავისებურებანი: მეფე-სიუზერენი, ცალკეულ პროვინციათა მმართველი “მეფეები”, ერთიანი მმართველის ხელქვეით სხვადასხვა ტომთა გაერთიანება.[22] როგორც ჩანს, ურარტუს სამეფოს მსგავსად დიაუხის ქვეყანაც პროვინციებად იყო დაყოფილი და თითოეულ მათგანს განაგებდა ადგილობრივი მმართველი. როგორც ასურული წყაროები მოწმობენ, ურარტუში ასეთ მმართველთა რიცხვი საკმაოდ დიდი იყო და ინდივიდუალურად ისინი საფრთხეს ვერ შეუქმნიდნენ ცენტრალურ ხელისუფლებას.[23]

დაიაენის ქვეყანა ასურულ ეპიგრაფიკულ წყაროებში წარმოდგენილია აიაენი ან აიანი-ს ფორმით, რაც შეესატყვისება ურარტულში დიაუხი ან დიაუეხი ფორმას.[24] ასურული დაიაენი/დაიანისა და ურარტული დიაუხი/დიაუეხის შესატყვისია ქსენოფონტის “ანაბასისში” მოხსენიებული ტაოხთა ქვეყანა. დაიაენისა და დიაუხის იდენტურობა პოსტულირებული იყო ჯერ კიდევ ა. სეისის, მ. შტრეკის, ა. ბილერბეკისა და ფ. დელი[გვ. 96]ჩის მიერ, ხოლო ტაო/ტაიქთან პირველ მათგანს უკვე კ. ლემან-ჰაუპტი და ე. ფორერი აკავშირებდნენ.[25] გ. მელიქიშვილის აზრით, ეს სატომო სახელი ხურიტული უნდა იყოს, ვინაიდან ხურიტულ ონომასტიკონში ფართოდ გავრცელებული ჩანს ტაი-ელემენტი.[26]

ანლაუტში დ- > ტ- პროცესი დამახასიათებელია ხურიტული და ქართველური ენებისათვის. თუმცა უკანასკნელ ხანებში გამოთქმული მოსაზრებით, ვინაიდან ქართველურ ენებში ხშულ თანხმოვანთა სამეულებრივი სისტემაა, სოლისებრი დამწერლობით ჩაწერილი მისი ლექსიკაც აბრუპტივებს ასახავდა არა ყრუებით, არამედ მჟღერებით და შესაბამისად ქართველური ტ-ა-ო ურარტულად დაიწერებოდა დი-ა-უ-ḫი და წაიკითხებოდა: ṭაოḫი (ტაოხი), რასაც ადასტურებენ სომხური და ერთგვარად ბერძნული ფორმები: Τάοχοι, Τάοι).[27] თუ კი მოვახდენთ ამ ვარაუდის ექსტრაპოლირებას ასურულ ლურსმულ წარწერებში დადასტურებულ და იმავე ქვეყნის აღმნიშვნელ ტერმინზე – “დაიაენი”, ალბათ შეიძლებოდა გვეფიქრა, რომ მისი საწყისი ფორმა უნდა ყოფილიყო “ტაიაენი”, საკმაოდ ახლო მდგომი მრავლობითი რიცხვით ნაწარმოებ ძველ ქართულ ტერმინთან “ტაონი”.[28] ვითვალისწინებთ, ქართულში ხმოვანთკომპლექსის მიდრეკილებას ერთმარცვლოვნობისაკენ[29] და იმ გარემოებას, რომ ამავე რეგიონის ტოპონიმიკის ამსახველ ურარტულ წყაროებში დადასტურებულია სავარაუდოდ “ნ”-არიანი მრავლობითით გაფორმებული დიაუხის შემადგენელი ქვეყნების აღმნიშვნელი ფორმები: “ბიანი” და “ხუშანი”.[30]

მკვლევართა დიდი ნაწილის აზრით, დაიაენი/დიაუხის ქვეყანა მდებარეობდა მდ. ევფრატის (კარა-სუ) სათავის ჩრდილოეთით[31] ანუ ისტორიული ქართული მხარის ტაოს რაიონში.[32] დაიაენის შემდეგდროინდელი ტაოს ადგილას ლოკალიზაციის შესაძლებლობას იძლევა ასურ მეფეთა წარწერები: შუაასურული ხანის მეფის, ტიგლათფილესერ I-ის (ძვ. წ. 1114-1076 წწ.) მეფობის მესამე წლის, ძვ. წ. 1112 წ. წარწერიდან ირკვევა, რომ ნაირის ქვეყნების კოალიციის მონაწილე დაიაენი, ამ ქვეყანათაგან ყველაზე უფრო ჩრდილოეთით მდებარეობდა და “ზედა” ანუ შავი ზღვის მახლობლად უნდა ყოფილიყო განლაგებული.[33] დაიაენის ჩრდილოურ მდებარეობაზე მიგვანიშნებს სალმანასარ III-ის (ძვ. წ. 858-824 წწ.) ძვ. წ. 856 ლაშქრობის აღწერილობაც, როდესაც იგი მდ. არაცანის (მურათ-სუს, იგივე აღმოსავლეთ ევფრატის) დინების ჩრდილოეთით მდებარე სუხმის ქვეყნიდან გადავიდა დაიაენიში;[34] “სოხმე//სუხმი” დაიაენის ქვეყანას სამხრეთ-დასავლეთიდან ესაზღვრებოდა .[35]

კიდევ უფრო მეტად არის დაკონკრეტებული დაიაენის ადგილმდებარეობა ახალასურული ხანის მეფის, სალმანასარ III-ის მიერ ნიმრუდის სასახლის “ფრთოსან ხარებზე” დატოვებულ წარწერაში. სალმანასარი გვამცნობს: “ჩემი მმართველობის მეთხუთმეტე წელს წავედი ნაირის ქვეყანაზე, ტიგროსის სათავესთან კლდოვან მთებზე, იქ საიდანაც წყალი გამოდის, გამოვკვეთე ჩემი მეფურობის გამოსახულება, დავწერე მასზე ჩემი ძლევამოსილების გამარჯვება და შემართების გზები. თუნიბუნის ზეკარით გადავიარე არამე ურარტელის ქალაქებზე ევფრატის სათავემდე და დავანგრიე, აღვგავე და ცეცხლით გადავწვი. მივედი ევფრატის სათავესთან, მსხვერპლი შევწირე ჩემს ღვთაებებს და აშურის იარაღი განვბანე მასში. ასია, დაიაენის ქვეყნის მეფე, ფეხთჩამივარდა, ხარკი და ძღვენი, ცხენები, მივიღე მე მისგან, ჩემი სამეფო გამოსახულება გავაკეთებინე და დავდგი მისი ქალაქის შუაგულში”.[36] ეს ამბავი ხდება ძვ. წ. 844 წელს, თანამედროვე ქ. ერზურუმის ჩრდილოეთით დაახლ. 40 კმ-ით მდებარე ევფრატის სათავესთან, სადაც მისულ სალმანასარს ეახლა ასია, დაიაენის მეფე, რომლის სატახტო ქალაქიც, სადაც ასურ მეფეს აღუმართავს თავისი გამოსახულება, იქვე, მდინარის სათავის მახლობლად უნდა ყოფილიყო.[37] მართებულად შენიშნავს მ. სალვინი, რომ სალმანასარ III-ის მიერ ევფრატის სათავესთან დაიაენის მეფის ყმად მიღების ადგილმდებარეობის განსაზღვრა, უნდა მიუთითებდეს ამ გეოგრაფიულ-პოლიტიკური სახელწოდების _ დაიაენი _ იდენტიფიცირებაზე ურარტული წყაროების დიაუ(ე)ხთან და ამ უკანასკნელის მეშვეობით ქსენოფონტის მიერ მოხსენიებულ ტაოხებთან.[38] [გვ. 97] ასურელები და ურარტელები ხშირად განსხვავებულ ტოპონიმებს იყენებდნენ ერთიდაიმავე ადგილის აღსანიშნავად.[39]

სალმანასარის ცნობის სიზუსტეს ცხადყოფს გასული საუკუნის დასაწყისში, მდ. ტიგროსის სათავესთან, ბირკლინში (ე. წ. ტიგროსის გვირაბთან), კლდეზე მიკვლეული მეფის გამოსახულება და ოთხი წარწერა, რომელთა სალმანასარისადმი კუთვნილება ს. ფ. ლემან-ჰაუპტმა დაადგინა.[40]

ძველი შუამდინარეთული წარმოდგენით, წყალი განწმენდისა და აღორძინების სიმბოლოა, ამქვეყნიური და იმქვეყნიური სამყაროს ზღვარი და დამაკავშირებელი – “ციური ოკეანის ჭურჭელია”, ხოლო მდინარეები ტიგროსი და ევფრატი მნიშვნელოვან მითოლოგიურ სიმბოლოს, საკრალური ტოპოგრაფიის ელემენტებს წარმოადგენდნენ, ისინი, ისევე როგორც ყოველივე, ციური სუბსტანციების მიწიერი გამოსახულებებია: ცის ერთ თანავარსკვლავედში ტიგროსია, ხოლო მეორეში ევფრატი. ესაიას ბიბლიურ წინასწარმეტყველებაში ასურეთის მეფის სიძლიერე შედარებულია ევფრატის ძალასთან: “…აჰა აღმოიყვანებს უფალი, თქუენ ზედა წყალსა მდინარისასა ძლიერსა და ფრიადსა, ასსურასტანელთა მეფისა, და დიდებასა მისსა და აღმოვიდეს ყოველსა ზედა ჴევნებსა თქუენსა, და ვლოს ყოველსა ზედა ზღუდესა თქუენსა…” (წინასწარმეტყველება ესაიასი).[41]

ზემომოყვანილ სალმანასარის წარწერაში ყურადღებას იპყრობს ის გარემოება, რომ მდ. ევფრატის სათავესთან მისული ასური მეფე, მსხვერპლშეწირვისა და აშურის იარაღის მდინარის წყალში განბანის შემდეგ, არაფერს ამბობს აქვე თავისი გამოსახულების დატოვების თაობაზე და იუწყება მხოლოდ თავისი “მეფური გამოსახულების” დადგმაზე დაიაენის მეფის ასიას სატახტო ქალაქში. როგორც ჩანს, ეს იმით უნდა ყოფილიყო გამოწვეული, რომ “ტიგროსის გვირაბის” ადგილმდებარეობისაგან განსხვავებით, სადაც მდინარე მძლავრად გამოედინება კლდოვანი მთის ძირიდან, მდ. ევფრატის სათავის მხარე არ წარმოადგენდა ეფექტურ ადგილს ასურეთის მეფის სახელის უკვდავსაყოფად აგებული ძეგლისათვის, განსხვავებით ასია დაიაენელის დედაქალაქისა.

როგორც ირკვევა, მდინარე ევფრატი (უფრო ზუსტად, დასავლეთ ევფრატი ანუ კარა-სუ) მრავალრიცხოვან წყაროთა შეერთების შედეგად არის წარმოქმნილი, რომელთა რიცხვიც, ზოგიერთი ცნობით, ასზე მეტია. ევფრატის სათავის დასადგენად საგანგებო ძიება XIX საუკუნის შუა ხანებში ჩაატარა გერმანელმა მეცნიერმა და მოგზაურმა მორიც ვაგნერმა. მისი ცნობით, ევფრატის სათავე წყაროს წარმოადგენს დუმლუ-სუ, რომელიც გიაურ დაღის განშტოების შემადგენელ დუმლუ დაღის ფერდობიდან გამოედინება.[42] დიმ. ბაქრაძის რუკაზეც კარა-სუს სათავე წყაროდ – დუმლუ ბუკარია აღნიშნული.[43] ერზურუმის მხარეში ნამყოფი რობერტ ქერზონი 1843 წელს წერდა, რომ ერზურუმიდან თორთომისაკენ მიმავალ გზასთან მდებარე კლდოვანი მწვერვალიდან ჩანს სამი მდინარის სათავე, რომელთაგანაც ერთი შავ ზღვაში ჩაედინება, მეორე – სპარსეთის ყურეში, ხოლო მესამე – კასპიის ზღვაში;[44] უკანასკნელში მდ. არეზის (არაქსის) შენაკადი უნდა იგულისხმებოდეს. ეს ადგილი დუმლუ სუს სათავე წყაროების მახლობლობაშია, ზღვის დონიდან 2090 მ სიმაღლეზე მდებარე გიოქლიას უღელტეხილთან.

შავ ზღვასა და სპარსეთის ყურეში ჩამდინარე მდინარეების წყალგამყოფია გიაურ დაღი, კლასიკური ხანის მწერლების ე. წ. მოსხური მთების სამხრეთული სექტორი – მისგან ჩრდილოეთით მდ. ჭოროხის შენაკადები თორთომის-წყალი (თორთუმ-ჩაი) და ოლთისის-წყალი (ოლთუ-ჩაი) მიედინებიან, ხოლო სამხრეთით მდ. ევფრატის შენაკადები[45] – კარა-სუს სათავე მდინარე დუმლუ-სუ და სერჩამ სუ.

ძირითადად სწორედ კარა-სუსა და სერჩამ-სუს შეერთების შემდეგ იყო ცნობილი მდინარე როგორც “ფრატი” ანუ ევფრატი.[46] აღსანიშნავია, რომ სერჩამ-სუს წყლის ნაკადის მასა მეტი თუ არა ნაკლები არ არის კარა-სუს ნაკადზე და უფრო ჩქარი დინებაც აქვს; მაგრამ ამ ორი მდინარის შეერთების ადგილიდან მათ სათავეებამდე მანძილი სერჩამ-სუს შემთხვევაში კარა-სუს მანძილის ნახევარსაც კი არ შეადგენს.[47]

პლიმიუსის მიხედვით, მდ. ევფრატი გამოედინება დიდი სომხეთის პროვინცია კარანიტისიდან, მთა აბას ფერდობიდან და მას სათავის მახლობლად Pყხურატეს-ი ეწოდება.[48] ამ მთას სტრაბონი აბოსის (Mტ. Aბუს) სახელით იცნობს.[49] პლინიუსს ეს ცნობა ნერონის დროს სირიის რეგენტად მყოფი [გვ. 98] დომიციუს კორბულოსაგან აუღია (კორბულო პართელებთან ბრძოლის მიზნით ახ. წ. 63 წ. ევფრატის ზემო წელისაკენ იყო გადაადგილებული); ექვსი წლის შემდეგ ლიცინიუს მუციანოსი (ვესპასიანის დროს სირიის რეგენტად დანიშნული), მდ. ევფრატის სათავედ, ძიმარა-დან 12 მილით აღმა მდებარე, მთა კაპოტესს მიიჩნევს.[50] კაპოეტის ციხეს ვახუშტი ბაგრატიონიც იცნობს.[51] როგორც ჩანს, აბა, აბოსი, კაპოტე ერთიდაიგივე მთის სახელწოდებებია – თავკიდურა ველარული ფონემების მონაცვლეობას ნულთან არცთუ იშვიათად აქვს ადგილი აღმოსავლეთანატოლიურ-კავკასიურ ტოპონიმებში. ყურადღებას იპყრობს აგრეთვე სერჩამ-სუს სათავის მქონე სერჩამ-დაღის მახლობლად მდებარე კოპ-დაღის სახელწოდება, რომელიც მდინარეების ევფრატისა და ჭოროხის წყალგამყოფად ითვლება. ჩემი აზრით, შესაძლოა პლინიუსისა და სტრაბონის ცნობები ევფრატის სათავის შესახებ, არა კარა-სუს, არამედ სერჩამ-სუს სათავეს უნდა გულისხმობდეს.[52]

თუმცა, მიუხედავად იმისა, სერჩამ-სუს სათავე თუ კარა-სუს შემადგენელი რომელი წყაროც არ უნდა ყოფილიყო მიჩნეული სალმანასარ III-ის მიერ ევფრატის სათავედ, აშკარაა, რომ დაიაენის მეფის ასიას სატახტო ქალაქი, სადღაც ამ მდინარეთა სათავეების მახლობლად (სავარაუდოდ, სერჩამ-სუს აღმოსავლეთითა ან დუმლუ-სუს დასავლეთით) უნდა მდებარებულიყო ანუ იმ მთათა სისტემაში, რომელიც ჭოროხის, სერჩამ-სუს, თორთომის-წყლის, კარა-სუსა და ოლთისის-წყლის წყალგამყოფს წარმოადგენს. მკვლევართა მიერ სავსებით გამორიცხულია, რომ ევფრატში აღმოსავლეთ ევფრატი (იგივე მურათ-სუ, ძველი არაცანი) ყოფილიყო ნაგულისხმევი, ვინაიდან იგი ძველად არ მოიხსენებოდა ხოლმე ამ სახელით.[53]

მესოპოტამია-აღმოსავლეთ ანატოლიასა და შავ ზღვას შორის დიაუხის სტრატეგიული მდებარეობა დიდად განაპირობებდა ამ ქვეყნის ბედ-იღბალს ურარტელთა ექსპანსიის ხანაში. მკვლევართა აზრით, ბერძნულ კოლონიებსა და ურარტელებს შორის ვერ ხერხდებოდა ფართო სავაჭრო ურთიერთობა ვინაიდან მათ შორის დიაუხი და კოლხეთი იყო განლაგებული. თვით პონტოს მთების ლითონებით სიმდიდრეც ბერძნებს ურარტელებისაგან ჩრდილოეთ სირიის საშუალებით უნდა გაეგოთ და ეს უნდა გამხდარიყო ამ მხარით მათი დაინტერესების მიზეზი.[54]

სავარაუდოა, რომ ევფრატის სათავესთან სალმანასარ III-სა და ასია დაიაენელს შორის გარკვეული გარიგება მომხდარიყო არამე ურარტელის საწინააღმდეგოდ. სალმანასართან იქ მისულ ასიას იმედი ექნებოდა ასურ მეფესთან საერთო ენის გამონახვისა. გ. მელიქიშვილის ვარაუდით, ასია ცდილობდა მოეპოვებინა ასურეთის მხარდაჭერა ახლადწარმოქმნილი და საშიში მეზობლის–- ურარტუს სამეფოს – წინააღმდეგ ბრძოლაში.[55] მისი ამ მისწრაფების ძირითადი მიზეზი დაიაენსა და ასურეთს შორის ურარტუს მზარდი სამეფოს აღმოცენება იქნებოდა, რომელიც ჩრდილოეთიდან მესოპოტამიისაკენ მიმავალ სატრანზიტო გზებს ფლობდა და ამასთანავე შეეცდებოდა ხელში ჩაეგდო კიდევ უფრო ჩრდილოეთით მდებარე მდიდარი მხარეების რესურსები. სავაჭრო გზების დაუფლებისათვის ბრძოლა სალმანასარ III-ის მოღვაწეობის ძირითადი განმსაზღვრელი მომენტი იყო და შემთხვევითი არ არის, რომ თითქმის მთელი მისი ყურადღება ასურეთის დასავლეთითა და ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ქვეყნებისაკენ იყო მიმართული.[56] ბუნებრივია, არა მხოლოდ დაიაენელთა, არამედ ასურელთა ინტერესებშიც შედიოდა, რომ დამყარებულიყო მათ შორის პირდაპირი ურთიერთობა. ამიტომ გასაკვირი არ უნდა იყოს ასიასა და სალმანასარის შეხვედრის შემდეგ, ასურეთის მეფის ახალი ყმადნაფიცის, დაიაენის მეფის სატახტო ქალაქში ასურეთის ძლევამოსილი მეფის ქანდაკების დადგმა; ეს გარემოება ამავე დროს გარანტია იქნებოდა გარე ძალთაგან ამ ქვეყნის პოლიტიკური ხელშეუხლებლობისა. [გვ. 99]

სალმანასარის აღნიშნული ქანდაკება დღემდე არ არის ნაპოვნი, მაგრამ უ. ე. დ. ალენი, გასული საუკუნის ოცდაათიანი წლების დასაწყისში იუწყებოდა, ჭოროხისა და თორთომის-წყლის ლოდებს შორის მიკვლეულ, თუმცა იმ დროისათვის ჯერ ისევ შეუსწავლელ, ქვაში ამოკვეთილი ლომების არსებობას, რომელთა აქ პოვნა თითქოს ეხმიანებოდა ამავე რეგიონში დადასტურებულ ურარტულ ტოპონიმებს.[57] არც ამ ლომების შესახებ არის ჩემთვის რაიმე ცნობილი, მხოლოდ მახსენდება ერზურუმის მუზეუმის ფონდებში დაცული ქვის, დაახლ. 1,5 ხ 0,7 მ ზომის, ვითომდა ლომის ქანდაკება, რომლის ლომის ფაფარიც ანისის მეფის გაგიკ I-ის ხალათის დრაპირებული სახელო გამოდგა, ხოლო თვით “ლომის ქანდაკება” ამ მეფის ტორსის ძირითადი ნაწილი.[58]

სპეციალურ ლიტერატურაში ნავარაუდევია, დაიაენის ქვეყნის სამხრეთი საზღვრის პალანდიოქენის ქედამდე გავრცელება და შესაბამისად, ერზურუმის მხარის მის ფარგლებში მოქცევა,[59] თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებით მხედველობაშია მისაღები სალმანასარ III-ის ზემოხსენებული წარწერის ტექსტი, საიდანაც ირკვევა, რომ ტერიტორია მდ. ევფრატის სათავემდე ურარტუს მეფეს – არამეს ეკუთვნოდა და არა დაიაენის მეფეს – ასიას. ამავე დროს ცხადია, რომ ასიას ქვეყანა ევფრატის სათავეებთან მდებარეობდა[60] და რომ ეს სათავეც და მის მახლობლად მდებარე მაღლობებიც მისივე კონტროლის ქვეშ უნდა ყოფილიყო. არ არის გამორიცხული, რომ თანამედროვე ერზურუმ-ჰორასანს შორის მდებარე მხარე, ანუ შუა საუკუნეების საქართველოში შემავალი პროვინცია ბასიანი, რომლის აღმოსავლეთ ნაწილშიც მიკვლეულია დიაუხის ქვეყანაში ურარტელთა ლაშქრობების ამსახველი წარწერები, ასიასათვის სამფლობელოდ სალმანასარს გადაეცა.

ურარტუს მეფის, მენუას (ძვ. წ. 810 – დაახლ. 785/80 წწ.) კლდეზე ამოკვეთილი წარწერები იაზილითაშიდან და ზივინიდან გვამცნობენ, ძვ. წ. IX საუკუნის დამლევისა და VIII საუკუნის დასაწყისის დიაუხის (უფრო ადრეული ხანების ასურული წყაროების დაიაენის) ქვეყნის მთავარი ქალაქის სახელწოდებას – შაშილუ (UღUŠაšილუ(ნი)). როგორც უკვე ვიცით, სალმანასარ III-ის წარწერაში არაფერია ნათქვამი დაიაენის დედაქალაქის სახელწოდების თაობაზე, გარდა იმისა, რომ ეს ქალაქი სადღაც მდ. ევფრატის სათავესთან ახლო მდებარეობდა და რომ იგი სალმანასარს დანგრევის ნაცვლად თავისი ძეგლით “დაუმშვენებია”. ვინაიდან მენუას ეს წარწერები მხოლოდ ნახევარი საუკუნით თუ არიან დაშორებული სალმანასარის ლაშქრობის ხანიდან, არ არის გამორიცხული სალმანასარის წარწერაში მოხსენიებული ასიას ქალაქი, სწორედ “შაშილუ” ყოფილიყო. მით უმეტეს რომ, სალმანასარის მემკვიდრეების _ შამში-ადად V-ის (ძვ. წ. 823-811 წწ.) და ადადნირარ III-ის (ძვ. წ. 810-782 წწ.) დროინდელი, დასუსტებული ასურეთის მიერ დაიაენის დალაშქვრის შესახებ არაფერია ცნობილი. არც ურარტუს სამეფო იყო ძვ. წ. IX საუკუნის მეორე ნახევარში, მენუას გამეფემამდე, იმდენად ძლიერი, რომ დაიაენი, ანუ ურარტული წარწერების დიაუხი, დაელაშქრა. მხოლოდ ძვ. წ. IX საუკუნის დამლევიდან ხდება დიაუხი ურარტელთა აგრესიისა და ექსპანსიის ობიექტი. რაც შეეხება იაზილითაშის წარწერაში მენუას ფრაზას: “ის ტყვეები (?), (რომლებიც) დაბრუნდნენ, (მან) დააბრუნა მთლიანად (?)”,[61] ეს წარწერა არ იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ აღნიშნულ “ტყვეებში”, აუცილებლად დიაუხური წარმომავლობის იმ ურარტელთა მონების დაბრუნება ვივარაუდოთ, რომლებიც ურარტუდან იყვნენ თავის ქვეყანაში გაქცეულნი.[62] შესაძლოა საქმე ეხებოდეს, დიაუხელთა მიერ ადრე დატყვევებულ ურარტუს ქვეშევრდომებს, რომლებიც დიაუხის მეფემ უკან დაუბრუნა მენუას, მითუმეტეს, რომ იმავე წარწერის დასაწყისში მენუა დიაუხს მოიხსენიებს, როგორც “ძლევამოსილ” ქვეყანას. შენიშნულია, რომ მოწინააღმდეგე ქვეყნის ასეთი განმადიდებელი ეპიტეტით მოხსენიება, გამონაკლისი შემთხვევაა ურარტუს მეფეთა ტექსტებისში.[63]

მენუას იაზილითაშის (თანამედროვე ეშექ ილიასი, დელიბაბას სამხრეთით, ქ. ჰორასანიდან დაახლ. 40 კმ სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით) წარწერა იუწყება: “დავიპყარი მე დიაუეხის ქვეყანა, იერიშით დავიპყარი ქალაქი შაშილუ, სამეფო ქალაქი, ქვეყანა გადავწვი, ციხე-სიმაგრეები (დავაქციე). მივედი (?) შეშეთის ქვეყნამდე, ქალაქ ზუამდე. ქალაქი უტუხაი… უტუპურშინი დიაუეხის მეფე მეახლა, ფეხებში ჩამივარდა, თავქვე დაემხო”.[64] სოფელ ზივინში (ჰასანკალე-პასინლერსა და სარიკამიშს შორის, ქ. ჰორასანიდან დაახლ. 20 კმ ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით) ნაპოვნ ქვის ფილაზე, რომლის მხო[გვ. 100]ლოდ ორი ფრაგმენტია შემორჩენილი და საქართველოს სახელმწიფო მუზეუმშია დაცული, სწერია: “მენუა ამბობს: დავიპყარი მე ქალაქი შაშილუ: დაუდგი მე ეს წარწერა ღვთაება ხალდის, ჩემს მეუფეს”.[65]

ამ პერიოდში დიაუხთან გართულებულ ურთიერთობაზე უნდა მიგვანიშნებდეს უმუდუმ თეფეზე (კალორ თეფე), 18 კმ-ით ერზურუმის ჩრდილოეთით, ს. უმუდუმ ქოიდან (იგივე იმიდიმ ბაბა) 2 კმ-ით დასავლეთით, გალავანშემორტყმული 50 ხ 75 მ ფართის ე. წ. ციკლოპური წყობის ნაგებობის აღმოჩენა, რომელიც ძეგლის შემსწავლელის ა. ჩილინგიროღლუს აზრით, საიმედოდ უნდა დათარიღდეს ძვ. წ. გვიანი IX და ადრეული VIII საუკუნეებით ანუ ურარტუს მეფის იშპუინისა (ძვ. წ. დაახლ. 825 _ დაახლ. 810 წწ.) და მისი ძის მენუას ზეობის წლებით, თუმცა ავტორი უფრო მენუას ხანით მისი დათარიღებისაკენ იხრება, ადრეულ VIII საუკუნის ურარტულ ციხე-სიმაგრეებში “ციკლოპური ტექნიკის” გამოყენების შემთხვევების გამო.[66] მიჩნეულია, რომ უმუდუმ თეფე მისგან სამხრეთით მდებარე ერზურუმის ველს იცავდა ჩრდილოეთის მხრიდან მოსალოდნელი საფრთხისაგან.[67]

ვინაიდან ურარტუს მეფე მენუას წარწერები, დიაუხის “სამეფო ქალაქის” შაშილუს დაპყრობის შესახებ, ერთმანეთის მახლობლად მდებარე იაზილითაშსა და ზივინშია მიკვლეული, გ. მელიქიშვილი ვარაუდობდა, რომ იმხანად ეს მხარე დიაუხის შემადგენლობაში უნდა ყოფილიყო მოქცეული და არც ამავე მხარეში, კერძოდ ზივინის რაიონში, გამორიცხავდა დიაუხის “სამეფო ქალაქ” შაშილუს ლოკალიზების შესაძლებლობას,[68] როგორც ჩანს, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ზივინში ნაპოვნ ზემომოყვანილ წარწერაში, მენუას მიერ ქალაქ შაშილუს დაპყრობაა ნაუწყები. ზივინთან შაშილუს ი. დიაკონოვიც აიგივებდა.[69] 1961 წელს გამოცემული სომხეთის ისტორიული ატლასის მიხედვით, ზუაინი (იხ. ქვემოთ), მდ. არაზის ჩრდილოეთით, ზივინის ადგილას, ხოლო შაშილუ, ამავე მდინარის სამხრეთით, იაზილითაშის ადგილას არიან განლაგებულნი. ორივე შემთხვევაში, დიაუხის ფარგლებს გარეთ, მის სამხრეთ-აღმოსავლეთით.[70]

ა. ჩილინგიროღლუ დიაუხის ტერიტორიას ძირითადად დღევანდ. ქ. აშკალესა და ქ. თერჯანს შორის მდებარე ერზურუმის ველით განსაზღვრავს, თუმცა აღმოსავლეთის მიჯნას ჰასან-კალესთან ატარებს და თვლის, რომ ეს ქვეყანა აფერხებდა ტუშპა-აღრი-ელეშქირთიდან მომდინარე და ზივინ-ჰორასან-სარიკამიშ-ყარსი-გიუმრიუსაკენ მიმართულ ურარტელთა სწრაფვას, რის გამოც საჭირო გამხდარა მენუას მიერ დიაუხის აღმოსავლეთი რეგიონების დაპყრობა (სადაც, მისი თქმით, უმუდუმ თეფე მდებარეობს).[71]

ურარტული ხანის ზუაინა/ზუა(ნი)-ს, თანამედროვე ზივინთან (დაახლ. 35 კმ ქ. სარიკამიშიდან სამხრეთ-დასავლეთით) გაიგივებისა და იაზილითაშის წარწერაში შაშილუს მოხსენიების გამო, რომელიც ზუაინა/ზუა(ნ)თან ერთად არის არგიშთი I-ის (ძვ. წ. 785/80-დაახლ. 760 წწ.) ხორხორულ მატიანეში ნახსენები, ნ. არუთიუნიანის აზრით, შაშილუ სადღაც დიაუხის ვრცელი ტერიტორიის სამხრეთ ნაწილში, ზუაინა/ზუა(ნი)ს ანუ ზივინის მახლობლად უნდა ყოფილიყო განთავსებული და ამასთანავე არ გამორიცხავს შესაძლებლობას, რომ მენუას ხანაში დიაუხის ტერიტორია სამხრეთ-აღმოსავლეთის მი­მართულებით, მდ. არეზის სამხრეთით იაზილითაშამდე ყოფილიყო გადაჭიმული ანუ ჰასანკალე-პასინლერსა და დელიბაბა-ველიბაბას რაიონამდე. თუმცა იგი იქვე შენიშნავს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში საფიქრე­ბელი ხდება, ურარტელებს ეს წარწერა დიაუხის სამფლობელოთა ფარგლების გარეთ, ურარტუსაკენ მიმავალი გზის პირას დაეტოვებინათ.[72] იაზილითაშის მახლობლად ურარტუსაკენ მიმავალ გზაზე (ჰორასანსა და ელეშქირთ/ალაშქირთს შორის) მდებარე თაჰირის (საჩის) უღელტეხილს, ურარტული ციხე-სიმაგრე აკონტროლებდა.[73]

როგორიც არ უნდა ყოფილიყო დიაუხის სამეფო ქალაქის, შაშილუს ადგილმდებარეობა, ერთი რამ უდავოა, დაახლ. ნახევარი საუკუნით უფრო ადრე, სალმანასარ III-ის ძვ. წ. 844 წლის წარწერაში მოხსენიებული დაიაენის მეფის, ასიას ქალაქი ვერ იქნებოდა იაზილითაშისა და ზივინის მახლობლად მდებარე, თუნდაც იმიტომ, რომ მანძილი ევფრატის სათავესა (ერზურუმიდან დაახლ. 40 კმ ჩრდილოეთის მიმართულებით) და ამ ადგილებს შორის დაახლ. 160-170 კმ-ს შეადგენს. იაზილითაში და ზივინი ერზურუმიდან 90 კმ-ით აღმოსავლეთით მდებარე დღევ. ქ. ჰორასანიდან, სამხრეთ-აღმოსავლეთითა და ჩრდილო-აღმოსავლეთით (შესა­ბამისად, დაახლ. 40-20 კმ) არიან განლაგებულნი. ამასთანავე, ნაკლებად მოსალოდნ[გვ. 101]ელია, დაიაენი/დიაუხის ქვეყნის დედაქალაქს სალმანასარისა და მენუას ლაშქრობებს შორის გასულ ნახევარი საუკუნის განმავლობაში ასე კარდინალურად შეეცვალა ადგილმდებარეობა და შორს აღმოსავლეთისაკენ გადაენაცვლა.

გ. მელიქიშვილი საყურადღებოდ მიიჩნევს, რომ მენუას დროს დიაუხის “სამეფო ქალაქის” (რაც უნდა ნიშნავდეს სამეფო რეზიდენციასა თუ დედაქალაქს) ეპითეტით მოხსენიებული ქალაქი შაშილუ, არგიშთი I-ის დროს ურარტუს დაქვემდებარებაში გადადის, ხოლო დიაუხის “სამეფო ქალაქად” იხსენიება უფრო ჩრდილოეთით მდებარე ქალაქი ზუაინა/ზუა(ნი).[74]

არც ურარტული წყაროების ზუა/ზუანის თანამედროვე ზივინთან გაიგივების ვარაუდი[75] ჩანს დამაჯერებელი. მართალია არგიშთი I-ის სურბ საჰაკის (ვანის) წარწერა იუწყება, მის მიერ ზუაინა/ზუა(ნი)ში წარწერის დატოვებას,[76] მაგრამ ზივინში შაშილუს დაპყრობის მაუწყებელი მხოლოდ მენუას, და არა მისი ძის არგიშთის, წარწერაა მიკვლეული, ეს გარემოება, რა თქმა უნდა, არ გვაძლევს ზუაინა/ზუა(ნ)სა და ზივინის გაიგივების საშუალებას. რაც შეეხება ამ ორი, ძველი (ზუაინა/ზუა(ნი)) და ახალი (ზივინი) ტოპონიმის ფონეტიკურ მსგავსებას, ანალოგიური ჟღერადობის სახელწოდებები სხვაც არაერთი მოიძებნება იმ ტერიტორიაზე რომელიც დიაუხის ქვეყანას ჰქონდა ადრე დაკავებული.[77]

დიაუხის ტერიტორიის ჩრდილოეთ ნაწილში ზუაინა/ზუა(ნი)ს ლოკალიზების სასარგებლოდ მოწმობს მენუას იაზილითაშის წარწერაში ამ ქალაქის დიაუხში შემავალ შეშეთის ქვეყანასთან (თუ შეშეს მთასთან) ერთ კონტექსტში მოხსენიება;[78] “შეშეთი”-სა თუ “შეშე”-ს დამთხვევას შავშეთ-იმერხევთან ცხადყოფენ ასურულ-ურარტულ წყაროებში მოცემული მათი აღწერილობა (იხ. ქვემოთ). არგიშთი I-ის სურბ-საჰაკის წარწერების მიხედვით, შაშილუს ქვეყნის უშუალოდ ურარტუს შემადგენლობაში მოქცევის შემდეგ დიაუხის სამეფო ქალაქი უკვე ზუაინა/ზუა(ნი) ხდება და აღინიშნება მისი მდებარეობა ამჯერად უკვე “ულდინი”-ს (გ. მელიქიშვილის მიხედვით, “დიდი”-ს) ქვეყანაში.[79] აღნიშნული გარემოება შეშეთისა და “ულდინი”-ს (თუ “დიდი”-ს) ქვეყნების იდენტურობაზე თუ არა, მათ ნაწილობრივ ტერიტორიალურ დამთხვევაზე მაინც უნდა მიგვანიშნებდეს, მითუმეტეს რომ ორივე ეს ქვეყანა, როგორც მენუას, ასევე არგიშთი I-ის წარწერაში, დიაუხის ქვეყანაში შემადგენლობაში იგულისხმება და სპეციალისტები მათ დიაუხის ქვეყნის გადაღმა ანუ მის ჩრდილოეთ პერიფერიაზე მდებარედ მოიაზრებენ.[80] [გვ. 102]

ურარტუს მიერ შაშილუს აღების შემდეგ დიაუხის სამეფო ქალაქად შაშილუს ნაცვლად ზუაინა/ზუა(ნი)ს გახდომა, თავისთავად უნდა მოწმობდეს შაშილუსთან მიმართებაში ზუაინა/ზუა(ნი)ს უფრო დიდი მანძილით დაშორებაზე ურარტუს საზღვრებიდან, რასაც ადგილი ვერ ექნებოდა ჰორასან-სარიკამიშის გზის დასავლეთ სექტორში მდებარე ზივინსა თუ იაზილითაშის შემთხვევაში, რომლებიც ევფრატის სათავის მხარესთან შედარებით ურარტუს საზღვრებთან უფრო ახლოს მდებარეობდნენ, ძველი ბასიანის აღმოსავლეთ ნაწილში, მდ. არეზის ხეობაში. აქ ზუაინა/ზუა(ნი)ს ლოკალიზაცია თითქოს არ შეესაბამება იმ ხანად ამ რეგიონში შექმნილ გეოპოლიტიკურ სიტუაციას.

მენუას ზემომოყვანილ იაზილითაშის წარწერაში ერთიდაიმავე კონტექსტში “შეშეთის ქვეყნის, ქალაქ ზუასა და ქალაქი უტუხაის” მოხსენიებაც, თითქოს უფრო მდ. ჭოროხის შუა წელის მარჯვენა შენაკადების ზონაზე უნდა მიგვანიშნებდეს, ვიდრე მდ. არეზის ზემო წელსა და მის მახლობლად მდებარე მხარეებზე. ნ. არუთიუნიანის მიხედვით, ქალაქ უტუხაის მხარის სახელწოდება (UღUUṭუაი ასუნი) მეტათეზის დაშვების შედეგად შესაძლოა უკავშირდებოდეს თორთუმ-ჩაის მარჯვენა შენაკადთან მდებარე “უხტა/ოხდა”-ს, ხოლო ი. დიაკონოვი და ს. ქაშქაი ამ ტოპონიმს “Uჰტა”-ს სახით წარმოადგენენ.[81]

აღსანიშნავია, რომ დიმ. ბაქრაძის რუკაზე “ოხტა”-ს სამხრეთ-დასავლეთით “აზორდ/აზორთ”-ია აღნიშნული.[82] ეს სახელი იმავე სამოსახლოსა და ზოგადად თორთომის ხეობის აღმნიშვნელად _ “აზორდაცფორი” _ ცნობილია ჯერ კიდევ “VII საუკუნის სომხური გეოგრაფიიდან”.[83] ამ დასახლებული პუნქტის თანამედროვე თურქული სახელია უზუნდერე და მას სამხრეთიდან უშუალოდ ესაზღვრება შუა თორთომის ხეობის უმძლავრესი ციხე-სიმაგრე _ აღჯა-ყალა (იხ. ქვემოთ). ხომ არ წარმოადგენდა თორთომის-წყლის შუა დინებაზე განლაგებული აღჯა-ყალა ზუაინა/ზუა(ნი)ს?

თუ ზუაინა/ზუა(ნი)ს ვერ გავაიგივებთ ზივინთან, მაშ რა უნდა ყოფილიყო იაზილითაშსა და ზივინში ურარტული წარწერების არსებობის გამომწვევი მიზეზი? მ. სალვინი ყურადღებას ამახვილებს, იმ გარემოებაზე, რომ როგორც იაზილითაში, ასევე ზივინი, ერზურუმ-ყარსის შარაგზაზთან მდებარეობენ, რომელიც უკვე ურარტელთა ხელში იქნებოდა იქ ნაპოვნი წარწერების შედგენის ხანაში,[84] ხოლო კ. საგონა იაზილითაშსა და ზივინს ათავსებს ძველ ურარტულ გზაზე, რომელიც თაჰირის უღელტეხილის გავლითა და მდ. არეზის ზემო დინების გადაკვეთის შედეგად სამხრეთიდან ჩრდილოეთისაკენ მიემართებოდა; იგი თვლის, რომ, იაზილითაშისა და ზივინის წარწერების ადგილმდებარეობა უკვე თავითავად უნდა მიგვანიშნებდეს აქ ურარტული გზის არსებობაზე.[85] როგორც ჩანს, არცთუ იშვიათად ურარტელები წარწერებს დალაშქრული მხარეებისაკენ მიმავალ გზებთან ათავსებდნენ ხოლმე.[86]

ის გარემოება, რომ მენუა შაშილუს აღების შემდეგ მიემართება შეშეთის ქვეყნისა და ქალაქ ზუაინა/ზუა(ნი)საკენ უნდა მიუთითებდეს ერთიდაიმავე ვექტორზე მათი განლაგების სასარგებლოდ, რომლის დასაწყისში ქალაქი შაშილუ, ხოლო მის გადაღმა, სავარაუდოა ჩრდილოეთით, შეშეთის ქვეყანა და ქალაქი ზუაინა/ზუა(ნი) მდებარეობდნენ. თუ შეშეთის ქვეყანა შავშეთია, მაშინ გამოდის, რომ შაშილუ ურარტუდან შავშეთისაკენ მიმავალ გზაზე მდებარეობდა და მისგან უფრო სამხრეთით უნდა ყოფილიყო განლაგებული. ამდენად დასაშვები ხდება თორთომის-წყლის ხეობაში მისი ადგილმდებარეობის განსაზღვრა. ერზურუმის ზეგნის ჩრდილოეთ ნაწილზე გაბატონებულ, ევფრატის სათავის მხარეში ქვეყნის მთავარი ქალაქის მდებარეობა, ამ უკანასკნელს დიდ სტრატეგიულ უპირატესობას მიანიჭებდა და შესაბამისად ასიას ქალაქის აქ არსებობა, სალმანასარის წარწერაში ევფრატის სათავის მხარეში მისი ლოკალიზების შესახებ ცნობის გარეშეც, თავისთავად [გვ. 103] უფრო მოსალოდნელი იქნებოდა ვიდრე იაზილითაშ-ზივინის სექტორში.

“შაშილუს” ლოკალიზაციისათვის გასათვალისწინებელია, რომ მდ. ევფრატის (კარა-სუს) სათავე მდინარის, დუმლუ-სუს სათავეებიდან (როგორც ითქვა, აქ რამდენიმე ათეული ნაკადული იყრის თავს) დაახლ. 20-30 კმ-ით ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით, იმიერ-ტაოში, თორთომის-წყლის (თურქ. თორტუმ-çაყ) ზედა წელთან მდებარე თორთომის ციხე (თურქ. თორტუმ-კალე) და მისი შემოგარენი.

ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით: “ამ (თორთომის – გ. ქ.) ხევს ზეით, თორთომის მდინარეზედ, არს ციხე თორთომისა, მაგარი, კლდესა ზედა დიდშენებული. მის მიერ იწოდა ხეობა ესე თორთომის ხეობად”. მანვე თორთომის მხარის შემდეგნაირი აღწერილობა დაგვიტოვა: “…თორთომის მდინარის კიდე, ხახულს ზეითამდე ანუ ციხემდე, ვენახოვანი, ხილიანი, მოსავლიანი, ხოლო მთის კერძონი ყოველგნით, ვითარცა ჯავახეთი აღვსწერეთ, გარნა არს მოსავლიანი, პირუტყÂანი, ფრინველიან-ნადირიან-თევზიანი, შემკობილი მთით და ბარით, კაცნი ვითარცა მესხნი, და აწ სრულიად მოჰმადიანნი, ენითა ქართუ­ლითავე, არამედ უბნობენ თურქულსა[87]“.

აღსანიშნავია, რომ თორთომის ციხისა და თორთომის ხეობის მეორე ციხის _ აღჯა-ყალას მონაცემები, ერთმანეთშია აღრეული სამხრეთ საქართველოს 1917 წ. არქეოლოგიური ექსპედიციის მასალებში.[88] ეს აღრევა შეიძლება ვახუშტიდან მომდინარეობდეს; მისეული აღწერილობა: “…თორთომის მდინარეზედ, არს ციხე თორთომისა, მაგარი, კლდესა ზედა დიდშენებული. მის მიერ იწოდა ხეობა ესე თორთომის ხეობად”,[89] უფრო აღჯა-ყალას მონაცემებისას წააგავს, რომელიც მაღალ კლდეზეა აგებული და თანაც ხეობის შუაგულშია; თორთუმ-კალე კი ხეობის განაპირას, თორთუმ-ჩაის ზემო წელზე მდებარეობს. თორთომის ციხისა და აღჯა- ყალას მონაცემების აღრევასთან დაკავშირებით, გასათვალისწინებელია აგრეთვე ის გარემოებაც, რომ 1923 წლის საქართველოს ისტორიულ რუკაზე აღჯა-ყალას ადგილზე “თორთომის ციხეა” აღნიშნული, ხოლო თორთომის ციხის ნაცვლად “თორთომი” იკითხება.[90]

საგულისხმოა, რომ ურარტული ციხე-სიმაგრეები ძირითადად განლაგებული იყო ხეობებისა და ველების განაპირა მხარეებში და არა ცენტრში, განსხვავებით წინაურარტული ხანის ნაგებობებისა,[91] ეს კი შესაძლოა თორთომის ციხის აგების თარიღის განსაზღვრის შესაძლებლობას იძლეოდეს, ვინაიდან რამდენადაც არ უნდა ყოფილიყო დიაუხი ურარტუსთან დაპირისპირებული, ამ სახელმწიფოებრივი ერთეულისათვის დამახასიათებელი პოლიტიკური ხელისუფლების მოდელი და ინსტიტუციონალური სტრუქტურა, გარკვეულად გამოხატული არქეოლოგიური და მიწისზედა ნაშთებით (ციხე-სიმაგრეები, მეგალითური გალავნები), არ უნდა ყოფილიყო დიდად განსხვავებული ურარტულისაგან. როგორც ჩანს, თორთომის ციხესთან ერთ დროს დიდი ქალაქი უნდა არსებულიყო.[92]

როგორც უკვე ითქვა, სალმანასარ III-ისა და მენუას ლაშქრობათა შორის განვლილ ხანაში, დაიაენი/დიაუხის მიწაზე დიდ კატაკლიზმებს ადგილი არ უნდა ჰქონოდა, ამიტომ საფიქრებელია, რომ ასიას სატახტო ქალაქი სწორედ შემდეგდროინდელი დიაუხის დედაქალაქი შაშილუ უნდა ყოფილიყო. ვინაიდან ბგერები: ს და š, რ და ლ, ო და უ ურარტულ დამწერლობაში ერთმანეთისაგან არ განირჩევა,[93] ხოლო ისტორიულ-გეოგრაფიული ხასიათის კვლევისას რეკომენდირებულია š-ს ს-დ და უ-ს ო-დ წაკითხვა,[94] ტოპონიმი “შაშილუ” უნდა წავიკითხოთ, როგორც “სასირო” ან “სასილო”. გ. მელიქიშვილი ამ ტოპონიმს “სასილო”-ს ფორმით აღადგენდა.[95]

აღსანიშნავია, რომ თორთომის ციხეს დასავლეთის მხრიდან უშუალოდ ეკვრის თურქული სოფელი საირი (თურქ. შაğıრ ანუ “ყრუ”, ამჟამად ს. Eსენ-დურაკ-ი ანუ “ჯანსაღი ბანაკი”, ვახუშტის თქმითაც თორთომი ადგილია “მოსავლიანი, პირუტყÂანი, ფრინველიან-ნადირიან-თევზიანი”), რომლის ძველი ქართული სახელწოდებაა “სასირე”,[96] საკმაოდ ახლო მდგომი ურარტული სამეფო ანალებში დადასტურებულ ტოპონიმ “სასილო”-სთან. შესაბამისად, თუკი ტოპონიმი “სასირე” ურარტული წყაროების “შაშილუ”-სთან არის დაკავშირებული, ამ უკანასკნელის წაკითხვისას ფორმა “სასილო”-სთან” შედარებით უპირატესობა უნდა მიენიჭოს _ “სასიროს”. სა-სირ-ო-ს პარალე[გვ. 104]ლური ყალიბია სა-სირ-ე[97] (თუმცა შავშეთში, სოფ. კუჭენში, ტყის აღმნიშვნელად დასტურდება ფორმა “სა-სილ-ე”-ც, რომელსაც “სა-სირ-ე”-დ აღადგენენ).[98] ენათმეცნიერთა შეხედულებით, “სა- -ო” სიტყვათსაწარმოებელი ცირკუმფიქსის მოდელის შემთხვევაში, უცნობი ფუძის კვლევა რამდენადმე კომპრომისული გზით უნდა წარიმართოს: უწინარეს ყოვლისა, სავარაუდებელი ხდება “ვინ” ჯგუფის სახელი, მაგრამ პრინციპულად არ გამოირიცხება “რა” ჯგუფის სახელიც, კერძოდ, ქართულ მიკროტოპონიმიკაში დასტურდება ტერმინები: “საცხენო”, “სააქლემო ღელე”, “საბამბო გზა”, “საჯერნო” და სხვ.[99]

რაც შეეხება სატომო სახელს _ მŠაšკიეი, მასთან ქალაქის სახელწოდება _ Šაšილუ არ უნდა იყოს უშუალო კავშირში, როგორც ამას ზოგჯერ ვარაუდობენ ხოლმე;[100] არგიშთი I-ის ხორხორული მატიანის ერთსადაიმავე წარწერაში (B1), ისინი განსხვავებულ კონტექსტში გვხვდება, ქალაქ შაშილუს ქვეყანა კადასა (KUღQადა) და აშკალაშის (KUღAšქალაšი) ქვეყნებთან ერთად, ხოლო შაშკიეხის ტომი _ არდარაქიხის (მAრდარაკიი), ბალთულხისა (მBალტული) და კაბილუხის (მQაბილუი) ტომებთან.[101]

თორთომის ციხესთან გადიოდა შავი ზღვის სანაპიროდან (დღევ. ქ. რიზეს მახლობლად) ისპირისა და ხახულის გავლით რიზედან ერზურუმისაკენ მიმავალი გზა, რომელიც შემდეგ ევფრატის სათავე მდინარის, დუმლუ-­სუს გაყოლებითა და ქართლის ყელის (“გურჯიბოღაზის”) გავლით სამხრეთით, ქ. ერზურუმისკენ მიემართებოდა. თორთომში ისპირ-ერზურუმის გზა ნარიმან-ოლთისის გზით იკვეთება, ხოლო მესამე, ჩრდილოეთის გზა, მდ. თორთომის-წყალს მიყვება და შემდეგ მდ. ჭოროხის გაყოლებით, ამ უკანასკნელის შესართავთან შავი ზღვის სანაპირომდე აღწევს.

შემთხვევითი არ ჩანს ის გარემოება, რომ სწორედ თორთომის ციხე წარმოადგენდა XV საუკუნის დასაწყისში თემურ-ლენგის ერთ-ერთ ძირითად ბანაკს ანატოლიასა და ამიერკავკასიაში მისი ლაშქრობების დროს;[102] ხოლო 1549 წ. დეკემბერში ფერდინანდ I-სადმი გაგზავნილ წერილში სულეიმან კანუნი იუწყება ოსმალთა მიერ თორთომის ციხისა და აღჯა-ყალას აღებას და თორთომს “გურჯისტანის ქვეყნების” დედა­ქალაქად მოიხსენიებს.[103] ბევრად უფრო ადრე, XIII ს. მეორე ნახევარში, თორთომის ციხის კედლებთან თურქი ურდოების წინააღმდეგ გმირული ბრძოლა გადაუხდია თაყა ფანასკერტელს, რომელმაც “…მცირე წყობა ყო ციხისა თორთომის ძირსა და (თურქთა) დიდად ავნო…”.[104] ისტორიულად თორთომის ციხე საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ მიჯნას დარაჯობდა. ივ. ჯავახიშვილის მიხედვით, თორთომის სამხრეთ-დასავ­ლეთის საზღვარი იყო ჯუანშერთან მიხსენიებული “გზა ქართლისა”, ანუ ვახუშტის “საქართველოს ყელი”, რომელსაც თურქებმა “გურჯიბოღაზი” უწოდეს.[105]

ვინაიდან დიდი სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე თორთომის ციხე, ერზურუმის ზეგნისა და შავი ზღვის დამაკავშირებელ გზაზე მდებარეობდა და გაბატონებული მდგომარეობა ეკავა მდ. ევფრატის სათავეებსა და საზოგადოდ ერზურუმის მხარეზე, სავარაუდოა, რომ აქვე ყოფილიყო დაიაენის მეფის, ასიას სატახტო ქალაქი და ამასთანავე დიაუხის ქვეყნის ადრეული ხანის დედაქალაქი შაშილუ, რაზედაც აქ ტოპონიმ “სასირეს” არსებობა უნდა მიგვანიშნებდეს (იხ., ზემოთ). გასათვალისწინებელია ისიც, რომ ურარტუს ისტორიის ცნობილი სპეციალისტი, ბ. პიოტროვსკი, ქალაქ შაშილუს ათავსებდა X საუკუნის ქართული მონასტრის, ხახულის ადგილას, რომე­ლიც თორთომიდან მხოლოდ ოციოდე კილომეტრით თუ არის დაშორებული.[106] ხოლო რ. ჰ. ჰევზენი ამ ქალაქს ბევრად უფრო ჩრდილოეთით, ჭოროხის შუა დინებასთან ერთერთი მცირე შენაკადის შეერთების ადგილთან მდებარე არსის/ერსისთან ეძებს.[107]

აღსანიშნავია, რომ მკვლევართა ერთი ნაწილი დაიაენი/დიაუხის ქვეყანას ხურიტული, ხოლო მეორე ნაწილი ქართველური წარმომავლობის მოსახლეობით დასახლებულად მიიჩნევს.[108] გ. მელიქიშვილი ქალაქის სახელწოდებაში _ Šაšილუნი და აგრეთვე მამრობითი სქესის პირთა სახელების დეტერმინატივით განსაზღვრულ სახელში _ Šაšკი, გამოყოფს “šაš” ელემენტს, მრავალგზის დამოწმებულს ხურიტულ, კერძოდ ქ. ნუზის ონომასტიკონში.[109] ურის III დინასტიის ხანის მცირე ზაბის ხეობაში განლაგებულ დასახლებულ პუნქტთა სახელთა შორის დასტურდება მსგავსი სახელი _ Šი-šი-ილკი-ის, ხოლო ჰარმალის ძველ ბაბილონურ სახელთა შორის Šი-ილ-šი-ილკი-ის სახით. თუქულთი-ნინურტა I-ის (ძვ. წ. 1243-1207 წწ.) წარწერაში და ახალასურულ გეოგრაფიულ [გვ. 105] ტექსტში ერთი და იგივე ქალაქი იკითხება, UღUŠá-šი-ლა-სა და UღUŠი-იš-ლუ-ს ფორმით.[110] შაშილუსთან განსაკუთრებით ახლო მდგომი ფორმა, Šა-šი-ილ-ლა-ნი, გვხვდება ისინ-ლარსის პერიოდის ლარსის მეფის სინ-იდდინამის ერთ-ერთ თიხის ტაბულაზე.[111] ზემოხსენებული სახელწოდებები განიხილება ტოპონიმიკური ინტერრეგიონალური დუპლიკაციის გამოვლინებად, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ მათი ეტიმოლოგია გაურკვეველად არის მიჩნეული[112] და ეს მნიშვნელოვან გარემოებად უნდა იყოს მიჩნეული წინამდებარე კვლევის თვალსაწიერიდან. ამ მხრივ გარკვეული დატვირთვა იქნებ ტოპონიმ “სასირო”-ს მიეცეს, რომელიც შესაძლოა დიაუხის მოსახლეობის ქართველურობაზე მიგვანიშნებდეს;[113] “სასირე” ხომ ძველქართულად “ჩიტების ადგილს” ნიშნავს. ტოპონიმი “სასირეთი” დასტურდება თეძმის ხეობაში და ცხინვალ-სამაჩაბლოს ხეობებში.[114] სოფელ აჭყვისთავთან (აჭარაში, ქ. ქობულეთის ჩრდილო-დასავლეთით) სამ ადგილას დასტურება ტოპონიმი – “სასირე”.[115] გ. კლიმოვმა ჩიტის აღმნიშვნელი *სირ-არქეტიპი აღადგინა ქართულ-ზანური ერთიანობის ხანისათვის.[116] თანამედროვე ქართულშიც სიტყვა “სირ-ი” “ჩიტის” მნიშვნელობით ასახულია სიტყვებში: სირ-აქლემი; სარ-ა-სირ-ი _ “ღობემძვრალა”.[117] იმის შესაძლებლობას, რომ ტოპონიმი “სასირე/სასირო” საკუთრივ ქართული ენის წიაღში იყოს აღმოცენებული და არა სხვა წარმომავლობის სიტყვის ქართული გააზრების შედეგად მიღებული (რასაც, კვლევის მოცემულ ეტაპზე, ვერ გამოვრიცხავთ), იქნებ მოწმობდეს უკანასკნელ ხანებში გამოთქმული დაკვირვება, ქართულ ენაში ფრინველების სახელებიანი ტოპონიმების კავშირის შესახებ საკულტო მნიშვნელობის ადგილებთან.[118] საკულტო და საერო ცენტრების დამთხვევა, დამახასიათებელი მოვლენაა ძველი ახლოაღმოსავლური სამყაროსათვის.

აღსანიშნავია, რომ მდ. ევფრატის სათავეების მხარეში, მოგზაურები იუწყებიან ხოლმე ფრინველთა გამორჩეულ სიჭარბეს. თორთუმ-ჩაისა (თორთომის-წყლის) და ოლთუ-ჩაის (ოლთისის-წყლის) წყალგამყოფ ქედს დღესაც თურქულად ეწოდება – Kარგაპაზარლı დაğლარı ანუ “ყვავთა ბაზრის მთები”, ხოლო ევფრატის სათავე მდინარის, დუმლუ-სუს შემადგენელი წყაროების სათავეების მქონე და ამავე დროს მტაცებელი ფრინველების ბუდეებით გამორჩეულ მთას _ Kუş-კუşლარıნ ბაş-ი ანუ “ჩიტთა თავების მთას”.[119]

ვფიქრობ, გასაზიარებულია უკანასკნელ ხანებში გამოთქმული შეხედულება, რომ დიაუხის ტერიტორიაზე დადასტურებული ხურიტული წარმომავლობის სამიოდე ტოპონიმის საფუძველზე გაუმართლებელია ამ ქვეყნის ძირითადი მოსახლეობის ხურიტული წარმომავლობის მტკიცება; მითუმეტეს რომ, როგორც აღინიშნება, მოიპოვება ამ ქვეყნის ტოპონიმიკაში არაერთი ქართული თუ ქართველური ჟღერადობის სახელი. არც სახელწოდებაში “დაია-ენი/დიაუ-ხი” გამოვლენილი ხურიტულ-ურარტული სუფიქსები მიაჩნიათ ამ ტერმინებით სახელდებული მოსახლეობის ხურიტულობის დამამტკიცებლად, ვინაიდან ეს ეთნონიმები ხურიტებისაგან უნდა იყოს შეთვისებული.[120]

მართლაც, ძნელი წარმოსადგენია, -ა- დაბოლოებით ნაწარმოები ქორონიმი და ეთნონიმი “კულხა/კოლხი” ოდესმე ხურიტულენოვანი და არა ქართველურენოვანი მოსახლეობის აღმნიშვნელი ყოფილიყო.[121] არც ის არის მოსალოდნელი, რომ ამიერკავკასიის ქართველური მოსახლეობა სხვაენოვანი ხალხით ყოფილიყო მოწყვეტილი ჩრდილოეთ ანატოლიაში, ტრაპეზუნტ-კერასუნტის სექტორში ძველთაგანვე, კერძოდ [გვ. 106] ქსენოფონტის მიერ დადასტურებული და იქ ავტოქტონებად მიჩნეული კოლხური მოსახლეობისაგან,[122] რისი წარმოდგენაც მოგვიწევდა დაიაენი/დიაუხის მოსახლეობის ხურიტულენოვნების ვარაუდის დაშვებისას.

არ არის გამორიცხული, რომ დაიაენი ხეთური წყაროების ხაიასას (შდრ. ხალიბი/ხალდი/ხალიტუს[123] _ ანატოლიური სამყაროსათვის დამახასიათებელი ლ და ი ბგერების მონაცვლეობის გათვალისწინებით) ქვეყნის მემკვიდრე იყოს.[124] გარდა ორივე ქვეყნის ჭოროხისა და ევფრატის ზემო წელის მხარეებში მდებარეობის ნაწილობრივი დამთხვევისა (უფრო დღევანდ. ქ. ერზინჯანის მიდამოებში), შესაძლოა ამაზე მიუთითებდეს ამ ორი ქორონიმის (ხაია-სა, დაია-ენი) ფუძეებისა და ტერმინ “აია”‑ს საერთო წარმომავლობის დაშვება,[125] თუკი აიხსნება ანლაუტში დენტალური[126] და ველარული ფონემების მონაცვლეობა ნულ­თან. ეს სრულიად ახალ პერსპექტივებს დასახავდა რეგიონის უძველესი ისტორიის საკითხთა კვლევისას. ეთნო-ტოპონიმების მსგავსი პარალელური ვარიანტები დასტურდება ძველ წერილობით წყაროებში (შდრ. ხალიბი/ალიბე, ხა­რიმატი/არიმატი, ხაბარენი/ობარენი, ტოსარენე/ოსარენე, ქაღზევანი/აღზევანი, ტაპირი/აპირი, თორეტი/ორეტი, თუნი/უნი და ა. შ., ეგებ თ-ორთ-უმი/ოლთ-ისი, არდ-ი/ქ-ართ-ი[127] და უფლისი/ტიფილისიც[128]).

ურარტულ წარწერებში ზოგიერთ შემთხვევაში გამოვლენილ დიაუხის და ზოგიერთი სხვა ქვეყნის ონომასტიკონის ხურიტულ-ურარტული ელფერის ასახსნელად, ალბათ გასათვალისწინებელი უნდა იყოს აქადურ-ახალასურული ტიპის ურარტული დამწერლობის უშუალო წარმომავლობის ვარაუდი ერთ-ერთი ხურიტული (სავარაუდოდ ალზის მხარის) ლურსმული სახეობიდან,[129] რასაც, შესაძლოა, განეპირობებინა უცხოენოვანი სახელების გაჟღერება წარწერათა შემდგენელთათვის შედარებით უფრო უკეთესად ცნობილ ხურიტულ თუ ურარტულ სახელებთან მიმსგავსებით. საყურადღებოა, ისიც, რომ დაიაენი/დიაუხის ონომასტიკაში ხურიტულად მიჩნეულ სახელთა ერთი ნაწილი გავრცელებული ჩანს ძველ ახლო აღმოსავლეთში, კერძოდ დასტურდება ე. წ. კაპადოკიური ფირფიტების ტექსტებში და საზოგადოდ ხეთურ-მცირეაზიულ სამყაროში.[130] [გვ. 107]

დაიაენი/დიაუხი ქვეყნის მოსახლეობის ქართული წარმომავლობის სამტკიცებლად მნიშვნელოვან გარემოებას წარმოადგენს სომეხთა ქართული დასახელება “სომეხი”, რომელიც მიღებულია დაიაენის უშუალოდ სამხრეთით მდებარე ქვეყნის სახელისაგან “სუხმი||სოხმე” მეტათეზისის “სოხმე” → “სომეხი” გზით.[131]

დიაუხის ქვეყნის მოსახლეობის წარმომავლობის საკითხთან დაკავშირებით, ითვალისწინებენ ხოლმე, აგრეთვე, დიაუხის შემადგენელი ქვეყნების _ შეშეთის, დიდის და სხვ. _ სახელწოდებათა ქართულ ჟღერადობას. პირველ ტერმინში გამოყოფენ გეოგრაფიულ სახელთა მაწარმოებელ ქართულ -ეტ სუფიქსს და მას აიგივებენ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში მდებარე მხარის – “შავშეთის” სახელთან,[132] თუმცა, ვინაიდან რეკომენდირებულია ურარტული š-ს ს-დ გახმოვანება, ეს ტერმინი უნდა იკითხებოდეს, როგორც “სესეთი”.[133] მენუას იაზილითაშისა და არგიშთი I-ის სურბ საჰაკის წარწერათა შეპირისპირება, როგორც უკვე ითქვა, ცხადყოფს, რომ შეშეთი დიაუხის ქვეყნის შემადგენელი ნაწილს წარმოადგენდა, ვინაიდან არგიშთის მიერ ნახსენები დიაუხის სამეფო ქალაქი ზუაინა/ზუა(ნი), მენუას წარწერის მიხედვით შეშეთის ქვეყანაშია. მეორეს მხრივ, დაიაენის ტერიტორიისა და შეშეთის თანხვდენაზე შესაძლოა მიუთითებდეს ტიგლათფილესერ I-ის წარწერა, რომლის მიხედვითაც დაიაენი ნაირის ქვეყანათა ჩამოთვლისას, ხოლო “შეშეს მთა” ნაირის მთებს შორის ყველაზე ბოლოს მოიხსენიებიან,[134] რაც მათ ყველაზე უფრო ჩრდილოურ მდებარეობაზე უნდა მიგვანიშნებდეს, მათთან ერთად ერთ კონტექსტში ჩამოთვლილ სხვა ქვეყნებთან და მთებთან შედარებით; შესაბამისად ამისა, მათ ადგილმდებარეობას მდ. ჭოროხის შუა დინების ჩრდილოეთით განსაზღვრავენ ხოლმე.[135] აქვე, შავშეთსა და ჭოროხს შორის, მდებარეობდა ვახუშტის ცნობით, მთა შავშეთისა.[136] დაახლოებით ამავე ტერიტორიაზე ეძებენ სერაპიონ ზარზმელის ცხოვრებაში” მოხსენიებულ შეშის მთასაც: “მთაჲ ესე მაღალი არს. თავი ყოველთა ამათ ქედთაჲ, რომელსა ჰრქვიან თავი შეშეთაჲ…”.[137] გამოთქმულია ვარაუდი, ტყიანი მხარის “შავშეთის” აღმნიშვნელი და ტერმინ “შეშეთის” ახლო მდგომი სახელწოდების მიღების შესახებ სიტყვა “შავი”-სა და ძველ ქართულში “ხე” სიტყვის მნიშვნელობით ხმარებული სიტყვა “შეშა”-საგან, -ეტ სუფიქსის დართვის შედეგად.[138]

თუ კი დასაშვები იქნებოდა შავშეთში დიაუხის სამეფო ქალაქ ზუაინა/ზუა(ნი)ს ლოკალიზება, ტოპონიმ “ზუა”-სთან მიმართებაში გასათვალისწინებელი გახდებოდა ქართული ფუძე ზუ-, აქედან მ-ზუ-არ-ე, რაც ნიშნავს “მზიან ადგილს”.[139] სულხან-საბას მიხედვით: “მზუარე, ადგილი მზის მდეგი (მზე-მდეგი)”.[140] ყურადღებას იპყრობს აგრეთვე მეორე ქართული სიტყვა _ “ზუავ-ი”, ანუ გოროზი, ამაყი: “ზუავი იგი ნაბუქოდონოსორ”.[141]

ქართული თუ ქართველური კუთვნილების სახელებად მიჩნეულია, არგიშთი I-ის ძის, სარდური II-ის წარწერაში მოხსენიებული ცუდალა (UღUṢუდალა), რომელშიც გ. მელიქიშვილი გამოჰყოფს ქართულ სიტყვას – “ცუდ-ი”-ს და ქართულივე სუფიქსს – “(ა)ლა”-ს და აგრეთვე იმავე წარწერიდან ცნობილი ტოპონიმები ფუზუნია და ალქანია.[142]

ზემოაღნიშნული გარემოებანი და დაიაენი/დიაუხის ქვეყნის უძველესი დედაქალაქის დღევანდელი თორთუმ-კალესა და ს. ესენ-დურაქის ადგილას, ზემოთ ნავარაუდევი, ლოკალიზაცია, შესაძლოა, ძვ. წ. IX ს-ში არსე­ბული უძველესი ქართული დედაქალაქის ადგილმდებარეობის განსაზღვრის საშუალებასაც იძლეოდეს. ამ საკითხის გარკვევა მხოლოდ ამ მხარის არქეოლოგიურ შესწავლას შეუძლია.[143]

საგულისხმოა, რომ ძველი ქართული საისტორიო ტრადიცია საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში ეძებს ქართული სახელმწიფოებრიობის სათავეებს.[144] კერძოდ, მხედველობაში გვაქვს “მოქცევაჲ ქართლისაჲს” აზოს, “მცხეთას შინა პირველი მეფის” წარმომავლობა არიან-[გვ. 108]ქართლიდან და “მეფეთა ცხოვრების” მიხედვით, აზონის დამარცხების შემდეგ ფარნავაზის გალაშქრება სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებით, აგრეთვე არსენ იყალთოელის ცნობილი განმარტება, ქართველთა არიან-ქართლიდან წარმომავლობის თაობაზე.[145]

გასათვალისწინებელია, რომ მტკვრის ზემო დინების რეგიონის დიაუხის ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაწილისადმი კუთვნილებას საკუთრივ ურარტული ეპიგრაფიკული მონაცემები მოწმობენ. კერძოდ, არტაანის ჩრდილოეთით (არტაან-ახალციხის გზაზე) მდებარე ხანაკის მახლობლად პატარა მდინარის პირზე მდებარე კლდეზე ორი ათეული წლის წინ აღმოჩნდა არგიშთი I-ის წარწერა. ურარტული ტექსტი გვამცნობს მისი ლაშქრობის შესახებ თარიუნის ქვეყნის (KUღთარიუნი) წინააღმდეგ რაც საქართველოს ტერიტორიაზე დიაუხის ქვეყნის ჩრდილოეთი საზღვრის გავრცელების მოწმობად მიიჩნევა.[146] თუ ადრე ამ ქვეყნის ლოკალიზებას ჩილდირის ტბის სამხრეთ-დასავლეთით ახდენდნენ, ხანაკის წარწერამ მეტი დამაჯერებლობა შესძინა ვარაუდს “თორის” მხარესთან მისი კავშირის შესახებ.[147] როგორც ჩანს, მტკვრის დინება წარმოადგენდა სამხრეთ-დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს შორის ეთნიკური სიახლოვის განმაპირობებელ ფაქტორს, ხელს უწყობდა რა მდინარის გაყოლებაზე მოსახლეობის გავრცელებას. აღსანიშნავია, რომ ყარსისა და არტაანის სანა­ხებში მოპოვებული არქეოლოგიური მასალა გვიანბრინჯაო-ადრეული რკინის ხანის მცხეთა-სამთავროს კერამიკის ანალოგიური ჩანს.[148]

დიაუხის ქვეყნის საპირისპირო, ჩრდილო-დასავლეთ პერიფერიაზე, ჭოროხის ხეობაში ყალიბდებოდა დიაუხის მეტოქე და მემკვიდრე ქვეყანა, ურარტული ლურსმული წარწერების “კულხა” (KUღQულḫა) _ კოლხეთის ადრეული სახელმწიფო, ურარტუს სამეფოს ახალი მეტოქე ჩრდილოეთის სატრანზიტო გზებისათვის ბრძოლაში. დროის მსვლელობასთან ერთად ჭოროხის აუზში მდებარე კულხა შეცვლა შავიზღვისპირეთში მდებარე ძველბერძნული წერი­ლობითი წყაროების “კოლხიდამ”.[149] სწორედ ჭოროხის დინებას უნდა უკავშირდებოდეს კოლხეთის პოლიტიკური და კულტურული ცენტრის თანდათანობითი გადანაცვლება სამხრეთიდან ჩრდილო-დასავლეთისაკენ. ნავარაუდევია, რომ ძვ. წ. VII საუკუნიდან, როდესაც ადგილი აქვს ბერძნული ახალშენების მოწყობას შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ სანაპიროებზე, აქ ამ დროს არსებული დიდი პოლიტიკური წარმონაქმნის _ კოლხას სახელი გადაიქცა ამ მხარეების ვრცელი ტერიტორიის ზოგად აღმნიშვნელად, კრებითი სახელწოდება “კოლხიდის” სახით.[150]

შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს სამივე უმთავრესი მდინარე – მტკვარი, ჭოროხი და აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს დამაკავშირებელი რიონი – ქვეყნის ერთიანობისათვის ძველთაგანავე სასი­ცოცხლო არტერიების ფუნქციას ასრულებდნენ, აკავშირებდნენ რა ერთმანეთთან ქვეყნის უმთავრეს აღმოსავლეთ, დასავლეთ და სამხრეთ-დასავლეთ ნაწილებს. საქართველოს ძლიერების ხანაში ხდებოდა ამ სამი, ერთი შეხედვით განსხვავებული, თუმცა ერთი ძირიდან წარმომდგარი სახელმწიფოებრივი ტრადიციის მქონე, მხარის გაერთიანება, ხოლო დაუძლურებისას _ ერთმანეთისაგან დაშორება.

ამრიგად, მდინარე ევფრატის გაყოლებაზე მდებარე ძველი მსოფლიოს ერთ-ერთი უმთავრესი კულტურული და პოლიტიკური განვითარების განმაპირობებელი შუამდინარეთის რეგიონის უმთავრესი მდინარის სათავის მხარე­ში განლაგებული დაიაენი/დიაუხი ქვეყანა უნდა ყოფილიყო ამიერკავკასიის ცენტრალურ, დასავლეთ და სამხრეთ-დასავლეთ მხარეებში არსებული ქართული სახელმწიფოების წინაპარი ქვეყანა და შესაბამისად, ამ სახელ­მწიფოებრივი წარმონაქმნის რაობის გარკვევას სათანადო მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს საზოგადოდ ადრეული ამიერკავკასიური სახელმწიფოების აღმოცენება-განვითარების საკითხთა შესწავლის თვალთახედ­ვით და კერძოდ ქართული სახელმწიფოებრივი ტრადიციის ფესვების ძიებისას. [გვ. 109]

ბიბლიოგრაფია

აბულაძე 1973 = ი. აბულაძე. ძველი ქართული ენის ლექსიკონი. თბილისი: “მეცნიერება”, 1973.
აბულაძე 1993 = ც. აბულაძე. საქართველოსა და მისი პოლიტიკური წარმონაქმნების სახელწოდებანი ოსმალურ წერილობით ძეგლებში. წგნ.: საქართველოსა და ქართველების აღმნიშვნელი უცხოური და ქართული ტერმინოლოგია. რედ.: გ. პაიჭაძე. თბილისი: “მეცნიერება”, 1993.

ასათიანი 1993 = შ. ასათიანი. ისტორიული სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ონომასტიკა ასურულ და ურარტულ წერილობით წყაროებში. წგნ.: საქართველოსა და ქართველების აღმნიშვნელი უცხოური და ქართული ტერმინოლოგია. რედ.: გ. პაიჭაძე. თბილისი: “მეცნიერება”, 1993.

აფაქიძე 1959 = ა. აფაქიძე. მცხეთა _ ქართლის სამეფოს ძველი დედაქალაქი. თბილისი, 1959.

აფრიდონიძე/მაკალათია 1980 = შ. აფრიდონიძე, ფ. მაკალათია. ქართული ოიკონიმები. 3. განმეორებადი პრეფიქსები (ნა-; სა-), – ტოპონიმიკა II, შ. ძიძიგურის საერთო რედაქციით. თბილისი 1980.

ახვლედიანი 1944 = ხ. ახვლედიანი. ნარკვევი აჭარის ისტორიიდან. ბათუმი, 1944.

ბაგრატიონი 1980 = იოანე ბაგრატიონი. ქართლ-კახეთის აღწერა, – ტოპონიმიკა II, შ. ძიძიგურის საერთო რედაქციით. თბილისი 1980.

ბარამიძე 1923 = საქართველოს ისტორიული რუკა. შედგენილი ტოპოგრაფ ევ. ბარამიძის მიერ, პროფ. ივ. ჯავახიშვილის რედაქტორობით. თბილისი: შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის გამოცემა, 1923.

დაბადება (ბიბლია) 1884 = დაბადება (ბიბლია), ნაწილი მეორე (დაიბეჭდა საქართველო-იმერეთის უწმიდესის სინოდის კანტორის განკარგულებითა). ტფილისი: ექვთიმე ხელძის სტამბა, 1884

ბურჭულაძე, შავხელიშვილი 1993 = გ. ბურჭულაძე, გ. შავხელიშვილი. “ქართლის”, “საქართველოს” აღმნიშვნელ სიტყვათა თაობაზე ნახურ-დაღესტნურ ენებში. საქართველოსა და ქართველების აღმნიშვნელი უცხოური და ქართული ტერმინოლოგია. რედ.: გ. პაიჭაძე. თბილისი: “მეცნიერება”, 1993.

გიორგაძე 2002 = გრ. გიორგაძე. უძველესი ახლოაღმოსავლური ეთნოსები და ქართველთა წარმომავლობა, “ქართველოლოგიური ბიბლიოთეკა”, 8. თბილისი: სულხან-საბა ორბელიანის სახელობის თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2002.

ვახუშტი = ვახუშტი ბატონიშვილი. აღწერა სამეფოსა საქართველოსა. ქართლის ცხოვრება, ტ. IV. ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ. თბილისი: “საბჭოთა საქართველო”, 1973.

თაყაიშვილი 1960 = ე. თაყაიშვილი. 1917 წლის არქეოლოგიური ექსპედიცია სამხრეთ საქართველოში. თბილისი: საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, 1960.

ინაძე 1993 = მ. ინაძე. ტერმინები “კოლხი” და “კოლხეთი” ანტიკურ მწერლობაში. წგნ.: საქართველოსა და ქართველების აღმნიშვნელი უცხოური და ქართული ტერმინოლოგია. რედ.: გ. პაიჭაძე. თბილისი: “მეცნიერება”, 1993.

ინგოროყვა 1941 = პ. ინგოროყვა. ძველ-ქართული მატიანე “მოქცევაჲ ქართლისაჲ” და ანტიკური ხანის იბერიის მეფეთა სია. _ საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მოამბე, ტ. XI-B, 1941.

კუფტინი 1949 = ბ. კუფტინი. საქართველოს ძველი ეთნო- და ტოპონიმიკის ზოგიერთ გაურკვეველ შემთხვევაზე უცხო წყაროებით, – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე, ტ. X, № 5, 1949, გვ. 315-322.

ლეონტი მროველი = ლეონტი მროველი. ცხოვრება ქართველთა მეფეთა, – ქართლის ცხოვრება, ტ. I. ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ. თბილისი, 1955.

მაისურაძე 1991 = გ. მაისურაძე. აღმოსავლურქართულ ტომთა კვალი ძვ. წ. XII საუკუნის სამხრეთ-დასავლეთ ამიერკავკასიის ტერიტორიაზე (ერთი ტოპონიმის იდენტიფიკაციის მაგალითზე), – ისტორიულ-წყაროთმცოდნეობითი გამოკვლევები. თბილისი: “მეცნიერება”, 1991.

მელიქიშვილი 1951 = გ. მელიქიშვილი. უძველესი სამეფო სამხრეთ საქართველოს ტერიტორიაზე, – მიმომხილველი (საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორის ინსტიტუტი), II, 1951, 203-230.

მელიქიშვილი 1955 = გ. მელიქიშვილი. საქართველოში კლასობრივი საზოგადოებისა და სახელმწიფოს წარმოქმნის საკითხისათვის. თბილისი, 1955.

მელიქიშვილი 1970 = გ. მელიქიშვილი. სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს მოსახლეობის უძველესი გაერთიანებები, _ წგნ.: საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. I. თბილისი, 1970.

მესხია, გვრიტიშვილი, დუმბაძე, სურგულაძე 1958 = შ. მესხია, დ. გვრიტიშვილი, მ. დუმბაძე, ა. სურგულაძე. თბილისის ისტორია. თბილისი, 1958. [გვ. 110]

მოქცევაჲ ქართლისაჲ =მოქცევაჲ ქართლისაჲ – შატბერდის კრებული X საუკუნისა. გამოსაცემად მოამზადეს ბ. გიგინეიშვილმა და ვლ. გიუნაშვილმა. თბილისი, 1979.

მუსხელიშვილი 1980 = დ. მუსხელიშვილი. საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის ძირითადი საკითხები, II. თბილისი: გამომცემლობა “მეცნიერება”, 1980

მუსხელიშვილი 2001 = დ. მუსხელიშვილი. საქართველოს სახელმწიფო ტერიტორიის წარმოქმნის ისტორიულ-გეოგრაფიული და ეთნიკურ-კულტურული საფუძვლები. _ ანალები (საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ჟურნალი), 2001, № 1. თბილისი, 2001.

მუსხელიშვილი 2004 = დ. მუსხელიშვილი. “დაიაენი” – “დიაოხის” ქვეყნის მოსახლეობის ეთნიკური ვინაობისათვის, _ ანალები (საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ჟურნალი), 2004, № 1. თბილისი, 2004.

ორბელიანი 1966 = სულხან-საბა ორბელიანი. ლექსიკონი ქართული, წიგნი I. თბილისი: გამომცემლობა “საბჭოთა საქართველო”, 1966.

ჟამთააღმწერელი = ქართლის ცხოვრება, ტ. II. ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ. თბილისი: “სახელგამი”, 1959.

სიხარულიძე 1958 = ი. სიხარულიძე. სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ტოპონიმიკა, წიგნი I. ბათუმი: სახელმწიფო გამომცემლობა, 1958.

სიხარულიძე 1985 = ი. სიხარულიძე. ნიგალი (ლივანა). საისტორიო გეოგრაფიის მასალები. ბათუმი: გამომცემლობა “საბჭოთა აჭარა”, 1985.

სიხარულიძე 1988 = ი. სიხარულიძე. შავშეთ-იმერხევი. საისტორიო გეოგრაფიის მასალები. ბათუმი: “გამომცემლობა აჭარა”, 1988.

ფენრიხი/სარჯველაძე 2000 = ჰ. ფენრიხი, ზ. სარჯველაძე. ქართველურ ენათა ეტიმოლოგიური ლექსიკონი. მეორე, შევსებული და გადამუშავებული გამოცემა. თბილისი: სულხან-საბა ორბელიანის სახელობის თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2000.

ფუტკარაძე 1993 = შ. ფუტკარაძე. ჩვენებურების ქართული, წიგნი I. ბათუმი, 1993.

ფუტკარაძე 1999 = ტ. ფუტკარაძე. ხმოვანთკომპლექსთა ტრანსფორმაციისათვის ქართულში, _ საენათმეცნიერო ძიებანი, VIII. თბილისი: გამომცემლობა “ქართული ენა”, 1999.

ქავთარაძე = გ. ქავთარაძე. ანატოლიში ქართველურ ტომთა განსახლების საკითხისათვის. თბილისი: “მეცნიერება”, 1985.

ქავთარაძე = გ. ქავთარაძე. იბერიის სამეფოს “არსებობის არსი” ძველი საისტორიო წყაროების მიხედვით, _ მნათობი (მწერლობა, მეცნიერება, ხელოვნება), # 7-8. თბილისი: გამომცემლობა “სანი”, 2003, გვ. 94-154.

ქურდიანი = მ. ქურდიანი. ორი ურარტოლოგიური ეტიუდი, _ ისტორია, არქეოლოგია, ხელოვნებათმცოდნეობა, ეთნოლოგია (ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შრომები 349). თბილისი: თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2003.

ყაზბეგი 1995 = გ. ყაზბეგი. სამი თვე თურქეთის საქართველოში. ბათუმი: გამომცემლობა “აჭარა”, 1995.

ცეცხლაძე 2000 = ნ. ცეცხლაძე. შავშეთ-იმერხევის ტოპონიმია. ბათუმი: “გამომცემლობა აჭარა”, 2000.

წერეთელი 1962 = მ. წერეთელი. შენიშვნები: სომეხი, _ ბედი ქართლისა, ისტორიული, ლიტერატურული და სამეცნიერო კრებული, № 39-40. პარიზი, 1962.

ხაზარაძე 2001 = ნ. ხაზარაძე. ლეონტი მროველი და არიან-ქართლის ლოკალიზაციის საკითხი, – DEDIჩAთIO, ისტორიულ-ფილოლოგიური ძიებანი. თბილისი, 2001.

ჯავახიშვილი 1965 = ივ. ჯავახიშვილი. ქართველი ერის ისტორია, წიგნი მეორე. თბილისი: გამომცემლობა “საბჭოთა საქართველო”, 1965.

ჯოჯუა 1976 = ვ. ჯოჯუა. ქართული ტოპონიმები ბერძნულ წყაროებში, – ტოპონიმიკა I, შ. ძიძიგურის საერთო რედაქციით. თბილისი 1976.

Арутюнян 1957 = Н. В.Арутюнян. Даинала-Тини (Из истории иригации в Урарту), – Известия Академии Наук Армянской ССР, Общественные Науки 4, 1957, ცც. 97-106.

Арутюнян 1970 = Н. В. Арутюнян. Биайнили (Урарту). Ереван, 1970.

Арутюнян 1985 = Н. В. Арутюнян. Топонимика Урарту. Ереван, 1985.

Арутюнян 2001 = Н. В. Арутюнян. Корпус Урартских Клинообразных Надписей. Ереван: Издательство «Гитутюн» НАН РА, 2001.

Атлас 1961 = Атлас Армянской Советской Социалистической Республики. Ереван-Москва, 1961.

Бакрадзе 1878 = Дм. Бакрадзе. Археологическое Путешествие по Гурии и Адчаре. СПб, 1878. [გვ. 111]

Бациева 1953 = С.М. Бациева. Борьба между Ассирией и Урарту за Сирию, – Вестник Древней Истории, 1953, № 2.

Дьяконов 1951 = И. М. Дьяконов. Ассиро-Вавилонские источники по истории Урарту, – Вестник древней истории, 1951, № 2.

Дьяконов 1952 = И. М. Дьяконов. Заметки по урартской эпиграфике, VI. Москва -Ленинград, 1952

Дьяконов 1968 = И. М. Дьяконов. Предыстория армянского народа. Ереван: Издательство АН Армянской ССР, 1968.

Капанцян 1947 = Гр. Капанцян. Хайаса – колыбель армян. Этногенез армян и их начальная история. Ереван: Издательство Академии наук Армянской ССР, 1947.

Карагёзян 1978 = О. О. Карагёзян. Земля Дайаени в клинописных источниках. Вестник Общественных Наук Академии Наук Армянской ССР (6): 1978, 67-94. სომხურად, რეზიუმე რუსულად.

Климов 1964 = Г. А. Климов. Этимологический словарь картвельских языков. Москва, 1964.

Кушнарева 1997 = К. Х . Кушнарева. Ранние комплексные общества Южного Кавказа. В кн.: Древние общества Кавказа в эпоху палеометалла (ранние комплексные общества и вопросы культурной трансформации). Санкт-Петербург, 1997.

Mанандян 1956 = Я. А. Mанандян. О некоторых спорных проблемах истории и географии древней Армении. Ереван: Айпетрат, 1956.

Массон 1997 = В. М. Массон. Кавказский путь к цивилизации: вопросы социокультурной интерпретации. В кн.: Древние общества Кавказа в эпоху палеометалла (ранние комплексные общества и вопросы культурной трансформации). Санкт-Петербург, 1997.

Меликишвили 1950 = Г. А. Меликишвили. Диауехи (из истории Южного Закавказья в древневосточную эпоху). Вестник Древней Истории 4, 1950, ცც. 26-42.

Меликишвили 1954 = Г. А. Меликишвили. Наири-Урарту. Тбилиси, 1954.

Меликишвили 1959 = Г. А. Меликишвили. К истории древней Грузии. Тбилиси, 1959.

Меликишвили 1960 = Г. А. Меликишвили. Урартские клинообразные надписи. Москва, 1960.

Меликишвили 1963 = Г. А. Mეликишвили. Ассирия и “Страны Наири” на рубеже XIIXI вв. до н. э., – Вестник Древней Истории № 2, 1963.

Пиотровский 1949 = Б. Б. Пиотровский. Археология Закавказья с древнейших времен до I тысячелетия до н. э. Курс лекций. Ленинград, 1949.

Проскуряков 1905 = Я. С. Проскуряков. Заметки ო Турции (Записки Кавказского Отдела Императорского

Русского Географического Общества. Книжка XXV, выпуск 1-й.). Тифлис, 1905.

Allen = W. E. D. Allen. A History of the Georgian People from the Beginning down to the Russian Conquest in the Nineteenth Century. London, 1932.

Allen 1960 = W. E. D. Allen. Ex Ponto, V. Heniochi-Aea-Hayasa. – Bedi Kartlisa, Revue de kartvélologie, VIII-IX, 34-35, 1960.

Astour 1987 = M. C. Astour. Semites and Hurrians in Northern Transtigris, – Studies on the Civilization and Culture of Nuzi and the Hurrians, vol. 2. General Studies and Excavations at Nuzi 9/1. Edited by D. J. Owen & M. A. Morrison. Winana Lake, Indiana: Eisenbrauns, 1987.

Burney 1966 = C. A. Burney. A first season of excavations at the Urartian citadel of Kayalıdere, – Anatolian Studies 16, 1966, 55-112.

Clavijo 1928 = R. G. Clavjo. Embassy to Tamerlane 1403-1406 (trans. G. Le Strange. New York & London, 1928.

Curzon 1854 = R. Curzon. Armenia: A Year at Erzeroom, and on the Frontiers of Russia, Turkey, and Persia. London: John Murray, 1854.

Çilingiroğlu 1982 = A. A. Çilingiroğlu. Diauehi’de Bir Urartu Kalesi: Umdum Tepe (Kalortepe). – Anadolu Araştırmaları, VIII, 1980. Istanbul 1982.

Diakonoff 1984 = M. Diakonoff. The Pre-History of the Armenian People. Translated from the Russian by Lori Jennings. With revisions by the Author. Delmar, New York: Caravan Books, 1984.

Diakonoff 1993 = M. Diakonoff. On Hurro-Urartian and South Caucasian. A rejoinder to Gerd Steiner, – Annual of Armenian Linguistics, vol. 14, 1993.

Diakonoff & Kashkai 1981 = I. M. Diakonoff and S. M. Kashkai. Geographical Names According to Urartian Texts. Répertoire Géographique des Textes Cunéiformes IX. [gv. 112] Beihefte zum Tübinger Atlas des Vorderen Orients, Reihe B, Nr. 7. Wiesbaden: Dr. Ludwig Reichert Verlag, 1981.

Dinçol & Dinçol 1992 = Dinçol, Ali M., and Belkıs Dinçol. Die urartaeische Inscrift aus Hanak (Kars), in: Hittite and Other Anatolian and Near Eastern Studies in Honor of Sedat Alp, ed. H. Otten et al., 1992, 109-117. Anadolu Medenizetlerini Araştırma ve Tanıtma Vakfı Yayınları – Sayı I. Ankara: Türk Tarih Kurumu Basımevi.

Drews 1976 = R. Drews. The Earliest Greek Settlements in the Black Sea, _ Journal of Hellenic Studies 96, 1976.

Gamkrelidze 1998 = T. V. Gamkrelidze. Transkaukasien oder Südkaukasus? Zur Präzierung einiger Termini aus der geopolitischen Nomenklatur, _ Caucasica, the Journal of Caucasian Studies, volume 2, 1998.

Gledhill 1988 = J. Gledhill. The comparative analysis of social and political transition, in: State and Society. The emergence and development of social hierarchy and political centralization. Edited by J. Gledhill, B. Bender, M. T. Larsen. London, etc., 1988.

Goetze 1950 = A. Goetze. Sin-iddinam of Larsa: New Tablets from His Reign, – Journal of Cuneiform Studies, vol. 4, 1950.

Hewsen 1992 = R. H. Hewsen. The Geography of Ananias of Širak (Ašxarhac’oyc’), The Long and Short Recensions. Introduction, Translation and Commentary by R. H. Hewsen.Wiesbaden. Beihefte zum Tübinger Atlas des Vorderen Orients, Reihe B, Nr. 77.

Hübschmann 1904 = H. Hübschmann. Die altarmenischen Ortsnamen (mit Beitragen zur historischen Topographie Armeniens und einer Karte), – Indogermanischen Forschungen, Zeitschrift für indogermanische Sprach- und Altertumskunde, Bd XVI. Strassburg, 1904.

Hüsing 1933 = G. Hüsing. Die Völker alt-Kleinasiens und am Pontos. Wien, 1933.

Kavtaradze = G. L. Kavtaradze. The Problem of the Identification of the Mysterious Statue from the Erzerum Museum, – Caucasica, The Journal of Caucasian Studies, vol. 3. Tbilisi Ivane Javakhishvili State University, Tbilisi: Tbilisi University Press, 1999, pp. 59-66, figs. 1-10.

Kavtaradze = G. L. Kavtaradze. Caucasica II: Georgian Chronicles and the raison d’etre of the Iberian Kingdom (Caucasica II), – Orbis Terrarum, Journal of historical geography of the Ancient World, 6, 2000. Stuttgart: Franz Steiner Verlag, 2001, pp. 177-237.

Kleiss & Hauptmann 1976 = W. Kleiss & H. Hauptmann. Topographische Karte von Urartu. Verzeichnis der Fundorte und Bibliographie. Berlin, 1976.

König 1955 = F. W. König. Handbuch der chaldischen Inschriften, I. Graz, 1955.

König 1957 = F. W. König. Handbuch der chaldischen Inschriften, II. Graz, 1957.

Kohl = P. Kohl. The northern “Frontier” of the Ancient Near East: Transcaucasia and Central Asia compared, – American Journal of Archaeology, vol. 92, issue 4 (October), 1988.

Lamprich 1995 = R. Lamprich. Die Westexpansion des neuassyrischen Reiches. Eine Strukturanalyse. Neukirchen: Butzon & Bercker Kevelaer, 1995.

Lehmann-Haupt 1926 = C. F. Lehmann-Haupt. Armenien einst und jetzt. Band I. Berlin/Leipzig 1926.

Lehmann-Haupt 1931 = C. F. Lehmann-Haupt. Armenien einst und jetzt. Band II, 2. Hälfte. Berlin/Leipzig 1931.

Marro 2000 = K. Marro. Vers une chronologie comparee des pays du Caucase et de l’Euphrate aux IVe–IIIe millenaires, in: Chronologies des Pays du Caucase et de l’Euphrate aux IVe–IIIe Millenaires, Actes du Colloque International Organisé par l’Institut Français d’Etudes Anatoliennes d’Istanbul. C. Marro & H. Hauptmann (eds.). Paris: l’Institut Français d’Etudes Anatoliennes d’Istanbul and de Boccard, 2000.

Nashef 1982 = Kh. Nashef. Die Orts- und Gewässernamen der mittelbabylonischen und mittelassyrischen Zeit. Répertoire Géographique des Textes Cunéiformes V. Beihefte zum Tübinger Atlas des Vorderen Orients, Reihe B, Nr. 7. Wiesbaden: Dr. Ludwig Reichert Verlag, 1982.

Özkaya 1994 = V. Özkaya. Erzurum-Horasan-Aliçeyerek Köyü Yüzey Araştırması, – Araştırma Sonuçları Toplantısı, XI. Ankara, 1994.

Sagona 2004 = C. Sagona. Did Xenophon Take the Aras High Road? Observations on the Historical Geography of North-East Anatolia, in: A View from the Highlands. Archaeological Studies in Honour of Charles Burney. A. Sagona (ed.). (Ancient Near Eastern Studies. Supplement 12). Leuven: Peeters Press, 2004.

Salvini 1967 = M. Salvini. Nairi e Ur(u)aṭri, contribuṭo alla storia della formazione del regno di Urarṭu (Incunabula Graeca, vol. XVI). Roma, edizioni dell’Ateneo, 1967.

Salvini 1979 = M. Salvini. Problemi di morfologia nominale in urarteo, – ΑΙΩΝ, Annali del [gv. 113] Seminario di Studi del Mondo Classico. Sezione Linguistica , 1979, 97-115.

Salvini 1995 = M. Salvini. Geschichte und Kultur der Urartäer. Darmstadt: wissenschaftliche Buchgesellschaft, 1995.

Sayce 1897 = A. H. Sayce. Assyriological Notes. No. 2, – Proceedings of the Society of Biblical Archaeology 19, 1897.

Sinclair 1989 = T. A. Sinclair. Eastern Turkey: an Architectural and Archaeological Survey, vol. II. London: The Pindar Press, 1989.

Slattery 1987 = D. J. G. Slattery. Urartu and the Black Sea Colonies: An Economic Perspective, – Al-Rāfidān 8, 1987, 1-30.

Smith & Thompson = A. T. Smith & T. T. Thompson. Urartu and the Southern Caucasian Political Tradition, in: A View from the Highlands. Archaeological Studies in Honour of Charles Burney. Edited by Antonio Sagona. (Ancient Near Eastern Studies. Supplement 12). Leuven: Peeters Press, 2004.

Stein & Rothman 1994 = Chiefdoms and Early States in the Near East. The Organizational Dynamics of Complexity. G. Stein & M. Rothman (eds.). Monograps in World Archaeology, no. 18. Madison, Wisconsin: Prehistory Press, 1994.

Steiner 1992 = G. Steiner. Hurrian and Urartian as Caucasian Languages, – Annual of Armenian Linguistics, vol. 13, 1992.

Steiner 1993 = G. Steiner. Genetic and Areal-Typological Relationships of Languages. A Surrejoinder to Igor M. Diakonoff, – Annual of Armenian Linguistics, vol. 14, 1993.

Streck 1898 = M. Streck, in: Zeitschrift für Assyriologie und verwandte Gebiete, Bd 13, 1898, Leipzig/Berlin.

Suny 1983 = R. G. Suny. Editorial, in: Transcaucasia, Nationalism and Social Change (Essays in the History of Armenia, Azerbaijan, and Georgia). Edited by Ronald Grigor Suny. East European Series, no.2. Ann Arbor, 1983.

Wagner 1852 = M. Wagner. Reise nach Persien und dem Lande der Kurden. Erster Band. Leipzig, 1852.

Wartke 1993 = R.-B. Wartke. Urartu, das Reich am Ararat. Kulturgeschichte der Antiken Welt, Band 59. Meinz am Rhein: Verlag Philip von Zabern, 1993.

Wilhelm 2004 = G. Wilhelm. Urartian, in: The Cambridge Encyclopedia of the World’s Ancient Languages. Edited by Roger D. Woodard. Cambridge: Cambridge University Press, 2004.

Yakar 2000 = J. Yakar. Ethnoarchaeology of Anatolia. Rural Socio-Economy in the Bronze and Iron Ages. Tel Aviv University Sonia and Marco Nadler Institute of Archaeology, Monograph Series 17. Tel Aviv: Emery and Claire Yass Publications in Archaeology, 2000.

Zimansky 1985 = P. E. Zimansky. Ecology and Empire: The Structure of the Urartian State. Studies in Ancient Oriental Civilization, no. 41. Chicago: The Oriental Institute, 1985.

[1] თ. გამყრელიძისათვის ძირითადად მიუღებელია რუსული და ევროპული ტერმინები “Закавказье”, “თრანსცაუცასია/თრანსკაუკასიენ”, რომლებიც რეგიონის მდებარეობას მხოლოდ ჩრდილოეთის მხრიდან განსაზღვრავდნენ. ამ თვალთახედვით, ქართული ტერმინი _ “ამიერკავკასია” სავსებით შეესაბამება ჩვენი ქვეყნის განლაგებას კავკასიონის ქედის გადმოღმა, სამხრეთით. გარდა ამისა, ამიერკავკასიის ქვეყნების მრავალსაუკუნოვანი პოლიტიკური ისტორია, ძირითადად განპირობებული ჩანს, სწორედ ამიერკავკასიის მდებარეობით კავკასიონის მთავარი მთაგრეხილის, მსოფლიოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წყალგამყოფი სისტემის, “ამიერ” მხარეს. შესაბამისად, ვფიქრობ, ტერმინ “ამიერკავკასიას” უპირატესობა უნდა მიენიჭოს ტერმინ “სამხრეთ კავკასიასთან” შედარებით; იგი სავსებით გამოხატავს ქედს გადმოღმა ამ რეგიონის მდებარეობას და უზადოა, არა მხოლოდ შინაარსობრივად, არამედ ენობრივი თვალსაზრისითაც (შდრ., მაგ., ერთმანეთს ტერმინები _ “სამხ­რეთ-დასავლეთი ამიერკავკასია” და “სამხრეთ-დასავლეთი სამხრეთი კავკასია”).

[2] აღსანიშნავია, რომ უკანასკნელი ხანების არქეოლოგიურ ლიტერატურაში გვხვდება ამიერკავკასიის სივრცობრივი განზომილების მსგავსი გაფართოებული ინტერპრეტაცია, ტერმინის _ “თურქეთის ამიერკავკასიის” სახით, რომელიც, მაგალითად, გამოიყენება, მდ. არეზის სათავეებთან უკანასკნელ ხანებში გათხრილ მრავალფენიან ძეგლთან _ სოს ჰოიუქთან მიმართებაში.

[3] იხ., მაგ. ქავთარაძე, 2003.

[4] Kohl 1988, 596.

[5 Массон 1997, 130, 132.

[6] Kohl 1988, 596.

[7] ლეონტი მროველი, I, 16, 21-23.

[8] Lehmann-Haupt 1931, 792, 851; მელიქიშვილი 1951, 208; შალვინი 1967, 22ფ.

[9] უკანასკნელი მონაცემების მიხედვით, ცენტრალურ ამიერკავკასიაში სახელმწიფოებრიობის აღმოცენების სტადიის საწყისი ეტაპი ადრე მიღებულთან შედარებით ბევრად უფრო ადრეული ხანით უნდა დათარიღდეს. მხედველობაში მაქვს, უკანასკნელ წლებში კახეთის არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ შირაქის ველზე გამოვლენილი ბრინჯაოს ხანის უაღრესად შთამბეჭდავი კულტურა.

[10] მელიქიშვილი 1951, 203-230.

[11] ტიგლათფილესერ I-ის (ძვ. წ. 1114-1076 წწ.) წარწერა პრიზმაზე (IV43-V32). მართალია, უკვე სალმანასარ I (ძვ. 1273-1244 წწ.) იუწყებოდა “ურუათრის” არსებობის შესახებ, მაგრამ ტომთა ეს გაერთიანება, დაიაენისგან განსხვავებით, ამიერკავკასიის ფარგლებს გარეთ მდებარეობდა.

[12] ზოგიერთი ავტორი დაიაენი/დიაუხის ქვეყანას თანამედროვე თურქული ქალაქების ერზინჯანსა და ერზურუმს შორის მდებარე ტერიტორიით განსაზღვრავს (streck 1898, 109ფ. შდრ., sayce 1897, 68-76, იხ., Nასჰეფ. 1982, 77), ზოგიც მდ. ჭოროხის აუზით (Дьяконов 1951 277; Dიაკონოფფ & Kასჰკაი 1981, 26). თუმცა გამოთქმულია განსხვავებული და შედარებით უფრო ნაკლებად დამაჯერებელი მოსაზრებებიც, კერძოდ, ჩ. ბიორნი ანცალკევებს დაიაენის დიაუხისაგან და ბულანიკის ზეგანზე თუ უშუალოდ მის დასავლეთით (თანამედროვე კაიალიდერეს მახლობლად) ათავსებს (Bურნეყ 1966, 58-62), ხოლო ო. კარაგიოზიანი იმ შემთხვევაშიც კი თუ დაიაენი და დიაუხი ერთიდაიგივე ქვეყანა იყო, რაც მას ეეჭვება, გამორიცხავს დაიაენის ლოკალიზებას მდ. ჭოროხის აუზში (Карагёзян 1978, 67-94).

[13] Wartke 1993, 38.

[14] Zimansky 1985, 95.

[15] იხ. Smith & Thompson 2004, 557-558. ა. სმითისა და თ. თომპსონის მიხედვით, ურარტუს წარმოქმასთან დაკავშირებით, უსარგებლოა შორეულ მხარეებში დრამატული და სუსტად გამოხატული კავშირების ძიება, არამედ ბევრად უფრო ადვილია ბიაინილის სამეფოს ფესვების პოვნა სამხრეთ კავკასიის გვიანი ბრინჯაოს ხანის ავტოქტონურ პოლიტიკურ ტრადიციაში

[16] Smith & Thompson 2004, 573.

[17] გარდა ძნელად გადასალახავი რელიეფისა, ურარტუსა და ასურეთს შორის დამაკავშირებელი გზები, ისევე როგორც თვით ურარტუს ტერიტორიის შიგნით არსებული კომუნიკაციები, მხოლოდ სეზონური გამოყენებისა თუ იყო, ამ რეგიონისათვის დამახასიათებელი დიდთოვლიანობის გამო.

[18] Smith & Thompson2004, 565.

[19] Zimansky 1985, 97.

[20] xen, VI, VII, 1.

[21] შდრ., Gლედჰილლ 1988, 9. იხ., აგრეთვე, შტეინ & ღოტჰმან 1994 პასსიმ. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, სოციალისტური ბანაკის რღვევის შემდგომი ხანის საზოგადოებრივ დისციპლინაში მოღვაწე მეცნიერთა შორის, აქტუალური გახდა მარქსისტული დიალექტური მატერიალიზმისათვის დამახასიათებელი სქემებისა და მათში გამოყენებული ტერმინოლოგიის შეცვლა. უკანასკნელ ხანებში რუსი ისტორიკოსებისა და არქეოლოგების მიერ გამოყენებული ნომენკლატურით, დაიაენი/დიაუხის ადრეკლასობრივი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნისათვის დამახასიათებელი განვითარების სოციალური დონე შესაძლოა განისაზღვროს, როგორც ადრეული კომპლექსური საზოგადოების განვითარების არაურბანული ტიპისა და სამხედრო ლიდერის აქტიური ფუნქციისათვის დამახასიათებელი განვითარების კავკასიური გზის გავლის შედეგად მიღებული (შდრ., Массон 1997, 124-133; იხ., აგრეთვე, Кушнарева 1997, 11-43).

[22] იხ. გიორგაძე 2002, 130.

[23] ძიმანსკყ 1985, 96.

[24] თუმცა შენიშნულია, რომ საკუთრივ ურარტულ ენაში -ი და -ნი წარმოადგენდნენ ეთნიკური წარმომავლობის საიდენტიფიკაციო ურთიერთშენაცვლებად ფორმანტებს (შალვინი 1979, 97-115).

[25] შდრ., Nასჰეფ 1982, 77.

[26] მელიქიშვილი 1951, 212.

[27] ქურდიანი 2003, 74, 75.

[28] დ. მუსხელიშვილი შენიშნავს, რომ ქართული წყაროები იცნობენ რა ორ ტაოს, ამ კუთხის სახელწოდებას ზოგჯერ მრავლობითი რიცხვით გამოთქვამენ “ტაონი”||`ტაოთა” (მუსხელიშვილი 1980, 170).

[29] ფუტკარაძე 1999, 62-68.

[30] Меликишвили 1960, 247; შდრ., მუსხელიშვილი 2004, 8, 9.

[31] Mეликишвили 1950, 26-42.

[32] მაგ., Mанандян 1956, 19; Nასჰეფ 1982, 77. შენიშნულია, რომ სომხური და ქართული წყაროების ტაÁქი/ტაო ზედმიწევნით ემთხვევა ერთმანეთს (მუსხელიშვილი 1980, 164).

[33] Lეჰმანნ-Hაუპტ 1931, 792, 851; შდრ., მელიქიშვილი 1951, 207-209; Dიაკონოფფ 1984, 69, შენ. 127-128.

[34] მელიქიშვილი 1951, 219.

[35] მუსხელიშვილი 2004, 9.

[36] სტრ. 102-107; შდრ., მელიქიშვილი 1970, 374; Дьяконов 1951, 299.

[37] შდრ., მაგ., შალვინი 1967, 22.

[38] შალვინი 1995, 22, 55.

[39] Арутюнян 1957, 97-106.

[40] Lეჰმანნ-Hაუპტ 1926, 430-462.

[41] დაბადება (ბიბლია), 382.

[42] ჭაგნერ 1852, 240, 241, შდრ., აგრეთვე, Проскуряков 1905, 71.

[43] Бакрадзе 1878, карта: Чурук-су, Адчара и Гурия в 1873 году.

[44] ჩურზონ 1854.

[45] ჭაგნერ 1852, 240.

[46] ევფრატის ხურიტული სახელი “Pურანტი” მომდინარეობს აქადური სახელწოდებისაგან “Pურატტუ”, რომელიც თავის მხრივ მიღებული ჩანს შუმერული “Bურანუნუ”-საგან.

[47] ჭაგნერ 1852, 241.

[48] Pლინ., NH, V, 83.

[49] შტრაბო, XI, XIV, 2.

[50] Pლინ., NH, V, 83; იხ., აგრეთვე, Hüბსცჰმანნ 1904, 427; ჭაგნერ 1852, 237.

[51] ვახუშტი, 133, 20.

[52] მდ. ევფრატის სათავის დადგენის საკითხთან მიმართებაში, გასათვალისწინებელია აგრეთვე ახ. წ. II საუკუნის ბერძენი ისტორიკოსის აპიანეს “მითრიდატეს ომების ისტორიის” ცნობა, რომ როდესაც დამარცხებული პონტოს მეფე, მითრიდატე VI ევპატორი სინორექსის ციხე-სიმაგრიდან კოლხეთისაკენ მიმავალი მდ. ევფრატის სათავეებისაკენ მიიჩქარის, გადადის ამ მდინარეზე და არმენიის ტერიტორიაზე _ ხოტენეში იჭრება, საიდანაც ისრებითა და შურდულებით შეიარაღებული ხოტენელებისა და იბერების ჯგუფების გარღვევის შემდეგ, მდ. აფსაროსთან (ჭოროხთან) მიდის (Aპპ., Mიტჰრ., 101; შდრ., Pლუტ., Pომპ., XXXII). აქ რამდენადმე მოულოდნელია მითრიდატეს მიერ ევფრატის დინების გადალახვა, მაშინ როდესაც მას შეეძლო ევფრატის (კარა-სუს) არა გადალახვით, არამედ მისი ზემო დინების აყოლებითა და ე. წ. გურჯი ბოღაზის გავლით თორთომის ხეობაში შესვლა. ამიტომ სავარაუდოა, რომ აპიანისეული ცნობა ევფრატში ამ მდინარის მარჯვენა შენაკადს, სერჩამ-სუს გულისხმობდეს და არა საკუთრივ კარა-სუს.

[53] Mეликишвили 1963, 117; Дьяконов 1968, 125.

[54] Dრეწს 1976, 18-31; შლატტერყ 1987, 1-30.

[55] მელიქიშვილი 1951, 219, 220; Mეликишвили 1959, 204.

[56] Бациева 1953, 31; Lამპრიცჰ 1995. ყველაზე მოსახერხებელ საშუალებებს ურარტუში შეღწევისათვის ასურელთათვის უკიდურესი დასავლური და ჩრდილოური მიმართულებები წარმოადგენდნენ, ტავროსისა და ზაგროსის მთაგრეხილების გადალახვით (შდრ., ძიმანსკყ 1985, 95).

[57] Aლლენ 1932, 51, 52.

[58] Kავტარადზე 1999. აღსანიშნავია, რომ, მუზეუმში მომუშავე ახალი თაობის სპეციალისტები ქანდაკებას ახალასურული ხანის რომელიღაც მეფის კუთვნილებად მიიჩნევდნენ.

[59] შდრ., Mეликишвили 1959, 176, 177, 205.

[60] შალვინი 1967, 22

[61] შდრ., ნ. არუთიუნიანის რუსული თარგმანი: “Тех пленников (?), (которые) возвратились, (он) вернул полностью (?)” (Арутюнян 2001, 78, წარწერა 53:17-18).

[62] იხ. Меликишвили 1960, 158, 159, прим. 5.

[63] მელიქიშვილი 1951, 208.

[64] Меликишвили 1960, 157-159; Арутюнян 2001, 77-79.

[65] Меликишвили 1960, 159-160; Арутюнян 2001, 80.

[66] Çილინგიროğლუ 1982, 191-203.

[67] Çილინგიროğლუ 1982, 193.

[68] მელიქიშვილი 1951, 203; იხ., აგრეთვე, Mეликишвили 1959, 176, 205; Арутюнян 2001, 523.

[69] Dიაკონოფფ 1984, 171ნ.216.

[70] Атлас 1961, 102, карта: Государство Урарту и сопредельные страны в VIII-VII вв. до н. э.

[71] Çილინგიროğლუ 1982, 193, 194; იხ., აგრეთვე, Öზკაყა 1994, 385, 386.

[72] Арутюнян 2001, 523. თუმცა იაზილითაში, ქ. ჰორასანიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ მიმავალი თანამედროვე გზიდან დაახლ. 5 კმ-ით უფრო დასავლეთით მდებარეობს (შდრ., Öზკაყა 1994, 387, Hარიტა).

[73] Kლეისს & Hაუპტმანნ 1976, 22, № 156.

[74] მელიქიშვილი 1955, 86.

[75] Капанцян 1947, 181; Арутюнян 2001, 79, прим. 3, 523, 530.

[76] Меликишвили 1960, 234-236; Арутюнян 2001, 186-189.

[77] იქნებ “ზუას” სახელის გამოძახილი ისმოდეს იმერხევის სოფლების _ “ოქროს წუა”-ს, “ზიოსი||ძიოსი”-ს (თურქული სახელწოდებაა _ თეპბაšı) (ხევწვრილიწყლის მარჯვენა მხარეზე) და სოფლის სათესების _ “ზუარეთი”-სა (ს. მიქელეთი, შავშეთი) და “ზუელ (ძველ) კარები”-ს (ს. დასამობი) (იხ. ყაზბეგი 1995, 87; სიხარულიძე 1988, 56; ფუტკარაძე 1993, 185; ცეცხლაძე 2000, 6, 31, 33, 40, 109, 182, 243, 253, 258) სახელწოდებებში.

[78] ნ. არუთიუნიანს ეჭვი შეაქვს “შეშეთინას ქვეყნის” არსებობაში და ტიგლათფილესერ I-ის წარწერაში მოხსენიებული “შეშე-ს მთისა” და შეშეთინას დაბოლოების მსგავსი სიტყვების ურარტულ წარწერებში გამოვლენის ((ფდ)Dაინალი ტინი, Uმეšინი ტინი ეტც.) გამო, მენუას წარწერის “შეშეთინას ქვეყანას” (KUღŠეšეტინა) თვითნებურად “მთა შეშედ” (ŠADUŠეšე ტინა (რესპ. ტინი?)) ასწორებს (Арутюнян 2001, 79, прим. 2).

[79] აღნიშნული წარწერის ამ ტოპონიმს ფ. ვ. კიონიჰი “ულდინი”-ს, ხოლო გ. მელიქიშვილი “დიდი”-ს (KUღDიდი(ნი)?) სახით კითხულობდა (შდრ., Меликишвили 1960, 234 (128, B12), 235; Köნიგ 1955, 82 (უკანა მხარე); Köნიგ 1957, 207). უკანასკნელ ხანებში ნ. არუთიუნიანი ფ. ვ. კიონიჰის წაკითხვის სისწორეს ასაბუთებს და ტერმინ “ულდინი”-ის (KUღUლდინიე) შესახებ შენიშნავს: «Такое чтение, но в полной сохранности, предлагает Ф. В. Кёниг. В тексте хорошо сохранилась лишь концовка знака, но остатки предыдущих клиньев как будто совпадают с началом знака ულ. Что касается расшифровки здесь [დ]ი(?) у Г. А. Меликишвили, то наличие в конце знака двух “угловых” (а не горизонтальных!) клиньев друг над другом это чтение делает невозможным» (Арутюнян 2001, 186 (174, B12), 187, შენ. 7, იხ., აგრეთვე, 528).

[80] შდრ., დიდის შესახებ: “ნეხტ ტო ტჰე ლანდ ოფ Dიაუეე” (Dიაკონოფფ & Kასჰკაი 1981, 27). შავშეთ-იმერხევში ტერმინ “დიდის” პარალელი ეძებნება “დიობანი” ← დი(დი)+ობანი←დიდი უბანი (იხ. ყაზბეგი 1995, 86, 93, 158; სიხარულიძე 1988, 52, 62; ფუტკარაძე 1993, 185; ცეცხლაძე 2000, 6, 28, 31, 33, 65, 93, 176, 248, 253, 258) (თურქული სახელწოდებაა _ Mეყდანცıკ-ი) სახელწოდების სახით, რომელიც იხსენიება “დიობანილი”-ს ფორმითაც (ახვლედიანი 1944, 93; სიხარულიძე 1988, 62). გ. მელიქიშვილი ამ სახელწოდებას სავარაუდოდ აკავშირებდა კაპადოკიურ ფირფიტებში ხშირად დადასტურებულ სახელთან Dიდი (ე, ა) (მელიქიშვილი 1951, 213). ანლაუტში დენტალური ფონემის მერყეობის (დიდი/იდი) გათვალისწინებით (იხ. ქვემოთ), შესაძლებელი იქნებოდა აგრეთვე ტოპონიმი “იდი”-ს მხედველობაში მიღება, რაც განსაკუთრებით საგულისხმო იმ მხრივ იქნებოდა, რომ იდი ოლთისის-წყლის ზემო წელზე (შდრ., ბარამიძე, 1923), ზუაინა/ზუა(ნ)-ად მიჩნეული ზივინის ჩრდილოეთით მდებარეობდა. ვახუშტის მიხედვით, “ნარუმაკს (თვით ვახუშტის განმარტებით: “აწ ნარიმანი”) ზეით…, ჭოროხის აღმოსავლეთ კიდეზედ, არს დაბა დიდი იდი…” (ვახუშტი, 683, 684). აქ ვახუშტის ჭოროხი, ცხადია, ოლთისის-წყალი უნდა იყოს, ვინაიდან იგი შემდეგნაირად განსაზღვრავს ტაოს ფარგლებს: “აღმოსავლით ჭოროხის მდინარე; სამჴრით თორთომიდამ ჩამოსული მთა იდამდე; დასავლით თორთომის მთა; ჩდილოთ ჭოროხი და ისპირის მთა” (ვახუშტი, 684). ანგარიშის გასაწევ გარემოებად მიგვაჩნია ის, რომ იდის მდებარეობა თანხვდება, ფ. ვ. კიონიჰის მონაცემებზე დაყრდნობით, ნ. არუთიუნიანის მიერ, “ულდინი”-სათვის განსაზღვრულ ადგილს: «недалеко от царского города Зуани (совр. Зивин) страны Диаухи, где-то у верховьев реки Олту, притока Чороха» (Арутюнян 2001, 528; Kონიგ 1957, 207).

[81] Арутюнян 2001, 529; Dიაკონოფფ & Kასჰკაი 1981, 97. დიმ. ბაქრაძის რუკაზე იმავე ადგილას “ოხტა” არის აღნიშნული (Бакрадзе 1878, карта: Чурук-су, Адчара и Гурия в 1873 году).

[82] Бакрадзе 1878, карта: Чурук-су, Адчара и Гурия в 1873 году.

[83] Hეწსენ 1992, 65-65A, 204ნ.243, 209ნ.253.

[84] შალვინი 1995, 54. ყარსი-ერზურუმ-ერზინჯანის მხარეების ნაწილი სპეციალურ ლიტერატურაში ურარტუს მიერ დამორჩილებულ დიაუხის ქვეყნის ყოფილ ტერიტორიად არის ხოლმე მიჩნეული, რომელმაც დიაუხის დაპყრობის საშუალებით აღმოსავლეთ პონტოს მთების კალთებს მიაღწია (იხ., მაგ., Yაკარ 2000, 442).

[85] შაგონა 2004, 304, 306ნ.39.

[86] შდრ., არტაან-ახალციხის გზაზთან ნაპოვნი თარიუნის ქვეყნის წინააღმდეგ არგიშთი I-ის ლაშქრობის (იხ. ქვემოთ) ამსახველი ხანაკის წარწერა (Dინçოლ & Dინçოლ 1992, 109-117). არგიშთის ძის სარდური II-ის (დაახლ.760-დაახლ.730 წწ.) ლაშქრობის ამსახველი კლდეზე ამოკვეთილი წარწერა ნაპოვნია უფრო სამხრეთ-აღმოსავლეთით, დაშ კერპისთან (თაşკöპრü), ჩრდილის ტბიდან 2 კმ-ით დასავლეთით, ხოლო თვით არგიშთის წარწერიანი სტელა – სარიკამიშთან (ეს უკანასკნელი თბილისის სახელმწიფო მუზეუმშია დაცული, იხ. Lეჰმანნ-Hაუპტ 1926, 58; Kლეისს & Hაუპტმანნ 1976, 13, № 48; 15, № 62).

[87] ვახუშტი, 686, 27-28, 687, 1-2, 20-25.

[88] თაყაიშვილი 1960, გვ. 010, № 149 (შეცდომით აღნიშნულია, რომ “თორთომის ციხეა”) და № 150 (შეცდომით აღნიშნულია, რომ “აღჯა-ყალაა”), გვ. 3, ტაბ. 149, 150. სინამდვილეში № 149 – აღჯა-ყალაა, ხოლო № 150 – თორთომის ციხე, რაშიც არაერთხელ გვქონდა შესაძლებლობა პირადად დავრწმუნებულიყავით. შდრ., აგრეთვე, შინცლაირ 1989, 14, პლ. 12.

[89] ვახუშტი, 686, 27-28, 687, 1-2.

[90] ბარამიძე, 1923. აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ დიმ. ბაქრაძეს თავის 1873 წლის რუკაზე, თორთომის ციხის (“Укр.Тортоми”) ადგილმდებარეობა სათანადო ადგილას აქვს მინიშნებული (Бакрадзе 1878, карта: Чурук-су, Адчара и Гурия в 1873 году.); ასევეა თ. ა. სინქლერის რუკაზეც (შინცლაირ 1989, 4-5).

[91] ძიმანსკყ 1985, 96.

[92] შინცლაირ 1989, 14.

[93] Mეликишвили 1960, 46.

[94] იხ. Dიაკონოფფ 1984, 194ნ.82; Dიაკონოფფ & Kასჰკაი 1981, ხი; ჭილჰელმ 2004, 122.

[95] იხ. მელიქიშვილი 1970, 375, 377.

[96] შდრ., ბარამიძე, 1923.

[97] აფრიდონიძე/მაკალათია 1980, 287, 289.

[98] ცეცხლაძე 2000, 66, 247, შენ. 65.

[99] აფრიდონიძე/მაკალათია 1980, 287.

[100] მელიქიშვილი 1951, 211.

[101] იხ. Арутюнян 2001, 186, 187.

[102] ჩლავიჯო 1928.

[103] აბულაძე 1993, 259.

[104] ჟამთააღმწერელი, ქც II, 310, 17-19, 311, 9-11; შდრ., ვახუშტი, 249, 3-4, 11-14.

[105] ჯავახიშვილი 1965, 67.

[106] კუფტინი 1949, 315.

[107] Hეწსენ 1992, 206ნ.243, 210ნ.256.

[108] კერძოდ, ქართველური წარმომავლობის ტომთა კონფედერაციად, იხ., მაგ., შუნყ 1983, 3.

[109] მელიქიშვილი 1951, 211.

[110] Aსტოურ 1987, 35.

[111] Gოეტზე 1950, 95.

[112] Aსტოურ 1987, 35.

[113] უკანასკნელ ხანებში შეიმჩნევა ტენდენცია, ჩრდილო-დასავლეთ კავკასიური, ჩრდილო-აღმოსავლეთ კავკასიური, სამხრეთ კავკასიური და ხური-ურარტული ენების ერთიდაიმავე “შპრაცჰბუნდ”-ის შემადგენელ ნაწილებად წარმოდგენისა (იხ. შტეინერ 1992, 1-50; შტეინერ 1993, 5-7). ი. დიაკონოვს გამოთქმული აქვს განსხვავებული აზრი, ჩრდილო-დასავლეთ კავკასიური და ჩრდილო-აღმოსავლეთ კავკასიური (ხური-ურარტული ენების ჩათვლით) ენების (ანუ სამხრეთ კავკასიური ენების გამოკლებით) საერთო წარმომავლობის თაობაზე (Dიაკონოფფ 1993, 1-4).

[114] იხ. ბაგრატიონი, 1980, 346, 367.

[115] სამივე ადგილი წარმოადგენს უღელტეხილთა მსგავს, დაასახლებულ პუნქტთა შემაერთებელ გადასასვლელებს, რომლებსაც ფრინველებიც იყენებენ გადასაფრენად და სადაც ძველად ბადით ძირითადად მიმინოებს იჭერდნენ ხოლმე (ინფორმაციისათვის დიდ მადლობას მოვახსენებ ს. აჭყვისთავის მკვიდრს ბატონ კაკო რომანაძეს). იგივე ტოპონიმი გვხდება სათესების აღმნიშველადაც, კერძოდ, ქვემო მაჭახელში მდებარე აჭარის აღმართის სასოფლო საკრებულოში შემავალ სოფელ ჭანივრში, ორ სათეს ადგილას დასტურდება ტოპონიმი “სასირე”, ხოლო ქვემო აჭარის მახუნცეთის საკრებულოში შემავალ სოფელ ბზუბზუში _ სათესი “სასირია” (სიხარულიძე 1958, 52, 128-129).

[116] Климов 1964, 163.

[117] ფენრიხი/სარჯველაძე 2000, 403.

[118] პირადი ინფორმაცია, რისთვისაც დიდ მადლობას მოვახსენებ ქ-ნ მანანა ჭირაქაძეს.

[119] იხ. Проскуряков 1905, 70, 71.

[120] მუსხელიშვილი 2004, 8, 9.

[121] გ. მელიქიშვილი შენიშნავს, რომ სახელწოდება Qულა შეიცავს ხურიტულ კუთვნილებით სუფიქსს -ა-, რომელიც ხშირად იხმარება ხურიტულ ენაში, როგორც პირთა სახელების, ისე სატომო სახელების შედგენისას, ხოლო კულხას ქვეყნის დედაქალაქის Iლდამუšა-ს სახელწოდებაში გამოყოფს `მუšა”-ელემენტს, კარგად ცნობილ ხურიტულ სიტყვას (მელიქიშვილი 1951, 209, 210).

[122] Xენ., ნაბ., IV, VIII, 22; V, II, 1; V, III, 2; შდრ., Dიოდ., XIV, 30, 3.

[123] იხ. Дьяконов 1952, 111-112.

[124] შდრ., Пиотровский 1949, 46.

[125] ტერმინ “ხაიასას”, ზოგიერთი მეცნიერი, “არგონავტების მითის” კოლხეთის აღმნიშვნელ “აიას” პროტოტიპად მიიჩნევს (იხ. Hüსინგ 1933, 51; Aლლენ 1960).

[126] აღსანიშნავია, რომ იმერხევის სამ სოფელთან: ბაზგირეთთან, ზიოსთან და დასაბომთან გვხვდება საძოვრები სახელწოდებით “ურისაკლავი”. ინფორმატორთა ცნობით, ადგილის სახელია “ტურის საკლავი”, ხოლო თავკიდური “ტ” დაკარგულია: “ზველად გლები და ტურჲები ყოფილან ბევრაჲ და საქონელი ენჩოღი (თურქულად _ “ხშირად”) აქედან საღ-სალამათი ვერ მოდიოდნენ სახში. იმითვინ ეუბნევიან ურისაკლავ” (ცეცხლაძე 2000, 216, 248). თავკიდური “ტ” თანხმოვანი დაკარგულია დაბაწვრილთან მდებარე სათიბის სახელში ბათანა←ტბათანა” (ცეცხლაძე 2000, 108).

[127] ტერმინი არდ-ი ხურიტულად “ქალაქს”აღნიშნავდა, გარდა “არდინი”-სა (ქ. მუსასირი), ცნობილია ეტიუნის ქვეყნისა და რუსახინილის მახლობლად მდებარე ანალოგიური სახელწოდებების ქალაქები (Арутюнян 2001, 496, 497). “მთა ქართლი/ქართი” ერქვა ქართველთა უძველეს ციხე-ქალაქს, შემდეგდროინდელ არმაზციხეს. აღსანიშნავია, რომ არმაზის ციტადელის ნანგრევებში შესამჩნევია ურარტულ-აქემენიდური არქიტექტურული ტრადიციები (აფაქიძე 1959, 36შმდ.). არ არის გამორიცხული, რომ მცხეთაში, არაგვისპირთან მდებარე ერთ-ერთმა სიმაგრემ, “ბელტის ციხემ” (შედარებით ახალი სახელწოდებაა _ ბერის თუ ბებრის ციხე), რომელიც მცხეთა-არმაზციხის საერთო საფორტიფიკაციო სისტემის ნაწილს წარმოადგენდა და ჩრდილოეთის შესავლელს კეტავდა, თავისი სახელწოდება მიიღო ციხე-სიმაგრის აღმნიშვნელი არამეული სიტყვიდან _ “ბირტა” ან ამ უკანასკნელისაგან ნაწარმოები სიტყვიდან (ქავთარაძე 1985, 85, 173შენ.361).

არდ-ფუძე საძიებელია ტოპონიმებში: ართვინი/ართ-ვანი/ართავანისი, არდოლა, არტანუჯი/არტანუჭი, არტაანი, არტახი, არდოტი, არადეთი, არდვისი, არდასა, ართანი/ართანა, არდისუბანი/არდასუბანი, არტტიგი, არტოზანი, ართიკი, კარდენახი/კარდანახი, ღართისკარი, არტსკე (ადილჯევაზი), ხარტონი/ხართი/?ხალდი (ლაზისტანის ქედთან). მდ. ჭოროხის შუა წელთან მდებარე სოფლის (აგრეთვე მთის) სახელი _ ქართლა/ქართია, დასტურდება აგრეთვე „კასტლას” ფორმით (იხ. სიხარულიძე 1985, 44 ; შდრ., ლათინური ცასტელლუმ _ “ციხე-სიმაგრე, ფორ­ტი, გამაგრებული ადგილი, თავშესაფარი, მთის სამოსახლო”), რაც შესაძლოა კიდევ ერთხელ მიგვანიშნებდეს ქართ(არდ/ართ)-ძირიანი სახელების >სემანტიკურ კავშირს ციხე-სიმაგრისა თუ ქალაქის აღმნიშვნელ სიტყვებთან. შესაძლოა, მხედველობაში იყოს მისაღები აგრეთვე ურარტული ʼA ბგერის იგივეობაა Uა-სთან (იხ. Арутюнян 2001, 439, 479, 499) და შესაბამისად, იმავე არდ-ფუძის ძიება ტოოპონიმებში : ვარციხე<ვარდციხე, ვარძია (<*ვარდ-ია), ვარდის სოფელი <და სხვ. ზოგიერთ შემთხვევაში გასათვალისწინებელია აგრეთვე სომხურ ენაში არსებული ვარდ- და ვარდან-ფუძიანი ტოპონიმები, მაგ., ვარდაშენი, ვარდაბლური, ვარდავანქი, ვარდანაკერტი (იხ. Hüბსცჰმანნ 1904, 471) და ა.შ.<

[128] მხედველობაში ვღებულობ, რომ თბილისი პირველად VI საუკუნის II ნახევრის ისტორიკოსის თეოფანე ბიზანტიელის თხზულებაში (თჰეოპჰ. ინ Pჰოტ. Bიბლ. ჩოდ. 64) მოხსენიებულია როგორც ტიფილის-ი (Τίφιλις) (მესხია, გვრიტიშვილი, დუმბაძე, სურგულაძე 1958, 13; ჯოჯუა 1976, 446), ხოლო დიდოურ ენაზე თუფლის-ს სახით (ბურჭულაძე, შავხელიშვილი 1993, 324). შდრ., ტოპონიმი უფლის-ციხე, უმლაუტში დენტალური ფონემის მერყეობის გავითვალისწინებით, აგრეთვე უფლისციხის ძველთაგანვე საზღვრულით, კასპის უფლისციხის (“უფლისციხჱ კასპისა”) სახით მოხსენიება (იხ. მოქცევაჲ ქართლისაჲ, 81, 82), რაც სხვა უფლისციხის თუ უფლისციხეების არსებობაზე უნდა მიუნიშნებდეს.

[129] Diakonoff & Kashkai 1981, ვიიი.

[130] მაგ., მელიქიშვილი 1951, 212, 213, 215.

[131] იხ. მუსხელიშვილი 2004, 9. აღსანიშნავია, რომ მ. წერეთელი ტერმინს “სომეხი” აიგივებდა სახელწოდება “კუმუხთან” და იმის გათვალისწინებით, რომ ქართველები დღესაც ცოტა უპატივოდ უწოდებენ სომეხს _ “კომეხს” (მისი აზრით, ქართული ფონეტიკისათვის დამახასიათებელი ს-სა და კ-ს ურთიერთმონაცვლეობის შედეგად), ამ უკანასკნელს მიიჩნევს ქართულ ენაში სომეხთა აღმნიშვნელ უფრო ძველ ფორმად, დაკავშირებულს მესხების სამხრეთით მოსახლე კუმუხთა (იგივე კამმანუ-კომანას) ქვეყანასთან, რომელსაც შემდეგში კომაგენე ეწოდა (წერეთელი 1962, 42-44).

[132] Меликишвили 1954, 60; მაისურაძე 1991, 18-22

[133] შდრ., მელიქიშვილი 1970, 375.

[134] იხ. Меликишвили 1959, 178.

[135] იხ. Арутюнян 1970, 417; Арутюнян 1985, 246.

[136] ვახუშტი, 680, 5.

[137] იხ. მაისურაძე 1991, 21-22; ცეცხლაძე 2000, 10.

[138] მაისურაძე 1991, 21-22.

[139] საინტერესოა, რომ ს. წერაქვის (ქვემო ქართლში) მიდამოებში მდებარე შუა საუკუნეების ციხის სახელია: “დიდი მზიგული”.

[140] ორბელიანი 1966, 472.

[141] მამათა ცხოვრება, 15ვ, იხ. აბულაძე 1973, 169.

[142] Меликишвили 1954, 115; Меликишвили 1960, 287.

[143] წინასწარული გამოკითხვით, ესენ-დურაქის მოსახლეობამ მათ სოფელში უხეში, ნაცრისფერი ჭურჭლის გამოვლენის შესახებ გვამცნო, რაც შესაძლოა აქ ერზურუმის მხარისათვის დამახასიათებელი ადრერკინის ხანის ნაწარმის არსებობაზე მიგვანიშნებდეს, რომელიც ურარტუს სამეფოს ადრეული პერიოდის სინქრონული უნდა იყოს.

[144] ხაზარაძე 2001.

[145] მოქცევაჲ ქართლისაჲ, 320; ლეონტი მროველი, I, 18; ინგოროყვა 1941, 283; იხ. ქავთარაძე 1985, 40.

[146] აღსანიშნავია, რომ არტაანთან და ყარსის აღმოსავლეთით, ანისთან მიკვლეულია სავარაუდოდ ურარტული კერამიკის შემცველი გორანამოსახლარები

[147] ასათიანი 1993, 14.

[148] მუსხელიშვილი 2001, 16.

[149] ინაძე 1993, 43-52.

[150] მელიქიშვილი 1955, 87, 88.

→ გიორგი ქავთარაძე – Giorgi Leon Kavtaradze


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Categories

%d bloggers like this: