Posted by: burusi | 27/03/2009

გაბრიელ გარსია მარკესის ბოლო სიტყვა

გუსტავ დორე, ღვთაებრივი კომედია, დანტე

სიკვდილი ისეთი რამეა, რაც მხოლოდ სხვებს ემართებათ ხოლმე, ამიტომაც ე. წ. ანდერძებს, ყოველთვის სევდიანი ხალისითა და მწუხარე აღტაცებით კითხულობს ხალხი. შესაძლოა ცოტა უცნაურადაც ჟღერდეს ეს ჩვენი “სევდიანი ხალისი“, მაგრამ რას იზამ, ასეთია სიკვდილის რიტორიკა, ხალხმა სწორედ რომ
აღტაცებით მიიღო 2001 წლის დასაწყისში გამოქვეყნებული მარკესის ე.წ. ანდერძი კოდური სახელწოდებით “ჩალის თოჯინა“.

ფილტვის კიბოზე პირველი ოპერაცია 1992 წელს გაუკეთდა მარკესს; ოპერაციამ წარმატებით ჩაირა, მაგრამ 1999 წელს ექიმებმა მას ლიმფომაც აღმოუჩინეს და სწორედ ამ პერიოდშივე გავრცელდა პირველი ჭორი მისი გარდაცვალების შესახებ. ლოს-ანჟელესის ონკოლოგიურ კლინიკაში ჩატარებულმა კურსმა შედეგი გამოიღო, მარკესი გამოჯანმრთელდა და თავისი მოგონებების პირველი ტომის გამოქვეყნებასაც დაპირდა მკითხველს. არ გასულა რამდენიმე თვე, რომ პერუანულ გაზეთ “ A Republica“-ში დაიბეჭდა და მყისვე ინტერნეტითაც გავრცელდა ზემოხსენებული ტექსტი მარკესის ხელმოწერით, რომელიც 2000 წლის რვა დეკემბრით იყო დათარიღებული. ეს ტექსტი ტონითაც და სტილურადაც საკმაოდ დამაჯერებლად გამოიყურებოდა, რადგან, როგორც მოგახსენეთ, ასეთია სიკვდილის ყალბი რიტორიკა და მასთან შედარებით კონკრეტული მწერლის სტილური თავისებურებები ძალას კარგავენ. ერთი სიტყვით, სიკვდილიდ რიტორიკამ მთლიანად გადაფარა მარკესის მიერ გამოგონილი სიკვდილის შემთხვევები, წაშალა მთელი მისი შემოქმედება და ავტორის სახელსა და გვარს თავისი სიუჟეტი მიაბა.

მაშ ასე, გაბრიელ გარსია მარკესი წარმოგიდგენთ თავის ბოლო ნამუშევარს…

თუ ღმერთი ერთი წამით მაინც დაივიწყებდა რომ მე ვარ ნაჭრის ნაკუწებისგან შეკერილი თოჯინა და მაჩუქებდა სიცოცხლის ერთ პაწაწინა ნაგლეჯს ალბათ არ ვიტყოდი იმას რასაც ვფიქრობ, მაგრამ უეჭველი გადავიფიქრებდი იმას რასაც ვამბობ დავაფასენდი ყველაპერს არა ღირებულების არამედ იმის მიხედვით თუ რა მნიშვნელობა გააჩნია მას ვიძინებდი ცოტას, ვიოცნებებდი მეტს. მესმის რომ თოთოეულ წუთს, როდესაც თვალებს ვხუჭავთ ვკარგავთ სინათლის სამოც წამს. ვივლიდი მაშინ, როცა ყველა გაჩერებული იქნებოდა, გავიღვიძებდი მაშინ როდესაც ყველას ეძინებოდა. მოვუსმენდი როდესაც სხვები ისაუბრებდნენ და რა გულიანად შევექცეოდი შოკოლადის ნაყინს.
თუ ღმერთი მაჩუქებდა სიცოცხლის ნაკუწს, ჩავიცვმდი შილიფად, გულაღმა დავწვებოდი მზეზე და გავაშიშვლებდი არამარტო ჩემს სხეულს, არამედ ჩემს სულსაც. ღმერთო, თუ გული მექნებოდა, მთელს ჩემს სიძულვილს სიტყვებით გადავიტანდი ყინულზე და დაველოდებოდი მზის ამოსვლას. ვან გოგის ოცნებით ვარსკვლავებს დავხატავდი, ბენდეტის ლექსს და სერატის სიმღერას სერენადად მივუძღვნიდი მთვარეს. ჩემი ცრემლებით მოვრწყავდი ვარდებს, რათა მეგრძნო მათი ეკლების ტკივილი და ვარდის ფურცლების სისხლიანი კოცნა…
ღმერთო ჩემო, მე რომ სულ მოკლე სიცოცხლე მქონოდა… არ გავიყვანდი არცერთ დღეს ისე, რომ ხალხისთვის არ მეთქვა, რომ მე ის მიყვარს. დავარწმუნებდი ყოველ კაცსა თუ ქალს, რომ თითოეული მათგანი ჩემთვის განსაკუთრებულია და ვიცხოვრებდი სიყვარულზე შეყვარებული. ადამიანებს დავუმტკიცებდი, თუ რაოდენ სცდებიან, ფიქრობენ რა, რომ შეყვარება აღარ ძალუძთ როდესაც ბერდებიან. მათ არ იციან, რომ სწორედ მაშინ ბერდებიან, როდესაც კარგავენ სიყვარულის უნარს პატარა ბავშვს ვაჩუქებდი ფრთებს, მაგრამ მას მხოლოდ ფრენის სწავლის უფლებას მივცემდი. მოხუცებს დავანახებდი, რომ სიკვდილი სიბერესთან ერთად კი არა, დავიწყებასთან ერთად მოდის.

რამდენი რამ ვისწავლე თქვენგან, ხალხო… დავინახე ის, რომ ყველას უნდა მთის მწვერვალზე ცხოვრება, და არც იციან, რომ ჭეშმარიტი ბედნიერება სწორედ იმაშია, თუ როგორ ადიხარ ციცაბო ფერდობზე. ვისწავლე ისიც, რომ როდესაც ახალშობილი თავისი პაწაწინა თითებით სულ პირველად ეჭიდება მამის ხელს, ეს სამუდამოა და აღარასოდეს გაუშვებს მას. ვისწავლე, რომ ადამიანს აქვს უფლება უყუროს მეორეს ზემოდან ქვემოთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას წამოდგომაში ეხმარება. რამდენი რამის სწავლა შევძელი თქვენგან, მაგრამ სინამდვილეში ბევრი აღარ გამომადგება, რადგანაც როდესაც მე ამ კიდობანში მომათავსებენ, სამწუხაროდ უკვე მომაკვდავი ვიქნები.

ყოველთვის თქვი, ის რასაც გრძნობ და აკეთე ის, რასაც ფიქრობ. რომ ვიცოდე, რომ დღეს უკანასკნელად გხედავ მძინარეს, მაგრად ჩაგიკრავდი გულში და შევევედრებოდი უფალს რომ შენი სულის დამცველად მოვევლინე. რომ ვივოდე, რომ უკანასკნელად გხედავ როგორ გადიხარ სახლიდან მოგეხვეოდი, გაკოცებდი და მოგაბრუნებდი, რომ კიდევ ერთხელ მეკოცნა. რომ ვიცოდე, რომ უკანასკნელად მესმის შენი ხმა, ფირზე ჩავიწერდი თითოეულ შენს სიტყვას, რათა დაუსრულებლად შემეძლოს მისი მოსმენა. რომ ვიცოდე, რომ ეს ჩვენი უკანასკნელი წუთებია გეტყოდი “მიყვარხარ”, თითქოს არ ვიყო დარწმუნებული, რომ შენ ეს უკვე იცი…

ყოველ გათენებასთან ერთად ცხოვრება ახალ ახალ საშუალებებს გვაძლევს რომ ლამაზად ვაკეთოთ ჩვენი საქმე, მაგრამ თუ მე ახლა ვცდები და დღეს ამის მეტი არაფერი დაგვრჩენია, მინდა გითხრა თუ რა ძლიერ მიყვარხარ, და რომ არასოდეს დაგივიწყებ. ხვალინდელი დღე არავის აქვს გარანტირებული, ახალგაზრდასა თუ მოხუცს. შეიძლება დღეს უკანასკნელად ხედავ მათ ვინც გიყვარს. ამიტომ ნუღარ დაელოდები მეტს, იცხოვრე დღევანდელი დღით, რამეთუ არ იცი ხვალინდელი დღე იქნება თუ არა, და მერე ნამდვილად დაგწყდება გული რომ ვერ გამონახე დრო ღიმილისათვის, მოფერებისათვის, კოცნისათვის და რომ დაკავებულობის გამო ვერ შეუსრულე შენს საყვარელ ადამიანს უკანასკნელი სურვილი. გვერდიდან არ მოიშორო ისინი, ვინც გიყვარს, ჩუმად ჩასჩურჩულე თუ რაოდენ გჭირდებიან ისინი, გიყვარდეს და ფაქიზად მოეპყარი მათ, დროს ნუ დაიშურებ რომ უთხრა “ვწუხვარ”, “მაპატიე”, “გეთაყვა”, “გმადლობ”, და ყველა ის სასიყვარულო სიტყვა რაც იცი. შენ არავინ გაგიხსენებს შენი ფარული ფიქრების გამო. შესთხოვე უფალს რომ მოგცეს ძალა და სიბრძნე მათ გამოსახატად, უჩვენე შენს მეგობრებს თუ რაოდენ მნიშვნელოვანია თითოეული მათგანი შენთვის. გაუგზავნე ეს სიტყვები ყველას ვისაც გსურს… თუ დღეს ამას არ გააკეთებ, ხვალინდელი დღე ისეთივე იქნება, როგორიც იყო გუშინდელი, და თუ ამას არასოდეს გააკეთებ, არც მაგით დაშავდება რამე… დაიწყე შენი ოცნებების ახდენა, ახლა სწორედ ეს მომენტია!


Responses

  1. dzalian momcons es saiti. didi madloba am silamazistvi

  2. ბრავო, აი შემოქმედებითი სული… შემოქმედებითი სიტყვა.. მადლობა ამ ამონარიდისთვის..

  3. GENACVALEET YVELAS !!!!

  4. genialuria

  5. genialuria…

  6. me rogorc vici bolo sityva markes ar dauweria es sityvebi misma panatikosma dawera da markess vinc kitxulobs unda mixvdes rom es markesi ar aris……

  7. ეს მარკესის არ ყოფილა :(

  8. markesis dawerilia aba ra, arachveulebrivia ramdenjerac unda wavikitxo is arasodes ar momwyindeba da sul metireba.

  9. ra mnishvneloba aqvs visi sityvebia… visic ar unda iyos mtavari mainc isaa rom genialuria

  10. sheudarebelia da ganumeorebeli

  11. umagresiaa.. dzalian magariiaa… sityvebi ar myopniss… yochag ra… (y)

  12. ar aqvs mnishvneloba vin sawera, chemtvis mtavaria rom dzaan magari sityvebia…

  13. chori, imis shesaxeb rom “bolo sityva” shesadzloa ert-erti falsifikatoris iyos-gabatilebulia!
    ase rom tavs nu gamoidebt, titkos dzaan icnobdet markesis shemokmedebas da am sityvebis cakitxvisas geucxovat igi…tkvens sidebileze metyvelebs :-)

  14. saocaria … yoveli mosmenis dros gulshi ragac sxva igvreba,ragac gansakutrebuli …

  15. martlac ra mnishvneba aqvs vin dawera…. gavsebs, gatbobs, fiqrs iwyeb umal, yvela megobari da axlobeli gaxsendeba siyvarulit, survili gichndeba siketis ketebis, nanob yvela chadenil codvas…madloba…

  16. xalxno minda gitxrt, rom me dzalian sheyvarebuli var wignze da dzalian miyvars markesis shemoqmedebebic. me verapers vityvi imis shesaxeb aris tu ara ees markesis bolo sityva. martlac, rom dzalian kargi sityvebia dagvapiqrebs da chvenshi ragac grdnzobas agvivebs da dzalian didi, brdznul azrs gamotqvams, es bichis xma, mshvidi melodia kidev upro pikantursa da sasiamovnos xdis! magram me dzalian mnda, rom yvelas sjerodes am sityvebis da daupiqrdes misi cxovrebis titoeul wams… da dzalian gtxov banaluri komentarebisagan tavi sheikavet! ubralod markessa da mis shemoqmedebas ecit pativi

  17. dzaan magaria geniosi iyo markesi aba ra:*:*:

  18. ლამაზია.. თუმცა ეს იტყვები არ ეკუთვნის გაბრიელ გარსია მარკესს. 2000 წელს, როდესაც მწერალს ლიმფური სისხლძარღვების კიბო დაუდგინეს, გავრცელდა ცრუ ინფორმაცია მისი გარდაცვალების შესახებ. ამავე დროს, პერუს დედაქალაქ ლიმაში, გაზეთ “ლა რეპუბლიკა”–ში დაიბეჭდა ვითომ მისი წერილი „მარიონეტი“, იგივე „ბოლო სიტყვა“, რომელიც სინამდვილეში მექსიკელ მსახიობ ჯონი ველჩს ეკუთვნოდა. ხალხს ისე მოეწონა ეს წერილი და ისე გაითავისა როგორც მარკესის გამოსამშვიდობებელი სიტყვა, რომ სიმართლის გარკვევის შემდეგაც კვლავ არავინ საუბრობს მის ნამდვილ ავტორზე, რომელიც თავად მარკესმაც შეაქო ასეთი ლამაზი და გულისამაჩუყებელი წერილისთვის..

  19. ლამაზია.. თუმცა ეს იტყვები არ ეკუთვნის გაბრიელ გარსია

  20. გაბრიელ გარსია მარკესი საუკეთესო მწერალია, რომეწლიც ნათლად ასახავს თავის ცხოვრებისეულ გამოცდილებას ლექსში “ბოლო სიტყვა”.

  21. რა მნიშვნელობა აქვს,ეს ბოლო სიტყვა მარკესისაა თუ არა, იგი ამ სიტყვის გარეშეც გენიალურია..

  22. gadasarevi sityvebia damapiqra


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Categories

%d bloggers like this: